Monday, December 7, 2020

კომპლექსური დამოკიდებულება სამოქალაქო განათლებაში, საკითხზე: დემოკრატიული მმართველობა

 კომპლექსური დავალების ბარათი სამოქალაქო განათლებაში

საკითხზე: დემოკრატიული მმართველობა


სამიზნე ცნება - დემოკრატია, სამოქალაქო მონაწილეობა;

შედეგები:

მოქ.საბ.2-საკუთარი თავის საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის (მაგალითად, სასკოლო თემის) წევრად აღქმა;

მოქ.საბ.3-საკუთარი და სხვა ადამიანების უფლება-მოვალეობების გაცნობიერება და დაცვა;

მოქ.საბ.4 -დემოკრატიის პრინციპების ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირება;

მოქ.საბ.5-მოკლე და გრძელვადიანი მიზნების დასახვაიდეების ჩამოყალიბება, ინიციატივის გამოვლენა და მისი განხორციელებისთვის საჭირო ნაბიჯების დაგეგმვა;

მოქ.საბ.8-სამოქალაქო აქტივობებში მოხალისეობის საფუძველზე ჩართულობის მნიშვნელობის გაცნობიერება და დემოკრატიის პრინციპების საფუძველზე მოქმედების საჭიროების დანახვა;

მოქ.საბ.9-საზოგადოებისა და ქვეყნისთვის აქტუალური პრობლემების ამოცნობა და საკუთარი ჩართულობით მათ გამოსწორებაზე ზრუნვა; კონფლიქტების არაძალადობრივი გზებით მოგვარება;

თემატური ბლოკი: მოქალაქე, სამოქალაქო საზოგადოებამე და საზოგადოება;

საკითხი - დემოკრატიული მმართველობა

ქვეცნებები - სეკულარიზმი, მოქალაქე, საზოგადოება, ადამიანის უფლებები, დემოკრატია,

საკვანძო შეკითხვები

რა არის სეკულარიზმი?

რა მნიშვნელობა აქვს სეკულარიზმს დემოკრატიის მშენებლობაში?

როგორი იყო სეკულარიზმის მიმართ დამოკიდებულება სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში?

კომპლექსური დავალების პირობა

წაიკითხეთ რესურსი და მოამზადეთ არგუმენტირებული ესე თემაზე: „სეკულარიზმის მნიშვნელობა დემოკრატიის მშენებლობისთვის“

ვიდეო რგოლში / წერილობით მოხსენებაში ნათლად წარმოაჩინეთ:

სეკულარიზმის არსი;

სეკულარიზმის მნიშვნელობა  დემოკრატიის მშენებლობაში;

სეკულარიზმის მიმართ დამოკიდებულება სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში;

პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

წერილობით გადმოეცით სეკულარიზმის არსი;

შექმენი ასოციაციური რუკა თემაზე: „სეკულარიზმის მნიშვნელობა  დემოკრატიის მშენებლობაში“

ცხრილის სახით გადმოეცი სეკულარიზმის მიმართ სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში არსებული დამოკიდებულება;

წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები.

პრაქტიკული რჩევები მასწავლებლებისთვის:

  • გაეცანით რესურსის სახით მოცემულ სტატიებს და კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე მოახდინეთ მისი მოდიფიცირება.
  • კომპლექსური დავალების პირობა გააცანით მოსწავლეებს.
  • დაუანონსეთ მოსწავლეებს  საკითხი და პროდუქტი, რომელიც უნდა შექმნან კომპლექსური დავალების ფარგლებში.
  • გააცანით მოსწავლეებს თქვენს მიერ არჩეული სტატიები რესურსებიდან.
  • საკითხზე მუშაობის პროცესში მოიფიქრეთ და განახორციელეთ აქტივობებიშემდეგი  ქვეცნებების და საკითხთან დაკავშირებული საკვანძო შეკითხვების დამუშავებისთვის.  
  • თითოეული აქტივობა, რომელსაც განახორციელებთ კომპლექსური დავალების ფარგლებშიდაუკავშირეთ კომპლექსური დავალების მიზანს და გაითვალისწინეთ, რომ თითოეული აქტივობა უნდა ეხმარებოდეს მოსწავლეს კომპლექსური დავალების პროდუქტის შექმნაში.
  • კომპლექსური დავალების შეფასება ხდება მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით, SOLO ტაქსონომიით.










No comments:

Post a Comment

კომპლექსური დავალების ბარათი, სამოქალაქო განათლება, საბაზო საფეხური

საგანი: სამოქალაქო განათლება თემა: ინდივიდი და საზოგადოება (თემატური ბლოკი)                სამიზნე ცნება - სოციალიზაცია ...