თემატური მატრიცა საგანში - ჩვენი საქართველო, თემა: საქართველოს დედაქალაქი - თბილისი
საგანი : ჩვენი საქართველო კლასი: VI თემა: საქართველოს დედაქალაქი - თბილისი საათების სავარაუდო რაოდენობა:
10 |
||||
თემასთან დაკავშირებული საკვანძო
შეკითხვები: ·
როგორ დაარსდა თბილისი? როგორ იქცა იგი საქართველოს
დედაქალაქად? როგორი იერსახე ჰქონდა მას ისტორიულ წარსულში? ·
როგორ აისახება ომისა და მშვიდობის შედეგები (მაგ.:
ისტორიული ნანგრევები, საზღვრების ცვლილება, მოსახლეობის ცვლილება) თბილისის
ისტორიასა და ყოფაზე? ·
რას და როგორ მოგვითხრობს შემორჩენილი ძეგლები
თბილისის ისტორიაზე (მაგ.: ნარიყალა, მეტეხი?) ·
როგორია თბილისის გეოგრაფიული მდებარეობა? ·
როგორი ბუნებრივი პირობებით ხასიათდება საქართველოს
დედაქალაქი? ·
როგორი მახასიათებლებით გამოირჩევა თბილისის
კლიმატი? თემასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები: ·
თბილისი - კავკასიის ისტორიული ცენტრი, საქართველოს
დედაქალაქი. მისი ისტორია თექვსმეტ საუკუნეს მოიცავს. ·
V საუკუნე - მეფე ვახტან გორგასალს ქართლის დედაქალაქი
გადმოაქვს მცხეთიდან - თბილისში. ·
საქართველოს დედაქალაქი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში,
„თბილისის ქვაბულში“. იგი განფენილია მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე. ·
ჩრდილოეთით თბილისს ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთ
მთისწინეთი, აღმოსავლეთით - ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი. დასავლეთით
და სამხრეთით კი - თრიალეთის ქედის განშტოებები. ·
ქალაქის მთავარი წყლის არტერიაა მტკვარი, რომელიც
თბილისს კვეთს ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. ·
მტკვრის შენაკადებია: მარჯვენა — დიღმისწყალი, ვერე
და წავკისისწყალი; მარცხენა — გლდანისხევი და ლოჭინა. ·
ფიზიკურ-გეოგრაფიული თვალსაზრისით მდინარე მტკვარი
თბილისს ორ მკაფიოდ გამოხატულ ერთეულად — მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებად ყოფს. ·
დედაქალაქის ფართობი 502 კვადრატული კილომეტრია. ·
თბილისში ზომიერად თბილი, სტეპურიდან - ზომიერად ნოტიო
სუბტროპიკულზე გარდამავალი ჰავაა. |
||||
თემის ფარგლებში დასამუშავებელი საკითხები: ·
თბილისის ისტორია ·
თბილისის გეოგრაფია და ბუნება |
||||
|
საკითხი: თბილისის
ისტორია ქვეცნება/ქვეცნებები: დედაქალაქი, ქალაქი,
დასახლებული პუნქტი, საზღვარი, ისტორიული ძეგლი. |
საკვანძო შეკითხვები: ·
როგორ
დაარსდა თბილისი? როგორ იქცა იგი საქართველოს დედაქალაქად? როგორი იერსახე
ჰქონდა მას ისტორიულ წარსულში? ·
როგორ
აისახება ომისა და მშვიდობის შედეგები (მაგ.: ისტორიული ნანგრევები, საზღვრების
ცვლილება, მოსახლეობის ცვლილება) თბილისის ისტორიასა და ყოფაზე? ·
რას
და როგორ მოგვითხრობს შემორჩენილი ძეგლები თბილისის ისტორიაზე (მაგ.: ნარიყალა,
მეტეხი?) |
|
|
სამიზნე ცნება და
ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები: დრო, სივრცე და ცვალებადობა |
კომპლექსური დავალების დამუშავების
ეტაპები: (აქტივობები, რესურსები) ეტაპი I: ეტაპი II: ეტაპი III: |
კომპლექსური
დავაების პირობა და კრიტერიუმები: წაიკითხეთ რესურსი, მოამზადეთ პრეზენტაცია თემაზე: „თბილისის ისტორია“ · ნათლად წარმოაჩინეთ: · თბილისის დაარსება; · თბილისის საქართველოს დედაქალაქად ქცევა; · თბილისის ისტორიული იერსახე; · ომისა და მშვიდობის შედეგები თბილისისთვის; |
||
|
საკითხი: თბილისის
გეოგრაფია და ბუნება ქვეცნება/ქვეცნებები: რელიეფი, ბუნებრივი
პირობები, ქვაბული, ტბა, მდინარე, წყალსაცავი; |
საკვანძო შეკითხვა / საკვანძო შეკითხვები: ·
როგორია
თბილისის გეოგრაფიული მდებარეობა? ·
როგორი
ბუნებრივი პირობებით ხასიათდება საქართველოს დედაქალაქი? |
|
|
სამიზნე ცნება და ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები: დრო,
სივრცე და ცვალებადობა |
კომპლექსური დავალების დამუშავების
ეტაპები: (აქტივობები, რესურსები) ეტაპი I: ეტაპი II: ეტაპი III: |
კომპლექსური დავალების პირობა და
კრიტერიუმები: წაიკითხეთ რესურსი, მოამზადეთ წერილობითი მოხსენება თემაზე: „თბილისის გეოგრაფიული მდებარეობის თავისებურებები“ ნათლად წარმოაჩინეთ: თბილისის გეოგრაფიული მდებარეობა; თბილისის ბუნებრივი პირობები; |
||
|
საკითხი / საკითხები: თბილისის
კლიმატური პირობები ქვეცნება/ქვეცნებები: კლიმატი, ჰავა, სტეპური
ჰავა, ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, ნალექები; |
საკვანძო შეკითხვა: ·
როგორი მახასიათებლებით გამოირჩევა თბილისის
კლიმატი? |
|
|
სამიზნე ცნება და ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები: დრო, სივრცე და ცვალებადობა |
კომპლექსური დავალების დამუშავების
ეტაპები: (რესურსები, აქტივობები) ეტაპი I: ეტაპი II: ეტაპი III: |
კომპლექსური დავალების
პირობა და კრიტერიუმები: წაიკითხეთ რესურსი, მოამზადეთ პრეზენტაცია თემაზე: „თბილისის კლიმატური პირობები“ ნათლად წარმოაჩინეთ: თბილისის კლიმატური პირობები: ჰავა, ნალექები და ტემპერატურა - სეზონების მიხედვით. |
No comments:
Post a Comment