Tuesday, December 1, 2020

კომპლექსური დავალების ბარათი გეოგრაფიაში, საკითხი: კონტინენტური რღვევები

 კომპლექსური დავალების ბარათი გეოგრაფიაში

საკითხი: კონტინენტური რღვევები


სამიზნე ცნება - გეოგრაფიული კვლევა და გეოგრაფიული ანალიზი, გეოგრაფიული მოვლენა და გეოგრაფიული პროცესი; გეოგრაფიული გარსი;

შედეგები: გეო.საბ.1, 2, 3, 4; 5, 9;

 

საკითხი - კონტინენტური რღვევები

ქვეცნებები - კონტინენტური ფილების მოძრაობა, კონტინენტური რღვევის ხაზი, ვულკანი,

საკვანძო შეკითხვა:

რატომ წარმოიქმნა აფრიკაში ფილების აქტიური მოძრაობა - აფრიკის რღვევა?

რომელი პროცესები, ვლინდება კონტინენტური ფილების მოძრაობის რეგიონში?

კომპლექსური დავალების პირობა

 აფრიკაში, კენიაში 2018 წლის აპრილში მოხდა სომალისა და აფრიკის ფილების დაშორება-გრეგორის რღვევა, რამაც 60 კმ. სიგრძის ნაპრალი წარმოქმნა. მიმდინარეობს ამ პროცესის აქტიური შესწავლა გეოლოგების მიერ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ექსპედიციის წევრი და მიემგზავრებით კენიაში - კონტინენტური ფილების მოძრაობის აქტიურ რეგიონში, მოცემული რეგიონის შესწავლისა და აღწერის მიზნით. მოამზადეთ წერილობით მოხსენება აფრიკაში ფილების მოძრაობის შესახებ.

წერილობით მოხსენებაში ნათლად წარმოაჩინეთ:

აფრიკაში ფილების აქტიური მოძრაობის - აფრიკის რღვევის მიზეზები;

კონტინენტური ფილების მოძრაობის რეგიონში მიმდინარე პროცესები;

აფრიკის რღვევის ზოლთან დაკავშირებული ვულკანების უნიკალურობის განმაპირობებელი ფაქტორები;

პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

შექმენი ასოციაციური რუკა თემაზე: აფრიკაში ფილების აქტიური მოძრაობის - აფრიკის რღვევის მიზეზები;

ჩამოწერეთ, კონტინენტური ფილების მოძრაობის რეგიონში მიმდინარე პროცესები;

ცხრილის სახით წარმოაჩინეთ აფრიკის რღვევის ზოლთან დაკავშირებული ვულკანების უნიკალურობის განმაპირობებელი ფაქტორები;

 

წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები.

 

პრაქტიკული რჩევები მასწავლებლებისთვის:

  • გაეცანით რესურსის და კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე მოახდინეთ მისი მოდიფიცირება.
  • კომპლექსური დავალების პირობა გააცანით მოსწავლეებს.
  • დაუანონსეთ მოსწავლეებს  საკითხი და პროდუქტი, რომელიც უნდა შექმნან კომპლექსური დავალების ფარგლებში.
  • გააცანით მოსწავლეებს რესურსი.
  • საკითხზე მუშაობის პროცესში მოიფიქრეთ და განახორციელეთ აქტივობები შემდეგი  ქვეცნებების და საკითხთან დაკავშირებული საკვანძო შეკითხის დამუშავებისთვის.
  • თითოეული აქტივობა, რომელსაც განახორციელებთ კომპლექსური დავალების ფარგლებში, დაუკავშირეთ კომპლექსური დავალების მიზანს და გაითვალისწინეთ, რომ თითოეული აქტივობა უნდა ეხმარებოდეს მოსწავლეს კომპლექსური დავალების პროდუქტის შექმნაში.
  • კომპლექსური დავალების შეფასება ხდება მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით, SOLO ტაქსონომიით.

 

კონტინენტური ფილების მოძრაობა

ჩვენ, დღეს უკვე ვიცით, რომ ფილების ტექტონიკა გავლენას ახდენს თითქმის ყველა გეოლოგიურ პროცესზე. ადამიანები, ფილების ტექტონიკურ ძალებსა და მათ შედეგებს შევიგრძნობთ მიწისძვრების და ვულკანური ამოფრქვევების პროცესებში.

გამოიყოფა ფილების მოძრაობის რამდენიმე სახე:

1)      ფილების ერთმანეთისგან დაშორება და თხელი ქერქის წარმოქმნა;



2)      ფილების ერთმანეთში ჩაძირვა, შედეგად ერთი ფილა მეორის ქვეშ მოექცევა;


3)      კონტინენტური ფილები ერთმანეთისკენ მოძრაობენ და წარმოქმნიან მთიან მასივებს;

4)      როცა ერთი ფილა მეორის გასწვრივ სრიალებს;

       ტექტონიკური ძალების გამოვლინების მაგალითია აფრიკაში არსებული ვულკანები: დალოლი და ერტა - ალე

დალოლი 

აღმოსავლეთ აფრიკა ძალიან აქტიურია სეისმოლოგიური პროცესებით. რღვევის ზოლი 6 000 კილომეტრზეა გადაჭიმული. სეისმოლოგიურ აქტიურობაზე მიგვანიშნებს ეთიოპიაში, აფრიკის ველზე მდებარე ვულკანი დალოლი, რომლის ირგვლივ უამრავი თერმული გოგირდოვანი წყლებია და ულამაზეს სანახაობას ქმნის.



ერტა - ალე

იგივე რეგიონში ვულკანი ერტა - ალე, ის ყველაზე აქტიურ ვულკანად ითვლევა აფრიკის რღვევის ზოლის რეგიონში;  ერტა-ალე გამორჩეულია იმითაც, რომ კრატერში ორი ლავის ტბა აქვს.



 შენიშვნა: მოცემული ბარათი წარმოადგენს el.ge - საიტზე განთავსებული იგივე საკითხის კომპლექსური დავალების ბარათის განახლებულ, შესწორებულ ვერსიას.


No comments:

Post a Comment

კომპლექსური დავალების ბარათი, სამოქალაქო განათლება, საბაზო საფეხური

საგანი: სამოქალაქო განათლება თემა: ინდივიდი და საზოგადოება (თემატური ბლოკი)                სამიზნე ცნება - სოციალიზაცია ...