Saturday, February 6, 2021

კომპლექსური დავალების ბარათი - საკითხზე: ყინულოვანი კონტინენტის გეოგრაფიული თავისებურებები

 კომპლექსური დავალების ბარათი - საკითხზე: ყინულოვანი კონტინენტის გეოგრაფიული თავისებურებები



სამიზნე ცნება: გეოგრაფიული კვლევა და გეოგრაფიული ანალიზი; გეოგრაფიული გარსი; მოსახლეობა და მეურნეობა;

შედეგი:  1, 2, 3, 6, 9, 4,5,7, 8, 9,10,11,12,13;

საკითხი - ყინულოვანი კონტინენტის გეოგრაფიული თავისებურებები

ქვეცნებები - კონტინენტი, სანაპირო ხაზი, ზღვა, რელიეფი, კლიმატი, ყინულის უდაბნო, აისბერგი, ანტარქტიდის ოაზისი, პოლუსი, პოლარული დღე და ღამე, რესურსი, პლანქტონი, გლობალური დათბობა, ოზონის შრე;

საკვანძო შეკითხვა:

(1)რა პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ატარქტიდის კონტინენტზე მიმდინარე კვლევით საქმიანობას?

 

(2)როგორ ვლინდება ანტარქტიდის კონტინენტის მაგალითზე, ატმოსფეროს, ჰიდროსფეროს, ბიოსფეროს და ნოოსფეროს ურთიერთდამოკიდებულება? 

 

(3)როგორ ახდენს ანტარქტიდის კონტინენტზე ჩამოყალიბებული გეოგრაფიული გარემო გავლენას იქ დროებით მცხოვრებ და მოღვაწე ადამიანებზე?

კომპლექსური დავალების პირობა

საქართველოს განათლების სამონისტრომ გამოაცხადა შესარჩევი კონკურსი, მოსწავლეებისთვის, გეოგრაფიაში.

კოკურსის მიზანია, გამოავლინოს ათი საუკეთესო ელექტრონული ბუკლეტის ავტორი, რომლებიც გაემგზავრებიან მოსწავლეთა საერთაშორისო კონფერენციაზე, გეოგრაფიაში.

კონკურსის პირობების თანახმად უნდა მოამზადოთ ელექტრონული ბუკლეტი თემაზე: ანტარქტიდა

ნაშრომში/ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

(1)   ატარქტიდის კონტინენტზე მიმდინარე კვლევითი საქმიანობის პრაქტიკული მნიშვნელობა;

 

(2)   ანტარქტიდის კონტინენტის მაგალითზე, ატმოსფეროს, ჰიდროსფეროს, ბიოსფეროს და ნოოსფეროს ურთიერთდამოკიდებულება 

 

(3)     ანტარქტიდის კონტინენტზე ჩამოყალიბებული გეოგრაფიული გარემოს გავლენა იქ დროებით მცხოვრებ და მოღვაწე ადამიანებზე;

პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

(1) მოამზადეთ არგუმენტები მსჯელობისთვის თემებზე:

(1)რა პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ატარქტიდის კონტინენტზე მიმდინარე კვლევით საქმიანობას?

 

(2)როგორ ვლინდება ანტარქტიდის კონტინენტის მაგალითზე, ატმოსფეროს, ჰიდროსფეროს, ბიოსფეროს და ნოოსფეროს ურთიერთდამოკიდებულება? 

 

(3)როგორ ახდენს ანტარქტიდის კონტინენტზე ჩამოყალიბებული გეოგრაფიული გარემო გავლენას იქ დროებით მცხოვრებ და მოღვაწე ადამიანებზე?

 (2) ააგეთ ასოციაციური რუკა თემაზე: ანტარქტიდა - გეოგრაფიული თავისებურებები

 (3) შეავსეთ ცხრილი თემაზე: ანტარქტიდის აღმოჩენის ხანგრძლივი პროცესი

 (4) შეავსეთ კონტურული რუკა: ანტარქტიდის მოსაზღვრე ზღვები, უმაღლესი მწვერვალი, დაყოფა მიწებად. (კონტურულ რუკაზე მუშაობის დროს გამოიყენეთ ფიზიკურ-გეოგრაფიული რუკა)

წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები.

 

რესურსები:

კომპლექსური დავალების რესურსი (1) - ანტარქტიდა

კომპლექსური დავალების რესურსი (2) - ანტარქტიდა

კომპლექსური დავალების რესურსი (3) - ანტარქტიდა

სასარგებლო ბმულები მასწავლებლებისთვის:

1)      ახალი სკოლის მოდელი https://www.youtube.com/watch?v=k3A_OuNZ7UQ&t=104s

2)      სოლო ტაქსონომია https://www.youtube.com/watch?v=8KGW7gGmLsY&t=44s

3)      კონსტრუქტივიზმის თეორია https://www.youtube.com/watch?v=p-KsbCbe9z8

4)      სამიზნე ცნებები https://www.youtube.com/watch?v=9Z5hgNNzR_s&t=17s

5)      საგნობრივი სტანდარტი გეოგრაფიაში https://www.youtube.com/watch?v=3eyvwW5mWdk&t=24s

6)      როგორ შევქმნათ კომპლექსური დავალების ბარათი https://www.youtube.com/watch?v=fDNv8sGsRfs&t=55s

7)      როგორ განვახორციელოთ კომპლექსური დავალება https://www.youtube.com/watch?v=RUm8K42TAyk&t=74s

8)      როგორ გამოვიყენოთ განმავითარებელი შეფასება https://www.youtube.com/watch?v=UD_CPWA51jk&t=90s

9)      როგორ შევქმნათ და გამოვიყენოთ თემატური მატრიცა https://www.youtube.com/watch?v=Bhd7tZ_Ge18&t=184s

10)  სასკოლო სასწავლო გეგმის შექმნა https://www.youtube.com/watch?v=Qz2foh-alIQ&t=119s

ანა ანუშიძე

2 ივლისი, 2021 წელი


No comments:

Post a Comment

კომპლექსური დავალების ბარათი, სამოქალაქო განათლება, საბაზო საფეხური

საგანი: სამოქალაქო განათლება თემა: ინდივიდი და საზოგადოება (თემატური ბლოკი)                სამიზნე ცნება - სოციალიზაცია ...