Monday, December 21, 2020

კომპლექსური დავალების ბარათი საგანში - სოფელი გომარდული

 კომპლექსური დავალების ბარათი საგანში - სოფელი გომარდული



სამიზნე ცნება - სივრცე; მეურნეობა;

შედეგები3, 4, 5, 6, 7;

საკითხი - სოფელი გომარდული

ქვეცნებები - საზღვარი, ფართობი, კურორტი, ტურიზმი, რელიეფი, ხეობა, ქედი, სიმაღლე ზღვის დონიდან, წყარო, კომლი.

საკვანძო შეკითხვა:

როგორია სოფელ გომარდულის თავისებურებები - ჰავისა და კლიმატური პირობების მრავალფეროვნება?  

როგორ გავლენას ახდენს სოფელ გომარდულის ჰავის/კლიმატური პირობების გავლენა ადამიანებზე?

რა ინფორმაციის მიღება შეგვიძლია სოფელ გომარდულის კლიმატისა და რელიეფის შესახებ რუკის მეშვეობით?     

როგორია სოფელი გომარდულის ბუნებრივი რესურსების გავლენა ადამიანების მეურნეობასა და ყოფაზე? 

კომპლექსური დავალების პირობა

წარმოიდგინე, რომ საქართველოს ტურიზმის სააგენტომ გამოაცხადა კონკურსი მოსწავლეებისთვის, რომლებმაც უნდა შექმნან ელექტრონული ბუკლეტი, სადაც წარმოჩენილი იქნება საქართველოს რომელიმე კურორტი.

კონკურსში მონაწილე 10 საუკეთესო  ბუკლეტის ავტორი დაჯილდოვდება ერთთვიანი სასწავლო კურსით ეკო ტურიზმის შესახებ.

შენ მოიხიბლე სოფელი გომარდულის ისტორიით, რელიეფით, ჰავით, მცხოვრები ხალხით, ტრადიციებით და გადაწყვიტე საკონკურსო ნამუევარი სწორედ მის წარმოჩენას მიუძღვნა. შექმენი ელექტრონული ბუკლეტი.

ნაშრომში/ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინე:

·   სოფელ გომარდულის, როგორც სამთო - სათხილამურო კურორტის ღირსშესანიშაობები.

· სოფელ გომარდულის თავისებურებები - ჰავისა და კლიმატური პირობების მრავალფეროვნება. 

·გომარდულის თავისებურებების - ჰავის/კლიმატური პირობების გავლენა მოსახლეობაზე.         

· რა ინფორმაციის მიღება შეიძლება სოფელ გომარდულის კლიმატის/რელიეფის შესახებ რუკის მეშვეობით. 

· სოფელ გომარდულის ბუნებრივი რესურსები და მათი გავლენა ადამიანების მეურნეობასა და ყოფაზე. 

პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

შექმენი ასოციაციური რუკა თემაზე: მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტები სოფელი გომარდულის შესახებ.

შექმენი ასოციაციური რუკა თემაზე: რა იზიდავს ტურისტებს სოფელ გომარდულში.

მოამზადე არგუმენტირებული პასუხები შეკითხვებზე:

·როგორია სოფელ გომარდულის თავისებურებები - ჰავისა და კლიმატური პირობების მრავალფეროვნება?  

·როგორ გავლენას ახდენს სოფელ გომარდულის ჰავის/კლიმატური პირობების გავლენა ადამიანებზე?

·რა ინფორმაციის მიღება შეგვიძლია სოფელ გომარდულის კლიმატისა და რელიეფის შესახებ რუკის მეშვეობით?                  

· როგორია სოფელი გომარდულის ბუნებრივი რესურსების გავლენა ადამიანების მეურნეობასა და ყოფაზე?

წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები.

პრაქტიკული რჩევები მასწავლებლებისთვის:

·         გაეცანით რესურსს და კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე მოახდინეთ მისი მოდიფიცირება.

·         კომპლექსური დავალების პირობა გააცანით მოსწავლეებს.

·         დაუანონსეთ მოსწავლეებს  საკითხი და პროდუქტი, რომელიც უნდა შექმნან კომპლექსური დავალების ფარგლებში.

·         გააცანით მოსწავლეებს რესურსი.

·         საკითხზე მუშაობის პროცესში მოიფიქრეთ და განახორციელეთ აქტივობები შემდეგი  ქვეცნებების და საკითხთან დაკავშირებული საკვანძო შეკითხის დამუშავებისთვის.

·         თითოეული აქტივობა, რომელსაც განახორციელებთ კომპლექსური დავალების ფარგლებში, დაუკავშირეთ კომპლექსური დავალების მიზანს და გაითვალისწინეთ, რომ თითოეული აქტივობა უნდა ეხმარებოდეს მოსწავლეს კომპლექსური დავალების პროდუქტის შექმნაში.

·         კომპლექსური დავალების შეფასება ხდება მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით, SOLO ტაქსონომიით.

·         ვიდეო ინსტრუქცია კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპების შესახებ https://www.youtube.com/watch?v=RUm8K42TAyk&t=23s 


რესურსი 1

სოფელი გომარდული

https://www.youtube.com/watch?v=lnTjEj1Ar1s 

რესურსი 2

ფოტო მასალა












No comments:

Post a Comment

კომპლექსური დავალების ბარათი, სამოქალაქო განათლება, საბაზო საფეხური

საგანი: სამოქალაქო განათლება თემა: ინდივიდი და საზოგადოება (თემატური ბლოკი)                სამიზნე ცნება - სოციალიზაცია ...