კომპლექსური დავალების ბარათი გეოგრაფიაში
საკითხი: ლანდშაფტის ცვლილების დადებითი და უარყოფითი შედეგები
სამიზნე ცნება - გეოგრაფიული კვლევა და გეოგრაფიული ანალიზი; მოსახლეობა და მეურნეობა, მოვლენა და
პროცესი, მდგრადი განვითარება; შედეგები: გეო. საბ. 1, 2, 3, 5, 7, 10, 11, 12
|
საკითხი - ლანდშაფტის ცვლილების დადებითი და უარყოფითი
შედეგები ქვეცნებები - კუნძული,
კარიერი, ლანდშაფტი, ბუნებრივი ლანდშაფტი, ანთროპოგენური ლანდშაფტი, გაუდაბურება; მდგრადი განვითარება; საკვანძო შეკითხვა: ·
რაში
მდგომარეობს ადამიანის მიერ ლანდშაფტის ცვლილების დადებითი და უარყოფითი შედეგები? ·
როგორია
ლანდშაფტის ცვლილების გავლენა გეოგრაფიულ გარსზე? |
კომპლექსური
დავალების პირობა ადამიანი სამეურნეო საქმიანობის შედეგად გარდაქმნის ბუნებრივ ლანდშაფტს და სახეს უცვლის მას. ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. ადამიანთა გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ცივილიზაციის განვითარების კვალდაკვალ გარდაუვალია გარემოს გარდაქმნა და მისი სახეცვლა მინიმალური ზიანის მიყენებით შეიძლება; არსებობენ სკეპტიკოსებიც, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ადამიანის ზემოქმედება გარემოზე გამორიცხავს მინიმალურ ზიანს და ამას მხოლოდ უარყოფითი შედეგების მოტანა შეუძლია. წარმოიდგინეთ, რომ ხართ მკვლევარი, რომელმაც კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით უნდა მოამზადოს წერილობითი მოხსენება თემაზე: ანთროპოგენური ლანდშაფტები. წერილობით მოხსენებაში ნათლად წარმოაჩინეთ: ·
ადამიანის მიერ ლანდშაფტის ცვლილების დადებითი და უარყოფითი შედეგები; ·
ლანდშაფტის
ცვლილების გავლენა გეოგრაფიულ გარსზე;
|
პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის: ·
„T დიაგრამის“ ფორმით წარმოაჩინე ადამიანის მიერ ლანდშაფტის ცვლილების დადებითი და უარყოფითი შედეგები; ·
შექმენი
ასოციაციური რუკა თემაზე: ლანდშაფტის ცვლილების გავლენა გეოგრაფიულ გარსზე;
წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები.
პრაქტიკული
რჩევები მასწავლებლებისთვის:
|
1) ხელოვნური კუნძული იაპონიაში
იაპონიაში, საზღვაო ქალაქ კობეში გაკეთებულია ხელოვნური კუნძული Port Island. კუნძულის
მშენებლობა დაიწყო 1966 წელს და დასრულდა 1981 წელს. კუნძულის ფართობი 436
ჰექტარია. მასზე მოთავსებულია აეროპორტი შვეულმფრენებისთვის, სხვადასხვა
სასტუმროები, უნივერსიტეტები, მუზეუმი, სპორტულ - გამაჯანსაღებელი ადგილები, IKEA - ს
ჰიპერმარკეტი, დასასვენებელი პარკები დარამოდენიმე რესტორანი. აქვე ტურისტებისთვის
არსებობს პატარა ტურისტული მატარებელი კუნძულის დასათვალიერებლად. კუნძულთან
დაკავშირება ხდება საავტომობილო ხიდით.
2) კიმბერლის მილი „დიდი ხვრელი“ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.
დიდი ხვრელი არის უზარმაზარი, ალმასის მადნის მომპოვებელი მაღარო,
რომელიც ამჟამად უმოქმედოა. ის მდებარეობს ქალაქ კიმბერლიში. ითვლება რომ ეს არის
უდიდესი ღია კარიერი რომელიც დამუშავებული მუშების მიერ, ტექნიკის გამოყენების
გარეშე. დღეისთვის ეს კარიერი ქალაქ კიმბერლის სავიზიტო ბარათებად ითვლება.
3) ჩუკიკამატას კარიერი ჩილეში
ჩილეს უზარმაზარი კარიერი გამოიყენება სპილენძის მოპოვებისთვის. ის მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში, ანდების მთებში, ზღვის დონიდან 2840 მეტრ სიმაღლეზე. ღია წესით მადნის მოპოვება ირგვლივ უდიდეს მტვრის ღრუბლებს წარმოქმნის, რაც უმნიშვნელოვანესი ეკოლოგიური პრობლემაა.
ლანდშაფტი - არის ბუნებრივ - გეოგრაფიული კომპლექსი, რომლის ფარგლებში მისი თითოეული კომპონენტი (რელიეფი, ჰავა, წყლები, ნიადაგები, მცენარეულობა და ცხოველთა სამყარო) რთულ ურთიერთკავშირში იმყოფება ერთმანეთთან, მორგებულია ერთმანეთზე და ქმნის ერთიან, განუყოფელ სისტემას და განვითარების ერთგვაროვანი პირობებით ხასიათდება.
ბუნებრივი, ანუ პირვანდელი სახით შემორჩენილია ლანდშაფტი, რომელზეც არ არის ასახული ადამიანის ნაკვალევი.
ანთროპოგენურ
ლანდშაფტებს კი მიეკუთვნება როგორც ადამიანის მიერ ხელახლა შექმნილი, ასევე ყველა
ის ბუნებრივი ლანდშაფტი, რომელშიც ადამიანის ზემოქმედებით სახეშეცვლილია,
თუნდაც მისი ერთი კომპონენტი.
შენიშვნა: მოცემული ბარათი წარმოადგენს el.ge - საიტზე განთავსებული იგივე საკითხის კომპლექსური დავალების ბარათის განახლებულ, შესწორებულ ვერსიას.
No comments:
Post a Comment