კომპლექსური დავალების ბარათი გეოგრაფიაში
საკითხი: ეკოტურიზმი
სამიზნე ცნება - გეოგრაფიული კვლევა და გეოგრაფიული ანალიზი, მოსახლეობა და
მეურნეობა,მდგრადი განვითარება; შედეგები: გეო.საბ. 1, 2, 3, 7, 10, 11, 12 |
საკითხი - ეკოტურიზმის განვითარების პერსპექტივები
სამეგრელო ზემო სვანეთი ქვეცნებები - ეკოლოგია,
ტურიზმი, ეკოტურიზმი, მდგრადი განვითარება. საკვანძო შეკითხვა: ·
რაში
მდგომარეობს სამეგრელო - ზემო სვანეთში ეკოტურიზმის განვითარების პერსპექტივები? ·
როგორია
რეგიონში ეკოტურიზმის განვითარების მნიშვნელობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის? |
კომპლექსური
დავალების პირობა წარმოიდგინეთ, რომ ერთ-ერთი კერძო ორგანიზაციის წარმომადგენელი ხართ და მონაწილეობთ საგრანტო კონკურსში „მდგრადი ეკოტურისტული მომსახურების განვითარება სამეგრელო-ზემო სვანეთში“, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა ახორციელებს. რისთვისაც უნდა მოამზადოთ პროექტი თემაზე: „მდგრადი ეკოტურისტული მომსახურების განვითარება სამეგრელო-ზემო სვანეთში“. მოამზადეთ პროექტის მოკლე აღწერა, რომელსაც კომისიას წარუდგენთ. პროექტში ნათლად წარმოაჩინეთ: · სამეგრელო
- ზემო სვანეთში ეკოტურიზმის განვითარების პერსპექტივები; · რეგიონში ეკოტურიზმის განვითარების მნიშვნელობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. |
პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის კომპლექსურ
დავალებაზე მუშაობისთვის: · შექმენით
ასოციაციური რუკა თემაზე: სამეგრელო -
ზემო სვანეთში ეკოტურიზმის განვითარების პერსპექტივები; · ჩამოწერეთ
რეგიონში ეკოტურიზმის განვითარების მნიშვნელობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები. პრაქტიკული
რჩევები მასწავლებლებისთვის:
|
ტერმინი ეკოტურიზმი პირველად 1988 წელს შემოვიდა მექსიკაში
და დღეს მისი განმარტების მრავალი ინტერპრეტაცია არსებობს. ეკოტურიზმი
გულისხმობს გონივრულ მოგზაურობას ბუნებრივ გარემოში, რომელიც ხელსუწყობს გარემოს
დაცვას და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას. ეკოტურიზმი არის მოგზაურობა ტურისტების,
რომლებსაც გარემოსადმი თავიანთი პასუხისმგებლობა მკაფიოდ აქვთ გათვითცნობიერებული. ასეთი
ტურების მიზანია ველურ ბუნებასთან ურთიერთობა, რომელიც ხელს უწყობს დაცული ტერიტორიებისა
და რერეგიონების მოსახლეობის ეკონომიკური შემოსავლების ზრდას.
გამოყოფენ ეკოტურიზმის ოთხ
ძირითად სახეს:
1)სამეცნიერო ტურიზმის
- გულისხმობს, სამეცნიერო მიზნებით ტურისტული ობიექტების, დაცული ტერიტორიების, ნაკრძალების, ეროვნული პარკების, აღკვეთილების,
ბუნების ძეგლების მონახულებას.
2) ბუნების ისტორიის
ტურების- მიზანია სასწავლო, სამეცნიერო და კულტურული ექსკურსიების ორგანიზება, რომლებიც სპეციალურ
ეკოლოგიურ მარშუტებზე, უფრო ხშირად კი დაცულ ტერიტორიებსა და აკვატორიებში იმართება.
3) სათავგადასავლო
ტურიზმი - მოიცავს: ტურებს ცალკეულ რეგიონებში, ხანმოკლე ტურებს ველოსიპედებით, ქვეით მარშუტებს რთული რელიეფის რეგიონებში, მოგზაურობას ფიზიკური დატვირთვით, მოგზაურობას საცხოვრებლად საგანგებოდ მოწყობილი ავტომობილებით.
4) მოგზაურობა ბუნებრივ ნაკრძალებსა და რეზერვაციებში - მიზნად ისახავს: უნიკალური, ეგზოტიკური, ბუნებრივი ობიექტების მონახულებას.
ტურიზმის განვითარება
საქართველოს ეკონომიკის ერთ - ერთი უპირველესი გაცხადებული პრიორიტეტია და ეკონომიკისთვის
მის უდიდეს სარგებლობაზე ბევრს საუბრობენ.
იმისთვის რომ ეკოტურიზმის განვითარება მოხდეს საჭიროა გათვალისწინებული იყოს ყველა ის ასპექტი რომელიც განსაზღვრავს ეკოტურიზმის განვითარება, კერძოდ: მოგზაურობის დაგეგმვა დეტალურად, გამართული, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში არსებული ინფრასტრუქტურა, ტურისტის სათანადო მომსახურების სერისებით უზრუნველყოფა.
ამასთან ეკოტურიზმის
განვითარებისას უნდა გავითვალისწონთ:
1)
გვახსოდეს, დედამიწი დაუცველობა;
2)
დავტოვოთ მხოლოდ ნაკვალევი, თან წავიღოთ მხოლოდ
ფოტოსურათები;
3) შევიცნოთ სამყარო, რომელშიც მოვხვდით, ხალხთა
კულტურა, გეოგრაფიული თავისებურებები;
4) პატივი ვცეთ ადგილობრივ მოსახლეობას;
5) შევიძინოთ იმ მწარმოებლის პროდუქცია, რომელიც
საფრთხეს არ უქმნის გარემოს;
6) გამოვიყენოთ
გიდის სერვისი;
7) მხარი დავუჭიროთ გარემოსდაცვით პროგრამებს;
გამოვიყენოთ გარემოსდაცვითი
მეთოდები და ტექნოლოგიები;
9) მხარი დავუჭიროთ ორგანიზაციებს, რომლებიც
გარემოსდაცვით სფეროში საქმიანობენ;
10) ვიმოგზაუროთ
იმ ტურისტულ ფირმებსა და კომპანიებთან ერთად, რომლებიც ემხრობიან
ეკოტურიზმის პრინციპებს.
შენიშვნა: მოცემული ბარათი წარმოადგენს el.ge - საიტზე განთავსებული იგივე საკითხის კომპლექსური დავალების ბარათის განახლებულ, შესწორებულ ვერსიას.
No comments:
Post a Comment