Tuesday, December 1, 2020

კომპლექსური დავალების ბარათი გეოგრაფიაში, საკითხი: ანთროპოგენური ლანდშაფტები

 კომპლექსური დავალების ბარათი გეოგრაფიაში - IX კლასი 

საკითხი: ანთროპოგენური ლანდშაფტები 


სამიზნე ცნება - გეოგრაფიული კვლევა და გეოგრაფიული ანალიზი, მოსახლეობა და მეურნეობა, მდგრადი განვითარება.

შედეგები: გეო.საბ. 1, 2, 3, 7, 10, 11, 12

 

საკითხი - ანთროპოგენური ლანდშაფტები

ქვეცნებები - ლანდშაფტი, ანთროპოგენური ლანდშაფტი, მდგრადი განვითარება.

საკვანძო შეკითხვა:

·  როგორ შეიძლება ლანდშაფტების მდგრადი განვითარების პრინციპების დაცით გამოყენება?

·         რა  ფაქტორები განაპირობებს ანთროპოგენური ლანდშაფტების წარმატებულ მაგალითებად ქცევას?

·   რა  ფაქტორები განაპირობებს ანთროპოგენური ლანდშაფტების წარუმატებულ მაგალითებად ქცევას?

კომპლექსური დავალების პირობა

 ცნობილია, რომ ადამიანი უფრო და უფრო მეტ ზემოქმედებას ახდენს ბუნებრივ გარემოზე და თავის კვალს ტოვებს მასზე. გაეცანით რესურსებს, და შექმენით ელექტრონული ბუკლეტი  სადაც  ანთროპოგენური ზემოქმედების დადებითი და უარყოფითი მხარის შესახებ თქვენს არგუმენტირებულ პოზიციას გამოხატავთ.

ბუკლეტში ნათლად წარმოაჩინეთ:

·         ანთროპოგენური ზემოქმედების წარმატებული (ანუ მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვით)  მაგალითები;

·         ლანდშაფტების წარმატებულად გამოყენების განმაპირობებელი ფაქტორები;

·         ანთროპოგენური ზემოქმედების წარუმატებელი (ანუ მდგრადი განვითარების პრინციპების დარღვევით) მაგალითები;

·         ლანდშაფტების წარუმატებლად გამოყენების განმაპირობებელი ფაქტორები;

პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

·         ჩამოთვალეთ და აღწერეთ ანთროპოგენური ზემოქმედების წარმატებული (ანუ მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვით)  მაგალითები;  ასოციაციური რუკის საშუალებით წამოაჩენოთ კონკრეტული მაგალითის წარმატებულობის  განმაპირობებელი ფაქტრები.

 

·         ჩამოთვალეთ და აღწერეთ ანთროპოგენური ზემოქმედების წარუმატებელი (ანუ მდგრადი განვითარების პრინციპების დარღვევით) მაგალითები; ასოციაციური რუკის საშუალებით წამოაჩენოთ კონკრეტული მაგალითის წარუმატებლობის  განმაპირობებელი ფაქტრები.

წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები.

 

პრაქტიკული რჩევები მასწავლებლებისთვის:

  • გაეცანით რესურსის და კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე მოახდინეთ მისი მოდიფიცირება.
  • კომპლექსური დავალების პირობა გააცანით მოსწავლეებს.
  • დაუანონსეთ მოსწავლეებს  საკითხი და პროდუქტი, რომელიც უნდა შექმნან კომპლექსური დავალების ფარგლებში.
  • გააცანით მოსწავლეებს რესურსი.
  • საკითხზე მუშაობის პროცესში მოიფიქრეთ და განახორციელეთ აქტივობები შემდეგი  ქვეცნებების და საკითხთან დაკავშირებული საკვანძო შეკითხის დამუშავებისთვის.
  • თითოეული აქტივობა, რომელსაც განახორციელებთ კომპლექსური დავალების ფარგლებში, დაუკავშირეთ კომპლექსური დავალების მიზანს და გაითვალისწინეთ, რომ თითოეული აქტივობა უნდა ეხმარებოდეს მოსწავლეს კომპლექსური დავალების პროდუქტის შექმნაში.
  • კომპლექსური დავალების შეფასება ხდება მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით, SOLO ტაქსონომიით.

 


მაგალითი №1 სამცხე - ჯავახეთის ვაზის და ხილის ტერასები

სამცხე - ჯავახეთში იდენტიფიცირებულია 24 უძველესი ჯიშის ვაზი. დარგის აღორძინება ხელს შეუწყობს აგრო - ტურიზმის განვითარებას.  დადგენილია, რომ სამცხე - ჯავახეთში შვიდი ფერის ღვინო მზადდება.

რაც შეეხება ხილის ტერასებს ხერთვისთან, აღსანიშნავია, რომ კედლიანი ტერასების ანუ დარიჯების სიმაღლე 2 – 5 მეტრამდეა და მდინარე ფარავნისწყლიდან გამოყვანილი არხებით ირწყვებოდა.




მაგალითი №2: ენგურჰესი - ორიგინალური თაღოვანი კაშხალია, რომელსაც მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული ძეგლის სტატუსი. მისი ტერიტორიის 78 % მთებშია მოქცეული, ზღვის დონიდან 1000 მეტრ სიმაღლეზე. მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ავსებს დეფიციტს.




მაგალითი №3: 40 - მეტრიან სვეტზე აგებული მონასტერი ზემო იმერეთში

 მამათა მონასტერი აღდგენილია და მიმდინარეობს სამონასტრო ცხოვრება.




მაგალითი №4: კლდეში ნაკვეთი საცხოვრისი სამცხე - ჯავახეთში

კლდეში ნაკვეთ საცხოვრისში მასიურად იხიზნებოდა მოსახლეობა მტრის შემოსევის დროს. აღსანიშნავია, რომ ნასახლარებში აღმოჩენილია სამონასტრო ცხოვრების კვალი. ამჟამადმას აქვს ისტორიული, კვლევითი და ტურისტული მნიშვნელობა.



შენიშვნა: მოცემული ბარათი წარმოადგენს el.ge - საიტზე განთავსებული იგივე საკითხის კომპლექსური დავალების ბარათის განახლებულ, შესწორებულ ვერსიას.

No comments:

Post a Comment

კომპლექსური დავალების ბარათი, სამოქალაქო განათლება, საბაზო საფეხური

საგანი: სამოქალაქო განათლება თემა: ინდივიდი და საზოგადოება (თემატური ბლოკი)                სამიზნე ცნება - სოციალიზაცია ...