Saturday, February 6, 2021

კომპლექსური დავალების ბარათი, საკითხზე: კლიმატური ცვლილების ეფექტი ყინულოვან კონტინენტზე

 კომპლექსური დავალების ბარათი, საკითხზე: კლიმატური ცვლილების ეფექტი ყინულოვან კონტინენტზე


სამიზნე ცნება -  გეოგრაფიული კვლევა და გეოგრაფიული ანალიზი; მდგრადი განვითარება, გეოგრაფიული მოვლენა და გეოგრაფიული პროცესი;

შედეგი: 1, 2, 3, 4, 5,  6, 9, 7, 10, 11, 12, 13;

საკითხი - კლიმატური ცვლილების ეფექტი ყინულოვან კონტინენტზე

ქვეცნებები - კონტინენტი, სანაპირო ხაზი, ზღვა, რელიეფი, კლიმატი, ყინულის უდაბნო, აისბერგი, ანტარქტიდის ოაზისი, პოლუსი, პოლარული დღე და ღამე, რესურსი, პლანქტონი, გლობალური დათბობა, ოზონის შრე, დნობის გუბე,  მდგრადი განვითარება, კლიმატის ცვლილება;

საკვანძო შეკითხვა:

(1)რა პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ატარქტიდის კონტინენტზე მიმდინარე კვლევით საქმიანობას?

 

(2)რომელი გეოგრაფიული პროცესი იწვევს ანტარქტიდის კონტინენტზე გამოველნილ გეოგრაფიულ მოვლენებს (ყინულის საფარის შემცირებას, აისბერგების დნობას, ოზონის შრის მოცულობის ზრდას)?

 

(3)რატომ არის აუცილებელი მდგრადი განვითარების მიზნების შესრულება მსოფლიო კეთილდღეობისთვის?

 

(4)რატომ არის გარემოს დაცვა მნიშვნელოვანი ყველა ქვეყნისთვის და რა წვლილის შეტანა შეუძლია ანტარქტიდაზე მიმდინარე კვლევებს გარემოს დაცვის მნიშვნელობის თვალსაჩინოდ წარმოჩენისთვის?

კომპლექსური დავალების პირობა

წარმოიდგინეთ რომ ჟურნალი National Geographic - ის ქართული გამომცემლობა აცხადებს კონკურსს სკოლის მოსწავლეებისთვის.

კონკურსის პირობების თანახმად მოსწავლემ უნდა მოამზადოს სტატია National Geographic - ის გამოცემისთვის, რომელიც ეძღვნება ანტარქტიდის კონტინენტს.

კონკურსში გამარჯვებული სამი საუკეთესო სტატიის ავტორი გაივლის ერთთვიან კურსს - სტატიების წერაში. ამასთან მათი სტატიები გამოქვეყნდება National Geographic - ის ანტარქტიდის თემაზე მიძღვნილ გამოცემაში.

 

ნაშრომში/ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

(1)     ატარქტიდის კონტინენტზე მიმდინარე კვლევითი საქმიანობის პრაქტიკული მნიშვნელობა;

 

(2)     ანტარქტიდის კონტინენტზე გამოველნილი გეოგრაფიული მოვლენების (ყინულის საფარის შემცირებას, აისბერგების დნობას, ოზონის შრის მოცულობის ზრდას) გამომწვევი გეოგრაფიული პროცესი;

 

(3)     მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების აუცილებლობა მსოფლიო კეთილდღეობისთვის;

 

(4)     გარემოს დაცვის მნიშვნელობა ყველა ქვეყნისთვის და ანტარქტიდაზე მიმდინარე კვლევების მნიშვნელობა გარემოს დაცვის მნიშვნელობის თვალსაჩინოდ წარმოჩენისთვის;

 

პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

 (1) მოამზადეთ არგუმენტები თემებზე:

(1)რა პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ატარქტიდის კონტინენტზე მიმდინარე კვლევით საქმიანობას?

 

(2)რომელი გეოგრაფიული პროცესი იწვევს ანტარქტიდის კონტინენტზე გამოველნილ გეოგრაფიულ მოვლენებს (ყინულის საფარის შემცირებას, აისბერგების დნობას, ოზონის შრის მოცულობის ზრდას)?

 

(3)რატომ არის აუცილებელი მდგრადი განვითარების მიზნების შესრულება მსოფლიო კეთილდღეობისთვის?

 

(4)რატომ არის გარემოს დაცვა მნიშვნელოვანი ყველა ქვეყნისთვის და რა წვლილის შეტანა შეუძლია ანტარქტიდაზე მიმდინარე კვლევებს გარემოს დაცვის მნიშვნელობის თვალსაჩინოდ წარმოჩენისთვის?

 

 (2)  შექმენით ასოციაციური რუკა თემაზე: კლიმატის ცვლილების პროცესის გავლენა ანტარქტიდაზე.

 

 (3) შეავსეთ ცხრილი თემაზე: ანტარქტიდაზე გამოვლენილი მოვლენები და მისი გამომწვევი პროცესები.

 

 (4)  მოამზადეთ არგუმენტირები თემაზე: გარემოს დაცვა ჩვენი მოვალეობაა.

 

წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები.

 

რესურსი (1)  - ანტარქტიდის უდიდესი, ყველაზე საშიში მყინვარი მალე შექუცევადი დნობის წერტილს მიაღწევს

რესურსი (2) - ანტარქტიდის „აპოკალიფსის მყინვარი“ სერიოზულ საფრთხეშია

რესურსი (3) - ყინულის დნობის უპრეცედენტო ტემპიანტარქტიდაზე - NASA ახალ ფოტომასალას ავრცელებს

რესურსი (4)  - სამხრეთის ოკეანის წყალი იმაზე სწრაფად თბება, ვიდრე მეცნიერებს ეგონათ

რესურსი (5)  - მსოფლიო ყინული იმაზე სწრაფად დნება, ვიდრე ოდესმე

რესურსი (6) - აისბერგის დაშლის პროცესი

რესურსი (7)  - ჩვენი პლანეტა, დოკუმენტური ფილმი

სასარგებლო ბმულები მასწავლებლებისთვის:

1)      ახალი სკოლის მოდელი https://www.youtube.com/watch?v=k3A_OuNZ7UQ&t=104s

2)      სოლო ტაქსონომია https://www.youtube.com/watch?v=8KGW7gGmLsY&t=44s

3)      კონსტრუქტივიზმის თეორია https://www.youtube.com/watch?v=p-KsbCbe9z8

4)      სამიზნე ცნებები https://www.youtube.com/watch?v=9Z5hgNNzR_s&t=17s

5)      საგნობრივი სტანდარტი გეოგრაფიაში https://www.youtube.com/watch?v=3eyvwW5mWdk&t=24s

6)      როგორ შევქმნათ კომპლექსური დავალების ბარათი https://www.youtube.com/watch?v=fDNv8sGsRfs&t=55s

7)      როგორ განვახორციელოთ კომპლექსური დავალება https://www.youtube.com/watch?v=RUm8K42TAyk&t=74s

8)      როგორ გამოვიყენოთ განმავითარებელი შეფასება https://www.youtube.com/watch?v=UD_CPWA51jk&t=90s

9)      როგორ შევქმნათ და გამოვიყენოთ თემატური მატრიცა https://www.youtube.com/watch?v=Bhd7tZ_Ge18&t=184s

10)  სასკოლო სასწავლო გეგმის შექმნა https://www.youtube.com/watch?v=Qz2foh-alIQ&t=119s

ანა ანუშიძე

2 ივლისი, 2021 წელი

No comments:

Post a Comment

კომპლექსური დავალების ბარათი, სამოქალაქო განათლება, საბაზო საფეხური

საგანი: სამოქალაქო განათლება თემა: ინდივიდი და საზოგადოება (თემატური ბლოკი)                სამიზნე ცნება - სოციალიზაცია ...