Monday, December 7, 2020

კომპლექსური დავალების ბარათი საგანში "ჩვენი საქართველო", საკითხზე: თბილისის გეოგრაფიული მდებარეობა და ბუნებრივი პირობები

კომპლექსური დავალების ბარათი საგანში "ჩვენი საქართველო"

საკითხზე: თბილისის გეოგრაფიული მდებარეობა და ბუნებრივი პირობები



სამიზნე ცნება - დრო, სივრცე და ცვალებადობა

შედეგები: საზ.მეც.დაწყ. 1, 2, 3, 4, 5;

 

საკითხი - თბილისის გეოგრაფია და ბუნება

ქვეცნებები - რელიეფი, ბუნებრივი პირობები, ქვაბული, ტბა, მდინარე, წყალსაცავი;

საკვანძო შეკითხვა:

როგორია თბილისის გეოგრაფიული მდებარეობა?

როგორი ბუნებრივი პირობებით ხასიათდება საქართველოს დედაქალაქი?

კომპლექსური დავალების პირობა

წაიკითხეთ რესურსი, მოამზადეთ წერილობითი მოხსენება თემაზე: „თბილისის გეოგრაფიული მდებარეობის თავისებურებები“

ნათლად წარმოაჩინეთ:

თბილისის გეოგრაფიული მდებარეობა;

თბილისის ბუნებრივი პირობები;

პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

ჩამოწერე რვეულში:

1)      თბილისის გეოგრაფიული მდებარეობის მახასიათებლები

  2)  თბილისისთვის დამახასიათებელი  ბუნებრივი პირობები;

 

წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები.

 

პრაქტიკული რჩევები მასწავლებლებისთვის:

  • გაეცანით რესურსს და კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე მოახდინეთ მისი მოდიფიცირება.
  • კომპლექსური დავალების პირობა გააცანით მოსწავლეებს.
  • დაუანონსეთ მოსწავლეებს  საკითხი და პროდუქტი, რომელიც უნდა შექმნან კომპლექსური დავალების ფარგლებში.
  • გააცანით მოსწავლეებს რესურსი.
  • საკითხზე მუშაობის პროცესში მოიფიქრეთ და განახორციელეთ აქტივობები შემდეგი  ქვეცნებების და საკითხთან დაკავშირებული საკვანძო შეკითხის დამუშავებისთვის.
  • თითოეული აქტივობა, რომელსაც განახორციელებთ კომპლექსური დავალების ფარგლებში, დაუკავშირეთ კომპლექსური დავალების მიზანს და გაითვალისწინეთ, რომ თითოეული აქტივობა უნდა ეხმარებოდეს მოსწავლეს კომპლექსური დავალების პროდუქტის შექმნაში.
  • კომპლექსური დავალების შეფასება ხდება მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით, SOLO ტაქსონომიით.

გეოგრაფია და ბუნება

 

საქართველოს დედაქალაქი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, „თბილისის ქვაბულში“. იგი განფენილია მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე. ზღვის დონიდან მისი სიმაღლე 380-600 მეტრია. ჩრდილოეთით თბილისს ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთ მთისწინეთი, აღმოსავლეთით - ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი. დასავლეთით და სამხრეთით კი - თრიალეთის ქედის განშტოებები.

დედაქალაქის ფართობი 502 კვადრატული კილომეტრია. ქალაქის მთავარი წყლის არტერიაა მტკვარი, რომელიც თბილისს კვეთს ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. ხშირია  წყალდიდობა გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში;  წყალმცირობა — ზამთარში. მტკვრის შენაკადებია: მარჯვენა — დიღმისწყალი, ვერე და წავკისისწყალი; მარცხენა — გლდანისხევი და ლოჭინა. მდინარე მტკვრის ხეობის ფსკერი, ქალაქის ფარგლებში, მერყეობს ზღვის დონიდან 425 მ (დიღომი) - 370 მ-მდე (ორთაჭალა). მთაწმინდის სიმაღლე, რომელიც ესოდენ ამშვენებს დედაქალაქს, ზღვის დონიდან. 719 მეტრზეა.  საცხოვრებელი უბნების მიხედვით ყველაზე მაღლაა  „ნუცუბიძის პლატო“, რომელიც ზღვის დონიდან  700 მ-ზე მდებარეობს.

ფიზიკურ-გეოგრაფიული თვალსაზრისით მდინარე მტკვარი თბილისს ორ მკაფიოდ გამოხატულ ერთეულად — მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებად ყოფს. მარჯვენა სანაპირო რელიეფურად წარმოდგენილია თრიალეთის ქედის განშტოებებით, რომლებიც ციცაბოდ ეშვება მტკვრის ხეობისკენ. მათ შორის მოქცეულია მტკვრის შენაკადთა ხეობები.  მტკვრის მარცხენა ნაპირზე  მდებარეობს მახათას მთა, რომლის სიმაღლე 630 მ-ს აღწევს.  თბილისის რელიეფი კარგად გამოხატული ტერასებით ხასიათდება.

 წყარო: თბილისის მერიის ვებ გვერდი http://www.tbilisi.gov.ge/page/9





No comments:

Post a Comment

კომპლექსური დავალების ბარათი, სამოქალაქო განათლება, საბაზო საფეხური

საგანი: სამოქალაქო განათლება თემა: ინდივიდი და საზოგადოება (თემატური ბლოკი)                სამიზნე ცნება - სოციალიზაცია ...