Friday, December 4, 2020

კომპლექსური დავალების ბარათი გეოგრაფიაში, საკითხზე: ჩრდილოეთ ამერიკა

 კომპლექსური დავალების ბარათი გეოგრაფიაში

 საკითხზე: ჩრდილოეთ ამერიკა


სამიზნე ცნება - გეოგრაფიული კვლევა და გეოგრაფიული ანალიზი; მოსახლეობა და მეურნეობა; გეოგრაფიული მოვლენა და გეოგრაფიული პროცესი;

შედეგები: გეო.საბ. 1, 2, 3, 6, 7, 8, 9;

 

საკითხი - ჩრდილოეთ  ამერიკა

ქვეცნებები - მოსახლეობა, ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, რეგიონი;

საკვანძო შეკითხვა:

რა ფაქტორები განაპირობებს ჩრ. ამერიკის ქვეყნების ეკონომიკური განვითარების თავისებურებს?

რა ფაქტორები განაპირობებს ჩრ. ამერიკის ქვეყნების ინფრასტრუქტურულ თავისებურებეს?

კომპლექსური დავალების პირობა

წაიკითხეთ რესურსი და მოამზადეთ 2 – 5 წუთიანი ვიდეორგოლი თემაზე: „ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის მოსახლეობა და მეურნეობა“.

ნათლად წარმოაჩინეთ:

ჩრ. ამერიკის ქვეყნების ეკონომიკური განვითარების თავისებურების განმაპირობებელი ფაქტორები;

ჩრ. ამერიკის ქვეყნების ინფრასტრუქტურულ თავისებურებების განმაპირობებელი ფაქტორები;

პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

შეავსეთ ცხრილი თემაზე: „ჩრ. ამერიკის ქვეყნების ეკონომიკური განვითარების თავისებურების განმაპირობებელი ფაქტორები“

შექმენით ასოციაციური რუკა თემაზე: „ჩრ. ამერიკის ქვეყნების ინფრასტრუქტურულ თავისებურებების განმაპირობებელი ფაქტორები“

წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები.

 

პრაქტიკული რჩევები მასწავლებლებისთვის:

  • გაეცანით რესურსის და კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე მოახდინეთ მისი მოდიფიცირება.
  • კომპლექსური დავალების პირობა გააცანით მოსწავლეებს.
  • დაუანონსეთ მოსწავლეებს  საკითხი და პროდუქტი, რომელიც უნდა შექმნან კომპლექსური დავალების ფარგლებში.
  • გააცანით მოსწავლეებს რესურსი.
  • საკითხზე მუშაობის პროცესში მოიფიქრეთ და განახორციელეთ აქტივობები შემდეგი  ქვეცნებების და საკითხთან დაკავშირებული საკვანძო შეკითხის დამუშავებისთვის.
  • თითოეული აქტივობა, რომელსაც განახორციელებთ კომპლექსური დავალების ფარგლებში, დაუკავშირეთ კომპლექსური დავალების მიზანს და გაითვალისწინეთ, რომ თითოეული აქტივობა უნდა ეხმარებოდეს მოსწავლეს კომპლექსური დავალების პროდუქტის შექმნაში.
  • კომპლექსური დავალების შეფასება ხდება მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით, SOLO ტაქსონომიით.

მოსახლეობა

ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს შორის მოსახლეობის მხრივ პირველ ადგილზეა აშშ, რომლის მოსახლეობა 313,827,000 ადამიანია. შემდეგ მოდის მექსიკა, რომლის მოსახლეობა 112,336,538 ადამიანია.  მესამე ადგილზეა კანადა, მოსახლეობის რაოდენობა — 33,476,688. კარიბებში რამდენიმე მილიონიანი ქვეყანაა, ესენია: კუბა, დომინიკელთა რესპუბლიკა, ჰაიტი, პუერტო-რიკო, იამაიკა დატრინიდადი და ტობაგო.

კონტინენტის დიდი ქალაქები აშშ-ის, კანადისა და მექსიკის გარდა, ასევე მდებარეობენ კარიბის ზღვის ქვეყნებშიც. ნიუ-იორკი და მეხიკო ჩრდ. ამერიკის ყველაზე დიდი ქალაქებია, მათი მოსახლეობა 8 მილიონ ადამიანზე მეტია, ჩრდ. და სამხ. ამერიკაში ასეთი სულ სამი ქალაქია – მეხიკო, ნიუ-იორკი და სან-პაულუ. შემდეგ მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მოდიან: ლოს-ანჯელესი, ჩიკაგო, ტორონტო,ჰავანა, სანტო-დომინგო და მონრეალი. აშშ-ის სამხრეთ რეგიონებში მდებარე სწრაფად მზარდი ქალაქებია — სამხრეთ კალიფორნია,ჰიუსტონი, ფინიქსი, მაიამი, ატლანტა და ლას-ვეგასი. ამ რეგიონებში თბილი კლიმატი, ხელსაყრელი ეკონომიკური პირობები და ასევე მზარდი მრეწველობაა, რაც იმიგრანტთა დიდი რაოდენობით შემოსვლას იწვევს. აშშ-ის სამხრეთ საზღვართან არსებული მექსიკური ქალაქებიც სწრაფად მზარდია, ამის ნათელი მაგალითია ტიხუანა. ტიხუანის მოსაზღვრე ქალაქ სან-დიეგოშიც დიდი რაოდენობით იმიგრანტები ჩადიან ლათინური ამერიკიდან, აზიიდან და ევროპიდან. ქალაქების ასე სწრაფი ტემპით ზრდის გამო ქალაქებში წყლის დეფიციტი იქმნება, ამ ყველაფერს ხელს უწყობს რეგიონში ჰიდრო რესურსების ნაკლებობა.

ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე მდებარე 10 უდიდესი აგლომერაციიდან, რომელთა მოსახლეობა 5.5 მილიონზე მეტია 8 აშშ-ში მდებარეობს. ესენია: ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი, ჩიკაგო და დალას-ფორტ-უერთი. კონტინეტზე არსებულია ყველაზე დიდი აგლომერაციაა მეხიკო, რომელიც მექსიკაში მდებარეობს. 10 უდიდესი აგლომერაციიდან ერთი კანადაშიც მდებარეობს ესაა ტორონტო.[32] ასევე დიდი აგლომერაციები მდებარეობს აშშ-ის სამხრეთ და ჩრდილოეთ საზღვრებთან: დეტროიტ-უინძორი და სან-დიეგო-ტიხუანა, ამ აგლომერაციებს დიდი ეკონომიკური და კულტურული რესურსები გააჩნიათ. ამ მეგაპოლისებს ყოველწლიურად საერთაშორისო გადაზიდვებითა და ვაჭრობით მილიონობით დოლარის მოგება აქვთ.

 

მეგაპოლისებთან ერთად ჩრდილოეთ ამერიკაში ასევე არის 11 მეგარეგიონი, რომელთა ტერიტორია მექსიკის, კანადისა და აშშ-ის საზღვრებშია მოქცეული. აშშ-ის ტერიტორიაზე მდებარე მეგარეგიონებია: არიზონა-სან-კორიდორი, კასკადია, ფლორიდა, დიდი ტბების მეგარეგიონი ფრონტ-რანგი, აშშ-ის ყურის სანაპირო, ჩრდილო-აღმოსავლეთის მეგაპოლისი, პიემონტ ატლანტიკი, ტეხასის სამკუთხედი. მექსიკისა და კანადის მეგარეგიონებია: კვებეკის დერეფანი და გოლდენ-ჰორსშუ, რომელთა ტერიტორია ნაწილობრივ მოიცავს დიდი ტბების მეგარეგიონისა და მექსიკის ცენტრალურ ნაწილს.

ეკონომიკა

აშშ-ს, მექსიკასა და კანადას მნიშვნელოვანი, მრავალმხრივი და ძლიერი ეკონომიკური სისტემები აქვთ. აშშ კონტინენტის და ასევე მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკური რესურსების მქონე ქვეყანაა. 2011 წელს აშშ-ის მშპ მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე 47,200 დოლარი იყო, იგი ამ მაჩვენებლით პირველია კონტინენტზე. აშშ-ის მშპ-ის 76,7% მომსახურეობის სფერო მოიცავს, 22,2% მრეწველობა, ხოლო 1,2% სოფლის მეურნეობა. კანადას აშშ-ის მსგავსი ეკონომიკური პოლიტიკა აქვს მომსახურეობის სფეროში, მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში. მისი მშპ მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე 39,400 დოლარია2010 წლის მონაცემებით. მშპ-ის 78% მომსახურეობის სფეროს მოიცავს, 20% მრეწველობას და 2% სოფლის მეურნეობას. მექსიკის მშპ მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე 15,113 დოლარია, ის ამ მაჩვენებლით მე-11 ადგილზეა მსოფლიოში. მექსიკა იყენებს, როგორც მოძველებულ, ასევე ახალ სოფლის მეურნეობის სისტემებს. მექსიკის ეკონომიკის ზრდას უზრუნველყოფს ნავთობი, წარმოებული საქონლის ექსპორტი, მძიმე მრეწველობა, ელექტროტექნიკის და ავტომობილების წარმოება, კვების მრეწველობა, სამშენებლო სფერო, საბანკო და ფინანსური მომსახურეობის სფერო.

ჩრდილოეთ ამერიკის ეკონომიკა შედგება სამი ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური გაერთიანებისგან.[3]ესენია: ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (NAFTA), კარიბების კავშირი (CARICOM) და ცენტრალური ამერიკის საინტეგრაციო სისტემა (CACM). ამ სამი გაერთიანებიდან აშშ მხოლოდ ორის მონაწილეა. ასევე არსებობს კიდევ დიდი სავაჭრო-ეკონომიკური გაერთიანება, კანადისა და კოსტა-რიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (CCRFTA), რომლის მეშვეობითაც სავაჭრო ურთიერთობები მყარდება სხვა ქვეყნებთანაც ცენტრალურ ამერიკასა და კარიბებში.

ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (NAFTA) ყველაზე დიდი სავაჭრო-ეკონომიკური გაერთიანებაა მსოფლიოში. ეს გაერთიანება შექმნა 1994 წელს, მიზანი კი იყო ეკონომიკური თანამშრომლობის გზით ერთად აღმოეფხვრათ სავაჭრო სფეროში არსებული ბარიერები ჩრდილოეთ ამერიკის სამ ქვეყანას (აშშ, მექსიკა, კანადა). მიუხედავად იმისა, რომ კანადასა და აშშ-ს უკვე ჰქონდათ გატარებული რეფორმები სავაჭრო სფეროში და დღესაც აგრძელებენ (კანადისა და აშშ-ის სავაჭრო ურთიერთობები) ტვირთების საერთაშორისო გადასახედებისგან განთავისუფლებას, NAFTA-მ მაინც დართო მექსიკას ნება ჰქონოდა თავისუფალი სავაჭრო პოლიტიკა. NAFTA-ს ხელშეკრულებით გაუქმდა სატვირთო ტარიფები, რომელიც მანამდე იყო. ეს ყველაფერი კი ყოველწლიურად ზრდიდა ამ ქვეყნებს შორის საერთო ტვირთბრუნვის მოცულობას და 2010 წელს ამ მაშვენებელმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია NAFTA-ს ქვეყნებმა 24,3 პროცენტიანი ზრდა ნახეს, რომელიც 791 მილიარდ დოლარს შეადგენდა. NAFTA-ს მშპ მსოფლიოში ყველაზე დიდია და იგი შეადგენს 17,617 ტრილიონ დოლარს. ეს ყველაფერი კი აშშ-ის ეკონომიკის სიძლიერის მაშვენებელია, მისი ეკონომიკა მსოფლიოში ყველაზე დიდი და ძლიერია. 2011 წელს აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტის საერთო მოცულობამ 15.094 ტრილიონი დოლარი შეადგინა, ის ამ მაშვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა ქვეყნებს შორის. NAFTA-ს წევრ მექსიკასა და კანადასაც უდიდესი ეკონომიკა გააჩნიათ, აშშ მათთვის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია.  ასევე კანადა და მექსიკაც ერთმანეთისთვის დიდი სავაჭრო პარტნიორები არიან.

 

კარიბების კავშირს (CARICOM) ხელი მოეწერა 1973 წელს და მასში გაერთიანდა 15 ქვეყანა. 2000 წელს CARICOM-ის ვაჭრობის საერთო მოცულობამ 96 მილიარდი დოლარიშეადგინა. CARICOM-ის ქვეყნებს შემუშავებული აქვთ საერთო საპასპორტო სისტემა, რომელიც ახლაც ძალაშია. ბოლო ათწლეულის მანძილზე კავშირი ორიენტირებული იყო ძირითადად თავისუფალი ვაჭრობის სისტემის მისაღებად, მათ შეიმუშავეს ეს სისტემა და ახლა უკვე მოქმედებს CARICOM-ის ქვეყნებს შორის.

ცენტრალური ამერიკის სავაჭრო-ეკონომიკური გაერთიანება (CACM) შეიმუშავეს და მიიღეს 1961 წელს. ეს ცენტრალური ამერიკის ქვეყნებისთვის პირველი მსხვილმასშტაბიანი ეკონომიკური თანამშრომლობის აქტი იყო.1990-იანი წლები ამ გაერთიანებისთვის ყველაზე კარგი პერიოდი იყო, თუმცა ამ გაერთიანების (CACM) როლი შესუსტდა მას შემდეგ, რაც შეიქმნა დომინიკელთა რესპუბლიკისა და ცენტრალური ამერიკისა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (CAFTA-DR). CAFTA-DR-ის შეთანხმებაში თავიდან 5 ცენტრალური ამერიკის ქვეყანა, დომინიკელთა რესპუბლიკა და აშშ გაერთიანდნენ. CAFTA-DR გაერთიანების წევრი ქვეყნები ცდილობდნენ ისეთივე თავისუფალი სავაჭრო ზონა შეექმნათ, როგორიც NAFTA-ს წევრ ქვეყნებს შორის იყო. კანადამ დაამყარა CAFTA-DR-ის ქვეყნებთან ისეთივე სავაჭრო კონტაქტები, როგორიც აშშ-თან ჰქონდა.

ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს აქვს ასევე ინტერ-კონტინენტალური სავაჭრო გაერთიანება. მექსიკა G3 თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით თანამშრომლობს კოლუმბიასთან და ვენესუელასთან. აშშტრანსატლანტიკური თავისუფალი ვაჭრობის ზონის ფარგლებში თანამშრომლობს ევროკავშირის ქვეყნებთან, აშშ ასევე თანამშროლობს აშშ-ახლო აღმოსავლეთის თავისუფალი სავაჭრო ზონის ფარგლებში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, ხოლო წყნარი ოკეანის სტრატეგიულ-ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებით (TPP) აშშ თანამშრომლობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ქვეყნებთან.

ინფრასტრუქტურა

პანამერიკული გზატკეცილი წარმოადგენს ამერიკის ყველაზე გრძელ და მნიშვნელოვან საგზაო ქსელს, რომლის საერთო სიგრძე დაახ. 48 000 კმ-ია. ამ გზატკეცილს მრავალი განშტოება აქვს, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში. აშშ-სა და კანადაში ამ გზის განშტოებები ოფიციალურად მას არ ეკუთვნის, თუმცა ჩვეულებრივ უერთდება პანამერიკულ გზატკეცილს და წარმოქმნის კონტინენტის ძლიერ და ერთიან საგზაო სისტემას. სამხრეთ ამერიკაში პანამერიკული გზატკეცილის საერთო სიგრძე დაახ. 26000 კმ-ს შეადგენს.

კონტინენტის ტერიტორიაზე, პირველი ტრანსკონტინენტური სარკინიგზო მონაკვეთი აშშ-ში აშენდა 1860-იან წლებში. ეს სარკინიგზო მონაკვეთი აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილსკალიფორნიასთან და წყნარი ოკეანის სანაპიროსთან აკავშირებდა. 1869 წლის 10 მაისსდასრულდა ამ მონაკვეთის მშენებლობა, ეს მოვლენა ე.წ «ოქროს ლურსმნის» სახელითაა ცნობილი. ამ მონაკვეთის საშუალებით შეიქმნა ქვეყნის ერთიანი მექანიზირებული სატრანსპორტო ქსელი, ამ ქსელმა სერიოზული ეკონომიკური მოგება მოიტანა და ასევე მან შეცვალა მანამდე არსებული ე.წ ეტლების სავაგონო სისტემით გადაადგილება. კანადის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის სიგრძე 1867 წელს უკვე დაახ. 2055 კმ-ს აღწევდა. ეს მაგისტრალი ერთმანეთთან აერთებდა პორტლენდს, მეინს და ახალი ინგლისის სამ შტატს, ასევე ჰურონის პორტს, მიჩიგანის შტატს, სარნიასა დაონტარიოს.

 

ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების უმრავლესობა იყენებს ერთიან სატელეფონო ნუმერაციის სისტემას, რომელსაც ჩრდილოეთ ამერიკის ნუმერაციული სისტემა (NANP). ეს სისტემა ინტეგრირებულია საერთო სატელეფონო ნუმერაციულ სისტემასთან, ამ სისტემას იყენებს აშშ და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქვეყნები, კანადა, ბერმუდის კუნძულები და კარიბების 17 ქვეყანა.

რეგიონები

ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტი გეოგრაფიულად იყოფა მრავალ რეგიონებად და სუბრეგიონებად. კონტინენტი მოიცავს მრავალ კულტურულ, ეკონომიკურ და გეოგრაფიულ რეგიონს. ეკონომიკური რეგიონები შეიძლება ასევე მივაკუთვნოთ სავაჭრო ბლოკებს, რომელიც თავის მხრივ მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში (NAFTA) შემავალი ქვეყნების ტერიტორიებსა და ცენტრალური ამერიკის საინტეგრაციო სისტემაში (CACM) შემავალი ქვეყნების ტერიტორიებს. კულტურული თვალსაზრისით, კონტინენტი შეიძლება დაიყოს ანგლო-ამერიკულ და ლათინო-ამერიკულ რეგიონებად. ანგლო-ამერიკა მოიცავს კონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილს, ბელიზსს და კარიბებს, ინგლისურენოვანი მოსახლეობით. რეგიონი მოიცავს ასევე ფრანგულენოვან ლუიზიანასა და კვებეკის შტატებს.

ჩრდილოეთ ამერიკა ასევე მოიცავს ორ რეგიონს, ესენია: ცენტრალური ამერიკა და კარიბები. ტერმინი „ჩრდილოეთი ამერიკა“ გამოიყენება, როგორც მთლიანი კონტინენტის ასევე, მხოლოდ კანადის, მექსიკის, აშშ-ისა და გრენლანდიის აღსანიშნავად.

 

კონტინენტის უდიდესი ქვეყნებია: კანადა და აშშ, ეს ქვეყნები თავის მხრივ იყოფა რეგიონებად. კანადა იყოფა შემდეგ რეგიონებად: ბრიტანეთის კოლუმბიის სანაპირო, კანადის პრერიები, ცენტრალური კანადა, ატლანტის კანადა და ჩრდილოეთი კანადა. ზოგიერთი რეგიონი კი იყოფა სუბრეგიონებად. აშშ-ის რეგიონებია: ახალი ინგლისი, შუა-ატლანტიკური შტატები, ჩრდილო-აღმოსავლეთის ცენტრალური შტატები, ჩრდილო-დასავლეთის ცენტრალური შტატები, სამხრეთ-ატლანტიკური შტატები, სამხრეთ-აღმოსავლეთის ცენტრალური შტატები, სამხრეთ-დასავლეთის შტატები, მთოვანი შტატები, წყნარ-ოკეანური შტატები. კონტინენტი ასევე მოიცავს მრავალ მეგარეგიონებსაც, მაგ: დიდი ტბების მეგარეგიონი. ასევე მრავალი მეგაპოლისია კონტინენტზე.

 წყარო: http://mastsavlebeli.ge


No comments:

Post a Comment

კომპლექსური დავალების ბარათი, სამოქალაქო განათლება, საბაზო საფეხური

საგანი: სამოქალაქო განათლება თემა: ინდივიდი და საზოგადოება (თემატური ბლოკი)                სამიზნე ცნება - სოციალიზაცია ...