Wednesday, December 2, 2020

კომპლექსური დავალების ბარათი გეოგრაფიაში, საკითხი: მაკონჯას მთები

 კომპლექსური დავალების ბარათი გეოგრაფიაში

 საკითხი: მაკონჯას მთები

სამიზნე ცნება - გეოგრაფიული კვლევა და გეოგრაფიული ანალიზი, გეოგრაფიული გარსი, გეოგრაფიული მოვლენა და გეოგრაფიული პროცესი;

შედეგები: გეო.საბ. 1, 2, 3, 4, 5;

 

საკითხი - მაკონჯას მთები

ქვეცნებები - მთები, მთათა წარმომქმნელი პროცესი, ნაოჭა მთები, ლოდა მთები, ნაოჭა - ლოდა მთები, ვულკანური მთები, გუმბათისებრი მთები, გრაბენი, ჰორსტი, დანალექი ქანები; ენდოგენური პროცესები, ეგზოგენური პროცესები.

საკვანძო შეკითხვა:

რატომ იცვლებიან მთები დროთა განმავლობაში და რა არის ამის ძირითადი

მიზეზები?

რა კავშირები არსებობს დედამიწის შინაგან - გარეგან (ენდოგენურ-ეგზოგენურ)

ძალებსა და მთების წარმოშობა-განვითარებას შორის?

 

კომპლექსური დავალების პირობა

ერთი შეხედვით, მთები მყარი და უცვლელია, მაგრამ სინამდვილეში ისინი მუდმივად

იცვლებიან დედამიწის გარეგანი (ეგზოგენური) და შინაგანი (ენდოგენური) ძალების გავლენით. მაგალითად, ყველასათვის ცნობილი ჰიმალაის მთები, რომელიც ახალგაზრდა მთათა სისტემაა და 40 მილიონი წლის წინ წარმოიშვა, ზრდას ახლაც განაგრძობს. მაგრამ დედამიწაზე უძველესი, 3,25-3,6 მლრდ. წლის წინათ წარმოქმნილი მაკონჯას მთების ადგილას კი ახლა მხოლოდ პატარა ქედებია დარჩენილიწარმოიდგინეთ, რომ გამოჩენილი გეოლოგი ხართ და მთების წარმოშობა-განვითარებას იკვლევთ. თქვენი მიღწევებით ერთ-ერთი ტელევიზია დაინტერესდა და გადაცემაში მიგიწვიათ, რათა ფართო აუდიტორიას, მაკონჯას მთების მაგალითზე, მთათა წარმოშობის შესახებ ესაუბროთ. მოამზადეთ წერილობითი მოხსენება თემაზე: მთათა წარმომქმნელი პროცესი.

წერილობით მოხსენებაში ნათლად წარმოაჩინეთ:

მთების ცვლილების მიზეზები;

კავშირები  დედამიწის შინაგან - გარეგან (ენდოგენურ-ეგზოგენურ)

ძალებსა და მთების წარმოშობა-განვითარებას შორის;

 

პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

 

ჩამოწერეთ მთების ცვლილების მიზეზები;

ჩამოწერეთ არგუმენტები რა კავშირები არსებობს დედამიწის შინაგან - გარეგან (ენდოგენურ-ეგზოგენურ) ძალებსა და მთების წარმოშობა-განვითარებას შორის;

 

წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები.

 

 

პრაქტიკული რჩევები მასწავლებლებისთვის:

  • გაეცანით რესურსის და კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე მოახდინეთ მისი მოდიფიცირება.
  • კომპლექსური დავალების პირობა გააცანით მოსწავლეებს.
  • დაუანონსეთ მოსწავლეებს  საკითხი და პროდუქტი, რომელიც უნდა შექმნან კომპლექსური დავალების ფარგლებში.
  • გააცანით მოსწავლეებს რესურსი.
  • საკითხზე მუშაობის პროცესში მოიფიქრეთ და განახორციელეთ აქტივობები შემდეგი  ქვეცნებების და საკითხთან დაკავშირებული საკვანძო შეკითხის დამუშავებისთვის.
  • თითოეული აქტივობა, რომელსაც განახორციელებთ კომპლექსური დავალების ფარგლებში, დაუკავშირეთ კომპლექსური დავალების მიზანს და გაითვალისწინეთ, რომ თითოეული აქტივობა უნდა ეხმარებოდეს მოსწავლეს კომპლექსური დავალების პროდუქტის შექმნაში.
  • კომპლექსური დავალების შეფასება ხდება მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით, SOLO ტაქსონომიით.

 

სამხრეთ აფრიკის ჩრდილო - აღმოსავლეთით მდებარე მაკონჯას მთები წარმოადგენენ ბარბერტონ გრინსთოუნის სარტყლის 40% - ს და ის დედამიწაზე არსებული ერთ - ერთი უძველესი გეოლოგიური სტრუქტურაა. მაკონჯას მთები, ყველაზე კარგად შემონახული, უწყვეტი განვითარების მქონე ვულკანური და დანალექი ქანებისგან შემდგარი რელიეფია, რომელიც 3,25 – 3,6მილიარდი წლით თარიღდება და ქმნის მრავალფეროვან საცავს, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია დედამიწის ქანების მდგომარეობაზე, მეტეორების გავლენაზე, ვულკანიზმზე, კონტინენტების წარმოქმნის მექანიზმებზე და ადრეული სიცოცხლის აღმოცენების დროს არსებულ გარემო პირობებზე.

ამჟამად, მაკონჯას მთები ზღვის დონიდან 600- 1800 მეტრ სიმაღლეზე, კააპვაალის კრატონის აღმოსავლეთ კიდეზე მდებარეობს. კააპვაალის და პილბარას კრატონები ვაალბაარას სუპერკონტინენტის ნაწილებია, რომლებიც დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში 2,7 – 3,6 მილიარდი წლის წინ წარმოიშვა.

მაკონჯას მთები, ბარბერტონის გრინსთოუნის სარტყლის ნაწილი, ოქროს საბადოებით მდიდარ რეგიონს წარმოადგენს. 1875 წელს მაკონჯას მთებში ოქროს საბადოები პირველად ჯორჯ ბარბერმა და მისმა ძმისშვილებმა აღმოაჩინეს, მას შემდეგ ამ მთებს და ოქროს საბადოების უძველეს საცავებს მათი სახელი ჰქვია. 2017 წლის მონაცემებით მსოფლიოში პირველი ადგილი ეკავა ოქროს წარმოებაში და 154 ტონა შეადგინა. 

რატომ იცვლება მთები

მთების ცვლილებას ძირითადად ორი სახის ბუნებრივი ძალები განაპირობებენ.

პირველი: დედამიწის შინაგანი - ენდოგენური ძალები: სეისმური აქტივობა, დედამიწის ქერქია ნელი საუკუნოვანი რყევა, აზიდვის და დაძირვის არეების გამოყოფით.

მეორე: დედამიწის გარეგანი - ეგზოგენური ძალები: ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური გამოფიტვის პროცესი. მაგ: ტემპერატურის ცვალებადობა, ქარი, წვიმა, თოვლი, მყინვარი, მდინარე, მჟავური წვიმები, ჟანგბადის და ნახშირორჟანგის ურთიერთქმედება, ცხოველების და მცენარეების ნაშთები,

განასხვავებენ ოთხი სახის მთებს:

1)ნაოჭა - ენდოგენური ძალების მოქმედების შედეგად, რომლებიც მიწისძვრების დროს არყევენ ხმელეთის ზედაპირს და ოკეანეების ფსკერს, დანალექი ქანების შრეები იღუნება უდიდეს ნაკეცებად და მათი თხემები მაღლა, რამდენიმე ათას მეტრზე ადის-ასეთ მთებს ნაოჭა მთები ეწოდება.


2)ლოდა და ნაოჭა - ლოდა - დროთა განმავლობაში ნაოჭა მთების ნაოჭები კარგავენ პლასტიურობას კარგავენ. როდესაც ასეთ მთებში კვლავ ხდება მთათაწარმომშობი პროცესი, ქანები იპობა ლოდებად და წარმოიქმნება ლოდა მთები. ლოდა მთების წარმოშობის დროს, ზოგიერთი უბანი ასეული მეტრით დაბლა იწევს, ზოგიერთი მაღლა ადის ან ადგილზე რჩება. ასე ჩნდება ნასხლეტები. თუ ასეთი ნასხლეტი აზიდული უბის ორივე მხარეს არის წარმოიშობა ჰორსტი. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ორ ჩაღრმავებას შორის ადგილი დაბლა ჩადის და წარმოიქმნება გრაბენი.



3)ვულკანური - ვულკანური წარმოშობის მთები, აქტიური მოქმედების მიხედვით, სამ კატეგორიად იყოფა: აქტიური, მძინარე და ჩამქრალი ვულკანები.



4)გუმბათისებრი - ვულკანების ამოფრქვევის დროს მაგმა ყოველთვის დედამიწის ზედაპირს ვერ აღწევს. ასეთ შემთხვევაში, თუ დედამიწის ქერქის ზედა ფენები ამოფრქვევის ადგილას მეტად მყარი აღმოჩნდება და ვულკანური ნაპრალები დედამიწის ზედაპირს ვერ აღწევს, მაგმა ჩერდება და ცივდება, ამასთანავე მაღლა სწევს დანალექ ქანებს. წარმოიშობა გუმბათისებრი მთები.

 


შენიშვნა: მოცემული ბარათი წარმოადგენს el.ge - საიტზე განთავსებული იგივე საკითხის კომპლექსური დავალების ბარათის განახლებულ, შესწორებულ ვერსიას.

No comments:

Post a Comment

კომპლექსური დავალების ბარათი, სამოქალაქო განათლება, საბაზო საფეხური

საგანი: სამოქალაქო განათლება თემა: ინდივიდი და საზოგადოება (თემატური ბლოკი)                სამიზნე ცნება - სოციალიზაცია ...