თემატური მატრიცა ბუნებისმეტყველებაში, თემაზე: დედამიწა
საგანი : ბუნებისმეტყველება კლასი: VI თემა: დედამიწა საათების სავარაუდო რაოდენობა:
10 |
||||
თემასთან დაკავშირებული საკვანძო
შეკითხვები: ·
რამდენი ოკეანეა დედამიწაზე? ·
რით განსხვავდება ერთმანეთისგან წყნარი, ატლანტის,
ინდოეთის და ჩრდილო ყინულოვანი ოკეანეები? ·
რამდენი კონტინენტია დედამიწაზე? ·
რით განსხვავდება ერთმანეთისგან ევროპის,
აზიის, ავსტრალიის, აფრიკის, ანტარქტიდის, ჩრდილოეთ ამერიკის და სამხრეთ
ამერიკის კონტინენტები? ·
რა არის ეკვატორის ხაზი? ·
რა არის მერიდიანი? ·
რა არის გრძედი? ·
რა არის განედი? ·
რა არის კოორდინატი? თემასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები: ·
გრადუსთა ბადე, რომელიც წარმოადგენს პარალელებისა
და მერიდიანების ერთობლიობას. ·
გლობუსს შუაზე ეკვატორის ხაზი კვეთს, რომელიც თანაბრად
არის დაშორებული პოლუსებიდან. ·
ეკვატორის პარალელურად გავლებულია პარალელები. ·
ეკვატორის პერპენდიკულარულად გატარებულია მერიდიანები. ·
მერიდიანები და პარალელები ყველა გლობუსზე და რუკაზე
არის დატანილი და ისინი გეოგრაფიული ობიექტების ადგილმდებარეობის დასადგენად არის
საჭირო. ·
ყველა გეოგრაფიულ ობიექტს თავისი მისამართი აქვს,
რომელიც გეოგრაფიული კოორდინატებით ანუ გეოგრაფიული გრძედით და გეოგრაფიული განედით
გადმოიცემა. ·
აზიის კონტინენტი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კონტინენტია,
დედამიწის მთლიანი მოსახლეობის 60% აქ ცხოვრობს. ·
აფრიკის კონტინენტი არის ყველაზე ცხელი კონტინენტი
და მსოფლიოს უდიდესი უდაბნო საჰარა მდებარეობს აქ და აფრიკის საერთო ფართობის
25% უკავია. ·
ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე მდებარეობს მსოფლიოში
ერთ - ერთი უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ამერიკისშეერთებული შტატები. ·
სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე მდებარეობს უდიდესი
ტყე, ამაზონის ჯუნგლები, რომელიც მოიცავს სამხრეთ ამერიკის საერთო ფართობის 30%-ს. ·
ანტარქტიდა არის ყველაზე ცივი კონტინენტი მსოფლიოში,
იგი მთლიანად დაფარულია ყინულით. აქ არ არსებობს მუდმივი მკვიდრი, გარდა მეცნიერებისა,
ასევე შენარჩუნებულია კვლევითი სადგურები. ·
ევროპა არის
სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლებით ერთ - ერთი ყველაზე განვითარებული კონტინენტი. ·
ავსტრალია და ოკეანეთი გამოირჩევა ენდემური და რელიქტური
სახეობების სიმრავლით. ·
მსოფლიო ოკეანეში ხმელეთის ცალკეული მასივები წყლის
ზედაპირზე მაღლა არის ამოსული და ქმნიან კონტინენტებს მათთან მიმდებარე კუნძულებთან
ერთად (ევრაზიის, აფრიკის, ჩრდილოეთ ამერიკის, სამხრეთ ამერიკის, ავსტრალიისა და
ანტარქტიდის). ·
კონტინენტები მსოფლიო ოკეანეს ოთხ ნაწილად ყოფს: წყნარი,
ატლანტის, ინდოეთისა და ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე. |
||||
თემის ფარგლებში დასამუშავებელი საკითხები: ოკეანე; კონტინენტები; გეოგრაფიული კოორდინატები; |
||||
|
საკითხი: ოკეანე ქვეცნება/ქვეცნებები: ოკეანე, ზღვა, ყურე,
სრუტე, ფართობი, სიღრმე; |
საკვანძო შეკითხვები: ·
რამდენი ოკეანეა დედამიწაზე? ·
რით განსხვავდება ერთმანეთისგან წყნარი,
ატლანტის, ინდოეთის და ჩრდილო ყინულოვანი ოკეანეები? |
|
|
სამიზნე ცნება და
ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები: დედამიწა და გარესამყარო |
კომპლექსური დავალების დამუშავების
ეტაპები: (აქტივობები, რესურსები) ეტაპი I: ეტაპი II: ეტაპი III: |
კომპლექსური
დავაების პირობა და კრიტერიუმები: წაიკითხეთ რესურსი, მოამზადეთ 2 – 5 წუთიანი ვიდეორგოლი თემაზე: „მსოფლიო ოკეანე“ ნათლად წარმოაჩინეთ: მსოფლიო ოკეანის შემადგენელი ნაწილები; წყნარი, ატლანტის, ინდოეთის და ჩრდილო ყინულოვანი ოკეანეების ძირითადი განმასხვავებელი ნიშნები; |
||
|
საკითხი: კონტინენტები ქვეცნება/ქვეცნებები: კონტინენტი, ნახევარკუნძული,
კუნძული, არქიპელაგი. |
საკვანძო შეკითხვა / საკვანძო შეკითხვები: ·
რამდენი კონტინენტია დედამიწაზე? ·
რით განსხვავდება ერთმანეთისგან ევროპის, აზიის,
ავსტრალიის, აფრიკის, ანტარქტიდის, ჩრდილოეთ ამერიკის და სამხრეთ ამერიკის
კონტინენტები? |
|
|
სამიზნე ცნება და ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები: დედამიწა და გარესამყარო |
კომპლექსური დავალების დამუშავების
ეტაპები: (აქტივობები, რესურსები) ეტაპი I: ეტაპი II: ეტაპი III: |
კომპლექსური დავალების პირობა და
კრიტერიუმები: წაიკითხეთ რესურსი, მოამზადეთ 2-5 წუთიანი ვიდეორგოლი თემაზე: „კონტინენტები“ ნათლად წარმოაჩინეთ: ევროპის, აზიის, ავსტრალიის, აფრიკის, ანტარქტიდის, ჩრდილოეთ ამერიკის და სამხრეთ ამერიკის კონტინენტების ერთმანეთისგან განმასხვავებელი ძირითადი მახასიათებლები; |
||
|
საკითხი / საკითხები: გეოგრაფიული კოორდინატები ქვეცნება/ქვეცნებები: ეკვატორის ხაზი,
მერიდიანი, გრძედი, განედი, კოორდინატი; |
საკვანძო შეკითხვა: ·
რა არის ეკვატორის ხაზი? ·
რა არის მერიდიანი? ·
რა არის გრძედი? ·
რა არის განედი? ·
რა არის კოორდინატი? |
|
|
სამიზნე ცნება და ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები: დედამიწა და გარესამყარო |
კომპლექსური დავალების დამუშავების
ეტაპები: (რესურსები, აქტივობები) ეტაპი I: ეტაპი II: ეტაპი III: |
კომპლექსური დავალების
პირობა და კრიტერიუმები: წაიკითხეთ რესურსი, შექმენი ცხრილი, სადაც გადმოსცემ ეკვატორის ხაზის, მერიდიანის, გრძედისა და განედის განმარტებებს და მნიშვნელობას გეოგრაფიული ობიექტების კოორდინატების განსაზღვრისთვის. ნათლად წარმოაჩინეთ: ეკვატორის ხაზის, მერიდიანის, გრძედისა და განედის განმარტებები და დანიშნულება. |
No comments:
Post a Comment