Monday, December 7, 2020

კომპლექსური დავალების ბარათი ბუნებისმეტყველებაში, საკითხზე: ოკეანეები

 კომპლექსური დავალების ბარათი ბუნებისმეტყველებაში

 საკითხზე: ოკეანეები


სამიზნე ცნება - დედამიწა და გარესამყარო

შედეგები: ბუნ. IV. 6

 

საკითხი - ოკეანეები

ქვეცნებები - ოკეანე, ზღვა, ყურე, სრუტე, ფართობი, სიღრმე,

საკვანძო შეკითხვა:

რამდენი ოკეანეა დედამიწაზე?

რით განსხვავდება ერთმანეთისგან წყნარი, ატლანტის, ინდოეთის და ჩრდილო ყინულოვანი ოკეანეები?

კომპლექსური დავალების პირობა

წაიკითხეთ რესურსი, მოამზადეთ 2 – 5 წუთიანი ვიდეორგოლი თემაზე: „მსოფლიო ოკეანე“

ნათლად წარმოაჩინეთ:

მსოფლიო ოკეანის შემადგენელი ნაწილები;

წყნარი, ატლანტის, ინდოეთის და ჩრდილო ყინულოვანი ოკეანეების ძირითადი განმასხვავებელი ნიშნები;

პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

რვეულში ჩამოწერეთ:

მსოფლიო ოკეანის შემადგენელი ნაწილები;

წყნარი, ატლანტის, ინდოეთის და ჩრდილო ყინულოვანი ოკეანეების ძირითადი განმასხვავებელი ნიშნები;

 

წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები.

 

პრაქტიკული რჩევები მასწავლებლებისთვის:

  • გაეცანით რესურსს და კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე მოახდინეთ მისი მოდიფიცირება.
  • კომპლექსური დავალების პირობა გააცანით მოსწავლეებს.
  • დაუანონსეთ მოსწავლეებს  საკითხი და პროდუქტი, რომელიც უნდა შექმნან კომპლექსური დავალების ფარგლებში.
  • გააცანით მოსწავლეებს რესურსი.
  • საკითხზე მუშაობის პროცესში მოიფიქრეთ და განახორციელეთ აქტივობები შემდეგი  ქვეცნებების და საკითხთან დაკავშირებული საკვანძო შეკითხის დამუშავებისთვის.
  • თითოეული აქტივობა, რომელსაც განახორციელებთ კომპლექსური დავალების ფარგლებში, დაუკავშირეთ კომპლექსური დავალების მიზანს და გაითვალისწინეთ, რომ თითოეული აქტივობა უნდა ეხმარებოდეს მოსწავლეს კომპლექსური დავალების პროდუქტის შექმნაში.
  • კომპლექსური დავალების შეფასება ხდება მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით, SOLO ტაქსონომიით.


მსოფლიო
ოკეანეები

დედამიწის უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 71 პროცენტი, ოკეანეებითაა დაფარული. მსოფლიო ოკეანეში ხმელეთის ცალკეული მასივები წყლის ზედაპირზე მაღლა არის ამოსული და ქმნიან კონტინენტებს მათთან მიმდებარე კუნძულებთან ერთად (ევრაზიის, აფრიკის, ჩრდილოეთ ამერიკის, სამხრეთ ამერიკის, ავსტრალიისა და ანტარქტიდის).

კონტინენტები მსოფლიო ოკეანეს ოთხ ნაწილად ყოფს: წყნარი, ატლანტის, ინდოეთისა და ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე.

ზოგიერთი მეცნიერი ცალკე გამოყოფს სამხრეთის (ანტარქტიკის)ოკეანეს: ეს არის წყლის მასა, რომელიც გარს აკრავს ანტარქტიდის კონტინენტს.

დედამიწის წყლის გარსს ჰიდროსფერო ეწოდება. ოკეანეები და ზღვები დედამიწაზე წყლის ერთიან ზედაპირს ქმნის, რასაც მსოფლიო ოკეანე ჰქვია. მეცნიერები ოკეანის წყალს დამოუკიდებლად განიხილაენ და მას ოკეანოსფეროს უწოდებენ. მსოფლიო ოკეანეში ისეთი ნივთიერებების მოხვედრას რომლებიც წყლის ხარისხს აუარესებს და ოკეანის ბინადრებს ზიანს აყენებს, მსოფლიო ოკეანის დაბინძურება ეწოდება.

ზღვა - ოკეანის ნაწილია, რომელიც მისგან მეტ-ნაკლებად გამოყოფილია ხმელეთით ან ოკეანის ფსკერის ამაღლებით.  მდებარეობის მიხედით არსებობს შიდა და განაპირა ზღვები. განაპირა ზღვები, ხმელეთში შეჭრილია მხოლოდ ერთი მხრიდან და თავისუფლად უერთდება ოკეანეს. შიდა ზღვები კი ხმელეთში ღრმადაა შეჭრილი.

სრუტე - წყლის შედარებით ვიწრო სივრცეა, რომელიც ერთმანეთისგან ყოფს ხმელეთის უბნებს და აერთებს ზღვებსა და ოკეანეებს.

ყურე - ოკეანეების ან ზღვებისგან გამოყოფილი არ არის, ამიტომ ყწლის თვისებებით, დინებებითა და ცოცხალი ორგანიზმებით მცირედ თუ განსხვავდება მათგან.

შედარებით მცირე ფართობის ხმელეთს, რომელიც ყველა მხრიდან წყლით არის შემოსაზღვრული  - კუნძული ეწოდება.

წარმოშობით და აგებულებით მსგავს, ერთმანეთისგან მცირე მანძილით დაშორებულ კუნძულთა ჯგუფს არქიპელაგი ეწოდება.

ხმელეთის ნაწილს, რომელიც სამი მხრიდანაა წყლით შემოსაზღვრული, ერთი მხრიდან კი ხმელეთს უერთდება - ნახევარკუნძული ეწოდება.

ნაპირთან ტალღის მიახლოებისასმისი სიჩქარე მცირდება, სიმაღლე იზრდება და წარმოიქმნება ზვირთი.  ის დიდი სიჩქარით ეხეთქება ნაპირს. ამ მოვლენას ზვირთცემას უწოდებენ.

მსოფლიო ოკეანეში წყლისდონეთაპერიოდულ რყევას მიქცევა  - მოქცევა ეწოდება.

წყლის მასების გადაადგილებას უზარმაზარი ნაკადების სახით, რომელთაც გარკვეული მუდმივი მიმართულება აქვთ, ოკეანის (ზღვის) დინებები ეწოდება. 


No comments:

Post a Comment

კომპლექსური დავალების ბარათი, სამოქალაქო განათლება, საბაზო საფეხური

საგანი: სამოქალაქო განათლება თემა: ინდივიდი და საზოგადოება (თემატური ბლოკი)                სამიზნე ცნება - სოციალიზაცია ...