Thursday, December 10, 2020

კომპლექსური დავალების ბარათი საგანში - ჩვენი საქართველო, საკითხზე: რელიგიის მუზეუმი აჭარაში

 კომპლექსური დავალების ბარათი საგანში - ჩვენი საქართველო, საკითხზე: 

რელიგიის მუზეუმი აჭარაში


სამიზნე ცნება - მრავალფეროვნება

შედეგები: 3, 10, 12, 14;

საკითხი რელიგიის მუზეუმი აჭარაში

ქვეცნებებიმრავალფეროვნება,  ტოლერანტობა;

საკვანძო შეკითხვა:  

რა აერთიანებთ და რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან აჭარის რეგიონში მცხოვრები ადამიანები?         

რატომ არის საინტერესო და სასარგებლო რეგიონისთვის კულტურული მრავალფეროვნება? 


კომპლექსური დავალების პირობა

წარმოიდგინე, რომ მონაწილეობას ღებულობ საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურსში თემაზე: „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“

საუკეთესო ესეების ავტორებს სამინისტრო დაჯილდოვებს ერთწლიანი აბონემენტით, საქართველოს ყველა მუზეუმში.

ესეს მომზადებამდე გაეცანი რესურსს და ისტრუქციებს.

ნაშრომში/ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

·         რა აერთიანებთ და რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან აჭარის რეგიონში მცხოვრები ადამიანები;

რატომ არის თქვენთვის საინტერესო და  აჭარის რეგიონისთვის სასარგებლო კულტურული მრავალფეროვნება; 

პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

შექმენი ასოციაციურ რუკას თემაზე: „აჭარის რეგიონში მრავალფეროვნების განმაპირობებელი ფაქტორები“

მოამზადე  არგუმენტები საკითხზე: „ტოლერანტობა  - საზოგადოების მშვიდობიანი განვითარებისთვის  აუცილებელი პირობა“

მოამზადე არგუმენტირებული პასუხები შეკითხვებზე:

·         რა აერთიანებთ და რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან აჭარის რეგიონში მცხოვრები ადამიანები?            

·         რატომ არის საინტერესო და სასარგებლო რეგიონისთვის კულტურული მრავალფეროვნება? 

წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები.

 

პრაქტიკული რჩევები მასწავლებლებისთვის:

  • გაეცანით რესურსს და კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე მოახდინეთ მისი მოდიფიცირება.
  • კომპლექსური დავალების პირობა გააცანით მოსწავლეებს.
  • დაუანონსეთ მოსწავლეებს  საკითხი და პროდუქტი, რომელიც უნდა შექმნან კომპლექსური დავალების ფარგლებში.
  • გააცანით მოსწავლეებს რესურსი.
  • საკითხზე მუშაობის პროცესში მოიფიქრეთ და განახორციელეთ აქტივობები შემდეგი  ქვეცნებების და საკითხთან დაკავშირებული საკვანძო შეკითხის დამუშავებისთვის.
  • თითოეული აქტივობა, რომელსაც განახორციელებთ კომპლექსური დავალების ფარგლებში, დაუკავშირეთ კომპლექსური დავალების მიზანს და გაითვალისწინეთ, რომ თითოეული აქტივობა უნდა ეხმარებოდეს მოსწავლეს კომპლექსური დავალების პროდუქტის შექმნაში.
  • კომპლექსური დავალების შეფასება ხდება მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით, SOLO ტაქსონომიით.
  • ვიდეო ინსტრუქცია კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპების შესახებ https://www.youtube.com/watch?v=RUm8K42TAyk&t=23s 


 რესურსი 1

 ისეთ პატარა კუთხეში, როგორიცაა აჭარა,  ოდითგანვე მშვიდობით თანაცხოვრობდნენ მართლმადიდებელი, მუსლიმი, ებრაელი, კათოლიკე, გრიგორიანელი თანაქალაქელები. 

აჭარაში ფუნქციონირებს რელიგიის მუზეუმი

მუზეუმის შესახებ:

"ბათუმის რელიგიის მუზეუმი 2004 წლის 17 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა.მუზეუმის გახსნის იდეა ჩვენ თანაქალაქელ თეიმურაზ კომახიძის ოჯახს ეკუთვნის.  
აჭარა დღესაც სანიმუშო ქალაქია რელიგიური შემწყნარებლობით, ამიტომაც გახდა საჭირო ამ პატარა ქალაქში რელიგიის მუზეუმის დაარსება, საკუთარი ქალაქის რელიგიური მრავალფეროვნებით ხომ ყველა ბათუმელი ამაყობს და ცდილობს ყველა ვიზიტორს გაუზიაროს ბათუმის ტოლერანტული წარსული და დღევანდელობა.
აქ წარმოდგენილი ექსპოზიცია დამთვალიერებელს აცნობს აჭარისა  და მთლიანად საქართველოს  ძირითად რელიგიებს.
 მუზეუმში იხილავთ სხვადასხვა საავტორო ტექნიკით შესრულებულ მართლმადიდებლურ ხატებს,მე-18 საუკუნის მეორე ნახევრით დათარიღებული ღვთისმშობელი ყრმით,ბზაზე შესრულებული  დავით აღმაშენებლის ბარელიეფური ხატი  - მუზეუმის შუაგულშია დაბრძანებული, რადგან დავითი ყველა რელიგიას თანაბარ პატივს სცემდა.
ასევე მუზეუმში იხილავთ: ბარელიეფებს, გობელენებს, მინანქარს, ნიჟარაზე და დათვის ტყავზე შესრულებულ რელიგიურ სცენებს.  დარბაზში ყურადღებას იპყრობს ქრისტეს თორმეტი მოციქულის ხატი, თავიანთი ბიოგრაფიებით. აქვეა რომის კათოლიკური და სომხური სამოციქულო ეკლესიის ბათუმთან დაკავშირებული არტეფაქტები,მაკეტები, ბათუმელ ებრაელთა თორა, ისლამის დამახასიათებელ ექსპონატებს შორის გამოირჩევა მე-17  საუკუნით დათარიღებული ხელნაწერი ყურანი და  სხვა. დამხმარე სახელმძღვანელო ყურანის განმარტებებით.
 რადგან საქართველოს რელიგიური აღმსარებლობა მართლმადიდებლობაა, ამიტომაც ექსპოზიციის 90% მართლმადიდებლური ნივთებია.ბათუმის რელიგიის მუზეუმი ინახავს ქრისტიანობის სხვადასხვა მიმდინარეობის, ისლამის, იუდაიზმის, ბუდიზმის და კათოლიციზმის რელიგიურ წიგნებს, სარიტუალო ნივთებსა და ტანისამოსს, წარსულის ამსახველ უნიკალურ ფოტოებს,ფოტოდოკუმენტებს. 
 ბათუმში მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ეკონომიკის ზრდასთან ერთად მკვეთრად გაიზარდა ბათუმის მოსახლეობა. თუკი ამ დრომდე აქ ძირითადად დროებით სამუშაოდ ჩამოსულები ცხოვრობდნენ, რკინიგზის შემოსვლისა და ნავთობტერმინალების აგების შემდეგ უამრავმა ადამიანმა ნახა სტაბილური სამუშაო და ოჯახით დამკვიდრდა ქალაქში საცხოვრებლად, ბათუმი 80-ზე მეტი სხვადასხხვა ეროვნების ადამიანის მშობლიური ქალაქი გახდა, აქ ერთმანეთის უშუალო სიახლოვეს აღმოჩნდა მსოფლიოს დიდი, თუ პატარა რელიგიების წარმომადგენლები. შუასაუკუნეობრივი ქართული ტოლერანტობის ერთგვარი გაგრძელებაა მე-19 და მე-20 საუკუნეების ბათუმური ტოლერანტობა, სადაც უკვე სხვადასდხვა რელიგიის მიმდევრები არა თუ ერთმანეთის მეზობლად, ერთ ეზოში, არამედ ერთ ოჯახშიც კი ცხოვრობდნენ.
რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქალაქის ისტორიულად თანმდევი პროცესია.რითაც ის განსაკუთრებული და საინტერესოა მნახველისთვის".

წყარო: https://ajaramuseums.ge/museums/religion
                                                       

რესურსი 2

ფოტო მასალა


ბათუმის, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი


ბათუმი - მეჩეთი


ბათუმი - სინაგოგა


ბათუმი - სომხური ეკლესია


ბათუმი - კათოლიკური ეკლესია





No comments:

Post a Comment

კომპლექსური დავალების ბარათი, სამოქალაქო განათლება, საბაზო საფეხური

საგანი: სამოქალაქო განათლება თემა: ინდივიდი და საზოგადოება (თემატური ბლოკი)                სამიზნე ცნება - სოციალიზაცია ...