Saturday, February 6, 2021

თემატური მატრიცა - ანტარქტიდა

 თემატური მატრიცა - ანტარქტიდა


თემა - ანტარქტიდა

საათების სავარაუდო რაოდენობა - 10

საკითხები და ქვეცნებები:

1. ყინულოვანი კონტინენტის გეოგრაფიული თავისებურებები

2. კლიმატური ცვლილების ეფექტი ყინულოვან კონტინენტზე

სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები (გრძელვადიანი სასწავლო მიზანი)

საკითხი/საკითხები

საკვანძო შეკითხვა/შეკითხვები

კომპლექსური დავალება (შუალედური სასწავლო მიზანი)

საკითხი -  ყინულოვანი კონტინენტის გეოგრაფიული თავისებურებები

ქვეცნებები: კონტინენტი, სანაპირო ხაზი, ზღვა, რელიეფი, კლიმატი, ყინულის უდაბნო, აისბერგი, ანტარქტიდის ოაზისი, პოლუსი, პოლარული დღე და ღამე, რესურსი, პლანქტონი, გლობალური დათბობა, ოზონის შრე;

(1)რა პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ატარქტიდის კონტინენტზე მიმდინარე კვლევით საქმიანობას?

 

(2)როგორ ვლინდება ანტარქტიდის კონტინენტის მაგალითზე, ატმოსფეროს, ჰიდროსფეროს, ბიოსფეროს და ნოოსფეროს ურთიერთდამოკიდებულება? 

 

(3)როგორ ახდენს ანტარქტიდის კონტინენტზე ჩამოყალიბებული გეოგრაფიული გარემო გავლენას იქ დროებით მცხოვრებ და მოღვაწე ადამიანებზე?

სამიზნე ცნება: გეოგრაფიული კვლევა და გეოგრაფიული ანალიზი

შედეგი:  1, 2, 3, 6, 9

. გეოგრაფიული კვლევა ბუნებრივი და საზოგადოებრივი მოვლენების და პროცესების დაკვირვებას, გაანალიზებას და შესწავლას გულისმობს.

. გეოგრაფიული კვლევისთვის მონაცემების მოპოვება შესაძლებელია სხვადასხვა მოვლენაზე და პროცესზე უშუალო დაკვირვებით, სხვადასხვა რუკისა დაინფორმაციის წყაროს (ცხრილი, სქემა, დიაგრამა, გრაფიკი, ფოტო) გამოყენებით.

. გეოგრაფიული კვლევის შედეგები სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოისახოს (რუკა, ცხრილი, გრაფიკი, დიაგრამა, ფოტო).

. გეოგრაფიულ კვლევას ხშირად პრაქტიკული დანიშნულება აქვს (მისი საშუალებით შეიძლება სხვადასხვა მოვლენებისა და პროცესების შედეგების პროგნოზირება.

 

სამიზნე ცნება: გეოგრაფიული გარსი

 

შედეგი: 4,5,7,9,10,11,12,13

. ლითოსფერო, ატმოსფერო, ჰიდროსფერო, ბიოსფერო და ნოოსფერო ურთიერთდაკავშირებული სფეროებია, რომლებიც ქმნიან გეოგრაფიულ გარსს. ერთ გეოგრაფიულ სფეროში ცვლილება იწვევს ცვლილებას სხვა სფეროებშიც.

. ადამიანების მიერ ყალიბდება ნოოსფერო (გონის სფერო) რომელიც ზემოქმედებს სხვა გეოგრაფიულ სფეროებზე.

სამიზნე ცნება:

მოსახლეობა და მეურნეობა

შედეგი: 8

. გეოგრაფიული გარემოგავლენას ახდენს ადამიანებზე/ადამიანთა საზოგადოებაზე. (რაოდენობა, სამეურნეო საქმიანობის ტიპი, რელიგია, კულტურა)

. მოსახლეობას და მეურნეობას თავისი სტრუქტურა გააჩნია, რომელიც სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედებით იცვლება.

. სხვადასხვა ქვეყანაში მეურნეობის სხვადასხვა დარგია წამყვანი, რაც შრომის გეოგრაფიულ დანაწილებას განაპირობებს.

. ქვეყნები და რეგიონები ერთმანეთისგან განვითარების დონის მიხედვით განსხვავდებიან.

 

კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები (აქტივობები, რესურსი, შეკითხვები)

ეტაპი I – კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა

Ø  მოსწავლეებს ვაცნობ საკითხის, დავალების პირობას.

Ø  მოსწავლეებს ვაცნობ ელექტრონული ბუკლეტის შექმნის ინსტრუქციას.

Ø  მოსწავლეებს ვუხსნი თუ რა უნდა გაითვალისწინონ და ასახონ ელექტრონულ ბუკლეტში.

Ø  მოსწავლეებს ვეუბნები რა ვადაში უნდა მოამზადონ და როგორ უნდა წარადგინონ ელექტრონული ბუკლეტი.

 

*      კომპლექსური დავალების ბარათი

შეკითხვები:

·         რა არის კონტინენტი?

·         რა არის რელილეფი?

·         რა არის კლიმატი?

·         რა არის პოლუსი?

ეტაპი II – კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა

კომპლექსური დავალების რესურსი (1) - ანტარქტიდა

შეკითხვები:

·         სად მდებარეობს ანტარქტიდა?

·         როგორ იყოფა ანტარქტიდის კონტინენტი?

·         რომელია ანტარქტიდის შემადგენელი მიწები?

·         რა ვარაუდს გამოთქვამდა არისტოტელე წიგნში „ანტარქტიდა - დიდებული მოთხრობები გაყინული კოტინენტიდან“?

·         რომელია ყინულოვანი კონტინენტის აღმოჩენის ოფიციალური თარიღი?

·         როდის დაადგა პირველად ადამიანმა ფეხი ყონულოვან კონტინენტზე?

·         რატომ იყო ასეთი ხანგრძლივი შუალედი კონტინენტის აღმოჩენიდან იქ ადამიანის ჩასვლამდე?

·         რატომ ითლება ანტარქტიდა ყველაზე მაღალ კონტინენტად?

·         რომელია და სად მდებარეობს ანტარქტიდის ყველაზე მაღალი მწვერვალი?

·         როგორი კლიმატით გამოირჩევა კონტინენტი?

·         რამდენი იყო ყველაზე დაბალი ტემპერატურა კონტინენტზე ისტორიის მანძილზე და სად დაფიქსირდა?

·         რატომ არ არის კონტინენტზე მუდმივი მოსახლეობა?

·         რატომ არ ეკუთვნის ანტარქტიდა არცერთ ქვეყანას?

·         რატომ ითვლება კონტინენტი, დედამიწაზე მოსახლეობის ბოლო სარეზერვო რესურსად?

·         რომელ პროცესებზე მიმდინარეობს დღეს დაკვირვება ანტარქტიდაზე?

·         რა ცვილებები შეინიშნება კონტინენტზე გლობალური დათბობის გამო?

·         რა იზიდავს ტურისტებს ანტარქტიდაზე?

·         რატომ უწოდებენ ანტარქტიდას უზარმაზარ ბუნებრივ ლაბორატორიას?

 

 

კომპლექსური დავალების რესურსი (2) - ანტარქტიდა

შეკითხვები:

·         სად მდებარეობს ანტარქტიდა?

·         როგორი კონტინენტია ანტარქტიდა?

·         რა აკრავს გარს ანტარქტიდის კონტინენტს?

·         როგორია ანტარქტიდის სანაპირო ხაზი?

·         რომელი და როგორი ზღვები აკრავს გარს ანტარქტიდას?

·         რატომ აღმოაჩინეს ანტარქტიდა ყველაზე გვიან?

·         როგორია ანტარქტიდის კონტინენტის ზედაპირი?

·         როგორია კონტინენტის რელიეფი?

·         რას უწოდებენ კლდოვან მწვერვალებს ანტარქტიდის კონტინენტზე?

·         სად არის დედამიწის სიცივის პოლუსი?

·         რა არის პოლარული დღე და პოლარული ღამე?

·         როგორია ჰაერის საშუალო ტემპერატურა კონტინენტზე?

·         რა მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს პლანქტონს ანტარქტიდის კონტინენტზე?

·         როგორია და როდის წარმოიქმენა ანტარქტიდაზე ოაზისები?

·         როგორია ყინულოვანი უდაბნო ანტარქტიდაზე?

·         როგორია მცენარეული საფარი ანტარქტიდაზე?

·         რატომ არ ეკუთვნის ანტარქტიდა არცერთ ქვეყანას?

·         რა კავშირი აქვთ კონტინენტის აღნოჩენასთან: ჯეიმს კუკს, მეხეილ ლაზარევს, თადეოზ ბელინსჰაუზენს, რუალ ამუნდსენს და რობერტ სკოტს?

კომპლექსური დავალების რესურსი (3) - ანტარქტიდა

შეკითხვები:

·         სად მდებარეობს კონტინენტი?

·         როგორ მიმდინარეობდა კონტინენტის აღმოჩენის პროცესი და რა იყო მთავარი ხელისშემშლელი მიზეზი კონტინენტის აღმოჩენის გზაზე?

·         როგორია ანტარქტიდის რელიეფი?

·         როგორია კონტინენტზე საშუალო სიმაღლე და რატომ ითვლება ის ყველაზე მაღალ კონტინენტად?

·         რა არის ღრმული და რა ტიპის ღრმულებია გავრცელებული კონტინენტზე?

·         როგორია კლიმატური პირობები კონტინენტზე?

·         სად დაფიქსირდა ყველაზე დაბალი ტემპერატურა კონტიენტზე?

·         რატომ არ არის კონტინენტზე მუდმივი მოსახლეობა?

·         როგორია მცენარეული საფარი კონტინენტზე?

·         რატომ და როგორ იცვლება ყინულოვანი საფარი კონტინენტზე?

·         რა არის მოდრეიფე ყინული და რატომ არის ის საშიში სანაოსნო ხომალდებისთვის?

·         რატომ გაჩნდა ოზონის ხვრელი კონტინენტის თავზე და რა არის ამის მიზეზი?

·         რა მიზნებით ხდება კონტინენტის გამოყენება?

 

აქტივობები:

აქტივობა(1) არგუმენტირებული მსჯელობა კითხვებზე:

(1)რა პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ატარქტიდის კონტინენტზე მიმდინარე კვლევით საქმიანობას?

 

(2)როგორ ვლინდება ანტარქტიდის კონტინენტის მაგალითზე, ატმოსფეროს, ჰიდროსფეროს, ბიოსფეროს და ნოოსფეროს ურთიერთდამოკიდებულება? 

 

(3)როგორ ახდენს ანტარქტიდის კონტინენტზე ჩამოყალიბებული გეოგრაფიული გარემო გავლენას იქ დროებით მცხოვრებ და მოღვაწე ადამიანებზე?

აქტივობა(2) ასოციაციური რუკა თემაზე: ანტარქტიდა - გეოგრაფიული თავისებურებები

აქტივობა(3) ცხრილი შევსება თემაზე: ანტარქტიდის აღმოჩენის ხანგრძლივი პროცესი

აქტივობა(4) კონტურული რუკის შევსება: ანტარქტიდის მოსაზღვრე ზღვები, უმაღლესი მწვერვალი, დაყოფა მიწებად.

კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები ვიდეო ინსტრუქცია

 

დავალების პირობა

საქართველოს განათლების სამონისტრომ გამოაცხადა შესარჩევი კონკურსი, მოსწავლეებისთვის, გეოგრაფიაში.

კოკურსის მიზანია, გამოავლინოს ათი საუკეთესო ელექტრონული ბუკლეტის ავტორი, რომლებიც გაემგზავრებიან მოსწავლეთა საერთაშორისო კონფერენციაზე, გეოგრაფიაში.

კონკურსის პირობების თანახმად უნდა მოამზადოთ ელექტრონული ბუკლეტი თემაზე: ანტარქტიდა

ნაშრომში/ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

(1)     ატარქტიდის კონტინენტზე მიმდინარე კვლევითი საქმიანობის პრაქტიკული მნიშვნელობა;

 

(2)     ანტარქტიდის კონტინენტის მაგალითზე, ატმოსფეროს, ჰიდროსფეროს, ბიოსფეროს და ნოოსფეროს ურთიერთდამოკიდებულება 

 

(3)     ანტარქტიდის კონტინენტზე ჩამოყალიბებული გეოგრაფიული გარემოს გავლენა იქ დროებით მცხოვრებ და მოღვაწე ადამიანებზე;

 

 

სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები (გრძელვადიანი სასწავლო მიზანი)

საკითხი/საკითხები

საკვანძო შეკითხვა/შეკითხვები

კომპლექსური დავალება (შუალედური სასწავლო მიზანი)

საკითხი -  კლიმატური ცვლილების ეფექტი ყინულოვან კონტინენტზე

ქვეცნებები: კონტინენტი, სანაპირო ხაზი, ზღვა, რელიეფი, კლიმატი, ყინულის უდაბნო, აისბერგი, ანტარქტიდის ოაზისი, პოლუსი, პოლარული დღე და ღამე, რესურსი, პლანქტონი, გლობალური დათბობა, ოზონის შრე, დნობის გუბე,  მდგრადი განვითარება, კლიმატის ცვლილება;

(1)რა პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ატარქტიდის კონტინენტზე მიმდინარე კვლევით საქმიანობას?

 

(2)რომელი გეოგრაფიული პროცესი იწვევს ანტარქტიდის კონტინენტზე გამოველნილ გეოგრაფიულ მოვლენებს (ყინულის საფარის შემცირებას, აისბერგების დნობას, ოზონის შრის მოცულობის ზრდას)?

 

(3)რატომ არის აუცილებელი მდგრადი განვითარების მიზნების შესრულება მსოფლიო კეთილდღეობისთვის?

(4)რატომ არის გარემოს დაცვა მნიშვნელოვანი ყველა ქვეყნისთვის და რა წვლილის შეტანა შეუძლია ანტარქტიდაზე მიმდინარე კვლევებს გარემოს დაცვის მნიშვნელობის თვალსაჩინოდ წარმოჩენისთვის?

 

სამიზნე ცნება:

 გეოგრაფიული კვლევა და გეოგრაფიული ანალიზი

შედეგი: 1, 2, 3, 6, 9

. გეოგრაფიული კვლევა ბუნებრივი და საზოგადოებრივი მოვლენების და პროცესების დაკვირვებას, გაანალიზებას და შესწავლას გულისმობს.

. გეოგრაფიული კვლევისთვის მონაცემების მოპოვება შესაძლებელია სხვადასხვა მოვლენაზე და პროცესზე უშუალო დაკვირვებით, სხვადასხვა რუკისა დაინფორმაციის წყაროს (ცხრილი, სქემა, დიაგრამა, გრაფიკი, ფოტო) გამოყენებით.

. გეოგრაფიული კვლევის შედეგები სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოისახოს (რუკა, ცხრილი, გრაფიკი, დიაგრამა, ფოტო).

. გეოგრაფიულ კვლევას ხშირად პრაქტიკული დანიშნულება აქვს (მისი საშუალებით შეიძლება სხვადასხვა მოვლენებისა და პროცესების შედეგების პროგნოზირება.

 

სამიზნე ცნება:

 მდგრადი განვითარება

შედეგი: 7,10,11,12,13;

. ლოკალურ ქმედებებს შეიძლება გლობალური შედეგები მოჰყვეს.

მდგრადი განვითარება არის მოსახლეობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ისე, რომ რესურსები შეუნარჩუნდეს მომავალ თაობებს.

. მდგრადი განვითარება სამი მთავარი კომპონენტისგან შედგება: სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი.

. მდგრადი განვითარების მიზნების შესრულება აუცილებელია მსოფლიო კეთილდღეობისთვის.

. გარემოს დაცვა მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის.

სამიზნე ცნება: გეოგრაფიული მოვლენა და გეოგრაფიული პროცესი

 

შედეგი: 4,5,13;

. გეოგრაფიული მოვლენები გეოგრაფიული პროცესების შედეგად წარმოიქმნება.

. ყველა გეოგრაფიულ პროცესს საკუთარი მიზეზი და შედეგი აქვს. მათი წყალობით ყალიბდება და გარდაიქმნება დედამიწის გეოგრაფიული გარსი.

კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები (აქტივობები, რესურსები, შეკითხვები)

ეტაპი I – კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა

Ø  მოსწავლეებს ვაცნობ საკითხის, დავალების პირობას.

Ø  მოსწავლეებს ვაცნობ სტატიის შექმნის ინსტრუქციას.

Ø  მოსწავლეებს ვუხსნი თუ რა უნდა გაითვალისწინონ და ასახონ სტატიაში.

Ø  მოსწავლეებს ვეუბნები რა ვადაში უნდა მოამზადონ და როგორ უნდა წარადგინონ სტატია.

 

*      კომპლექსური დავალების ბარათი

შეკითხვები:

·         სად მდებარეობს ანტარქტიდის კონტინენტი?

·         როგორი რელიეფია კონტინენტზე?

·         როგორია კონტინენტის სანაპირო ზოლი?

·         რომელი და როგორი ზღვები აკრავს კონტინენტს?

·         როგორია კლიმატური პირობები კონტინენტზე?

·         როგორი მცენარეული და ცხოვრელური საფარია კონტინენტზე?

·         როგორ ხდებოდა კონტინენტის აღმოჩენა?

·         რატომ არ არის კონტინენტზე მუდმივი მოსახლეობა?

·         რატომ არ ეკუთვნის კონტინენტი არცერთ ქვეყანას?

·         რა მიზნებით ხდება კონტინენტის გამოყენება?

 

ეტაპი II – კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა

კომპლექსური დავალების რესურსი (1)  - ანტარქტიდის უდიდესი, ყველაზე საშიში მყინვარი მალე შექუცევადი დნობის წერტილს მიაღწევს

შეკითხვები:

·         რა არის სტატიის მთავარი სათქმელი?

·         რატომ არის მნიშვნელოვანი ტუეიტსის მყინვარის 800 მეტრით უკან დახევა?

·         რისი შედეგია სტატიაში აღწერილი ცვლილებები?

·         როგორია ამ ცვლილებების სამომავლო პერსპექტივა?

·         რა დასკვნის გამოტანა შეგვიძლია სტატიიდან?

 

კომპლექსური დავალების რესურსი (2) - ანტარქტიდის „აპოკალიფსის მყინვარი“ სერიოზულ საფრთხეშია

შეკითხვები:

·         რა არის სტატიის მთავარი სათქმელი?

·         როგორ გესმის ფრაზა: „უზარმაზარი ცვლილება, ხელახლა დაწერსმთელი სანაპირო ხაზის გეოგრაფიას“?

·         რა სერიოზული საფრთხე ემუქრება „აპოკალიფსის მყინვარს“?

·         რა არის ამ სერიოზული საფრთხის მიზეზი?

·         რატომ არის ტუეიტსის მყინვარი აპოკალიფსური?

·         რა დასკვნების გამოტანა შეგვიძლია სტატიიდან?

 

კომპლექსური დავალების რესურსი (3) - ყინულის დნობის უპრეცედენტო ტემპიანტარქტიდაზე - NASA ახალ ფოტომასალას ავრცელებს

შეკითხვები:

·         რა არის სტატიის მთავარი სათქმელი?

·         როგორ აღწერ NASA- ს მიერ მოპოვებულ ფოტოებზე ასახულ პროცესს?

·         რა არის „დნობის გუბეები“?

·         რა იწვევს „დნობის გუბეების“ წარმოქმნას?

·         რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს „დნობის გუბეების“ წარმოქმნას?

·         რა დასკვნების გამოტანა შეგვიძლია სტატიიდან?

კომპლექსური დავალების რესურსი (4)  - სამხრეთის ოკეანის წყალი იმაზე სწრაფად თბება, ვიდრე მეცნიერებს ეგონათ

შეკითხვები:

·         რა არის სტატიის მთავარი სათქმელი?

·         რატომ თბება სამხრეთის ოკეანის წყალი?

·         რა გავლენას მოახდენს გლობალური დათბობა დედამიწის და კაცობრიობის მომავალზე?

·         რა დგინდება ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც ჟურნალ „Nature Communication” – ში გამოქვეყნდა, ანტარქტიდის გარშემო მდებარე წყლის ქვედა ფენებთან დაკავშრებით?

·         რატომ არის მოსალოდნელი არსებული ტენდენციის გავრცელების შემტხვევაში დრამატული შედეგების მიღება?

·         რა დასკვნების გამოტანა შეგვიძლია სტატიიდან?

კომპლექსური დავალების რესურსი (5)  - მსოფლიო ყინული იმაზე სწრაფად დნება, ვიდრე ოდესმე

შეკითხვები:

·         რა არის სტატიის მთავარი სათქმელი?

·         რატომ დნება მსოფლიო ყინული იმაზე სწრაფად ვიდრე ოდესმე?

·         რა დგინდება ახალი კვლევის შედეგად?

·         რას გამოიწვევს ყინულის დნობა პლანეტის მასშტაბით?

·         რას გამოიწვევს მეცნიერების ვარაუდით, მსოფლიო ოკეანის დონის ყოველი 1 სანტიმეტრით მატება?

·         რა დასკვნების გამოტანა შეგვიძლია სტატიიდან?

კომპლექსური დავალების რესურსი (6) - აისბერგის დაშლის პროცესი

შეკითხვები:

·         რა პროცესია ასახული ვიდეოზე?

·         როგორ ფიქრობ რა იწვევს ამ პროცესს?

·         როგორ ფიქრობ რა შედეგის მოტანა შეუძლია ამ პროცესს?

·         როგორ შეუძლია თითოეულ ქვეყანას, ქვეყნის ხელისუფლებას და მოსახლეობას თავისი წვლილი შეიტანოს მძიმე შედეგების თავიდან აცილებაში?

·         რა დასკვნების გამოტანა შეგვიძლია სტატიიდან?

კომპლექსური დავალების რესურსი (7)  - ჩვენი პლანეტა, დოკუმენტური ფილმი

შეკითხვები:

·         რა არის ფილმის მთავარი სათქმელი?

·         რა პრობლემებია ნაჩენები ფილმში?

·         როგორ ფიქრობ ფილმშ ასახული თითოეული პრობლემა მხოლოდ ანტარქტიდის კონტინენტს უქმნის საფრთხეს თუ მთელს ჩვენს პლანეტას?

·         როგორ ფიქრობ რა იწვევს ამ პროცესს?

·         როგორ ფიქრობ რა შედეგის მოტანა შეუძლია ამ პროცესს?

·         როგორ შეუძლია თითოეულ ქვეყანას, ქვეყნის ხელისუფლებას და მოსახლეობას თავისი წვლილი შეიტანოს მძიმე შედეგების თავიდან აცილებაში?

·         რატომ ჰქვია ფილმს „ჩვენი პლანეტა“?

·         რა დასკვნების გამოტანა შეგვიძლია ფილმიდან?

 

აქტივობები:

აქტივობა(1) არგუმენტირებული მსჯელობა კითხვებზე:

(1)რა პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ატარქტიდის კონტინენტზე მიმდინარე კვლევით საქმიანობას?

 

(2)რომელი გეოგრაფიული პროცესი იწვევს ანტარქტიდის კონტინენტზე გამოველნილ გეოგრაფიულ მოვლენებს (ყინულის საფარის შემცირებას, აისბერგების დნობას, ოზონის შრის მოცულობის ზრდას)?

 

(3)რატომ არის აუცილებელი მდგრადი განვითარების მიზნების შესრულება მსოფლიო კეთილდღეობისთვის?

 

(4)რატომ არის გარემოს დაცვა მნიშვნელოვანი ყველა ქვეყნისთვის და რა წვლილის შეტანა შეუძლია ანტარქტიდაზე მიმდინარე კვლევებს გარემოს დაცვის მნიშვნელობის თვალსაჩინოდ წარმოჩენისთვის?

აქტივობა(2) ასოციაციური რუკა თემაზე: კლიმატის ცვლილების პროცესის გავლენა ანტარქტიდაზე.

აქტივობა(3) ცხრილის შევსება თემაზე: ანტარქტიდაზე გამოვლენილი მოვლენები და მისი გამომწვევი პროცესები.

აქტივობა(4) არგუმენტირების სია თემაზე: გარემოს დაცვა ჩვენი მოვალეობაა.

 

კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები ვიდეო ინსტრუქცია

 

დავალების პირობა:

წარმოიდგინეთ რომ ჟურნალი National Geographic - ის ქართული გამომცემლობა აცხადებს კონკურსს სკოლის მოსწავლეებისთვის.

კონკურსის პირობების თანახმად მოსწავლემ უნდა მოამზადოს სტატია National Geographic - ის გამოცემისთვის, რომელიც ეძღვნება ანტარქტიდის კონტინენტს.

კონკურსში გამარჯვებული სამი საუკეთესო სტატიის ავტორი გაივლის ერთთვიან კურსს - სტატიების წერაში. ამასთან მათი სტატიები გამოქვეყნდება National Geographic - ის ანტარქტიდის თემაზე მიძღვნილ გამოცემაში.

ნაშრომში/ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

(1)     ატარქტიდის კონტინენტზე მიმდინარე კვლევითი საქმიანობის პრაქტიკული მნიშვნელობა;

 

(2)     ანტარქტიდის კონტინენტზე გამოველნილი გეოგრაფიული მოვლენების (ყინულის საფარის შემცირებას, აისბერგების დნობას, ოზონის შრის მოცულობის ზრდას) გამომწვევი გეოგრაფიული პროცესი;

 

(3)     მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების აუცილებლობა მსოფლიო კეთილდღეობისთვის;

 

(4)     გარემოს დაცვის მნიშვნელობა ყველა ქვეყნისთვის და ანტარქტიდაზე მიმდინარე კვლევების მნიშვნელობა გარემოს დაცვის მნიშვნელობის თვალსაჩინოდ წარმოჩენისთვის;

 


No comments:

Post a Comment

კომპლექსური დავალების ბარათი, სამოქალაქო განათლება, საბაზო საფეხური

საგანი: სამოქალაქო განათლება თემა: ინდივიდი და საზოგადოება (თემატური ბლოკი)                სამიზნე ცნება - სოციალიზაცია ...