Tuesday, December 1, 2020

კომპლექსური დავალების ბარათი გეოგრაფიაში, საკითხი: ამაზონის აუზის რესურსები

                            კომპლექსური დავალების ბარათი გეოგრაფიაში - VIII კლასი 

თემა: სამხრეთ ამერიკის კონტინენტი

საკითხი: ამაზონის აუზის რესურსები


სამიზნე ცნება - გეოგრაფიული კვლეა და გეოგრაფიული ანალიზი, მოსახლეობა და მეურნეობა, მდგრადი განვითარება;

შედეგები: გეო.საბ. 1, 2, 3, 7, 10, 11, 12

 

საკითხი - ამაზონის აუზის რესურსები

ქვეცნებები - მდინარის აუზი,  ჯუნგლები, კლიმატი, ბიომრავალფეროვნება,

საკვანძო შეკითხვა:

·         რა ფაქტორები განსაზღვრავენ ამაზონის ჯუნგლების უნიკალურობას?

·         რა გამოწვევების წინაშე დგას ამაზონის ტყეები?

·     როგორია ამაზონის აუზში არსებული ტყეთა გაჩეხვისა და გახშირებულ ხანძრებთან გამოწვეული ადგილობრივი და გლობალირი ეკოლოგიური პრობლემები?

 

კომპლექსური დავალების პირობა

კომპლექსური დავალების პირობა:

ამაზონის უნიკალურ ტყეებს პლანეტის ფილტვებს უწოდებენ. ეს ტერიტორია ფასეულია

ძვირფასმერქნიანი ხეებითა და სხვადასხვაგვარი საკვები კულტურების პლანტაციებით. ამ

ტყეებში რამდენიმე ათეული აბორიგენული ტომი ცხოვრობს, რომელთა კულტურა

უნიკალურია, მაგრამ ამ ყველაფერს დღეს საფრთხე ემუქრება.

 

წარმოიდგინეთ, რომ ეკოლოგიური კლუბის წევრი ხართ და უნდა მოამზადოთ წერილობითი მოხსენება თემაზე: ამაზონის ტყის აქტუალური პრობლემები.

წერილობით მოხსენებაში ნათლად წარმოაჩინეთ:

·         ამაზონის ჯუნგლების უნიკალურობის გამაპირობებელი ფაქტორები;

·         ამაზონის ტყეების წინაშე მდგარი გამოწვევები;

·         ამაზონის აუზში არსებული ტყეთა გაჩეხვისა და გახშირებულ ხანძრებთან გამოწვეული ადგილობრივი და გლობალირი ეკოლოგიური პრობლემები;

·      ამაზონის ტყეების წინაშე მდგარი გამოწვევების მიმართ ადგილობრივი ხელისუფლების, მსოფლლიო ლიდერების, ბუნების დამცველთა და მეცნიერთა დამოკიდებულება;

პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

·         გაეცანით რესურსს და ჩამოწერეთ ამაზონის ჯუნგლების უნიკალურობის გამაპირობებელი ფაქტორები;

·         შექმენით ასოციაციური რუკე თემაზე ამაზონის ტყეების წინაშე მდგარი გამოწვევები;

·         ჩამოწერეთ ამაზონის აუზში არსებული ტყეთა გაჩეხვისა და გახშირებულ ხანძრებთან გამოწვეული ადგილობრივი და გლობალირი ეკოლოგიური პრობლემები;

·    ცხრილის სახით აჩვენეთ ამაზონის ტყეების წინაშე მდგარი გამოწვევების მიმართ ადგილობრივი ხელისუფლების, მსოფლლიო ლიდერების, ბუნების დამცველთა და მეცნიერთა დამოკიდებულება;

 

წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები.

 

პრაქტიკული რჩევები მასწავლებლებისთვის:

  • გაეცანით რესურსის და კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე მოახდინეთ მისი მოდიფიცირება.
  • კომპლექსური დავალების პირობა გააცანით მოსწავლეებს.
  • დაუანონსეთ მოსწავლეებს  საკითხი და პროდუქტი, რომელიც უნდა შექმნან კომპლექსური დავალების ფარგლებში.
  • გააცანით მოსწავლეებს რესურსი.
  • საკითხზე მუშაობის პროცესში მოიფიქრეთ და განახორციელეთ აქტივობები შემდეგი  ქვეცნებების და საკითხთან დაკავშირებული საკვანძო შეკითხის დამუშავებისთვის.
  • თითოეული აქტივობა, რომელსაც განახორციელებთ კომპლექსური დავალების ფარგლებში, დაუკავშირეთ კომპლექსური დავალების მიზანს და გაითვალისწინეთ, რომ თითოეული აქტივობა უნდა ეხმარებოდეს მოსწავლეს კომპლექსური დავალების პროდუქტის შექმნაში.
  • კომპლექსური დავალების შეფასება ხდება მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით, SOLO ტაქსონომიით.

 


რატომ უნდა გადავარჩინოთ ამაზონის ჯუნგლები

ეს ტერიტორია სახლია იმაზე მეტი მცენარისა და ცხოველისათვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა ადგილი დედამიწაზე. ცხოველებისა და მცენარეების გარდა, ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 400-მდე ტომი ცხოვრობს. ამაზონის ჯუნგლები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანძურია, არამარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ მთელი დედამიწისთვის. თანაც, ის, თავისი ზომისა და მასშტაბების გათვალისწინებით, დედამიწის ერთ-ერთი უკანასკნელი ჯუნგლებია. აღსანიშნავია, რომ ამაზონის ჯუნგლები დედამიწის კლიმატის რეგულირებაშია აჩართული. ამაზონის ჯუნგლებში დაახლოებით  400 მილიარდამდე ხეა. გამოთვლების მიხედვით,   ჩვენს გალაქტიკა ირმის ნახტომში მინიმუმ  100 და მაქსიმუმ  400 მილიარდი ვარსკვლავი უნდა იყოს. ანუ, შესაძლოა, რომ ამაზონის ჯუნგლებში იმაზე მეტი ხე იყოს, ვიდრე ჩვენს გალაქტიკაში  - ვარსკვლავი.


კლიმატი

ტროპიკული ტყეები ატმოსფეროში უზარმაზარი რაოდენობის წყალსა და ენერგიას ათავისუფლებენ, რასაც მსოფლიო კლიმატზე დიდი გავლენა აქვს. ამაზონის ჯუნგლებში არსებული ხეები ყოველდღიურად ატმოსფეროში 20 მილიარდ ტონა ნალექს ათავისუფლებს, რის შედეგადაც წარმოქმნილი წვიმის ღრუბლები მთელი დედამიწის გარშემო ბრუნავს. ამაზონის ჯუნგლების მიერ გამოთავისუფლებული წყალი ლოკალურ და გლობალურ კლიმატურ ციკლებში ერთვება. ხეების გარდა, მნიშვნელოვანია მდინარეებიც, რომლებსაც მსოფლიო ოკეანეში ისეთი რაოდენობის წყალი ჩააქვთ, რომ გავლენას ახდენენ ოკეანურ დინებებზეც.   დინებებს კი,   თავის მხრივ, გავლენა, კლიმატის გარდა,   ეკოსისტემებზეც აქვს. აღსანიშნავია, რომ დედამიწაზე დარჩენილი ტროპიკული ტყეების ნახევარზე მეტს, ამაზონის ჯუნგლები შეადგენს. დედამიწაზე არსებული ჟანგბადის  20%  -ის წყარო, ასევე,  ამაზონის ჯუნგლებია. 

 ბიომრავალფეროვნება

ამაზონის ჯუნგლებში მცენარეებისა და ცხოველების უპრეცენდენტო მრავალფეროვნებაა წარმოდგენილი. მეცნიერებისათვის ცნობილი სახეობების სიაში ყოველი მეათე სწორედ ამაზონის ჯუნგლებშია წარმოდგენილი. ამაზონის ჯუნგლები სახლია:

•2 მილიონი სახეობის მწერისთვის;

•40000 სახეობის მცენარისთვის;

•2200 სახეობის თევზისთვის;

•1294 სახეობის ფრინველისთვის;

•427 სახეობის ძუძუმწოვარისთვის;

•428 სახეობის ამფიბიისთვის;

•378 სახეობის ქვეწარმავალისთვის.


 

 

ამაზონის ტყეების მნიშვნელობა 

ადამიანის ქმედებების შედეგად ატმოსფეროში უზარმაზარი რაოდენობით გამოთავისუფლებული ნახშირორჟანგი დედამიწის დათბობას იწვევს. ამაზონის ჯუნგლები კი ამ ტენდენციის წინააღმდეგ დედამიწის ერთ-ერთი ბუნებრივი ბუფერული ანუ დამცავი მექანიზმია. მცენარეები ატმოსფეროდან ნახშირორჟანგს ითვისებენ და მას ფოტოსინთეზისთვის იყენებენ, სანაცვლოდ კი ატმსოფეროში ჟანგბადს ათავისუფლებენ. ეს პროცესი, ნაწილობრივ, ადამიანის საქმიანობის მიერ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის მასიურად გამოთავისუფლების შედეგებს ამსუბუქებს. ტყეების მასიური ჩეხვა და განადგურება, ამ პროცესს დიდ საფრთხეს უქმნის. აღსანიშნავია, რომ მცენარეების წვისას მათში არსებული ნახშირბადი ატმოსფეროში ნახშირორჟანგის სახით გამოიყოფა, რაც ისედაც რთულ სიტუაციას, კიდევ უფრო აუარესებს. 



2019 წელს ბრაზილიაში, ამაზონის ტროპიკულ ტყეებში ხანძრების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც იმაში გამოიხატება, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხანძრების რაოდენობა 84 პროცენტით გაიზარდა. ამაზონის ტროპიკული ტყე შველას ითხოვს. 



ადგილობრივი მოსახლეობა

ამაზონის ჯუნგლების მნიშვნელოვან ნაწილში აბორიგენული მოსახლეობა ბუნებასთან ჰარმონიაში უკვე საუკუნეებია ცხოვრობს. ამაზონის ჯუნგლებში 400-მდე სხვადასხვა ტომი და 300-მდე სხვადასხვა ენაა წარმოდგენილი. თითოეულ ტომს უნიკალური კულტურა და ცოდნა აქვს, რომელიც უნიკალურია მსოფლიო კულტურული თვალსაზრისით, რადგ ტომების გარკვეულ რაოდენობას გარესამყაროსთან კონტაქტი არასდროს ჰქონია. ამაზონის ეკოსისტემის განადგურებას აუცილებლად მოჰყვება ადგილობრივი

მოსახლეობის გაქრობაც. მათ მიერ საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და კულტურა კი სამუდამოდ დაიკარგება.


შენიშვნა: მოცემული ბარათი წარმოადგენს el.ge - საიტზე განთავსებული იგივე საკითხის კომპლექსური დავალების ბარათის განახლებულ, შესწორებულ ვერსიას.


 


No comments:

Post a Comment

კომპლექსური დავალების ბარათი, სამოქალაქო განათლება, საბაზო საფეხური

საგანი: სამოქალაქო განათლება თემა: ინდივიდი და საზოგადოება (თემატური ბლოკი)                სამიზნე ცნება - სოციალიზაცია ...