კომპლექსური დავალების ბარათი გეოგრაფიაში
საკითხი: არქტიკის მყინვარების დნობა
სამიზნე ცნება - გეოგრაფიული კვლევა და გეოგრაფიული ანალიზი, გეოგრაფიული გარსი. შედეგები: გეო.საბ.1, 2, 3, 4 |
საკითხი - არქტიკის
მყინვარების დნობა ქვეცნებები - მყინვარები,
კლიმატური პირობები, ბნელი ზონა; საკვანძო შეკითხვა: რაში მდგომარეობს არქტიკის მყინვარების დნობისმიზეზები? · როგორია
არქტიკის მყინვარების დნობის პროცესის გავლენა გარემოზე, ცოცხალ ორგანიზმებზე, ადამიანებზე.
|
კომპლექსური დავალების პირობა წარმოიდგინეთ, რომ გაეროს კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო ჯგუფის მეცნიერი ხართ და არქტიკის მყინვარების დნობისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ ამუშავებთ ინფორმაციას. გაეცანით არქტიკის მყინვარების შესახებ მასალას დამოამზადეთ წერილობითი მოხსენება თემაზე: არქტიკის მყინვარების დნობისა და კლიმატური ცვლილებების ურთიერთკავშირის შესახებ; წერილობით მოხსენებაში ნათლად წარმოაჩინეთ: ·
არქტიკის მყინვარების დნობის მიზეზები; · არქტიკის მყინვარების დნობის პროცესის გავლენა გარემოზე, ცოცხალ ორგანიზმებზე, ადამიანებზე. · არქტიკის მყინვარების დნობის შედეგები; |
პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის კომპლექსურ
დავალებაზე მუშაობისთვის: ·
ჩამოწერეთ არქტიკის მყინვარების დნობის მიზეზები; ·
ცხრილის
სახით გადმოეცით: არქტიკის მყინვარების დნობის პროცესის გავლენა გარემოზე, ცოცხალ ორგანიზმებზე, ადამიანებზე. ·
შექმენით ასოციაციური რუკა თემაზე: არქტიკის მყინვარების დნობის
შედეგები;
წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები.
პრაქტიკული
რჩევები მასწავლებლებისთვის:
|
უკვე მილიონობით წელიწადია, არქტიკაში ხდება ერთი უცვლელი ბუნებრივი მოვლენა. ზამთარში, როდესაც ტემპერატურა ნულ გრადუს სქვემოთ ჩამოდის, არქტიკის ყინული დიდ მანძილზე ვრცელდება. ზაფხულში კი,
ტემპერატურის აწევასთან ერთად ყინული დნება უკან დახევას იწყებს, მის ადგილს კვლავ ოკეანე იკავებს. ახლა, ადამიანის საქმიანობით გამოწვეული კლიმატის ცვლილების ხანაში, ეს მარადიული ციკლი მოიშალა.
ბოლო
ათწლეულების განმავლობაში, არქტიკის ყინულის მთლიანი მოცულობა მცირდება, წლიდან წლამდე, ზამთარში ის უფრო პატარა მანძილზე ვრცელდება და ზაფხულში უფრო მეტად იხევს უკან.
მიუხედავად ამისა, როგორც ყოველთვის, არქტიკა კვლავ ყინულოვანი რჩება, ზაფხულშიც კი. თუმცა, შესაძლოა, ასე დიდხანს აღარ გაგრძელდეს.
დანიელი
მეტეოროლოგების განხილავენ თუ
რა გზებით კარგავს
ყინულს გრენლანდია:
ყინულის დნობა-კარგვა ორი მთავარი გზით მიმდინარეობს:
პირველი-ყინულის ზედაპირის დნობით და ნადნობი წყალი ჩადის ოკეანეში;
მეორე-ყინულის დიდი მასა ტყდება-აისბერგი და ოკეანეში ნელ-ნელა დნება წყალთან კონტაქტით.
ორივე გზით წყლის დონის მატება გრძლევადიანი პერსპექტივის განხილვით ნახევარი ნახევარზეა.
ბნელი ზონა
გრენლანდიის მყინვარულ საფარში არის ერთი ბნელი ზონა, რომელიც როგორც დრონებით კვლევის შედეგად ირკვევა,
თანდათან
უფრო ბნელი ხდება.
გარდა
ამისა, ცნობილი ხდება ისიც,
რომ
ის მოსალოდნელზე გაცილებით სწრაფად დნება. მეცნიერებს ხელთ აქვთ ამ ფენომენის საუკეთესო ახსნა. ბნელი ზონა წარმოადგენს სწრაფად დნობადი ყინულის ზოლს, რომელიც მყინვარული საფარის სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებითაა გადაჭიმული. სიგრძე 400 კილომეტრია, ყველაზე ფართო ადგილას კი სიგანე 100 კმ-საღწევს. გარდა იმისა, რომ უცნაურად ბნელია,
ამავე
დროს მიეკუთვნება აბლაციის ზონას,
რადგან
ეს არეალი უფრო სწრაფად დნება, ვიდრე მყინვარული საფარის დანარჩენი 5 ნაწილი. გლაციოლოგიაში აბლაციას უწოდებენ მყინვარის მასის შემცირებას დნობის, აორთქლების ან მექანიკური ნგრევის შედეგად.
2014 წელს ადგილზე კვლევისას მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ დნობას განაპირობებდა ყინულის ზედაპირზე არსებულ მინერალთა და მიკრობთა ნარჩენები. ცოტა ხნის წინ კვლევა დრონების გამოყენებით ჩაატარა და აღნიშნული მოსაზრება დაადასტურა. ამავე დროს,
ნათელი
გახადა, რამდენად მასშტაბურია სინამდვილეში ეს პრობლემა. „გავარკვიეთ, რომ ბნელი ზონა დაფარულია მტვრის სათუთად გადანაწილებული ფენითა და შავი ნახშირჟანგით,
რომელსაც
საკვებად იყენებენ შავი ფერის წყალმცენარეები. ჩაბნელების მთავარი მიზეზი სწორედ ესაა“, —ამბობს კვლევის თანაავტორი, გლაციოლოგი ალუნ ჰუბარდი.
შენიშვნა: მოცემული ბარათი წარმოადგენს el.ge - საიტზე განთავსებული იგივე საკითხის კომპლექსური დავალების ბარათის განახლებულ, შესწორებულ ვერსიას.
No comments:
Post a Comment