კომპლექსური დავალების ბარათი საგანში "ჩვენი საქართველო"
საკითხზე: ბათუმის ხელოვნების და არქეოლოგიის მუზეუმები
სამიზნე ცნება - მეურნეუბა შედეგები: 5, 6, 7 |
საკითხი - ბათუმი -
ტურისტული ქალაქი ქვეცნებები - არქეოლოგია, ხელონება, კულტურა, მუზეუმი, ტურიზმი, ინდუსტრია, მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, მეურნეობა, მეტალურგია, მითი; საკვანძო შეკითხვა: •რა სახის და
მნიშვნელობის მქონე ექსპონატებია დაცული ხელოვნებისა და არქეოლოგიურ მუზეუმებში? •როგორია აჭარის რეგიონისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი რესურსები და რა გავლენა აქვთ მათ ადამიანების მეურნეობასა და ყოფაზე? |
კომპლექსური
დავალების პირობა ვიდეო ექსკურსიის სახით დაათვალიერე ბათუმის არქეოლოგიური
და ხელოვნების მუზეუმები. აარჩიე რომელიმე ერთი მუზეუმი, წარმოიდგინე, რომ ხარ
მუზეუმის დირექტორი და გსურს დამთვალიერებელთა მოზიდვის მიზნით ჩაწერო 3 – 5 წუთიანი ვიდეო რგოლი, რომელსაც საეთერო
ბადეში განათავსებს საზოგადოებრივი მაუწყებელი. შენი მთავარი ამოცანაა დააინტერესო ფართო აუდიტორია:
მოსწავლეები, სტუდენტები, მასწავლებლები, მშობლები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები
მუზეუმის დათვალიერებისთვის. ნაშრომში/ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ მუზეუმში დაცული ექსპონატების სახეები, მნიშვნელობა; აჭარის რეგიონისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი რესურსები და მათი გავლენა ადამიანების მეურნეობასა და ყოფაზე; |
პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის კომპლექსურ
დავალებაზე მუშაობისთვის: შეადგინე ცხრილი, რომელშიც წარმოვაჩენთ ინფორმაციას ბათუმის,
ხელოვნების და არქეოლოგიიის მუზეუმების მნიშვნელობის შესახებ. შექმენი ასოციაციური რუკა თემაზე: "ტურიზმის განვითარების
მნიშვნელობა აჭარის რეგიონისთვის" მოამზადე არგუმენტირებული პასუხები შეკითხვებზე: რა სახის და მნიშვნელობის მქონე ექსპონატებია დაცული ხელოვნებისა და არქეოლოგიურ მუზეუმებში? როგორია აჭარის რეგიონისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი რესურსები და რა გავლენა აქვთ მათ ადამიანების მეურნეობასა და ყოფაზე? წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები. პრაქტიკული
რჩევები მასწავლებლებისთვის:
|
No comments:
Post a Comment