კომპლექსური დავალების ბარათი გეოგრაფიაში - VII კლასი
თემა: ავსტრალია და ოკეანეთი
საკითხი: ავსტრალიის დიდი არტეზიული აუზი
სამიზნე ცნება - გეოგრაფიული კვლევა და გეოგრაფიული ანალიზი; გეოგრაფიული გარსი,
გეოგრაფიული მოვლენა და გეოგრაფიული პროცესი, მდგრადი განვითარება; შედეგები: გეო.საბ. 1, 2, 3, 4, 11, 12, 13;
|
საკითხი - ავსტრალიის დიდი
არტეზიული აუზი ქვეცნებები - ჰიდროსფერო,
ლითოსფერო, მიწისქვეშა წყლები, არტეზიული აუზი; საკვანძო შეკითხვა: · როგორია
ლითოსფეროში და ჰიდროსფეროში მიმდინარე პროცესების გავლენა ავსტრალიის კონტინენტის არტეზიული წყლების ჩამოყალიბებაზე? · რაში
მდგომარეობს ავსტრალიის დიდი არტეზიული წყლების სამეურნეო გამოყენების თანამედროვე და სამომავლო პერსპექტივები? |
კომპლექსური
დავალების პირობა წარმოიდგინეთ, რომ ჰიდროინჟინერი ხართ და ავსტრალიის დიდი არტეზიული აუზის წყლებს იკვლევთ. საერთაშორისო კომპანია დაინტერესუბულია ავსტრალიის დიდი არტეზიული აუზის წყლების ათვისებით. აღნიშნული კომპანია ადგილობრივი მოსახლეობისა და სამეურნეო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ჭაბურღილებს დგამს. ახალი ჭაბურღილის დამონტაჟებამდე კომპანიამ თქვენ ავსტრალიის არტეზიული წყლების შესახებ წერილობითი სახით ანგარიშის მომზადება დაგავალათ. თქვენ უნდა
მოამზადოთ ანგარიში თემაზე - „ავსტრალიის დიდი არტეზიული აუზი“. ანგარიშში ნათლად წარმოაჩინეთ: •არტეზიული წყლების ადგილი ჰიდროსფეროში; •ლითოსფეროში და ჰიდროსფეროში მიმდინარე პროცესების გავლენა ავსტრალიის კონტინენტის არტეზიული წყლების ჩამოყალიბებაზე; •ავსტრალიის დიდი არტეზიული წყლების სამეურნეო გამოყენების თანამედროვე და სამომავლო პერსპექტივები; |
პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის კომპლექსურ
დავალებაზე მუშაობისთვის: · ·
რუკისა და ქვემოთ მოცემული ინფორმაციის დახმარებით დაადგინეთ და კონტურულ რუკაზე დაიტანეთ დიდი არტეზიული აუზის მდებარეობა ავსტრალიის კონტინენტის ტერიტორიაზე; ·
ყურადღება გაამახვილეთ და ჩამოწერეთ თუ როგორ ურთიერთქმედებს ლითოსფერო და ჰიდროსფერო ერთმანეთზე და ამ ურთიერთქმედების შედეგად როგორ წარმოიქმნა ავსტრალიის დიდი არტეზიული აუზი; როგორია მიწისქვეშა წყლების შევსების მექანიზმები; ·
ყურადღება
გაამახვილეთ და ჩამოწერეთ რაში მდგომარეობს ავსტრალიის დიდი არტეზიული აუზის მიწისქვეშა წყლების სამეურნეო მნიშვნელობა;
წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები.
პრაქტიკული
რჩევები მასწავლებლებისთვის:
|
არტეზიული წყლები-მიწისქვეშა წყალია, რომელიც
ორ წყალგაუმტარ ფენას შორის მდებარეობს, ამიტომ წნევის ქვეშ იმყოფება. ასეთ ადგილში
ჭაბურღილის გაჭრის შედეგად, წყალი დიდი წნევით ამოდის დედამიწის ზედაპირზე და შადრევანივით
იფრქვევა.
იმისათვის, რომ უკეთესად გავერკვეთ არტეზიული
წყლების არსში, მოდით, თვალი გადავავლოთ დედამიწაზე არსებული წყლის რესურსებს, იგივე
ჰიდროსფეროს ნაწილებს. მსოფლიოში მიწისქვეშა წყლები მთელი მტკნარი რესურსების 30%-ს
შეადგენს და მათი მთლიანი მოცულობა 23 მილიონი კუბური
კილომეტრია.
მოცემულ დიაგრამაზე კარგად ჩანს მსოფლიოში წყლის რესურსების განაწილება:
•პირველ სვეტზე ნაჩვენებია: ზღვები და ოკეანეები-96,5%,
სხვა მარილიანი წყლები-0,9%,
მტკნარიწყლები-2,5%;
•მეორე სვეტზე
ნაჩვენებია მტკნარი წყლის
რესურსების შემდეგი კატეგორიები:
მყინვარები-68,7%,
მიწისქვეშა წყლები-30,1%
ზედაპირული მტკნარი წყლები-1,2%;
•მესამე სვეტზე
ნაჩვენებია უკვე ზედაპირული
მტკნარი წყლების შემდეგი
კატეგორიები: მიწისქვეშა ყინული და მრავალწლოვანი მზრალობა-69,0%,
ტბები-20,9%,
ნიადაგის ტენი-3,8%,
ატმოსფეროში შემავალი წყლის ორთქლი-3.0%,
ჭაობები-2,6%,
მდინარეები-0,49%,
ცოცხალ ორგანიზმებში არსებული წყალი-0,26%.
არტეზიული წყლები უმნიშვნელოვანეს სასარგებლო წიაღისეულს წარმოადგნენ და ძირითადად მიწისწიაღის 80-1000 მ სიღრმეზე მდებარეობენ. მსოფლიოში გავრცელებული არტეზიული წყლების უდიდესია უზებია:
1.
დასავლეთ-ციმბირის,
2.
ავსტრალიის,
3.
საჰარის,
4.
პარიზის,
5. პირენეის,
6.
კოტის და ვაიომინგის(აშშ),
მათი ფართობი რამოდენიმე ათასიდან-მილიონ კვადრატულ კილომეტრამდე მერყეობს.
ავსტრალიის დიდი არტეზიული აუზი
ავსტრალიის დიდი არტეზიული აუზი მსოფლიოში სიდიდით მეორეა, რუსეთში მდებარე დასავლეთ-ციმბირის არტეზიული აუზის შემდეგ.
ის
ავსტრალიის ტერიტორიის 22%-ზეა გადაჭიმული და 1,7
მილიონ კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული.
ავსტრალიის დიდი არტეზიული აუზი კონტინენტის არიდულ და ნახევრად-არიდულ-ქუინსლენდის, ახალი სამხრეთ უელსის, სამხრეთ ავსტრალიის და ჩრდილოეთ ტერიტორიის-კლიმატურ ზონებს მოიცავს.
როგორ წარმოიქმნა ავსტრალიის დიდი არტეზიული აუზი
ავსტრალიის დიდი არტეზიული აუზი 130 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა, როდესაც 2000 მეტრ სიღრმეზე უძველესი კრისტალური მასივი ტექტონიკური მოძრაობების შედეგად გაიღუნა და დანალექი ქანებით ამოივსო. არტეზიული აუზია ღმოსავლეთ-ავსტრალიის ბაქანის და აღმოსავლეთ-ავსტრალიის დანაოჭების სარტყელში მდებარეობს. წყალშემცველი ჰორიზონტი წარმოდგენილია მეზოზოური ერის (252-66 მლნ.წლის წინ) ქვიშაქვებით. ქვიშაქვების დალექვა მოხდა ავსტრალიის კონტინენტის ცენტრალური ნაწილის დაძირვის და ტერიტორიის მსოფლიო ოკეანის წყლებით დაფარვის შედეგად. უკვე შემდგომში, არტეზიული აუზის აღმოსავლეთ ნაწილმა აწევა განიცა და წარმოიქმნა ქედები-დიდი წყალგამყოფი ქედი, იგივე ავსტრალიის ალპები. ავსტრალიის დიდი არტეზიული აუზის წყლის მარაგების შევსების მექანიზმები. ავსტრალიის დიდი არტეზიული აუზის მიწისქვეშა წყლები ძირითადად ატმოსფერული ნალექებით ივსება, რომელიც დიდი წყალგამყოფი ქედის დასავლეთ ფერდობებზე წვიმის სახით მოდის და მათი წლიური რაოდენობა 625 მმ - ს აღწევს. ატმოსფერული ნალექები გრუნტში ჩაჟონვით აღწევენ წყალგაუმტარ ფენას. ამ ადგილზე ქანები სამხრეთი და დასავლეთი მიმართულებით არიან დახრილნი, შესაბამისად მიწისქვეშა წყალიც ამ მიმართულებით მიედინება.
მხოლოდ ქვინსლენდის შტატში, არტეზიული აუზის წყალშემცველი ფენა ყოველდღიურად სამასი ათას კუბური მეტრის წყლის რაოდენობით ივსება. წყალგაუმტარი ფენების წნევის ზემოქმედების შედეგად, ზედმეტი წყალი მიწის ზედაპირზე ამოდის და დროებით ნაკადებს ქმნის, ამით მიწისქვეშა წყლის ბუნებრივი დონის შენარჩუნება ხდება. მიწისქვეშა არტეზიული წყლები ძირითადად მტკნარია, მაგრამ არსებობს გარკვეული უბნები, სადაც მინერალური მიწისქვეშა წყლებია თავმოყრილი.
ავსტრალიის დიდი არტეზიული აუზი მნიშვნელოვანი წყლის რესურსია ირიგაციის, სოფლის მეურნეობის და ადგილობრივი მოსახლეობის პირადი მოხმარების თვალსაზრისით.
ავსტრალიის დიდი არტეზიული აუზი, წყლით ამარაგებს 2000-მდე ჭაბურღილს და 9000-მდე მექანიკური ძრავებით აღჭურვილ ჭას. მიწისქვეშა წყლების რესურსებზე სულ უფრო მზარდ მამოთხოვნილებამ (მორწყვა-ირიგაცია და მეცხვარეობა) და მრავალი ჭაბურღილის დაყენებამ, მიწისქვეშა წყლების ბალანსზე უარყოფითად იმოქმედა და წყალშემცველი ჰორიზონტის დაბლა დაწევა გამოიწვია. დღევანდელ დღეს, სულ უფრო და უფრო ღრმა ჭაბურღილების დაყენებაა საჭირო. ავსტრალიაში ჭაბურღილებზე მკაცრი საზედამხედველო კონტროლია დაწესებული.
მიწისქვეშა წყლების შენარჩუნების მიზნით ავსტრალიაში შეიქმნა დიდი არტეზიული აუზის საკოორდინაციო კომიტეტი, რომლის ერთ-ერთი მოვალეობაა ყურადღების
მიღმა დარჩენილი ჭაბურღილების მოძებნა და მათი დალუქვა. აღსანიშნავია, რომ
მიწისქვეშა თბილი წყაროების არსებობა ვულკანურ პროცესებთან და ზოგადად ვულკანიზმთან არის დაკავშირებული,
მაგრამ
ავსტრალიის შემთხვევაში სხვაგვარი ვითარება
გვაქვს. ავსტრალიის მიწისქვეშა თბილი და მინერალური წყაროები ერთიანი დიდი არტეზიული აუზის ნაწილს წარმოადგენენ, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ღრმა არტეზიული აუზია და მისი საშუალო სიღრმე 2000 მეტრსაღწევს.
არის ადგილები, სადაც არტეზიული აუზის სიღრმე 3000 მეტრს აღწევს. ავსტრალიის დიდი არტეზიული აუზის წყლების ტემპერატურა სიღრმეში ჩასვლასთან ერთად ყოველ 32,5 მეტრზე 10C-ით მატულობს, და მიწისქვეშა თბილი წყაროების საშუალო ტემპერატურა 300C –500C აღწევს. სწორედ თბილი და მინერალური მიწისქვეშა წყაროების წყალობით, ავსტრალიაში განვითარდა ტურიზმის მეურნეობის რეკრეაციული მიმართულებები.
ავსტრალიის დიდი არტეზიული აუზის თერმულ წყლებს ალტერნატიული ენერგიის წყაროდაც იყენებენ. 2006 წელს ბიორდსვილში აშენდა გეოთერმული ელექტრო სადგური, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ელექტროენერგიის მოთხოვნილებას 25%-ით აკმაყოფილებს. ბიორდსვილის გეოთერმული ელექტროსადგური მიწისქვეშა წყლებს 1,2 კილომეტრის სიღრმიდან იღებს, რომელთა ტემპერატურა 980C-ს აღწევს. ამ წყლების გაგრილებით ადგილობრივი მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა ცხდება.
ვიდეო რესურსები:
1)
ავსტრალიის დიდი არტეზიული აუზი https://www.youtube.com/watch?v=oI3QI5SRBFY
2)
არტეზიული აუზი https://www.youtube.com/watch?v=RKPbY1l5Qws
შეშენიშვნა: მოცემული ბარათი წარმოადგენს el.ge - საიტზე განთავსებული იგივე საკითხის კომპლექსური დავალების ბარათის განახლებულ, შესწორებულ ვერსიას.
No comments:
Post a Comment