კომპლექსური დავალების ბარათი გეოგრაფიაში
საკითხზე: მდ. ნილოსი - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე შიშისმომგვრელი ბუნებრივი საოცრება
სამიზნე ცნება - გეოგრაფიული კვლევა და გეოგრაფიული ანალიზი; გეოგრაფიული გარსი;
გეოგრაფიული მოვლენა და გეოგრაფიული პროცესი; შედეგები: გეო.საბ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 9; |
საკითხი - მდ. ნილოსი - მსოფლიოს
ერთ-ერთი ყველაზე შიშისმომგვრელი ბუნებრივი საოცრება ქვეცნებები - მდინარე,
მდინარის სათავე, შენაკადი, მდინარის დელტა; საკვანძო შეკითხვა: რა ფაქტორები განაპირობებს მდ. ნილოსის
თავისებურებებს? რა ფაქტორები განაპირობებს მდ. ნილოსის სამეურნეო
მიზნებით გამოყენებას? |
კომპლექსური
დავალების პირობა წაიკითხეთ რესურსი და მოამზადეთ 2-5 წუთიანი ვიდეორგოლი თემაზე: „მდ. ნილოსი - მსოფლიოს
ერთ - ერთი ყველაზე შიშისმომგვრელი ბუნებრივი საოცრება“. ნათლად
წარმოაჩინეთ: მდ. ნილოსის თავისებურებების განმაპირობებელი
ფაქტორები; მდ.
ნილოსის სამეურნეო მიზნებით გამოყენების განმაპირობებელი ფაქტორები; |
პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის კომპლექსურ
დავალებაზე მუშაობისთვის: შექმენით ასოციაციური რუკა, თემაზე: „მდ. ნილოსის
თავისებურებების განმაპირობებელი ფაქტორები“ შეავსეთ ცხრილი თემაზე: „მდ. ნილოსის სამეურნეო
მიზნებით გამოყენების განმაპირობებელი ფაქტორები“ წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები. პრაქტიკული
რჩევები მასწავლებლებისთვის:
|
სტატია №1: ნილოსის დელტაში პირამიდებზე 2500 წლით ძველი
ეგვიპტური ნასოფლარი აღმოაჩინეს
18:24, 03.09.2018
ეგვიპტელმა არქეოლოგებმა ნილოსის დელტაში იშვიათი
საგანძური აღმოაჩინეს — უძველესი სოფლის ნაშთები, რომლებიც ძვ. წ. 5000 წლით თარიღდება.
ძეგლი ხეოფსის პირამიდაზე 2500 წლით ძველია ერთ-ერთი უძველესია ამ რეგიონში აღმოჩენილთა
შორის.
ეგვიპტის სიძველეთა სამინისტროს ცნობით, ნეოლითური ძეგლი დაახლოებით 7000 წლის წინანდელია და მდებარეობს კაიროდან 140 კილომეტრით ჩრდილოეთით.
ფრანგ და ეგვიპტელ არქეოლოგთა ჯგუფმა მარცვლეულის შესანახი რამდენიმე ორმო იპოვა, რომლებშიც
ორგანულ ნარჩენებსაც მიაგნეს, მათ შორის ცხოველთა ძვლებსა და მცენარეთა ნაშთებს. იქვე
იპოვეს კერამიკა და ქვის იარაღები, რაც სტაბილურ საზოგადოებაზე მიუთითებს.
მკვლევართა განცხადებით, ეს აღმოჩენა შესაძლებლობას
იძლევა, რათა უკეთესად შეისწავლონ ის პრეისტორიული საზოგადოებები, რომლებიც ნილოსის
დელტაში ათასობით წლით უფრო ადრე ცხოვრობდნენ, ვიდრე ლეგენდარული ფარაონი მენესი ზემო
და ქვემო ეგვიპტეს გააერთიანებდა.
„აღმოჩენილი ბიოლოგიური მასალების ანალიზები ნათელ სურათს გვთავაზობს როგორც ნილოსის დელტის პირველი საზოგადოებების, ისე ეგვიპტეში სოფლის მეურნეობის ჩასახვის შესახებ“, — ამბობს ეგვიპტის სიძველეთა სამინისტროს წარმომადგენელი ნადია ხედრი.
მკვლევართა აზრით, ამ სოფელში სოფლის მეურნეობა დიდად უნდა ყოფილიყო დამოკიდებული წვიმაზე.
ამ ფაქტმა შესაძლოა, ნათელი მოჰფინოს ნილოსის დელტაში ათასწლეულების შემდეგ განვითარებულ,
საირიგაციო სისტემაზე დაფუძნებული სოფლის მეორნეობის წარმოშობას.
აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც ცოტა ხნის წინ
აღმოაჩინეს, ძველი ეგვიპტელები თავიანთ მიცვალებულთა მუმიფიცირებას იმაზე გაცილებით
ადრეც ახდენდნენ, ვიდრე აქამდე გვეგონა. მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა დაახლოებით
5600 წლის წინანდელი მუმიები, რომლებიც ასევე წინ უსწრებს ფარაონთა ეპოქას.
მართალია, ახლახან აღმოჩენილ უძველეს სოფელში
მუმიფიცირების ნაშთები არ უპოვნიათ, მაგრამ ძეგლის მნიშვნელობა შეუფასებელია ძველი
ეგვიპტის ადრეული დასახლებების შესწავლის თვალსაზრისით.
არქეოლოგთა განცხადებით, ძეგლის გათხრები კვლავ
გაგრძელდება, ამ ეტაპზე კი აღმოჩენილ არტეფაქტთა ანალიზები მიმდინარეობს.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.
https://1tv.ge/news/nilosis-deltashi-piramidebze-2500-wlit-dzveli-egvipturi-nasoflari-aghmoachines/
სტატია №2:
ნილოსის ასაკისა და უცვლელი
კალაპოტის საიდუმლო ამოხსნილია
18:31, 14.11.2019
მდინარე ნილოსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე შიშისმომგვრელი
ბუნებრივი საოცრებაა. გასაოცრად ხანგრძლივია მდინარის ისტორიაც. ახალი კვლევის მიხედვით,
ნილოსის ასაკი 30 მილიონი წელიწადია.
კვლევა ასევე ხსნის დიდი ხნის საიდუმლოს ნილოსის
შესახებ — რატომ არ შეიცვალა მდინარემ პოზიცია და დინების კურსი დროთა განმავლობაში,
როგორც ეს ამ ზომისა და ასაკის სხვა მდინარეების შემთხვევაში მოხდა.
ახალი კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ ნილოსის
ქვეშ არსებული მანტიის სექცია ლენტური კონვეიერის მსგავსად ბრუნავს. საქმე ეხება მანტიის
კონვექციას, რომელიც ათობით მილიონი წლის განმავლობაში ერთსა და იმავე რეგიონში მიმდინარეობს,
რამაც მდინარე იმავე ადგილას შეინარჩუნა.
ტეხასის უნივერსიტეტის გეოლოგის, კლაუდიო ფაკენას
განცხადებით, ნილოსის შესახებ არსებულ ერთ-ერთი უდიდესი შეკითხვაა როდის დაიბადა ის
და რატომ გასძლო ამდენ ხანს.
ალტერნატიული თეორიის მიხედვით, ნილოსი პირველად
6 მილიონი წლის წინ გაჩნდა, როდესაც აღმოსავლეთ აფრიკის რღვევის ხაზის გამო მოხდა მისი
აუზის გადანაცვლება.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი არ არის ჰიპოთეზა,
რომლის მიხედვითაც ნილოსი 30-მილიონი წლისაა, ახალი კვლევა ამ მოსაზრებას კიდევ უფრო
ამყარებს. ამის მიზეზია ახალი მტკიცებულებები, მათ შორის, ახალი გეოლოგიური მოდელირება
და ეთიოპიის მაღალმთიანეთის ქანების დამთხვევა ნილოსის დელტის ქანებთან.
კვლევის მიხედვით, ეთიოპიის მთიანეთის გაჩენის მიზეზია გადაადგილებები დედამიწის მანტიაში. სწორედ ამ 1,5 კმ სიმაღლის მთებმა უზრუნველყო, რომ ნილოსს ხმელთაშუა ზღვისთვის მიეღწია და მის დინებას ამდენ ხანს გაეძლო.
ამ გეოლოგიური შეჯგუფების გარეშე, ნილოსი ჯერ
კიდევ დიდი ხნის წინ შეიცვლიდა მიმართულებას დასავლეთისკენ. ასეთ მოვლენას კი, რა თქმა
უნდა, ძირეული ეფექტი ექნებოდა ადამიანთა ცივილიზაციის ისტორიაზეც, რადგან ნილოსს გადამწყვეტი
მნიშვნელობა ჰქონდა ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთისთვის.
გარდა იმ მტკიცებულებებისა, რომლებიც მიუთითებს,
რომ ნილოსი 30 მილიონი წელიწადია რაც ამჟამინდელ კალაპოტში მიედინება, ახალი კვლევა
ასევე გვაწვდის ცნობებს იმის შესახებ, რა გავლენა შეიძლება იქონიოს დედამიწის სიღრმეში,
მანტიის მოძრაობებმა ზედაპირზე მიმდინარე მოვლენების განვითარებაში. ნათელი ხდება ისიც,
რომ მდინარეებს შეუძლიათ მოგვაწოდონ ინფორმაცია ზედაპირის სიღრმეში მიმდინარე მოვლენათა
შესახებ.
ამჯერად, ამავე ტიპის ანალიზების ჩატარება მკვლევრებს
მსოფლიოს სხვა დიდ მდინარეებზეც სურთ; მათ შორისაა იანძი და კონგო. მანამდე კი, ნილოსის
შესახებ არსებულ მრავალ საიდუმლოს დიდი ალბათობით უკვე გამოაკლდა მათ შორის ერთ-ერთი
უდიდესი.
მკვლევართა დასკვნით, მიუხედავად მცირე მასშტაბის
იმ მრავალი ცვლილებისა, რომელიც შეიძლება ნილოსის აუზს განეცადა ბოლო 30 წლის განმავლობაში,
მდინარის ისტორია უწყვეტია, არ გამქრალა არასდროს და მთელი ამ დროის განმავლობაში მუდმივად
აკავშირებს ეთიოპიის მთიანეთს ხმელთაშუა ზღვასთან.
კვლევა ჟურნალ Nature
Geoscience-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.utexas.edu-სა და
ScienceAlert-ის მიხედვით.
https://1tv.ge/news/nilosis-asakisa-da-ucvleli-kalapotis-saidumlo-amokhsnilia/
No comments:
Post a Comment