Monday, December 7, 2020

კომპლექსური დავალების ბარათი საგანში "ჩვენი საქართველო", საკითხზე: თბილისის კლიმატური პირობები

 კომპლექსური დავალების ბარათი საგანში "ჩვენი საქართველო"

საკითხზე: თბილისის კლიმატური პირობები


სამიზნე ცნება - დრო, სივრცე და ცვალებადობა

შედეგები: საზ.მეც.დაწყ. 1, 2, 3, 4, 5;

 

საკითხი - თბილისის კლიმატური პირობები

ქვეცნებები - კლიმატი, ჰავა, სტეპური ჰავა, ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, ნალექები;

საკვანძო შეკითხვა:

როგორი მახასიათებლებით გამოირჩევა თბილისის კლიმატი?

კომპლექსური დავალების პირობა

წაიკითხეთ რესურსი, მოამზადეთ პრეზენტაცია თემაზე: „თბილისის კლიმატური პირობები“

ნათლად წარმოაჩინეთ:

თბილისის კლიმატური პირობები: ჰავა, ნალექები და ტემპერატურა - სეზონების მიხედვით.

 

პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

რვეულში, ცხრილის სახით წარმოაჩინეთ ინფორმაცია თბილისის კლიმატური პირობების: ჰავის, ნალექების და ტემპერატურის შესახებ;

 

წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები.

 

პრაქტიკული რჩევები მასწავლებლებისთვის:

  • გაეცანით რესურსს და კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე მოახდინეთ მისი მოდიფიცირება.
  • კომპლექსური დავალების პირობა გააცანით მოსწავლეებს.
  • დაუანონსეთ მოსწავლეებს  საკითხი და პროდუქტი, რომელიც უნდა შექმნან კომპლექსური დავალების ფარგლებში.
  • გააცანით მოსწავლეებს რესურსი.
  • საკითხზე მუშაობის პროცესში მოიფიქრეთ და განახორციელეთ აქტივობები შემდეგი  ქვეცნებების და საკითხთან დაკავშირებული საკვანძო შეკითხის დამუშავებისთვის.
  • თითოეული აქტივობა, რომელსაც განახორციელებთ კომპლექსური დავალების ფარგლებში, დაუკავშირეთ კომპლექსური დავალების მიზანს და გაითვალისწინეთ, რომ თითოეული აქტივობა უნდა ეხმარებოდეს მოსწავლეს კომპლექსური დავალების პროდუქტის შექმნაში.
  • კომპლექსური დავალების შეფასება ხდება მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით, SOLO ტაქსონომიით.

თბილისის კლიმატი

 

თბილისში ზომიერად თბილი, სტეპურიდან - ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულზე გარდამავალი ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული, საშუალო წლიური ტემპერატურა 12,7 °C, იანვარი 0,9 °C, ივლისი 24,4 °C;

აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა — 23 °C, აბსოლუტური მაქსიმალური 40 °C. ნალექები 560 მმ წელიწადში. უხვნალექიანია მაისი (90 მმ), მცირენალექიანი — იანვარი (20 მმ). თოვლის სახით ნალექი შეიძლება მოვიდეს საშუალოდ 15-25 დღე წელიწადში. გაბატონებულია ჩრდილოეთი და ჩრდილო -დასავლეთის ქარი, ხშირია აგრეთვე სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი.

 

წყარო, თბილისის მერიის ვებ გვერდი: http://www.tbilisi.gov.ge/page/8


No comments:

Post a Comment

კომპლექსური დავალების ბარათი, სამოქალაქო განათლება, საბაზო საფეხური

საგანი: სამოქალაქო განათლება თემა: ინდივიდი და საზოგადოება (თემატური ბლოკი)                სამიზნე ცნება - სოციალიზაცია ...