Thursday, December 10, 2020

კომპლექსური დავალების ბარათი საგანში - ჩვენი საქართველო, საკითხზე - არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი - ინტელექტი“

 კომპლექსური დავალების ბარათი საგანში - ჩვენი საქართველო, საკითხზე - არასამთავრობო ორგანიზაცია  „ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი - ინტელექტი“


სამიზნე ცნება - საზოგადოება

შედეგები: 8, 9, 11,12

საკითხი არასამთავრობო ორგანიზაცია  „ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი - ინტელექტი“

ქვეცნებებისაზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაცია, უფლება, მოვალეობა, გრანტი, დონორი, პროექტი;

საკვანძო შეკითხვა:

•რა და როგორ აერთიანებთ საზოგადოების წევრებს? 

•რატომ და როგორ ზრუნავენ/უნდა ზრუნავდნენ საზოგადოების წევრები ერთმანეთზე და საერთო საქმეზე?

კომპლექსური დავალების პირობა

წარმოიდგინე რომ მონაწილეობას ღებულობ სასკოლო საგრანტო კონკურსში. კონკურსში გამარჯვებულს გადაეცემა გრანტი   პროექტის განხორციელებისთვის.

კონკურსში მონაწილეობის პირობების თანახმად უნდა წარმოადგინო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს შენს ქალაქში არსებული რომელიმე კონკრეტული პრობლემის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.

ნაშრომში/ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

           რა და როგორ აერთიანებთ აჭარის რეგიონში მცხოვრებ საზოგადოების წევრებს; 

·     რატომ და როგორ ზრუნავენ/უნდა ზრუნავდნენ საზოგადოების წევრები ერთმანეთზე და საერთო საქმეზე;

პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

შექმენი  ასოციაციურ რუკას თემაზე: "საზოგადოების საჭიროებები აჭარის რეგიონში"

მოამზადე არგუმენტები თემაზე: "აჭარის რეგიონში საზოგადოების აქტიურობის მნიშვნელობა"

მოამზადე არგუმეტირებული პასუხები შეკითხვებზე:

·         რა და როგორ აერთიანებთ საზოგადოების წევრებს? 

·         რატომ და როგორ ზრუნავენ/უნდა ზრუნავდნენ საზოგადოების წევრები ერთმანეთზე და საერთო საქმეზე?

წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები.

 

პრაქტიკული რჩევები მასწავლებლებისთვის:

  • გაეცანით რესურსს და კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე მოახდინეთ მისი მოდიფიცირება.
  • კომპლექსური დავალების პირობა გააცანით მოსწავლეებს.
  • დაუანონსეთ მოსწავლეებს  საკითხი და პროდუქტი, რომელიც უნდა შექმნან კომპლექსური დავალების ფარგლებში.
  • გააცანით მოსწავლეებს რესურსი.
  • საკითხზე მუშაობის პროცესში მოიფიქრეთ და განახორციელეთ აქტივობები შემდეგი  ქვეცნებების და საკითხთან დაკავშირებული საკვანძო შეკითხის დამუშავებისთვის.
  • თითოეული აქტივობა, რომელსაც განახორციელებთ კომპლექსური დავალების ფარგლებში, დაუკავშირეთ კომპლექსური დავალების მიზანს და გაითვალისწინეთ, რომ თითოეული აქტივობა უნდა ეხმარებოდეს მოსწავლეს კომპლექსური დავალების პროდუქტის შექმნაში.
  • კომპლექსური დავალების შეფასება ხდება მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით, SOLO ტაქსონომიით.
  • ვიდეო ინსტრუქცია კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპების შესახებ https://www.youtube.com/watch?v=RUm8K42TAyk&t=23s 

რესურსი 1

საზოგადოება

საზოგადოება, არის ადამიანთა მყარად მოწესრიგებული ერთობლიობა, რომელიც იქმნება საერთო ინტერესებისა და საჭიროებების, სხვა ადამიანებთან ურთიერთობის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

ადამიანის უფლებებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 29.1

„ყოველ ადამიანს აქვს მოვალეობანი საზოგადოების წინაშე, რადგან მხოლოდ საზოგადოებაშია შესაძლებელი მისი პიროვნების თავისუფალი და სრულყოფილი განვითარება“.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები და არასამთავრობო ორგანიზაციები აჭარაში

აჭარის რეგიონში, სხვადასხვა საზოგადოებრივი საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით ფუნქციონირებს არასამთავრობო ორგანიზაციები. არასამთავრობო ორგანიზაცია - არის ისეთი ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფის თანადგომასა და საჭიროებების დაკმაყოფილებას.

წყარო: http://adjara.gov.ge/description.aspx?gtid=10475&fbclid=IwAR2lPNOX6_BE_rXYZqhZ5y3TIi8ah6fOddpeWBNWAYf9DnSDJEAKmPlI6Uo#.X9HzFyJR3IV

 რესურსი 2 

არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი - ინტელექტი"

https://www.youtube.com/watch?v=42gA5pwTI0I 


რესურსი 3

არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი - ინტელექტი"
ვებ-გვერდი http://intellect.org.ge 

No comments:

Post a Comment

კომპლექსური დავალების ბარათი, სამოქალაქო განათლება, საბაზო საფეხური

საგანი: სამოქალაქო განათლება თემა: ინდივიდი და საზოგადოება (თემატური ბლოკი)                სამიზნე ცნება - სოციალიზაცია ...