თემატური მატრიცა - ჩვენი საქართველო - თემა: აჭარა
თემა - აჭარა საათების
სავარაუდო რაოდენობა - 7 საათი |
|||
საკითხები და ქვეცნებები: 1.
მაჭახელას
ხეობა (ქვეცნებები: საზღვარი, ფართობი, სანაპირო ზოლი,
კურორტი, ტურიზმი, ეკოტურიზმი, დაცული ტერიტორია, ნაკრძალი, აღკვეთილი, ეროვნული
პარკი, რელიეფი, ხეობა, ქედი, სიმაღლე ზღვის დონიდან, ტყე) 2.
ბათუმის
ხელოვნების და არქეოლოგიის მუზეუმები (ქვეცნებები:
არქეოლოგია, ხელონება, კულტურა, მუზეუმი, ტურიზმი, ინდუსტრია, მიწათმოქმედება, მესაქონლეობა,
მეურნეობა, მეტალურგია, მითი) 3.
ისტორია
ბათუსიდან - ბათუმამდე (ქვეცნებები: ოკუპაცია, ვაჭრობა,
სავაჭრო გზა, ეკონომიკა, თვითმმართველობა, სათათბირო, ქალაქი) 4.
არასამთავრობო
ორგანიზაცია „ახალგაზრდა მეცნიერთა
კავშირი - ინტელექტი“ (ქვეცნებები: საზოგადოება,
არასამთავრობო ორგანიზაცია, უფლება, მოვალეობა, გრანტი, დონორი, პროექტი) 5. რელიგიის მუზეუმი აჭარაში (ქვეცნებები: მრავალფეროვნება, ტოლერანტობა) 6.
თვითმმართველი ქალაქის სტატუსის
მნიშვნელობა ბათუმისთვის (ქვეცნებები: ვაჭრობა, ეკონომიკა, თვითმმართველობა,
ინიციატივა, არჩევნები,
საბჭოთა ოკუპაცია) |
|||
სამიზნე ცნება და მასთან
დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები (გრძელვადიანი სასწავლო მიზანი) |
საკითხი/საკითხები |
საკვანძო შეკითხვა/შეკითხვები |
კომპლექსური დავალება (შუალედური სასწავლო მიზანი) |
მაჭახელას ხეობა |
•როგორ
გამოიხატება მაჭახელას ხეობის თავისებურებები: ჰაისა და კლიმატური პირობების
მრავალფეროვნება? •როგორ
გამოიხატება მაჭახელას ხეობის ჰავისა და კლიმატური პირობების გავლენა
მოსახლეობაზე? •რა
ინფორმაციის მიღება შეგვიძლია მაჭახელასხეობის კლიმატური პირობებისა და რელიეფის
შესახებ რუკის გამოყენებით? |
||
სივრცე შედეგი 3, 4 , 5 1.
საქართველოს ტერიტორია
უმეტესად მთაგორიანია; მისთვის დამახასიათებელია ჰავის/კლიმატური პირობების მრავალფეროვნება. 2.
რელიეფისა და ჰავის/კლიმატური
პირობების მრავალფეროვნება საქართველოში მოსახლეობის ცხოვრების წესის მრავალფეროვნებას განაპირობებს 3.
საქართველოს
მრავალფეროვნების
შესახებ
ინფორმაციის
მიღება
გეოგრაფიული
რუკის
საშუალებით
შეიძლება. |
კომპლექსური დავალების განხორციელების
ეტაპები (აქტივობები, რესურსები, შეკითხვები) ეტაპი I – კომპლექსური დავალების პირობის
გაცნობა Ø მოსწავლეებს ვაცნობ საკითხის, დავალების პირობას. Ø მოსწავლეებს ვაცნობ ელექტრონული ბუკლეტის შექმნის
ინსტრუქციას. Ø მოსწავლეებს ვუხსნი თუ რა უნდა გაითვალისწინონ და
ასახონ ელექტრონულ ბუკლეტში. Ø მოსწავლეებს ვეუბნები რა ვადაში უნდა მოამზადონ და
როგორ უნდა წარადგინონ ელექტრონული ბუკლეტი. ეტაპი II – კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა კომპლექსური დავალების რესურსი ·
რომელი ზღვისპირა კურორტებია აჭარის რეგიონში? ·
რომელი ქედები განაპირობებენ აჭარის რეგიონის საინტერესო
რელიეფს? ·
რომელია უმაღლესი მწვერვალი აჭარის რეგიონში? ·
როგორი ტიპის ტყეები ჭარბობს აჭარის რეგიონში? ·
როგორ ხდება აჭარის რეგიონში არსებული ბიომრავალფეროვნების
დაცვა? ·
რატომ არის მაჭახელას ხეობა საინტერესო ტურისტებისთვის? აქტივობები: არგუმენტირებული მსჯელობა ფიზიკურ - გეოგრაფიული
რუკის გამოყენებით. ასოციაციური რუკა თემაზე: მაჭახელას ხეობის
ტურისტული მომხიბვლელობის მიზეზები. არგუმენტირებული მსჯელობა შეკითხვებზე: ·
როგორ გამოიხატება
მაჭახელას ხეობის თავისებურებები: ჰაისა და კლიმატური პირობების მრავალფეროვნება?
·
როგორ გამოიხატება
მაჭახელას ხეობის ჰავისა და კლიმატური პირობების გავლენა მოსახლეობაზე? ·
რა ინფორმაციის
მიღება შეგვიძლია მაჭახელასხეობის კლიმატური პირობებისა და რელიეფის შესახებ რუკის
გამოყენებით? კომპლექსური დავალების განხორციელების
ეტაპები ვიდეო ინსტრუქცია |
დავალების
პირობა: წარმოიდგინე, რომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა აგარჩია საერთაშორისო
ტურისტულ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ფორუმში მონაწილეობას ღებულობენ ტურისტული კომპანიების
წარმომადგენლები სხვადსხვა ქვეყნიდან. შენი მიზანია გააცნო და დააინტერესო ისინი
მაჭახელას ხეობაში სხვადასხვა ტიპის ტურისტული ტურების განხორციელებით. მიზნის მიღწევისთვის გაეცანი რესურსებს, მიჰყევი ინსტრუქციებს
და შექმენი ელექტრონული ბუკლეტი. ნაშრომში/ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ: ·
მაჭახელას
ხეობის თავისებურებები - ჰავისა და კლიმატური პირობების მრავალფეროვნება; (მ.წ. 1) ·
მაჭახელას ხეობის თავისებურებები
- ჰავის/კლიმატური პირობების გავლენა მოსახლეობაზე (მ.წ.
2) ·
რა ინფორმაციის მიღება
შეიძლება მაჭახელას ხეობის კლიმატის/რელიეფის შესახებ რუკის მეშვეობით (მ.წ. 3) |
|
სამიზნე ცნება და მასთან
დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები (გრძელვადიანი სასწავლო მიზანი) |
საკითხი/საკითხები |
საკვანძო შეკითხვა/შეკითხვები |
კომპლექსური დავალება (შუალედური სასწავლო მიზანი) |
ბათუმის ხელოვნების და არქეოლოგიის
მუზეუმები |
•რა
სახის და მნიშვნელობის მქონე ექსპონატებია დაცული ხელოვნებისა და არქეოლოგიურ
მუზეუმებში? •როგორია
აჭარის რეგიონისთვის დამახასიათებელი
ბუნებრივი რესურსები და რა გავლენა აქვთ მათ ადამიანების მეურნეობასა და ყოფაზე? |
||
მეურნეობა შედეგი: 5, 6, 7 1.
საქართველოს მხარეებში,
სოფლებსა თუ ქალაქებში მათი მოცემულობის შესაბამისი მეურნეობის დარგებია განვითარებული 2.
საქართველოს კონკრეტული
მხარისათვის დამახასიათებელი გარემო პირობები და ბუნებრივი რესურსები აქ მცხოვრებთა
საქმიანობას/პროფესიას განაპირობებს; 3. ჩვენი ქვეყნის რესურსები შეზღუდული რაოდენობისაა,
ამიტომ მათ გაფრთხილება სჭირდება. |
კომპლექსური დავალების
განხორციელების ეტაპები
(აქტივობები, რესურსები, შეკითხვები) ეტაპი I – კომპლექსური დავალების პირობის
გაცნობა Ø მოსწავლეებს ვაცნობ საკითხის, დავალების პირობას. Ø მოსწავლეებს ვაცნობ 3-5 წუთიანი ვიდეო რგოლის შექმნის
ინსტრუქციას. Ø მოსწავლეებს ვუხსნი თუ რა უნდა გაითვალისწინონ და
ასახონ 3 – 5 წუთიან ვიდეო რგოლში. Ø მოსწავლეებს ვეუბნები რა ვადაში უნდა მოამზადონ და
როგორ უნდა წარადგინონ ვიდეო რგოლი. ეტაპი II – კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა კომპლექსური დავალების
რესურსი ·
როგორ ვითარდებოდა აჭარის ტერიტორიაზე ქვის ინდუსტრია? ·
როგორ ვითარდებოდა აჭარის ტერიტორიაზე მიწათმოქმედება? ·
როგორ ვითარდებოდა აჭარის ტერიტორიაზე ფეიქრობა? ·
როგორ ვითარდებოდა აჭარის ტერიტორიაზე მესაქონლეობა? ·
როგორ ვითარდებოდა აჭარის ტერიტორიაზე მეურნეობა? ·
როგორ იცვლეობოდა ჭურჭლის მასალა და ფორმები აჭარის ტერიტორიაზე? ·
როგორ მკვიდრდებოდა ლითონი და კერამიკა აჭარის ტერიტორიაზე? ·
როგორ ვითარდებოდა კოლხური მეტალურგია? ·
როგორ ერწყმოდა ადგილობრივი კულტურა უცხოურს აჭარის ტერიტორიაზე? ·
როგორ იქმნებოდა ოქროს უნიკალური ნაკეთობები აჭარის ტერიტორიაზე? ·
რომელი რიტუალები შეითვისეს კოლხებმა ბერძნებისგან? ·
რა ინფორმაციას გვაწვდის მითი ოქრომრავალი
კოლხეთის შესახებ? ·
რა ინფორმაციას გვაწდის აჭარის ტერიტორიაზე განხორციელებული არქეოლოგიური გათხრესბის
შედეგად მოპოვებული სხვადასხვა ტიპის მასალა? ·
რა მიზნით და როდის შეიქმნა ხელოვნების მუზეუმი? ·
რატომ ითვლებოდა ის კულტურული ცხოვრების ბურჯად? ·
რა სახის ინფორმაციას ვღებულობთ ხელოვნების მუზეუმის დათვალიერების შედეგად? აქტივობები: ვადგენთ ცხრილს, რომელშიც წარმოვაჩენთ
ინფორმაციას ბათუმის, ხელოვნების და არქეოლოგიიის მუზეუმების მნიშვნელობის შესახებ. ვქმნით ასოციაციურ რუკას თემაზე:
"ტურიზმის განვითარების მნიშვნელობა აჭარის რეგიონისთვის" არგუმენტირებული მსჯელობა შეკითხვებზე: ·
რა სახის და მნიშვნელობის
მქონე ექსპონატებია დაცული ხელოვნებისა და არქეოლოგიურ მუზეუმებში? ·
როგორია აჭარის რეგიონისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი რესურსები და რა გავლენა
აქვთ მათ ადამიანების მეურნეობასა და ყოფაზე? კომპლექსური დავალების განხორციელების
ეტაპები ვიდეო ინსტრუქცია |
დავალების
პირობა: ვიდეო ექსკურსიის სახით დაათვალიერე ბათუმის არქეოლოგიური
და ხელოვნების მუზეუმები. აარჩიე რომელიმე ერთი მუზეუმი, წარმოიდგინე, რომ ხარ
მუზეუმის დირექტორი და გსურს დამთვალიერებელთა მოზიდვის მიზნით ჩაწერო 3 – 5 წუთიანი ვიდეო რგოლი, რომელსაც საეთერო
ბადეში განათავსებს საზოგადოებრივი მაუწყებელი. შენი მთავარი ამოცანაა დააინტერესო ფართო აუდიტორია:
მოსწავლეები, სტუდენტები, მასწავლებლები, მშობლები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები
მუზეუმის დათვალიერებისთვის. ნაშრომში/ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ: ·
მუზეუმში დაცული ექსპონატების
სახეები, მნიშვნელობა; ·
აჭარის რეგიონისთვის დამახასიათებელი
ბუნებრივი რესურსები და მათი გავლენა ადამიანების
მეურნეობასა და ყოფაზე (მ.წ. 1,2) |
|
სამიზნე ცნება და მასთან
დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები (გრძელვადიანი სასწავლო მიზანი) |
საკითხი/საკითხები |
საკვანძო შეკითხვა/შეკითხვები |
კომპლექსური დავალება (შუალედური სასწავლო მიზანი) |
ისტორია ბათუსიდან - ბათუმამდე |
.როგორ
დარჩა ისტორიული ფაქტები, მოვლენები და ამბები ხალხის მეხსიერებაში? როგორ
აფასებენ მას დღე საქართველოს სხვადასხვა მხარეში მცხოვრები ადამიანები? •საიდან
ვიცით ბათუმის ისტორიიდან შერჩეული ისტორიული ამბების შესახებ? |
||
დრო (ცვლილება) შედეგი 1, 2 1.
ცვლილება ყოველდღიური
ცხოვრების ნაწილია − ყველაფერი იცვლება; წარსული, აწმყო და მომავალი ერთმანეთთან
არის დაკავშირებული; 2.
მოვლენები გარკვეული
თანმიმდევრობით ხდებოდა/ხდება; ამ თანმიმდევრობაში გარკვევაში წელთაღრიცხვა და კალენდარი
გვეხმარება. 3.
წარსულში მომხდარი ამბების
შესახებ ისტორიული წყაროები (ლეგენდა, მითი, მატიანე, ისტორიულ ძეგლი და სხვა) მოგვითხრობს. |
კომპლექსური დავალების
განხორციელების ეტაპები
(აქტივობები, რესურსები, შეკითხვები) ეტაპი I – კომპლექსური დავალების პირობის
გაცნობა Ø მოსწავლეებს ვაცნობ საკითხის, დავალების პირობას. Ø მოსწავლეებს ვაცნობ ელექტრონული ქვიზების შექმნის
ინსტრუქციას. Ø მოსწავლეებს ვუხსნი თუ რა უნდა გაითვალისწინონ და
ასახონ ელექტრონულ ქვიზებში. Ø მოსწავლეებს ვეუბნები რა ვადაში უნდა მოამზადონ და
როგორ უნდა წარადგინონ ელექტრონული ქვიზი. ეტაპი II – კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა კომპლექსური დავალების
რესურსი ·
სად გვხვდება პირველი ცნობები ბათუმის შესახებ? ·
სად მდებარეობდა ბათუსი? ·
რას ნიშნავს სიტყვა ბათუსი და რატომ მოიხსენიებდნენ ასე
ბათუმს? ·
რას ადასტურებს მდ. ყოროლისწლის მიდამოებში ჩატარებული
არქეოლოგიური სამუშაოები? ·
რა ცვლილებები მოჰყვა ბათუმში ოსმალთა ბატონობას? ·
როდის მოხდა აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნება? ·
ვისი იდეა იყო და როდის მიიღო ბათუმმა პორტო - ფრანკოს
სტატუსი? ·
რა დადებითი და უარყოფითი შედეგები მოუტანა პორტო - ფრანკოს
სტატუსმა ბათუმსა და ბათუმის მცხოვრებლებს? ·
როდის გაუქმდა ბათუმის ოლქი და რა შედეგები მოჰყვა მას? ·
რა მიზნით მიმართა ბათუმის 90 - მდე მცხოვრებმა 1885
წელს კავკასიის სამოქალაქო ნაწილის უფროსს? ·
როდის მიენიჭა ბათუმს ქალაქის სტატუსი და როდის ჩატარდა
ქალაქის სათათბიროს წევრების არჩევნები? ·
რატომ თამაშობდა ბათუმი წამყვან როლს ამიერკავკასიისა
და შუა აზიის სატრანზიტო ვაჭრობაში? ·
რამ განაპირობა ბათუმის დაწინაურება ეკონომიკურად მე-
20 საუკუნეში? ·
როდის მიიღო ბათუმმა ევროპული ქალაქის იერი? რამ განაპირობა
ეს მნიშვნელოვანი ცვლილება? ·
სად შემუშავდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის
შესახებ აქტი, რომელიც 26 მაისს გაფორმდა თბილისში? ·
რა შედეგები მოყვა 1920 წელს რუსეთ - საქართველოს შორის
გაფორმებულ სამშვიდობო ხელშეკრულებას? ·
რა შედეგები მოყვა 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს
წინააღმდეგ საომარი ქმედებების დაწყებას? ·
რატომ იყო ბათუმის ისტორიის ერთ-ერთი მტკივნეული ფურცელი
1924 წელს რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში წარმოებული
აჯანყების დროს განვითარებული მოვლენები? აქტივობები: ვაგებთ დროის სვეტს,
სადაც აღვნიშნავთ მნიშვნელოვან ფაქტებს ბათუმის ისტორიის შესახებ მოცემული რესურსის
გამოყენებით. ვქმნით ასოციაციურ რუკას
თემაზე: "ბათუმის ისტორიული იერსახე" ვქმნით ასოციაციურ რუკას
თემაზე: "ბათუმის თანამედროვე იერსახე" არგუმენტირებული მსჯელობა
შეკითხვებზე: ·
როგორ დარჩა
ისტორიული ფაქტები, მოვლენები და ამბები ხალხის მეხსიერებაში? როგორ აფასებენ მას
დღე საქართველოს სხვადასხვა მხარეში მცხოვრები ადამიანები? ·
საიდან ვიცით
ბათუმის ისტორიიდან შერჩეული ისტორიული ამბების შესახებ? კომპლექსური დავალების განხორციელების
ეტაპები ვიდეო ინსტრუქცია |
დავალების
პირობა: წარმოიდგინე, რომ მონაწილეობას ღებულობ სასკოლო კონკურსში
სადაც უნდა გამოავლინონ საუკეთესო ქვიზების ავტორები. საუკეთესო ქვიზების ავტორები დაჯილდოვდებიან საგანმანათლებლო
ექსკურსიით. შენი მიზანია შეადგინო ხუთი დახურულ ბოლოიანი ქვიზი. ნაშრომში/ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ: ·
როგორ დარჩა ისტორიული ფაქტები, მოვლენები და ამბები
ხალხის მეხსიერებაში; როგორ აფასებენ მას დღე საქართველოს სხვადასხვა მხარეში მცხოვრები
ადამიანები; (მ.წ. 1) ·
როდის მოხდა მნიშვნელოვანი
ისტორიული მოვლენები (წინ უსწრებდა თუ არა
ის სხვა თქვენთვის ცნობილ ისტორიულ მოვლენებს)
(მ.წ. 2) ·
საიდან
ვიცით ბათუმის ისტორიიდან შერჩეული ისტორიული ამბების შესახებ (მ.წ. 3) |
|
სამიზნე ცნება და მასთან
დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები (გრძელვადიანი სასწავლო მიზანი) |
საკითხი/საკითხები |
საკვანძო შეკითხვა/შეკითხვები |
კომპლექსური დავალება (შუალედური სასწავლო მიზანი) |
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი - ინტელექტი“ |
•რა
და როგორ აერთიანებთ საზოგადოების წევრებს?
•რატომ
და როგორ ზრუნავენ/უნდა ზრუნავდნენ საზოგადოების წევრები ერთმანეთზე და საერთო
საქმეზე? |
||
საზოგადოება შედეგი: 8, 9, 11, 12 1.
საზოგადოების წევრებს
აქვთ ერთიანობის განცდა („ჩვენ“) და საერთო ინტერესი და საზრუნავი 2.
საზოგადოების წევრები
თანხმდებიან ქცევის წესებსა და ღირებულებებზე; ტრადიციები ამ საზოგადოებისთვის ღირებულ
მოვლენას ასახავს 3.
საზოგადოების წევრებს
ერთმანეთის მიმართ უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობები გააჩნიათ 4.
საზოგადო საქმეებში ადამიანთა
აქტიური მონაწილეობა ამაღლებს საერთო კეთილდღეობას. |
კომპლექსური დავალების
განხორციელების ეტაპები
(აქტივობები, რესურსები, შეკითხვები) ეტაპი I – კომპლექსური დავალების პირობის
გაცნობა Ø მოსწავლეებს ვაცნობ საკითხის, დავალების პირობას. Ø მოსწავლეებს ვაცნობ ელექტრონული პროექტის შექმნის ინსტრუქციას. Ø მოსწავლეებს ვუხსნი თუ რა უნდა გაითვალისწინონ და
ასახონ პროექტში. Ø მოსწავლეებს ვეუბნები რა ვადაში უნდა მოამზადონ და
როგორ უნდა წარადგინონ პროექტი. ეტაპი II – კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა კომპლექსური დავალების
რესურსი ·
რა არის საზოგადოება? ·
რა არის მოვალეობა? ·
რა არის უფლება? ·
რა არის თავისუფალი განვითარება? ·
რა არის არასამთავრობო ორგანიზაცია? ·
რა მიზნებს ემსახურება არასამთავრობო ორგანიზაციები? ·
რატომ არის მნიშვნელოვანი არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირება? ·
რა მიზნით შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა მეცნიერთა კავშრი
- ინტელექტი“? ·
რა გამოწვევების დაძლევა მოუწია? ·
რომელი იყო ორგანიზაციის პირველი პროექტი? ·
როგორ ფიქრობ რატომ განახორციელა ორგანიზაციამ პირველად სწორედ ეს პროექტი? ·
კიდევ რომელ განხორციელებულ პროექტებზე საუბრობს ორგანიზაციის დამფუძნებელი? ·
როგორ ფიქრობ რა შედეგები მოიტანა საზოგადოებისთვის აღნიშნული პროექტების განხორციელებამ? აქტივობები: ვქმნით და ვმსჯელობთ
ასოციაციურ რუკას თემაზე: "საზოგადოების საჭიროებები აჭარის რეგიონში" არგუმენტირებული მსჯელობა
თემაზე: "აჭარის რეგიონში საზოგადოების აქტიურობის მნიშვნელობა" არგუმეტირებული მსჯელობა
შეკითხვებზე: ·
რა და როგორ
აერთიანებთ საზოგადოების წევრებს? ·
რატომ და
როგორ ზრუნავენ/უნდა ზრუნავდნენ საზოგადოების წევრები ერთმანეთზე და საერთო საქმეზე? კომპლექსური დავალების განხორციელების
ეტაპები ვიდეო ინსტრუქცია |
დავალების
პირობა: წარმოიდგინე რომ მონაწილეობას ღებულობ სასკოლო საგრანტო
კონკურსში. კონკურსში გამარჯვებულს გადაეცემა გრანტი პროექტის განხორციელებისთვის. კონკურსში მონაწილეობის პირობების თანახმად უნდა წარმოადგინო
პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს შენს
ქალაქში არსებული რომელიმე კონკრეტული პრობლემის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. ნაშრომში/ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ: ·
რა
და როგორ აერთიანებთ აჭარის რეგიონში მცხოვრებ საზოგადოების წევრებს; (მ.წ. 1,2) ·
რატომ და როგორ ზრუნავენ/უნდა ზრუნავდნენ საზოგადოების
წევრები ერთმანეთზე და საერთო საქმეზე; (მ.წ.
3,4) |
|
სამიზნე ცნება და მასთან
დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები (გრძელვადიანი სასწავლო მიზანი) |
საკითხი/საკითხები |
საკვანძო შეკითხვა/შეკითხვები |
კომპლექსური დავალება (შუალედური სასწავლო მიზანი) |
რელიგიის მუზეუმი აჭარაში |
•რა აერთიანებთ და რით განსხვავდებიან
ერთმანეთისგან აჭარის რეგიონში მცხოვრები ადამიანები? •რატომ არის საინტერესო და სასარგებლო
რეგიონისთვის კულტურული მრავალფეროვნება? |
||
მრავალფეროვნება შედეგი: 3, 10, 12, 14 1.
საქართველოში მცხოვრებ
ადამიანებს ბევრი რამ აქვთ საერთო, ბევრითაც ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან;
ეს საერთო და განმასხვავებელი ნიშნები ქვეყნის კულტურული მრავალფეროვნების საფუძველია 2.
კულტურული მრავალფეროვნება
ქვეყნის სიმდიდრეა, რითაც ის მიმზიდველია არა მხოლოდ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის,
არამედ უცხოელი ტურისტებისთვისაც. |
კომპლექსური დავალების
განხორციელების ეტაპები
(აქტივობები, რესურსები, შეკითხვები) ეტაპი I – კომპლექსური დავალების პირობის
გაცნობა Ø მოსწავლეებს ვაცნობ საკითხის, დავალების პირობას. Ø მოსწავლეებს ვაცნობ ესეს წერის ინსტრუქციას. Ø მოსწავლეებს ვუხსნი თუ რა უნდა გაითვალისწინონ და
ასახონ ესეში. Ø მოსწავლეებს ვეუბნები რა ვადაში უნდა მოამზადონ და
როგორ უნდა წარადგინონ ესე. ეტაპი II – კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა კომპლექსური დავალების
რესურსი ·
რა არის შემწყნარებლობა? ·
რატომ არის მნიშვნელოვანი რომ საზოგადოების წევრები ვიყვეთ
შემწყნარებლები? ·
რატომ ამაყობს ყველა ბათუმელი ქალაქის რელიგიური მრავალფეროვნებით? ·
რას აცნობს რელიგიის მუზეუმი დამთვალიერებლებს? ·
რატომ არის დაბრძანებული დავით აღმაშენებლის ბარელიეფური
ხატი მუზეუმის შუაგულში? ·
რა გახდა იმის მიზეზი, რომ ბათუმი 80 - ზე მეტი სხვადასხვა
ეროვნების ადამიანის მშობლიური ქალაქი გახდა? აქტივობები: ვქმნით ასოციაციურ რუკას
თემაზე: „აჭარის რეგიონში მრავალფეროვნების განმაპირობებელი ფაქტორები“ ვწერთ და განვიხილავთ
არგუმენტებს საკითხზე: „ტოლერანტობა - საზოგადოების
მშვიდობიანი განვითარებისთვის აუცილებელი
პირობა“ არგუმენტირებულად ვმსჯელობთ
შეკითხვებზე: ·
რა აერთიანებთ
და რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან აჭარის რეგიონში მცხოვრები ადამიანები? ·
რატომ არის
საინტერესო და სასარგებლო რეგიონისთვის კულტურული მრავალფეროვნება? კომპლექსური დავალების განხორციელების
ეტაპები ვიდეო ინსტრუქცია |
დავალების
პირობა: წარმოიდგინე, რომ მონაწილეობას ღებულობ საქართველოს
განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ესეების
კონკურსში თემაზე: „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“ საუკეთესო ესეების ავტორებს სამინისტრო დაჯილდოვებს
ერთწლიანი აბონემენტით, საქართველოს ყველა მუზეუმში. ესეს მომზადებამდე გაეცანი რესურსს და ისტრუქციებს. ნაშრომში/ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ: ·
რა
აერთიანებთ და რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან აჭარის რეგიონში მცხოვრები ადამიანები;
(მ.წ. 1) ·
რატომ არის თქვენთვის საინტერესო და აჭარის რეგიონისთვის სასარგებლო კულტურული მრავალფეროვნება;
(მ.წ. 2) |
|
სამიზნე ცნება და მასთან
დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები (გრძელვადიანი სასწავლო მიზანი) |
საკითხი/საკითხები |
საკვანძო შეკითხვა/შეკითხვები |
კომპლექსური დავალება (შუალედური სასწავლო მიზანი) |
თვითმმართველი
ქალაქის სტატუსის მნიშვნელობა ბათუმისთვის |
•რა
საშუალებებით გვინდა ზრუნავდეს სახელმწიფო ჩვენს ქალაქში მცხოვრებ ადამიანებზე? •როგორ
ფიქრობთ რა უფლებები და მოვალეობები აქვთ მოქალაქეებს სახელმწიფოს მიმართ? |
||
სახელმწიფო
შედეგი 8, 11, 15 1.
ქვეყნის მართვა-გამგეობას
სათავეში უდგას ხელისუფლება; 2.
მმართველობისა და საზოგადოებრივი
ცხოვრების მოწესრიგების, ასევე ადამიანთა უფლებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილების
მიზნით სახელმწიფო აარსებს სხვადასხვა ინსტიტუციას, ქმნის შესაბამის კანონებს 3. მოქალაქეებს საკუთარი სახელმწიფოს მიმართ გარკვეული
უფლებები და მოვალეობები აქვთ. |
კომპლექსური დავალების
განხორციელების ეტაპები
(აქტივობები, რესურსები, შეკითხვები) ეტაპი I – კომპლექსური დავალების პირობის
გაცნობა Ø მოსწავლეებს ვაცნობ საკითხის, დავალების პირობას. Ø მოსწავლეებს ვაცნობ გამოკითხვისთვის ჩატარებისთვის
საჭირო ელექტრონული კითხვარის მომზადების ინსტრუქციას. Ø მოსწავლეებს ვაცნობ წერილის მომზადების ინსტრუქციას. Ø მოსწავლეებს ვუხსნი თუ რა უნდა გაითვალისწინონ და
ასახონ წერილში. Ø მოსწავლეებს ვეუბნები რა ვადაში უნდა მოამზადონ და
როგორ უნდა წარადგინონ წერილი. ეტაპი II – კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა კომპლექსური დავალების
რესურსი ·
როდის ჩაეყარა საფუძველი ბათუმის თვითმმართველობას? ·
როგორი შედეგი მოჰყვა ბათუმის თავისუფალ სავაჭრო ზონად
გამოცხადებას? ·
რატომ გახდა საჭირო ქალაქში თვითმმართველობა შექმნილიყო? ·
რა მნიშვნელოვანი ინიციატივებით გამოირჩეოდა ქალაქის
თავის ლუკა ასათიანის მმართველობის პერიოდი? ·
რა მნიშვნელოვანი ინიციატივებით გამოირჩეოდა ქალაქის
თავის ივანე ანდრონიკაშვილის მმართველობის პერიოდი? ·
რამ დაასრულა ბათუმის ოლქში ოსმალეთის ექვსთვიანი საოკუპაციო
რეჟიმი? ·
რა შედეგები მოჰყვა აჭარის გასაბჭოებას და რატომ ინიშნებოდნენ
მას შემდეგ ქალაქის თავკაცები ხელისუფლების მიერ? აქტივობები: ვქმნით ასოციაციურ რუკას
თემაზე: რა სჭირდება ჩემს ქალაქს. ვქმნით ასოციაციურ რუკას
თემაზე: ჩემი იდეა ჩემს ქალაქს. არგუმენტირებულად ვმსჯელობთ
შეკითხვებზე: ·
რა საშუალებებით
გვინდა ზრუნავდეს სახელმწიფო ჩვენს ქალაქში მცხოვრებ ადამიანებზე? ·
როგორ ფიქრობთ
რა უფლებები და მოვალეობები აქვთ მოქალაქეებს სახელმწიფოს მიმართ? კომპლექსური დავალების განხორციელების
ეტაპები ვიდეო ინსტრუქცია |
დავალების
პირობა: წარმოიდგინე რომ მონაწილეობ ქალაქის მერიის მიერ ორგანიზებულ
კონკურსში „შენი იდეა ქალაქს“. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა ჩაატარო მცირე
გამოკითხვა 3 – 5 ადამიანთან, ჩამოაყალიბო შენი იდეა ქალაქის მცხოვრებლების რომელიმე
ერთი საჭიროების მოგვარებისთვის და მოამზადო წერილი. ნაშრომში/ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ: ·
რა
საშუალებებით გვინდა ზრუნავდეს სახელმწიფო ჩვენს ქალაქში მცროვრებ ადამიანებზე; (მ.წ. 1,2) ·
მოქალაქეებს
საკუთარი სახელმწიფოს მიმართ გარკვეული უფლებები და მოვალეობები აქვთ; (მ. წ. 3) |
No comments:
Post a Comment