Thursday, December 10, 2020

კომპლექსური დავალების ბარათი საგანში - ჩვენი საქართველო, საკითხზე: მაჭახელას ხეობა

 კომპლექსური დავალების ბარათი საგანში - ჩვენი საქართველო, საკითხზე: მაჭახელას ხეობა


სამიზნე ცნება - სივრცე

შედეგები: 3, 4, 5;

 

საკითხი - მაჭახელას ხეობა

ქვეცნებები1.    საზღვარი, ფართობი, სანაპირო ზოლი, კურორტი, ტურიზმი, ეკოტურიზმი, დაცული ტერიტორია, ნაკრძალი, აღკვეთილი, ეროვნული პარკი, რელიეფი, ხეობა, ქედი, სიმაღლე ზღვის დონიდან, ტყე

საკვანძო შეკითხვა:

როგორ გამოიხატება მაჭახელას ხეობის თავისებურებები: ჰაისა და კლიმატური პირობების მრავალფეროვნება?

როგორ გამოიხატება მაჭახელას ხეობის ჰავისა და კლიმატური პირობების გავლენა მოსახლეობაზე?

რა ინფორმაციის მიღება შეგვიძლია მაჭახელასხეობის კლიმატური პირობებისა და რელიეფის შესახებ რუკის გამოყენებით? 

კომპლექსური დავალების პირობა

წარმოიდგინე, რომ  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა აგარჩია საერთაშორისო ტურისტულ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად.

ფორუმში მონაწილეობას ღებულობენ ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები სხვადსხვა ქვეყნიდან. შენი მიზანია გააცნო და დააინტერესო ისინი მაჭახელას ხეობაში სხვადასხვა ტიპის ტურისტული ტურების განხორციელებით.

მიზნის მიღწევისთვის გაეცანი რესურსებს, მიჰყევი ინსტრუქციებს და შექმენი ელექტრონული ბუკლეტი.

ნაშრომში/ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

 მაჭახელას ხეობის თავისებურებები - ჰავისა და კლიმატური პირობების მრავალფეროვნება; 

მაჭახელას ხეობის თავისებურებები - ჰავის/კლიმატური პირობების გავლენა მოსახლეობაზე;         

რა ინფორმაციის მიღება შეიძლება მაჭახელას ხეობის კლიმატის/რელიეფის შესახებ რუკის მეშვეობით;

პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

მოამზადეთ არგუმენტები თემაზე: ფიზიკურ - გეოგრაფიული რუკის გამოყენებით.

შექმენით ასოციაციური რუკა თემაზე: მაჭახელას ხეობის ტურისტული მომხიბვლელობის მიზეზები.

მოამზადეთ არგუმენტირებული პასუხები შეკითხვებზე:

·         როგორ გამოიხატება მაჭახელას ხეობის თავისებურებები: ჰაისა და კლიმატური პირობების მრავალფეროვნება?

·         როგორ გამოიხატება მაჭახელას ხეობის ჰავისა და კლიმატური პირობების გავლენა მოსახლეობაზე?

·         რა ინფორმაციის მიღება შეგვიძლია მაჭახელასხეობის კლიმატური პირობებისა და რელიეფის შესახებ რუკის გამოყენებით?

 

წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები.

 

პრაქტიკული რჩევები მასწავლებლებისთვის:

  • გაეცანით რესურსს და კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე მოახდინეთ მისი მოდიფიცირება.
  • კომპლექსური დავალების პირობა გააცანით მოსწავლეებს.
  • დაუანონსეთ მოსწავლეებს  საკითხი და პროდუქტი, რომელიც უნდა შექმნან კომპლექსური დავალების ფარგლებში.
  • გააცანით მოსწავლეებს რესურსი.
  • საკითხზე მუშაობის პროცესში მოიფიქრეთ და განახორციელეთ აქტივობები შემდეგი  ქვეცნებების და საკითხთან დაკავშირებული საკვანძო შეკითხის დამუშავებისთვის.
  • თითოეული აქტივობა, რომელსაც განახორციელებთ კომპლექსური დავალების ფარგლებში, დაუკავშირეთ კომპლექსური დავალების მიზანს და გაითვალისწინეთ, რომ თითოეული აქტივობა უნდა ეხმარებოდეს მოსწავლეს კომპლექსური დავალების პროდუქტის შექმნაში.
  • კომპლექსური დავალების შეფასება ხდება მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით, SOLO ტაქსონომიით.
  • ვიდეო ინსტრუქცია კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპების შესახებ https://www.youtube.com/watch?v=RUm8K42TAyk&t=23s 

რესურსი 1 

მაჭახელას ხეობა - https://www.youtube.com/watch?v=t556Xb2W2HE 

რესურსი 2

მაჭახელას ხეობა







რესურსი 3

ბუნებრივი პირობები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში შავი ზღვის სანაპიროზე. მისი სამხრეთი საზღვარი ემთხვევა თურქეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარს და მიჰყვება შავშეთის ქედს; ჩრდილოეთიდან მას ესაზღვრება მესხეთის ქედი, აღმოსავლეთით - არსიანის ქედი, დასავლეთით - შავი ზღვა. აჭარის ფართობი 2,9 ათასი კვ.კმ.-ია, რაც შეადგენს საქართველოს ტერიტორიის 4,2%. აჭარის სანაპირო ზოლის სიგრძეა 57 კმ. მის გაყოლებაზეა განლაგებული ულამაზესი ზღვისპირა კურორტები და საკურორტო ადგილები: ფიჭვნარი, ქობულეთი, ბობოყვათი, ჩაქვი, ციხისძირი, მწვანე კონცხი, მახინჯაური, ბათუმი, გონიო, კვარიათი და სარფი.

აჭარის ძალზე საინტერესო გეოგრაფიულ რელიეფს ქმნის მესხეთის, არსიანისა და შავშეთის ქედები, რომელთა საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 2.000-2.500 .-ია.

აჭარის უმაღლესი მწვერვალია ყანლის მთა (ზღ. . 3.007 .), რომელიც არსიანის ქედზეა განლაგებული; ამავე ქედზეა გოდერძის ულამაზესი უღელტეხილი (ზღ. . 2.027 ).

მთიანი აჭარის როგორც ფოთლოვანი, ისე წიწვოვანი ტყეები ატყვევებს მნახველს. მთის კალთას შეფენილი ტანმაგარი ხეები უნიკალურ სანახაობას წარმოადგენს.

საქართველოს უნიკალურ ბიომრავალფეროვნების კონსერციასა და გონივრულ გამოყენებაში, გარემოს ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებაში უდიდეს როლს თამაშობს აჭარის ტერიტორიაზე მდებარე სხვადასხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიები, ნაკრძალები, აღკვეთილები და ეროვნული პარკები.

გარდა ეკოლოგიური მნიშვნელობის და უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვისა, აჭარის რეგიონის დაცულ ტერიტორიებს დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ ტურიზმის განვითარების საქმეში. კინტრიშის, ისპანის, მაჭახელას ხეობის დაცულ ტერიტორიებს, მტირალას ეროვნულ პარკს, ასევე ბოტანიკურ ბაღს უდიდესი ეკოტურისტული პოტენციალი გააჩნიათ. აქ შესაძლებელია საწყალოსნო, ეთნოლოგიური, და ფრინველებზე დაკვირვების ტურების მოწყობა.

აჭარაში მდებარე დაცული ტერიტორიები საუკეთესო და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ჰპირდება ეკო ტურიზმის მოყვარულთ. აჭარაში 4 დაცული ტერიტორიაა.

წყარო: http://www.adjara.gov.ge/branches/description.aspx?pid=219&gid=7&fbclid=IwAR2tL9-1tYrx1u2SZd28Yo2bucERoNkXxK_4ssVacrhVztp9ODqj0DFsZno#.X9HtTiJR3IV

No comments:

Post a Comment

კომპლექსური დავალების ბარათი, სამოქალაქო განათლება, საბაზო საფეხური

საგანი: სამოქალაქო განათლება თემა: ინდივიდი და საზოგადოება (თემატური ბლოკი)                სამიზნე ცნება - სოციალიზაცია ...