Monday, December 7, 2020

კომპლექსური დავალების ბარათი სამოქალაქო განათლებაში, საკითხზე: მდგრადი განვითარების მიზნები

 კომპლექსურიდავალების ბარათი სამოქალაქო განათლებაში

საკითხზე: მდგრადი განითარების მიზნები



სამიზნე ცნება -  სამოქალაქო მონაწილეობა;

შედეგები:

მოქ.საბ.2-საკუთარი თავის საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის (მაგალითად, სასკოლო თემის) წევრად აღქმა;

მოქ.საბ.3-საკუთარი და სხვა ადამიანების უფლება-მოვალეობების გაცნობიერება და დაცვა;

მოქ.საბ.4 -დემოკრატიის პრინციპების ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირება;

მოქ.საბ.5-მოკლე და გრძელვადიანი მიზნების დასახვაიდეების ჩამოყალიბება, ინიციატივის გამოვლენა და მისი განხორციელებისთვის საჭირო ნაბიჯების დაგეგმვა;

მოქ.საბ.8-სამოქალაქო აქტივობებში მოხალისეობის საფუძველზე ჩართულობის მნიშვნელობის გაცნობიერება და დემოკრატიის პრინციპების საფუძველზე მოქმედების საჭიროების დანახვა;

მოქ.საბ.9-საზოგადოებისა და ქვეყნისთვის აქტუალური პრობლემების ამოცნობა და საკუთარი ჩართულობით მათ გამოსწორებაზე ზრუნვა; კონფლიქტების არაძალადობრივი გზებით მოგვარება;

თემატური ბლოკი: მოქალაქე, სამოქალაქო საზოგადოებამე და საზოგადოება;

საკითხი - მდგრადი განვითარება

ქვეცნებები - მდგრადი განვითარება, მოქალაქე, საზოგადოება, სამოქალაქო საზოგადოება;

საკვანძო შეკითხვები

რა არის მდგრადი განვითარება?

რა მნიშვნელობა აქვს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას?

კომპლექსური დავალების პირობა

წაიკითხეთ რესურსი და მოამზადეთ არგუმენტირებული ესე თემაზე: „საზოგადოების როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში“

ვიდეო რგოლში / წერილობით მოხსენებაში ნათლად წარმოაჩინეთ:

მდგრადი განვითარების არსი;

მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში საზოგადოების როლი;

პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

შექმენი ასოციაციური რუკა თემაზე: „მდგრადი განვითარების არსი“

ჩამოწერეთ თქვენი არგუმენტები თემაზე: „მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში საზოგადოების როლი“

წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები.

პრაქტიკული რჩევები მასწავლებლებისთვის:

  • გაეცანით რესურსის სახით მოცემულ სტატიებს და კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე მოახდინეთ მისი მოდიფიცირება.
  • კომპლექსური დავალების პირობა გააცანით მოსწავლეებს.
  • დაუანონსეთ მოსწავლეებს  საკითხი და პროდუქტი, რომელიც უნდა შექმნან კომპლექსური დავალების ფარგლებში.
  • გააცანით მოსწავლეებს თქვენს მიერ არჩეული სტატიები რესურსებიდან.
  • საკითხზე მუშაობის პროცესში მოიფიქრეთ და განახორციელეთ აქტივობებიშემდეგი  ქვეცნებების და საკითხთან დაკავშირებული საკვანძო შეკითხვების დამუშავებისთვის.  
  • თითოეული აქტივობა, რომელსაც განახორციელებთ კომპლექსური დავალების ფარგლებშიდაუკავშირეთ კომპლექსური დავალების მიზანს და გაითვალისწინეთ, რომ თითოეული აქტივობა უნდა ეხმარებოდეს მოსწავლეს კომპლექსური დავალების პროდუქტის შექმნაში.
  • კომპლექსური დავალების შეფასება ხდება მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით, SOLO ტაქსონომიით.
























No comments:

Post a Comment

კომპლექსური დავალების ბარათი, სამოქალაქო განათლება, საბაზო საფეხური

საგანი: სამოქალაქო განათლება თემა: ინდივიდი და საზოგადოება (თემატური ბლოკი)                სამიზნე ცნება - სოციალიზაცია ...