კომპლექსური დავალების ბარათი გეოგრაფიაში
საკითხი: ტროპიკული უდაბნოები
სამიზნე ცნება - გეოგრაფიული კვლევა და გეოგრაფიული ანალიზი; გეოგრაფიული გარსი; შედეგები: გეო.საბ. 1, 2, 3, 4; |
საკითხი - ტროპიკული
უდაბნოები ქვეცნებები - უდაბნო, ქვიშის
გროვები იგივე ბარხანები, დინება, ოაზისი, კლიმატი, კლიმატური სარტყლები; საკვანძო შეკითხვა: ·
როგორი ბუნებრივი პირობებით ხასიათდება უდაბნო საჰარა? ·
როგორი ბუნებრივი პირობებით ხასიათდება უდაბნო ატაკამა? · რამდენად მნიშვნელოვანია ბუნებრივ კომპონენტებს შორის კავშირი ბუნებრივი კომპლექსის მთლიანობისთვის? |
კომპლექსური
დავალების პირობა გეოგრაფიის გაკვეთილებზე თქვენ გაეცანით გეოგრაფიულ გარსს, მის მრავალფეროვნებას, მასში მიმდინარე ცვლილებებსა და მისი მთლიანობის კანონზომიერებებს, რამაც თქვენ დაგაინტერესათ. დაწერეთ სტატია ელექტრონული ჟურნალისათვის, რომელშიც აღწერთ, საჰარას ან ატაკამას უდაბნოს უნიკალურობის განმაპირობებელ ფაქტორებს. სტატიაში ნათლად წარმოაჩინეთ: ·
უდაბნო საჰარას/ატაკამას უნიკალურობის განმაპირობებელი ფაქტორები; ·
ბუნებრივ კომპონენტებს შორის კავშირის მნიშვნელობა ბუნებრივი კომპლექსის მთლიანობისთვის. |
პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის კომპლექსურ
დავალებაზე მუშაობისთვის: ·
შექმენით
ასოციაციური რუკა თემაზე: უდაბნო საჰარას/ატაკამას უნიკალურობის განმაპირობებელი ფაქტორები; ·
ჩამოწერეთ
არგუმენტები იმის შესახებ თუ რატომ არის ბუნებრივ კომპონენტებს შორის კავშირი მნიშვნელოვანი ბუნებრივი კომპლექსის მთლიანობისთვის. წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები. პრაქტიკული
რჩევები მასწავლებლებისთვის:
|
უდაბნო ატაკამა
ატაკამას უდაბნო,
ყველაზე მშრალი ადგილია დედამიწაზე. 2015 წელს კი ატაკამას უდაბნო თეთრი, იისფერი,
ყვითელი დაწითელი ყვავილებით დაიფარა. ამის მიზეზია ატაკამას უდაბნოში არსებული მიძნებული
ეკოსისტემის გამოცოცხლება. მიძინებული ეკოსისტემის
გამოცოცხლებას განაპირობებს ინტენსიური ნალექების მცირეხნიანი პერიოდი, რაც თავის მხრივ
განპირობებულია წყნარი ოკეანის აღმოსავლეთით წარმოქმნილი, ელ ნინიოს სახელით ცნობილი თბილი დინებით. ელ ნინიოს თბილი დინება, ზღვის ზედაპირის ტემპერატურას 0,5 გრადუსი
ცელსიუსით ზრდის. დინებას ელ ნინიოს სახელი პერუელმა მეთევზეებმა შეარქვეს მე - 19 საუკუნეში, ყოველწლიური თბილი დინების აღსანიშნად, რომელიც შობის დღესასწაულს ემთხვევა, ამიტომაც ტერმინი ქრისტეს
დაუკავშირეს. მეოცე საუკუნიდან, ელ ნინიოს სახელით მოიხსენიებენ ასევე უდაბნო ატაკამას
ყვავილობის ფენომენს.
უდაბნო საჰარა
დედამიწაზე უდაბნო
გვხვდება ყველა კონტინენტზე, მათ შორის ანტარქტიდაზე, თუმცა ანტარქტიდის შემთხვევაში
სახეზეა ყინულოვანი უდაბნო.
მსოფლიოში უდიდესია
ფართობის მიხედვით საჰარის უდაბნო, ამასთან მისი ფართობი ყოველ წელს იზრდება. საჰარის
კლიმატისთვის დამახასიათებელია მუდმივი ქარები პასატები, რომლებიც არასდროს იცვლიან
მიმართულებას და ტროპიკული განედებიდან ეკვატორისკენ მიაქვთ ცხელი და მშრალი ჰაერი.
საჰარაში ხშირია ქვიშის ქარიშხალი, რომელიც ძალიან სწრაფად ჩნდება და ხშირად მთელ ქალაქებს
ფარავს. ცხელი ქვიშიანი ქარიშხლის შემდეგ, საჰარაში ჰაერი ელქტროვდება.
მაღალი ტემპერატურისა
და უნალექობის გამო საჰარაში მცენარეების არ გვხვდება. იშვიათად გვხვდება მხოლოდ ეკლიანი
ბუჩქნარები და კაქტუსები. გამონაკლისია ოაზისები. ოაზისები ქვიშის ამ უკიდეგანო ზღვაში
ალაგ - ალაგ გვხვდება. ოაზისებში მიწიდან ამოდის წყალი, ამიტომაც იქ ცხოვრება შესაძლებელია,
თუმცა როცა წყალი შრება, ოაზისში სიცოცხლეც კვდება, იქ მცხოვრებნი კი ახალი ოაზისის საძებნელად
მიდიან.
No comments:
Post a Comment