Saturday, December 5, 2020

კომპლექსური დავალების ბარათი გეოგრაფიაში, საკითხზე: ვულკანი

 კომპლექსური დავალების ბარათი გეოგრაფიაში

საკითხზე: ვულკანი


სამიზნე ცნება - გეოგრაფიული კვლევა და გეოგრაფიული ანალიზი; გეოგრაფიული გარსი; გეოგრაფიული მოვლენა და გეოგრაფიული პროცესი;

შედეგები: გეო.საბ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 9;

 

საკითხი - ვულკანი

ქვეცნებები - ვულკანი, მოქმედი ვულკანი, ჩამქრალი ვულკანი, მძინარე ვულკანი, ლავა, მაგმა, კრატერი, ეგზოგენური პროცესები;

საკვანძო შეკითხვა:

რა ფაქტორები განაპირობებენ ვულკანების აქტიურობას?

როგორ ხდება ვულკანების და ვულკანების მიმდებარე ტერიტორიის ტურისტული და სამეურნეო მიზნებით გამოყენება?

კომპლექსური დავალების პირობა

წაიკითხეთ რესურსი და მოამზადეთ სტატი ჟურნალისთვის თემაზე: „ვულკანების და ვულკანების მიმდებარე ტარიტორიების ტურისტული და სამეურნეო პოტენციალი“

ნათლად წარმოაჩინეთ:

ვულკანების აქტიურობის განმაპირობებელი ფაქტორები;

ვულკანების და ვულკანების მიმდებარე ტერიტორიის ტურისტული და სამეურნეო მიზნებით გამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეები;

პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

ჩამოწერეთ, რა ფაქტორები განაპირობებენ ვულკანების აქტიურობას;

T დიაგრამის სახით ჩამოწერეთ ვულკანების და ვულკანების მიმდებარე ტერიტორიის ტურისტული და სამეურნეო მიზნებით გამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეები;

 

წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები.

 

პრაქტიკული რჩევები მასწავლებლებისთვის:

  • გაეცანით რესურსს და კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე მოახდინეთ მისი მოდიფიცირება.
  • კომპლექსური დავალების პირობა გააცანით მოსწავლეებს.
  • დაუანონსეთ მოსწავლეებს  საკითხი და პროდუქტი, რომელიც უნდა შექმნან კომპლექსური დავალების ფარგლებში.
  • გააცანით მოსწავლეებს რესურსი.
  • საკითხზე მუშაობის პროცესში მოიფიქრეთ და განახორციელეთ აქტივობები შემდეგი  ქვეცნებების და საკითხთან დაკავშირებული საკვანძო შეკითხის დამუშავებისთვის.
  • თითოეული აქტივობა, რომელსაც განახორციელებთ კომპლექსური დავალების ფარგლებში, დაუკავშირეთ კომპლექსური დავალების მიზანს და გაითვალისწინეთ, რომ თითოეული აქტივობა უნდა ეხმარებოდეს მოსწავლეს კომპლექსური დავალების პროდუქტის შექმნაში.
  • კომპლექსური დავალების შეფასება ხდება მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით, SOLO ტაქსონომიით.

დედამიწაზე დაახლოებით 1,500 აქტიური ან პოტენციურად აქტიური ვულკანია, ყოველდღე კი, დაახლოებით 20 მათგანი, გარკვეული სახით მაინც იფრქვევა.

ქვემოთ მოცემულია მსოფლიოს 11  ცნობილი და ძალიან  საინტერესო ვულკანი.

1. ნოვარუპტა

ფოტო: NPC

ალასკაზე მდებარე ნოვარუპტა ტიპურ მთის ფორმის ვულკანს არ ჰგავს. ნაცვლად ამისა, ის 60-მეტრიანი ლავის გუმბათის სახით არსებობს. ნოვრაუპტამ მე-20 საუკუნის, ყველაზე ძლიერი ამოფრქვევა გამოიწვია. მისგან წამოსულმა მტვრის ღრუბელმა, კოდიაკის კუნძულზე მზე რამდენიმე დღით დააბნელა.

2. პარიკუტინი

ფოტო: MARIO VAZQUEZ/AFP/GETTY IMAGES

პარიკუტინი, შეიძლება ითქვას, რომ ის მექსიკაში 1943 წელს დაიბადა. ვულკანი, მექსიკელი ფერმერის სიმინდის ყანაში, თებერვლის ერთ ჩვეულებრივ დღეს, მიწიდან ამოიზარდა. დაახლოებით 8 საათის შემდეგ კი, გავარვარებული ლავის ფრქვევა დაიწყო. ამოფრქვევა 9 წლის განმავლობაში გაგრძელდა და საბოლოოდ მან, სიმინდის ყანის ნაცვლად, ადგილზე 300 მეტრის სიმაღლის ვულკანური მტვრის გორა დატოვა.

3. ვეზუვი

ფოტო: LIGHTROCKET. GETTY IMAGES

ვეზუვის ვულკანი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია. თითქმის 2000 წლის წინ, ვეზუვი სპონტანურად ამოიფრქვა და მასთან არსებული რომაული დასახლებები, მაგალითად, პომპეი, მტვრისა და ვულკანური ქვების ქარცეცხლში გაახვია. ვულკანი ვეზუვი მას შემდეგ აქტიურია, თუმცა ამოფრქვევები ხშირად არ ფიქსირდება.

4. იელოსტოუნი

ფოტო: NPC

 მეცნიერთა ნაწილი იელოსტოუნს არა ვულკანად, არამედ სუპერვულკანად მიიჩნევს, რადგან მას კოლოსალური რაოდენობის გამდნარი ნივთიერებების ამოფრქვევა შეუძლია, ასეთი მოვლენა ბოლო 2 მილიონი წლის განმავლობაში ორჯერ მოხდა.

5. მონტან-პელე

ფოტო: UIG GETTY IMAGES

1902 წელს, ქალაქ სან-პიერში, რომელიც მონტან-პელეს ძირში მდებრეობს, ვულკანურ ამოფრქვევას მხოლოდ რამდენიმე ადამიანი გადაურჩა. სავარაუდოდ, ამოფრქვევამ დაახლოებით 28000 ადამიანი შეიწირა. 

6. კრაკატაუ

ფოტო: MAST IRHAM/EPA/REX/SHUTTERSTOCK

1883 წლის ძლიერი ამოფრქვევის დროს კრაკატაუს ამოფრქვევა იმდენად ხმამაღალი იყო, რომ მისი ხმა ხალხმა 5000 კილომეტრის დაშორებით გაიგო.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამოფრქვევის გარშემო 160 კმ-იან ზონაში იმყოფებოდა, სმენის გამოუსწორებელ დაზიანებას მიიღებდა. ამოფრქვევის შედეგად 36000 ადამიანი დაიღუპა.

7. კილაუეა

ფოტო: USGS

საბედნიეროდ, ყველა ვულკანი ისეთი სასტიკი არაა, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი ვულკანები. ჰავაის ყველაზე ახალგაზრდა ვულკანიდან, კილაუეადან, უკვე 35 წელია, ლავა წყნარად, აფეთქებების გარეშე გადმოდის და ოკეანეში ჩაედინება. აქ ლეტალური შემთხვევები იშვიათია.

8. მაუნა-ლოა

ფოტო: USGS

მაუნა-ლოა დედამიწაზე მასით ერთ - ერთი ყველაზე დიდი მთაა. თუ მას ოკეანის ფსკერიდან გავზომავთ, ის ერთ - ერთი ყველაზე მაღალი მთაა დედამიწაზე. ვულკანი კვლავ აქტიურია.

9. ეიაფიადლაიეკუდლი

ფოტო: WIKIMEDIA COMMONS/REYKHOLT

ის ისლანდიაში არსებული ყველაზე დიდი ვულკანია და ყინულით არის დაფარული.

10. ჰავრი

ფოტო: REBECCA CAREY/UNIVERSITY OF TASMANIA, AUSTRALIA./WOODS HOLE OCEANOGRAPHIC INSTITUTE

წყნარ ოკეანეში დაახლოებით 1,5 კმ-ის სიღრმეზე მდებარეობს ვულკანი ჰავრი. ის ყურადღების ცენტრში 2012 წელს მოექცა, როდესაც სამგზავრო თვითმფრინავიდან მის თავზე 300 კვ.კმ-ის ზომის მოტივტივე ვულკანური ქვის მასა შეამჩნიეს.

11. შიშალდინი

ფოტო: ALASKA VOLCANO OBSERVATORY/MUSSELWHITE, LEVI/USGS

შიშალდინი დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ სეისმურ რეგიონში, ალასკის ნახევარკუნძულზე მდებარეობს. 

იხილეთ ვიდეო რესურსები:

ვულკანი ეტნა - https://www.youtube.com/watch?v=raUND-gsr4s&feature=youtu.be&fbclid=IwAR3GGJfMjmiqJTXte2a9PfPDg1pd6zZ21zNsdPmtkUxQ60289o6lFebnuB4 

ვულკანი ეიაფიადლაიეკუდლია- https://www.youtube.com/watch?v=ZXTMqccwExY&feature=youtu.be&fbclid=IwAR2o4rp0jEf2LuLzJeEg272vAQrgHdy1AO8ylCF2hur449BMA5i9h0inEfI





No comments:

Post a Comment

კომპლექსური დავალების ბარათი, სამოქალაქო განათლება, საბაზო საფეხური

საგანი: სამოქალაქო განათლება თემა: ინდივიდი და საზოგადოება (თემატური ბლოკი)                სამიზნე ცნება - სოციალიზაცია ...