კომპლექსური დავალების ბარათი ბუნებისმეტყველებაში
საკითხზე: გეოგრაფიული კოორდინატები
სამიზნე ცნება - დედამიწა და გარესამყარო შედეგები: ბუნ. IV. 6 |
საკითხი - გეოგრაფიული კოორდინატები ქვეცნებები - ეკვატორის
ხაზი, მერიდიანი, გრძედი, განედი, კოორდინატი; საკვანძო შეკითხვა: რა არის ეკვატორის
ხაზი? რა არის მერიდიანი? რა არის გრძედი? რა არის განედი? რა არის
კოორდინატი? |
კომპლექსური დავალების პირობა წაიკითხეთ რესურსი,
შექმენი ცხრილი, სადაც გადმოსცემ ეკვატორის
ხაზის, მერიდიანის, გრძედისა და განედის განმარტებებს და მნიშვნელობას გეოგრაფიული ობიექტის კოორდინანტების დადგენისთვის. ნათლად წარმოაჩინეთ: ეკვატორის ხაზის, მერიდიანის, გრძედისა და
განედის განმარტებები და დანიშნულება. |
პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის: სანამ
დავალების მომზადებას დაიწყებ, გაეცანი რესურსს დაწერილობით უპასუხე შეკითხვებს:
რა არის ეკვატორის ხაზი? რა არის მერიდიანი? რა არის გრძედი? რა არის განედი? რა არის
კოორდინატი? წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები. პრაქტიკული რჩევები მასწავლებლებისთვის:
|
დედამიწის გლობუსი წარმოაჩენს ჩვენი პლანეტის
სფეროსებურობას და გვაძლევს პოლუსებისა და ეკვატორის, კონტინენტების, ოკეანების, ზღვების,
მდინარეების, ტყეების და სხვა გეოგრაფიული ობიექტების მდებარეობისა და მოხაზულობის
წარმოდგენის საშუალებას და გლობუსზე გეოგრაფიული ობიექტები უფრო ნაკლებად არის დამახინჯებული,
ვიდრე რუკაზე.
ყველა გლობუსზე, გეოგრაფიული ობიექტების გარდა,
დატანილი არის გრადუსთა ბადე, რომელიც წარმოადგენს პარალელებისა და მერიდიანების ერთობლიობას.
წარმოსახვითი ღერძი, რომლის ირგვლივაც დედამიწა ბრუნავს, გლობუსზე რეალურ ღერძად არის
წარმოდგენილი. ამ ღერძის თავი და ბოლო, დედამიწის ჩრდილო და სამხრეთ გეოგრაფიული პოლუსების
მდებარეობას ემთხვევა.
გლობუსს შუაზე ეკვატორის ხაზი კვეთს, რომელიც
თანაბრად არის დაშორებული პოლუსებიდან.
ეკვატორის პარალელურად გავლებულია პარალელები.
მათგან ოთხი: ორი ტროპიკული და ორი პოლარული წრე, წყვეტილი ხაზებით არის გავლებული.
ეკვატორის პერპენდიკულარულად გატარებულია მერიდიანები,
რომლებიც ერთმანეთს ჩრდ. და სამხ. პოლუსებში კვეთენ.
მერიდიანები და პარალელები ყველა გლობუსზე და
რუკაზე არის დატანილი და ისინი გეოგრაფიული ობიექტების ადგილმდებარეობის დასადგენად
არის საჭირო.
ეკვატორი და ნულოვანი მერიდიანი, დედამიწის ზედაპირს,
ნახევარსფეროებად ყოფენ:
ეკვატორი – ჩრდილო და სამხრეთ ნახევარსფეროებად;
ნულოვანი (გრინვიჩის) მერიდიანი – აღმოსავლეთ
და დასავლეთ ნახევარსფეროებად;
ყველა გეოგრაფიულ ობიექტს თავისი მისამართი აქვს,
რომელიც გეოგრაფიული კოორდინატებით ანუ გეოგრაფიული გრძედით და გეოგრაფიული განედით
გადმოიცემა.
ეკვატორი არის ნულოვანი განედის ხაზი ანუ ეკვატორზე
განლაგებული ყველა ობიექტი განედი 0º -ის ტოლია. ეკვატორის ზემოთ და ქვემოთ, მის პარალელურად,
მოთავსებულია დედამიწის სხვა განედები. ყოველ განედს აქვს ციფრითი მნიშვნელობა, რომელიც
გრადუსებში იზომება ანუ ეს არის კუთხე, რომელიც იქმნება დედამიწის ცენტრიდან ეკვატორამდე
და ობიექტზე გამავალ ხაზებს შორის. ეკვატორიდან ჩრდილოეთით 0º -დან 90º-მდე და ეკვატორის
სამხრეთით 0º-დან -90º-მდე შუალედებში. ეკვატორის ჩრდილოეთით განლაგებულია ჩრდ. განედები
(ჩ.გ), ხოლო სამხრეთით – სამხ. განედები (ს. გ.).
No comments:
Post a Comment