კომპლექსური დავალების ბარათი ბუნებისმეტყველებაში
საკითხზე: კონტინენტები
სამიზნე
ცნება -
დედამიწა
და
გარესამყარო შედეგები: ბუნ. IV. 6 |
საკითხი -
კონტინენტები ქვეცნებები -
კონტინენტი,
ნახევარკუნძული, კუნძული, არქიპელაგი. საკვანძო
შეკითხვა: რამდენი
კონტინენტია
დედამიწაზე? რით განსხვავდება
ერთმანეთისგან
ევროპის, აზიის, ავსტრალიის, აფრიკის,
ანტარქტიდის, ჩრდილოეთ ამერიკის და სამხრეთ ამერიკის კონტინენტები? |
კომპლექსური
დავალების
პირობა წაიკითხეთ რესურსი,
მოამზადეთ
2 – 5 წუთიანი
ვიდეორგოლი
თემაზე:
„კონტინენტები“ ნათლად წარმოაჩინეთ: ევროპის, აზიის, ავსტრალიის, აფრიკის, ანტარქტიდის, ჩრდილოეთ ამერიკის და სამხრეთ ამერიკის კონტინენტების ერთმანეთისგან
განმასხვავებელი ძირითადი მახასიათებლები; |
პრაქტიკული
რჩევები მოსწავლეებისთვის კომპლექსურ
დავალებაზე მუშაობისთვის: რვეულში ცხრილის სახით ჩამოწერეთ თითოეული კონტინენტის დამახასიათებელი ნიშნები; წარმოადგინეთ თქვენი
კვლევის
ეტაპები. პრაქტიკული რჩევები
მასწავლებლებისთვის:
|
აზია (43,820,000 კვ კმ) მოიცავს 45 ქვეყანას და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კონტინენტია, დედამიწის მთლიანი მოსახლეობის 60% აქ ცხოვრობს.
აფრიკა (30,370,000 კვ კმ) მოიცავს 54 ქვეყანას. ეს არის ყველაზე
ცხელი კონტინენტი და მსოფლიოს უდიდესი უდაბნო საჰარა მდებარეობს აქ და მას აფრიკის
საერთო ფართობის 25% უკავია.
ჩრდილოეთ ამერიკა (24,490,000 კვ კმ) მოიცავს 23
ქვეყანას, რომელთაგანაც აშშ-ს უდიდესი და უმსხვილესი ეკონომიკა აქვს.
სამხრეთ ამერიკა (17,840,000 კვ კმ) მოიცავს 12
ქვეყანას. აქ მდებარეობს უდიდესი ტყე, ამაზონის ჯუნგლები, რომელიც მოიცავს სამხრეთ
ამერიკის საერთო ფართობის 30%-ს.
ანტარქტიდა (13,720,000 კვ კმ) არის ყველაზე ცივი
კონტინენტი მსოფლიოში, იგი მთლიანად დაფარულია ყინულით. აქ არ არსებობს მუდმივი
მკვიდრი მცხოვრები, გარდა მეცნიერებისა, ასევე შენარჩუნებულია კვლევითი სადგურები.
ევროპა (10,180,000 კვ კმ) მოიცავს 47 ქვეყანას. ევროპის კონტინენტი სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლებით ერთ - ერთი ყველაზე განვითარებული კონტინენტია.
ავსტრალია და ოკეანეთი (9,008,500 კვ კმ) მოიცავს 14 ქვეყანას.
ანტარქტიდის შემდეგ ყველაზე ნაკლებად დასახლებული კონტინენტია, დედამიწის
მოსახლეობის მხოლოდ 0.3% ცხოვრობს აქ. კონტინენტი გამოირჩევა ენდემური და რელიქტური სახეობების სიმრავლით.
No comments:
Post a Comment