კომპლექსური დაალების ბარათი გეოგრაფიაში
საკითხზე: ჩრდილოეთ ამერიკა
სამიზნე ცნება - გეოგრაფიული კვლევა და გეოგრაფიული ანალიზი; გეოგრაფიული გარსი; გეოგრაფიული მოვლენა და გეოგრაფიული პროცესი; მდგრადი განვითარება; შედეგები: გეო.საბ. 1, 2, 3, 4, 5,6,9, 11, 12; |
საკითხი - ჩრდილოეთ ამერიკა ქვეცნებები - გეოლოგია,
რელიეფი, ჰავა, კლიმატი, ჰიფროგრაფია; საკვანძო შეკითხვა: რა ფაქტორები განაპირობებს ჩრ. ამერიკის კონტინენტზე
არსებული რელიეფის ფორმების თავისებურებებს? რა ფაქტორები განაპირობებს ჩრ. ამერიკის ჰავის
ჩამოყალიბებას? რა ფაქტორები განაპირობებს ჩრ. ამერიკის კლიმატის
ჩამოყალიბებას? რა ფაქტორები განაპირობებს ჩრ. ამერიკის
ჰიდროგრაფიული ქსელის თავისებურებებს? |
კომპლექსური
დავალების პირობა წაიკითხეთ რესურსი და მოამზადეთ პრეზენტაცია Power
Point პროგრამაში, თემაზე: „ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის
გეოგრაფიული თავისებურებები“. ნათლად
წარმოაჩინეთ: ჩრ. ამერიკის კონტინენტზე არსებული რელიეფის
ფორმების თავისებურებების განმაპირობებელი ფაქტორები; ჩრ. ამერიკის ჰავის ჩამოყალიბების
განმაპირობებელი ფაქტორები; ჩრ. ამერიკის კლიმატის ჩამოყალიბების
განმაპირობებელი ფაქტორები; ჩრ.
ამერიკის ჰიდროგრაფიული ქსელის თავისებურებების განმაპირობებელი ფაქტორები; |
პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის კომპლექსურ
დავალებაზე მუშაობისთვის: ჩამოწერეთ, ჩრ. ამერიკის კონტინენტზე არსებული რელიეფის
ფორმების თავისებურებების განმაპირობებელი ფაქტორები; ჩამოწერეთ, ჩრ. ამერიკის ჰავის ჩამოყალიბების
განმაპირობებელი ფაქტორები; ჩამოწერეთ, ჩრ. ამერიკის კლიმატის ჩამოყალიბების
განმაპირობებელი ფაქტორები; ჩამოწერეთ, ჩრ. ამერიკის ჰიდროგრაფიული ქსელის
თავისებურებების განმაპირობებელი ფაქტორები; წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები. პრაქტიკული
რჩევები მასწავლებლებისთვის:
|
ჩრდილოეთი ამერიკა
(ინგლ.North America,ფრანგ.Amérique du Nord, ესპ. América del Norte,
Norteamérica,ნაუატ.Ixachitlān Mictlāmpa)-კონტინენტი დედამიწის ჩრდილოეთ და დასავლეთ
ნახევარსფეროებში.სამხრეთ ამერიკასთან ერთად ქმნის ამერიკას. ჩრდილოეთ ამერიკის
უდიდესი ქვეყნებია: კანადა, აშშ და მექსიკა. კონტინენტის ფართობი კუნძულების
გარეშე შეადგენს 20,36 მლნ კმ²-ს, კუნძულებთან ერთად კი 24,709 მლნ კმ²-ს. ჩრდილოეთ
ამერიკას ეკუთვნის კუნძული გრენლანდია,კანადის არქტიკული არქიპელაგი,კარიბები, ალეუტის
კუნძულები და სხვა.
2008 წლის
მონაცემებით ჩრდილოეთ ამერიკის 23 სახელმწიფოში 529 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა.
კონტინენტებს შორის
ფართობით იგი მესამეა, აზიისა და აფრიკის შემდეგ, ხოლო მოსახლეობის
რაოდენობის მიხედვით მეოთხე, აზიის, აფრიკისა დაევროპის შემდეგ.
კონტინენტის ძირითადი გეოლოგიური ბირთვი
წარმოიშვა უძველეს კრატონ ლავრენტიაზე. მისი ისტორია დაახლოებით 1,5-1 მილიარდ წელს
მოიცავს. მატერიკის ძირითად ნაწილს კანადის ფარი წარმოადგენს. ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორია ევროპისკონტინენტისგანაა
გამოყოფილი. ეს ორი მატერიკი ერთმანეთთან სუპერკონტინენტ პანგეას დროს იყო
შეერთებული, სხვა დანარჩენ კონტინენტებთან ერთად. კონტინენტზე არსებული ხელსაყრელი
პირობების გამო, მის ტერიტორია დინოზავრებისგავრცელების მთავარ არეალს წარმოადგენდა.
თუ, საიდან მოხვდნენ ადამიანები კონტინენტზე ამის შესახებ დანამდვილებითი ინფორმაცია
არ არსებობს, თუმცა ყველაზე მყარი ჰიპოთეზის მიხედვით ადამიანები კონტინენტზე დიდი
გამყინვარების დროს აზიიდან გადმოსახლდნენ.
კონტინენტის ჩრდილოეთი
სანაპირო ძირითადად არქტიკულ სარტყელშია მოქცეული, დანარჩენი ნაწილი კი ზომიერ სარტყელშია.
ასეთი ჰავის გამო კონტინენტზე ფართო სასოფლო-სამეურნეო საქმიანობები მიმდინარეობს.
კონტინენტზე მიედინება მსოფლიოში სიგრძით მესამე მდინარე — მისისიპი-მისურით.
კონტინენტი ძლიერი
ეკონომიკური სისტემებით გამოირჩევა, აქ მდებარეობს მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ეკონომიკის
მქონე ქვეყანა — აშშ. ასევე ძლიერი ეკონომიკური სისტემები გააჩნიათ მექსიკასა და კანადას.
კონტინეტზე ძირითადად სამი მსხვილი ეკონომიკური გაერთიანება მოქმედებს: ჩრდილოეთ ამერიკის
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (NAFTA), კარიბების კავშირი (CARICOM) და ცენტრალური
ამერიკის საინტეგრაციო სისტემა (CACM).
ყველაზე გარცელებული
სალაპარაკო ენებია: ინგლისური, ფრანგული და ესპანური. სამივე ენის
გავრცელება კონტინენტზე ევროპული კოლონიზაციის დროს მოხდა. მოსახლეობა მრავალფეროვანია
ეთნიკური და რასობრივი თვალსაზრისითაც, ძირითად რასობრივ ჯგუფებს ინდოევროპელები, მეტისები და
ზანგები წარმოადგენენ.
ეტიმოლოგია
მიჩნეულია რომ, კონტინენტს სახელი
ეწოდა იტალიელი მოგზაურის ამერიგო ვესპუჩის, გერმანელი კარტოგრაფების მარტინ
ვალდზეემიულერისა და მათიას რინგმანის პატივსაცემად[4]. ამერიგო
ვესპუჩიმ სამხრეთ ამერიკაში იმოგზაურა 1497–1502 წლებში, იგი იყო
პირველი ევროპელი მოგზაური, რომელმაც აღნიშნა რომ, ამერიკა – ეს არ იყო აღმოსავლეთ
ინდოეთი, არამედ ეს იყო ჯერ კიდევ უცნობი ახალი კონტინენტი. 1507 წელს მარტინ
ვალდზეემიულერმა შეადგინა მსოფლიოს რუკა, რომელზეც მან დაიტანა სახელწოდება „ამერიკა“.
მოგვიანებით ტერმინი
„ამერიკა“ უფრო ფართოდ გავრცელდა და იმ დროს შექმნილ თითქმის ყველა რუკაზე იქნა დატანილი. 1538წელს
ცნობილმა გეოგრაფმა და კარტოგრაფმა მერკატორმა ტერმინი „ამერიკა“ გამოიყენა მთელი დასავლეთ
ნახევარსფეროს აღსანიშნავად.
არსებობს მრავალი
ჰიპოთეზა, თუ რატომ დაერქვა კონტინენტს „ამერიკა“. 1908 წელს ალფრედ ჰადმა
წამოაყენა მოსაზრება, რომლის თანახმადაც კონტინენტს სახელი დაერქვა უელსელი ვაჭრის
რიჩარდ ამერიკას პატივსაცემად, რომელმაც სავარაუდოდ დააფინანსა ჯონ კაბოტის ექსპედიცია,
რომელიც 1497 წელს განხორციელდა და ამ ექსპედიციის წევრებმა აღმოაჩინეს კუნძული ნიუფაუნდლენდი.
კიდევ ერთი ჰიპოთეზის თანახმად, კონტინენტს სახელი ეწოდა ესპანელი მეზღვაურის — ამაირიკის
პატივსაცემად. ასევე, ზოგიერთი ჰიპოთეზის თანახმად, ტერმინი „ამერიკა“ მომდინარეობს
ინდიელთა ენებიდან.
გეოლოგიური
ისტორია
ლავრენტია წარმოადგენს
უძველეს კრატონს, რომელზეც წარმოიშვა ჩრდილოეთ ამერიკის ძირითადი გეოლოგიური ბირთვი.
კონტინენტის ამ ნაწილმა ფორმა დაახლოებით 1,5-1 მილიარდი წლის წინ, პროტეროზოური
ეონის დროს მიიღო. კანადის ფარი კონტინენტის ძირითად გეოლოგიურ ნაწილს
წარმოადგენს.
პალეოზოური
ერის ბოლო პერიოდიდან მეზოზოური ერის ადრეულ პერიოდამდე, მაშინ როდესაც
არსებობდა სუპერკონტინენტი პანგეა, ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორია შეერთებული იყო
დღეს არსებული კონტინენტების ტერიტორიასთან, ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიას აღმოსავლეთიდან ევრაზიის ტერიტორია
ესაზღვრებოდა.
სუპერკონტინენტ პანგეასფორმირების ერთ-ერთი
შედეგია აპალაჩები, რომლის ფორმირება დაახლოებით 480 მლნ წლის წინ მოხდა.
აპალაჩები მსოფლიოში
ერთ-ერთი ყველაზე ძველი მთათა სისტემაა. პანგეას დაშლის შემდეგ წარმოიშვა,
ორი კონტინენტი ლავრაზია და გონდვანა. ლავრაზია მოიცავდა
დღევანდელ ჩრდილოეთ ამერიკისა და ევრაზიისტერიტორიებს, ისინი ერთმანეთს ცარცული
პერიოდიდან გამოეყვნენ. კლდოვანმა მთებმა და კონტინენტის დასავლეთით მდებარე
სხვა მთათა სისტემებმა ფორმირება განიცადეს დაახლოებით 80-დან 55-მდე მილიონი
წლის წინ, ლარამის ოროგენის პერიოდში. პანამის ყელის ფორმირება,
რომელიც სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკას აკავშირებს 3 მილიონი წლის წინ მოხდა.
ჩრდილოეთ ამერიკის
გეოლოგიური ისტორიის შესახებ კაცობრიობამ, საკმაოდ ბევრი რამ იცის. გეოგრაფიული რაიონი,
რომელიც დღეს აშშ-ის ტერიოტორიას მოიცავსდინოზავრების გავრცელების მთავარი
არეალი იყო, სხვა ქვეყნების ტერიტორიებთან შედარებით. პალეონტოლოგ პიტერ დოდსონის აზრით,
ეს განპირობებული იყო ამ ტერიტორიის სტრატიგრაფიით, კლიმატით, გეოგრაფიით,
ადამიანური რესურსებითა და ისტორიით.
ძველი
ისტორია
ანთროპოლოგებს აქვთ
მრავალი მოსაზრება იმის შესახებ, თუ როგორ და საიდან მოხვდნენ ადამიანები ჩრდილოეთ
ამერიკის ტერიტორიაზე. ინდიელ ხალხს აქვთ მრავალი მითი იმის შესახებ, რომ
ისინი დედამიწაზე მისი შექმნის დღიდან ცხოვრობენ. ასევე არსებობს ჰიპოთეზა, იმის შესახებ
რომ, ჩრდილოეთ ამერიკის ადგილობრივი პირველი მცხოვრებლები დიდი გამყინვარების პერიოდში
წამოვიდნენ აზიიდან, გადმოცურეს ბერინგის ყელი და აქ დასახლდნენ.
ევროპელებთან კონტაქტამდე,
ჩრდილოეთ ამერიკის მოსახლეობა დაყოფილი იყო მრავალ სახელწიფოდ, რამდენიმე ჯგუფის გაერთიანებიდან
დაწყებული, დიდი იმპერიებით დამთავრებული. მათ გააჩნდათ საკუთარი კულტურა და ტრადიციები.
ისინი ეჩვეოდნენ ბიოლოგიურ და გეოგრაფიულ ზონებს, რომელშიც უწევდათ ცხოვრება და მისდევდნენ
შესაბამის საქმიანობას, რომელიც ხელსაყრელი იყო გარემო პირობებთან, მაგ: დიდი დაბლობებზე
მცხოვრები ხალხი, მონადირეობით ირჩენდა თავს. თანამედროვე მექსიკის უკიდურეს სამხრეთ
ნაწილში მცხოვრები ხალხი კი, ფერმერობით ირჩენდა თავს. კონტინენტზე მცხოვრები ხალხი,
ასევე დაყოფილი იყო ენობრივი კლასიფიკაციის მიხედვითაც. ერთ ენობრივ კლასში გაერთიანებული
ხალხები, ყოველთვის არ იზიარებდნენ ერთმანეთის კულტურასა და ტრადიციებს, ზოგ შემთხვევაში
კი ერთმანეთთან კავშირიც არ ქონდათ. ანთროპოლოგები თვლიან, რომ ინუიტები აქ
სხვა ხალხებზე შედარებით გვიან გადმოსახლდნენ, რასაც არქეოლოგიური, ანთროპოლოგიური დაპალეონტოლოგიური ფაქტები
ადასტურებს.
ათასობით წლის განმავლობაში
ადგილობრივი მცხოვრებლების კულტურა იცვლებოდა და იცვლიდა გავრცელების არეალს. ერთ-ერთი
ყველაზე ძველი კონტინენტზე გავრცელებული კულტურა იყო კლოვისის კულტურა (თანამედროვე ნიუ-მექსიკოს კულტურა).
ცოტა მოგვიანებით, კონტინენტზე გავრცელებული მისისიპის კულტურა, რომელიც დაკავშირებული
იყო ყორღანულ კულტურასთან, მოიცავდა მისისიპის სანაპირო ზოლს.
ასევე იყო პუებლოს კულტურა, ანასაზი, რომელიც მოიცავდა კოლორადოს,ნიუ-მექსიკოს, არიზონასა და იუტას შტატებს.
ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილში გავრცელებული მრავალი სასოფლო-სამეურნეო კულტურა,
დღეს უკვე გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, ესენია: პომიდორი, ყაბაყი, სიმინდი და
სხვა.
კონტინენტის სამხრეთ
ნაწილში განვითარებული იყო სოფლის მეურნეობაც, ასევე მრავალი კულტურა წარმოიშვა
კონტინენტის სამხრეთ ნაწილში, თუნდაც მაიას დამწერლობა, მესოამერიკული პირამიდებისა
და ტაძრების სამშენებლო სტილი, მაიას კალენდარი, ნულის კონცეფცია,
რომელიც მესოპოტამიელ ხალხზე რამდენიმე ასეული წლით გვიან დაადგინეს.[9] მაიას
ცივილიზაცია მოიცავდა მექსიკის სამხრეთ შტატებს, გვატემალას, ბელიზს, სალვადორსა და ჰონდურასის ნაწილს.
მათი კულტურის განადგურება კონტინენტზე ევროპელი მოგზაურების გამოჩენიდან დაიწყო. მაიას
ხალხები 1547 წელს ერნან კორტესმა დაიპყრო.
შუა
საუკუნეები
დიდი გეოგრაფიული
აღმოჩენების პერიოდში ევროპელებმა ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიის შესასწავლად დაიწყეს
მოგზაურობა. მათ ამ ახლად აღმოჩენილ კონტინენტს უწოდეს „ახალი მსოფლიო“. ევროპელებმა
კონტინენზე შეიტანეს სხვადასხვა დაავადებები, რომლებმაც მალე მილიონობით ადგილობრივის
სიცოცხლე შეიწირა, რადგან ადგილობრივებს არ ჰქონდათ იმუნიტეტი ამ დაავადებების საწინააღმდეგოდ. მოსახლეობის
რიცხოვნობის შემცირება გამოიწვია ასევე ევროპელებსა და ადგილობრივებს შორის წარმოშობილმა
კონფლიქტებმა. კონტინენტზე არსებულმა კულტურებმა თანდათან ცვლილებები განიცადეს, ამ
ბრძოლებმა გაანადგურა ათეულობით ტომი, მათი კულტურა და ენები. მრავალ კულტურას
ევროპული კვალი დაეტყო.
დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ესპანეთი იბრძოდნენ
ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიებისთვის, სამივე მათგანს კონტინენტზე გააჩნდათ საკუთარი
კოლონიები. თუმცა XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისში
მთელ კონტინენტზე დაიწყო ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. 13-მა ბრიტანულმა კოლონიამ,
რომლებიც კონტინენტის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობდნენ 1776წელს ხელი მოაწერეს დამოუკიდებლობის
დეკლარაციას და საკუთარი თავი დამოუკიდებლებად გამოაცხადეს. კანადა ჩამოყალიბდა
კონტინენტის ჩრდილოეთ ტერიტორიებისგან, რომლებსაც საფრანგეთი და ესპანეთი აკონტროლებდნენ. ახალი
ესპანეთმა, ტერიტორია, რომელიც თანამედროვე აშშ-ის სამხრეთ ნაწილსა და ცენტრალურ
ამერიკას მოიცავდა, 1810 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა და გახდა პირველი
მექსიკური იმპერია.1823 წელს დამოუკიდებლად სცნო თავი, ასევე გვატემალის სამეფომ,
ადმინისტრაციულმა ერთეულმა, რომელიც ცენტრალური ამერიკის პირველი დამოუკიდებელი სახელმწიფო
გახდა.
გეოგრაფია
ჩრდილოეთ ამერიკას
უკავია დედამიწის ჩრდილო-დასავლეთ ნახევარსფეროები, რომელსაც პირობითად „ახალ
მსოფლიოს“ უწოდებენ, ასევე მას უწოდებენ „ამერიკას“. ჩრდილოეთი ამერიკა მოიხსენიება
როგორც ცალკეულ კონტინენტად, ასევესამხრეთ ამერიკასთან ერთად ერთ მთლიან სუბკონტინენტად.
ჩრდილოეთ ამერიკა სამხრეთ ამერიკასთან დაკავშირებულიაპანამის ყელით. კონტინენტის უკიდურეს
სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს პანამის ნაპრალი, რომელიც კოლუმბია-პანამისსაზღვართანაა.
პანამის ნაპრალის საშუალებით ლათინური ამერიკა და სამხრეთ ამერიკა გამოყოფილია
ერთმანეთისგან. ასევე ჩრდილოეთ ამერიკისა და სამხრეთ ამერიკის გამყოფად
მოიხსენიებენ პანამის არხს. ჩრდილოეთ ამერიკის შემადგენლობაშიაკარიბებიც (ვესტ-ინდოეთი).
ჩრდილოეთ ამერიკას
გარს არტყამს დასავლეთით წყნარი ოკეანე, აღმოსავლეთით ატლანტის
ოკეანე. მის შემადგენლობაშია, ასევე მრავალი კუნძული: გრენლანდია, კანადის
არქტიკული არქიპელაგი, ალეუტის კუნძულები, ვანკუვერი, ალექსანდრას არქიპელაგიდა
სხვა. კონტინენტი გამოირჩევა მნიშვნელოვანი თავისებურებებით სხვა კონტინენტებთან შედარებით.
მნიშვნელოვან თავისებურებებს შორისაა: დიდი ტბები, კანიონები, ტალახის ვულკანები და გეიზერები.
კონტინენტის უკიდურესი
წერტილები:
ჩრდილოეთით —
მერჩისონის კონცხი, 71°50′ ჩ. გ. 94°45′ დ. გ.
სამხრეთით —
მარიატოს კონცხი, 7°12′ ჩ. გ. 80°52′ დ. გ.
დასავლეთით —
პრინც უელსის კონცხი, 65°35′ ჩ. გ. 168°05′ დ. გ.
აღმოსავლეთით— სენტ-ჩარლზის
კონცხი, 52°24′ ჩ. გ. 55°40′ დ. გ.
რელიეფი
ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე ძირითადი ფართობი ვაკეებს უკავიათ, მთებს კი კონტინენტის ფართობის
დაახლოებით მესამედი ნაწილი უკავიათ.
კონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილში ჭარბობს დაბლობები და მაღლობი ვაკეები,
რომლებიც კრისტალურიქანებითაა აგებული.
კონტინენტის სამხრეთ მხარეს მდებარეობს ცენტრალურ ვაკეთა მხარე
და მდინარე მისისიპის დაბლობი,კონტინენტის ეს ნაწილი ეროზიული და აკუმულაციური ფორმებით
ხასიათდება.
კონტინენტის აღმოსავლეთ ნაწილში
მდებარეობს აპალაჩების მთები, რომლებიც დასერილია ხეობებით. მთის კალთები
დამრეცია, სიმაღლე სამხრეთ აპალაჩებში 2000 მ-ს აღემატება. დასავლეთ ნაწილში
კი კონტინენტს მიუყვება კორდილიერების მთები.კორდილიერები დასერილია
ღრმა ხეობებით, კანიონებით.
კორდილიერების უმაღლესი მწვერვალია მაკ-კინლი (6193 მ).
მწვერვალიმდებარეობს ალასკის
ქედზე და მუდმივი თოვლითაა დაფარული.
კორდილიერები რთული
აგებულების მთათა სისტემას განეკუთვნება თავისი რელიეფის გამო.
ჩრდილოეთ ამერიკა
მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. აქ მოიპოვება მადნეული წიაღისეული: რკინა, სპილენძი, ნიკელი,
და სხვა.მექსიკის ყურეში და მისისიპის დაბლობზე მოიპოვება დიდი რაოდენობით ნავთობი, ბუნებრივი
აირი და ქვანახშირი.
აპალაჩების მთებში
მოიპოვება რკინა და ქვანახშირი.
ჰავა
ჩრდილოეთ ამერიკა
მდებარეობს თითქმის ყველა კლიმატურ სარტყელში, ეს ყველაფერი კი კონტინენტზე ჰავის დიდ
ნაირგვარობას იწვევს. ჰავის ნაირგვარობას ასევე ხელს უწყობს ოკეანეები,
თბილი და ცივი დინებები, რელიეფი (ჰუდსონის და მექსიკის ყურეები)
და სხვა.
ჩრდილოეთ ამერიკის
ერთ-ერთი მთავარი კლიმატწარმომქმნელი ფაქტორია რელიეფის თავისებურებანი. კორდილიერების მაღალი
მთები წინ ეღობება წყნარი ოკეანიდანმონაბერ ჰაერის მასას, რის გამოც
მთის კალთებზე და შიდა ვაკეებზე ჰაერის მასა სახეშეცვლილია და ნალექს ან
მცირე რაოდენობით, ან სულ არ გამოყოფს. ატლანტის ოკეანისგავლენა ჰაერის მასებზე
კი შედარებით დიდია, რადგან აპალაჩების მთები ვერ ქმნის სეროიზულ წინაღობას
და ჰაერის მასები კორდილიერებამდე აღწევს. კონტინენტის შუა ნაწილში მდებარე ვაკეები
კი ყინულოვანი ოკეანიდან მექსიკის ყურემდე ხელს უწყობს არქტიკული და
ტროპიკული ჰაერის მასების თავისუფალ გადაადგილებას.
კლიმატი
კონტინენტის ჩრდილოეთი სანაპირო
და მიმდებარე კუნძულები არქტიკულ კლიმატურ სარტყელში მდებარეობენ. აქ მთელი წლის განმავლობაში
არქტიკული ჰაერის მასებია გავრცელებული. ზამთრის ყველაზე დაბალი ტემპერატურები
აღნიშნულია გრენლანდიაში, სადაც ტემპერეტურა – 50°-მდე ეცემა. ხშირია ნისლი,
ღრუბლიანობა, დათოვლიანი ქარბუქები. ზაფხული ხანმოკლე და ცივია. უთბილესი
თვის საშუალო ტემპერატურაა 5°-ზე დაბალია.
კონტინენტის დიდი
ნაწილი ზომიერ სარტყელშია, სადაც ცივი ზამთარი და შედარებით თბილი, უფრო მეტად კი გრილი
ზაფხული იცის. ზომიერი სარტყლის ჩრდილო-აღმოსავლეთში კონტინენტური ჰავაა, სამხრეთში კი მუსონური.
სანაპირო რაიონები უმეტესად ნისლიანია. სარტყლის ცენტრალურ რაიონებში კონტინენტური
ჰავაა. ზამთარში ხშირია თოვლი და ქარბუქი. ზაფხული თბილია, იშვიათი,
ხშირი წვიმებით. იცის გვალვა და ქრის მშრალი ქარი. ზომიერი სარტყლის დასავლეთით ზღვიური
ჰავაა. ზამთარის საშუალო ტემპერატურა 0°-ის ტოლია, ზაფხული კი (+14°- +16°).
სუბტროპიკული სარტყლის
ჰავაც მრავალფეროვანია. ჰავის ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს ზომიერი და სუბტროპიკული
ჰაერის მასების მონაცვლეობა, ასევე კონტინენტის რელიეფი.
აღმოსავლეთ პერიფერიაზე
სუბტროპიკულ-მუსონური ჰავაა, კონტინენტურ ნაწილში – სუბტროპიკულ-კონტინენტური,
ხოლო დასავლეთ პერიფერიაზე – ხმელთაშუა ზღვის ტიპის ჰავა.
ტროპიკული სარტყლის
აღმოსავლეთ ოკეანურ ნაწილში მუსონურ-ტროპიკული ჰავაა, დასავლეთ ოკეანურ ნაწილში – სანაპირო
უდაბნოს ჰავა, ხოლო შიდა ზეგნებზე – ტროპიკულ-კონტინენტური.
კონტინენტის უკიდურესი
სამხრეთი სუბეკვატორულ სარტყელშია. აქ მთელი წლის განმავლობაში მაღალი ტემპერატურაა.
ნალექიც საკმაოდ ბევრია წლის განმავლობაში, ზამთარში იცის მხოლოდ ხანმოკლე მშრალი პერიოდი.
კონტინენტის დიდ
ნაწილზე კლიმატური პირობები ხელსაყრელია სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტური მოსაყვანად.
ზომიერ სარტყელში მოჰყავთ ხორბალი დასიმინდი, სუბტროპიკულში – ციტრუსები, ბრინჯი და ბამბა,
ტროპიკულში ყავა, შაქრის ლერწამი, ბანანი და სხვა.
ჰიდროგრაფია
ჰავა და რელიეფი
კონტინენტის ძირითად ნაწილზე ხელსაყრელია მდინარეთა ქსელის განვითარებისთვის. მდინარეთა
წლიური ჩამონადენით ჩრდილოეთ ამერიკა მესამეკონტინენტია აზიისა და სამხრეთ
ამერიკის შემდეგ. ჩრდილოეთ ამერიკის მდინარეები წყნარ, ატლანტის და ყინულოვან
ოკეანეთა აუზებს განეკუთვნება, ხოლო დიდი აუზი და მექსიკის ზეგნის ჩრდილო
ნაწილი გაუდინარია. მდინარეების უმრავლესობას ძლიერი წყლის ენერგია გააჩნია, რის გამოც
ბევრ მდინარეზე ჰიდროელექტროსადგურებიააგებული.
კონტინენტის ყველაზე
დიდი და მსოფლიოში სიგრძით მესამე მდინარეა მისისიპი — მისურით, რომელიც
წყალს იკრებს აპალაჩებისა და კლდოვანი მთებიდან, ცენტრალური და დიდი
ვაკეებიდან.
ინდილიების ენაზე
„მისისიპი“ ნიშნავს „დიდ მდინარეს“, „წყლების მამას“. იგი კვეთს მაღალ პლატოს, გამოდის
ნაყოფიერ დაბლობზე და მექსიკის ყურეში ჩაედინება, სადაც წარმოქმნილი აქვს დელტა.
მისისიპს უდიდესი სატრანსპორტო დანიშნულება აქვს, ის ჩრდილოეთის შტატებს, თავისი სამრეწველო
რაიონებით სამხრეთის რაიონებს უკავშირებს. მდინარის აუზი უმეტესად ზომიერ სარტყელშია
და ძირითადად წვიმისა და თოვლის ნადნობი წყლით იკვებება. მდინარეზე წყალდიდობები გაზაფხულზე
იწყება.
კონტინენტზე უდიდესი
ჰიდროგრაფიული მნიშვნელობა აქვს დიდ ტბებს და ასევე მდ. წმინდა ლავრენტის,
რომლითაც ტბები ატლანტის ოკეანეს უკავშირდება.
გეოლოგია
ჩრდილოეთ ამერიკის
გეოლოგიური სტრუქტურა რთული და მრავალფეროვანია. ძირითადი ოროგრაფიული ელემენტები
განლაგებულია სამხრეთ ამერიკაში, თუმცა ჩრდილოეთ ამერიკის გეოლოგიურ-სტრუქტურული
აგებულება ახლოს არის ევროპასთან, ჩრდ. ამერიკის ტექტონიკური ზონები
ევროპის ტექტონიკური ზონების მსგავსია. ეს ყველაფერი განპირობებულია გეოლოგიური განვითარების
პირველ საფეხურების დროს არსებულსუპერკონტინენტ პანგეათი, რომლის დროსაც ჩრდ.
ამერიკის ტერიტორია ევროპის ტერიტორიასთან იყო შეერთებული.
კონტინენტის ოროგრაფია
მის სხვადასხვა ადგილებში განსხავებულია, მექსიკის ყურიდან ჩრდილოეთის ყინულოვან
ოკეანემდე არის ვაკეები დადაბლობები. დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან
ესაზღვრება რთული აგებულების მთათა სისტემები. ეს მთათა სისტემა ცნობილია, როგორც კორდილიერები.
კორდილიერებს კონტინენტის სამხრეთის დიდი ნაწილი უკავიათ. კონტინენტის აღმოსავლეთ მხარე
უკავია, შედარებით დაბალ და ფართობით უფრო მცირე ზომის მთათა სისტემას აპალაჩებს.
კონტინენტის გეოლოგიურ
საფუძველს წარმოადგენს ჩრდილოეთ ამერიკის ძველი კრატონი, რომელსაც კონტინენტის
3/4, ასევე კანადის არქტიკული არქიპელაგის და გრენლანდიის მნიშვნელოვანი
ნაწილი უკავია. ამ კრატონის დაახ. 2/3 ნაწილი შედგება ნაწევი ფილებისაგან,მეტამორფული
ქანებისა და გრანიტისაგან, კონტინენტის ამ ნაწილს კანადის ფარს უწოდებენ. კრატონის
არეალი თარიღდება პალეოზოური დაკაინოზოური ერებით. ამ ტერიტორიებზე
მოიპოვებენ რკინას, ნიკელს, თუთიას, სპილენძს, ოქროს, ტყვია, მოლიბდენს და ურანს.
ასევე არქტიკაშიაღმოჩენილია ალმასის შემცველი ფენები, კანადა რუსეთისა და ბოტსვანის შემდეგ
ყველაზე მსხვილი ალმასის მომპოვებელი ქვეყანაა.
ცენტრალური
ამერიკის გეოლოგია
ცენტრალური ამერიკა გეოლოგიური თვალსაზრისით, საკმაოდ აქტიურია. ამ ტერიტორიებზე ხშირია მიწისძვრები და ვულკანის ამოფრქვევები.1976 წელს გვატემალაში მოხდა ძლიერი მიწისძვრა, რომლის შედეგადაც 23000 ადამიანი დაიღუპა. ნიკარაგუის დედაქალაქ მანაგუაში, მოხდა ორი ძლიერი მიწისძვრა 1931 და 1972 წლებში, ბოლო მიწისძვრის შედეგად დაიღუპა დაახ. 5000 ადამიანი. სამი საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა მოხდა სალვადორში, ერთი 1986, ხოლო ორი 2001 წელს. 2009 წელს კოსტა-რიკის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებში მოხდა მიწისძვრა, რომლის შედეგადაც დაიღუპა დაახ. 34 ადამიანი. ამავე წელს ჰონდურასში მომხდარმა მიწისძვრამ 7 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ცენტრალური ამერიკაში
მრავალი მთათა სისტემაა, მათგან ყველაზე დიდია სიერა-მადრე-დე-ჩიაპასი, ისაბელიას
კორდილიერები დაკორდილიერა-დე-ტალამანკა.
დემოგრაფია
ჩრდილოეთ ამერიკის
კონტინენტზე ყველაზე გავრცელებული ენებია ინგლისური, ფრანგულიდა ესპანური.
ტერმინი „ანგლო-ამერიკა“ გამოიყენება კონტინენტის, იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომელშიც
მთავარი ენა ინგლისურია, მაგ: აშშ-ში, კანადაში (თუმცა კანადაში ინგლისურიც დაფრანგულიც ორივე
სახელმწიფო ენაა), ბელიზსა და კარიბებში ნაწილობრივ. ლათინური
ამერიკაში კი, რომელიც აშშ-ის სამხრეთ ნაწილსაც მოიცავს ძირითადი სალაპარაკო
ენებიაესპანური და პორტუგალიური. ეს გამოწვევულია XIX საუკუნეში ამ
ტერიტორიებზე არსებული ესპანური და პორტუგალიური კოლონიებით. ესპანური და პორტუგალიური
ენები ასევე ძირითადი ენებია ლათინური ამერიკის დანარჩენ ქვეყნებში (გარდა ბელიზისა),
ასევე კარიბებისგარკვეულ ნაწილში, მექსიკაში და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებშიც
(გაიანა, სურინამი,საფრანგეთის გვიანა და ფოლკლენდის კუნძულები).
ფრანგული ენა კონტინენტზე
მნიშვნელოვან როლს თამაშობს, თუმცა მხოლოდ გარკვეულ რეგიონებში. ფრანგული ენა კონტინენტზე
არსებული საურთიერთობო ენებიდან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია. კანადა არის
ორენოვანი ქვეყანა, ფრანგული ოფიციალური ენაა ინგლისურ ენასთან ერთად და
მასზე კანადის პროვინცია კვებეკის მოსახლეობის 95% ლაპარაკობს. ინგლისურთან ერთად ფრანგულია მთავარი
სალაპარაკო ენა პროვინცია ნიუ-ბრანსუიკში. ფრანგულად ლაპარაკობენ ონტარიოში (პროვინციაში
ოფიციალური ენა ინგლისურია თუმცა დაახლოებით 600 000 ადამიანი ფრანგულად ლაპარაკობს), მანიტობაში (ფრანგულიც
და ინგლისურიც ორივე ოფიციალური ენებია), სენ-პიერი და მიკელონში, ასევე აშშს შტატ ლუიზიანაში (სადაც ფრანგულიც ინგლისურიც ოფიციალური
ენებია), კუნძულ ჰაიტზე (კუნძულზე ფრანგულთან ერთად ოფიციალური ენა ჰაიტიური
კრეოლია).
ეკონომიკურად კონტინენტის
ყველაზე განვითარებული და მდიდარი ქვეყნებია აშშ, კანადა და მექსიკა,
რომელიც სწრაფად მზარდი ინდუსტრიული ქვეყანაა, მან ბოლო ათწლეულის მანძილზე მნიშვნელოვანი
ეკონომიკური პროგრესი განიცადა. ეკონომიკური განვითარების საშუალო დონე აქვთ ცენტრალური
ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნებს, ესენია: ბარბადოსი, ტრინიდადი
და ტობაგოდა ანტიგუა და ბარბუდა, რომლებსაც მექსიკაზე მაღალი ეშპ მაშვენებელი
აქვთ. პანამასა და კოსტა-რიკას უფრო მაღალი აგი და ეშპმაშვენებელი
აქვთ, ვიდრე ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს.
კონტინენტის მოსახლეობა
რასობრივი და ეთნიკური თვალსაზრისით მრავაფეროვანია. ძირითადი რასობრივი ჯგუფებია ინდოევროპელები, მეტისები და
ზანგები. შედარებით მცირერიცხოვანი რასობრივი ჯგუფებია ინდიელები და აზიელები.
ჩრდილოეთ ამერიკა მრავალფეროვანია სოციალური და კულტურული თვალსაზრისითაც. აშშ-ისა და კანადის კულტურაზე ბრიტანული გავლენა იგრძნობა XVII-XVIII საუკუნეებში აქ არსებული კოლონიების გამო. კონტინენტზე იგრძნობა ასევე ესპანური კულტურის კვალი, განსაკუთრებით კი მის სამხრეთ ნაწილებში. აქ მცხოვრებ ინდიელებს კი სრულიად განსხვავებული კულტურული ტრადიციები აქვთ. მათი კულტურა ფორმირდებოდა ჯერ კიდევ აქ არსებული მაიას ცივილიზაციის აყვავების პერიოდში, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა კონტინენტის სამხრეთ ნაწილის კულტურა. ჩრდილოეთ მექსიკის ქალაქები მონტერეი, ტიხუანა, სიუდად-ხუარესი და მეხიკალი ამერიკული კულტურის ძლიერ ზეგავლენას განიცდიან, მონტერეი უკვე ნამდვილ ამერიკულ ქალაქად გადაიქცა.
კანადიდან და მექსიკიდან ყოველწლიურად ათობით ათასი ადამიანი
ცდილობს გადაკვეთოს აშშ-ის საზღვარი იმ იმედით, რომ იქ უფრო კარგ ცხოვრებას დაიწყებენ.
ზოგი ამას ლეგალურად ცდილობს. ეს ყველაფერი რეგიონში
აშშ-ის ეკონომიკურ სიძლიერეზე და იქ არსებულ სტაბილურ გარემოზე მეტყველებს.
წყარო: http://mastsavlebeli.ge
No comments:
Post a Comment