კომპლექსური დავალების ბარათი გეოგრაფიაში
საკითხზე: კანიონი
სამიზნე ცნება - გეოგრაფიული კვლევა და გეოგრაფიული ანალიზი; მოსახლეობა და მეურნეობა; შედეგები: გეო.საბ. 1, 2, 3, 4, 6, 7,8; |
საკითხი - კანიონი ქვეცნებები - კანიონი, ხეობა,
მდინარე, ჩანჩქერი; საკვანძო შეკითხვა: რა ფაქტორები განაპირობებს კანიონის პოპულარობას? როგორ ხდება კანიონების გამოყენება ტურისტული
მიზნებისთვის? |
კომპლექსური
დავალების პირობა წაიკითხეთ რესურსი, აირჩიეთ ერთი
კანიონი და მოამზადეთ ბუკლეტი ვიზიტორებისთვის, სადაც წარმოაჩენთ კანიონის
ტურისტულ მიმზიდველობას; ნათლად
წარმოაჩინეთ: კანიონის პოპულარობის განმაპირობებელი ფაქტორები; კანიონის
უნიკალურობის განმაპირობებელი ფაქტორები; |
პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის კომპლექსურ
დავალებაზე მუშაობისთვის: ჩამოწერეთ, თქვენს მიერ არჩეული კანიონის
პოპულარობის განმაპირობებელი ფაქტორები; შექმენით ასოციაციური რუკა თქვენს მიერ არჩეული კანიონის
უნიკალურობის განმაპირობებელი ფაქტორების შესახებ; წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები. პრაქტიკული
რჩევები მასწავლებლებისთვის:
|
მარტვილის კანიონი
მარტვილის კანიონი
სოფელ გაჭედილში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, სამეგრელოს მხარეში, ზღვის დონიდან 210 მეტრზე მდებარეობს.
ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდინარე აბაშის მიერ
აბდათის კირქვული ქანებით აგებულ ანტიკლინში, კანიონისებურად გაჭრილ ხეობას. კანიონის
სიგრძე 2400 მ-ია, ჩაჭრის სიღრმე 20-30 მ, ხოლო სიგანე 5-10 მ. კანიონის შუა წელში
წარმოიშობა 12-15 მ სიმაღლის ვარდნის მცირე ჩანჩქერები. სილამაზით განსაკუთრებით გამოირჩევა ოფუცხოლე, რომელიც ცნობილია “დადიანების საბანაოს”
სახელით.
ქვით მოკირწყლული 700 მ-ის სიგრძის წრიული საფეხმავლო
ბილიკი ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და გაივლის დადიანების ისტორიულ ბილიკს. ბილიკზე
განლაგებულია 2 ხიდი, 3 გადასახედი პლატფორმა, კირქვის დიდი ლოდებისგან აშენებული
30 საფეხურიანი ისტორიული კიბე.
ვიზიტორებს ასევე შესაძლებლობა აქვთ გაისეირნონ ნავით მდინარე
აბაშის 300 მეტრიან (ერთი გზა) მონაკვეთზე და დატკბნენ მთის მდინარის კანიონის ულამაზესი
ხედებით.
დაშბაშის კანიონი
დაშბაშის კანიონი, ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტში,
მდინარე ხრამის
ხეობაში, სოფელ დაშბაშის მიდამოებში
მდებარეობს, ზღვის დონიდან 1110-1448 მეტრზე. ბუნების ძეგლი მდ. ქციის (ხრამის) მიერ
დაშბაშის ლავურ მაღლობზე, ვულკანოგენურ ქანებში ჩაჭრილ კალაპოტში გამომუშავებულ იშვიათი
და ბიომრავლფეროვნებით გამორჩეულ კანიონისებურ ხეობას წარმოადგენს. მწვანეში ჩაფლული
დაშბაშის ჩანჩქერი სამოთხისებური იდილიურობითა და სილამაზით უამრავ მნახველს იზიდავს.
კანიონის პოპულარობა იმითაცაა განპირობებული, რომ ფეხით გასავლელი მანძილი მცირეა და
ნებისმიერ მსურველს მარტივად, დიდი ძალისხმევის გარეშე შეუძლია ამ საოცარ ადგილს ესტუმროს.
მართალია დაშბაშის კანიონის ყველაზე ცნობილი ადგილი სწორედ დიდი კასკადური ჩანჩქერია,
თუმცა კანიონის სიგრძე 8 კმ-ს აღწევს და კიდევ მრავალი საინტერესო და ძალიან ლამაზი
ადგილის ნახვა შეიძლება, თუკი ბოდიალისა და თავგადასავლების მოყვარული ხართ და რელიეფის
სირთულეც არ გაშინებთ. კანიონში არსებულ ციცაბო ფერდობებზე შეფენილი
მცენარეულობა და თვალწარმტაცი ჩანჩქერები სრულიად განსხვავებულ მიკროლანდშაფტს ქმნის.
ხრამის ხეობაში ასევე გვხვდება როგორც ბუნებრივი, ისე ადამიანის შექმნილი გამოქვაბულები.
სოფელ დაშბაშთან ახლოს არის ულამაზესი ტყე, რომელიც შესანიშნავი საპიკნიკე ადგილია
და აუცილებლად მიგიზიდავთ მოწესრიგებულობითა და სასიამოვნო ჩრდილებით.
No comments:
Post a Comment