თანამედროვე ბრაზილიის ეკონომიკის გზა
სამიზნე ცნება - მოსახლეობა და მეურნეობა; მდგრადი განვითარება; შედეგები: გეო.საბ.3. სხვადასხვა ტიპის წყაროდან (რუკა, ფოტო, ცხრილი, გრაფიკი, დიაგრამა, აერო და კოსმოსური სურათები, მულტიმედია
საშუალებები) ინფორმაციის ამოკითხვა და გაანალიზება; კვლევის შედეგების ცხრილების, გრაფიკების და
დიაგრამების სახით წარმოდგენა. გეო.საბ.7. ბუნებრივი პირობებისა
და რესურსების ზეგავლენის გაანალიზება მოსახლეობის სამეურნეო საქმიანობასა და ცხოვრების
წესზე; გეო.საბ.8. მოსახლეობის ძირითადი მახასიათებლების (ბუნებრივი და მექანიკური მოძრაობა, სტრუქტურა,
სიმჭიდროვე, განსახლება) ცვალებადობის გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების გააზრება; გეო.საბ.9. ცალკეული გეოგრაფიული ერთეულების (კონტინეტი, რეგიონი, ბუნებრივი ზონა,
ლანდშაფტი) კომპლექსური დახასიათება; გეო.საბ.11. მდგრადი განვითარების
გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური მნიშვნელობის გააზრება მოსახლეობის კეთილდღეობისთვის; |
საკითხი - თანამედროვე
ბრაზილიის ეკონომიკური გზა ქვეცნებები - ბრაზილიის
ეკონომიკის სტრუქტურა (მრეწველობა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი,
მომსახურების სფერო, ვაჭრობა). ეკონომიკა.
ეკონომიკური კრიზისი. ინფლაციის დონე. მაკროეკონომიკური სტაბილურობა. მთლიანი
შიდა პროდუქტი. ექსპორტი. იმპორტი. მეურნეობის
დარგი. ბუნებრივი რესურსები (წყლის რესურსები, ნოყიერი ნიადაგები, საძოვრები,
მინერალურ - სანედლეულო ბაზა). შრომითი რესურსი. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა. მოსახლეობის
სტრუქტურა. აგლომერაცია (სან -
პაულუს, რიო - დე - ჟანეიროს, ბუენოს აირესის, მეხიკოს), ფაველა, ახალი
ინდუსტრიული ქვეყანა. ქვეყნის ჰუმანური განვითარების ინდექსი. საკვანძო შეკითხვები: რამ
განაპირობა ბრაზილიის ეკონომიკის
განვითარების თავისებურებები? რატომ არსებობს მკვეთრად გამოხატული სოციალური-ეკონომიკური უთანასწორობა
ბრაზილიაში? |
კომპლექსური
დავალების პირობა ბრაზილია
ეკონომიკური განვითარების სტრატეგიითა და ტემპით საკმაოდ საინტერესო ქვეყანაა. წაიკითხეთ რესურსი და მოამზადეთ 2-5 წუთიანი ვიდეორგოლი ან პოსტერი თანამედროვე ბრაზილიის
შესახებ. ვიდეო
რგოლში / პოსტერში ნათლად წარმოაჩინეთ:
|
პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის კომპლექსურ
დავალებაზე მუშაობისთვის:
წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები. პრაქტიკული
რჩევები მასწავლებლებისთვის:
|
სტატია (1) „ბრაზილიის სოციალურ - ეკონომიკური და
პოლიტიკური დახასიათება“
დედაქალაქი: ბრაზილია
ოფიციალური ენა: პორტუგალიური
ფართობი: 8, 514, 877 კმ 2
ვალუტა: რეალი
მოსახლეობა: 201, 009, 622 (2013 წ.)
სიმჭიდროვე: 22, 4 კაცი/კმ2
უდიდესი ქალაქი: სან-პაულუ
საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი ეროვნული კონგრესი
დამოუკიდებლობა: 1822 წელი, 7 სექტემბერი (გათავისუფლდა პორტუგალიისაგან)
“ტროპიკული გიგანტი”, “კონტინენტი კონტინენტში” – ასე ხშირად ახასიათებენ სამხრეთ ამერიკის ყველაზე დიდ ქვეყანას – ბრაზილიას. ფართობით ბრაზილია მთელი კონტინენტის – სამხრეთ ამერიკის – ცამეტი ქვეყნიდან უდიდესია, მსოფლიოში კი ამ მაჩვენებლით იგი მეხუთე ადგილს იკავებს. მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობის მაჩვენებლითაც.
ქვეყნის ფარგლებში მდებარეობს მსოფლიოს ყველაზე წყალუხვი მდინარის – ამაზონის აუზის უდიდესი ნაწილი. სადაც მდინარე ქმნის მსოფლიოში უდიდეს ტროპიკულ დაბლობს – ამაზონის დაბლობს – რომლის ფართობი 1, 6 მლნ კმ2-ია.
ფიზიკური მდებარეობის გამო ქვეყანა გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებითა და ენდემური ჯიშების სიმრავლით.
ქვეყანა ძალზედ საინტერესოა კულტურული თვალსაზრისითაც. მსოფლიოსათვის კარგად ნაცნობი ტრადიციაა რიოს კარნავალი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფესტივალად ითვლება და დაახლობით XVIII საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს. კარნავალი მსოფლიოს ყველა კუთხიდან იზიდავს მილიონობით ტურისტს.
ქვეყნის ზოგადი დახასიათება
ბრაზილია (ოფიციალურად - ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა) მდებარეობს დასავლეთ ნახევარსფეროში, სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე. სახელწოდება ქვეყანას მიღებული აქვს მის ტერიტორიაზე გავრცელებული სანდალოზის ხისაგან - “პაუ-ბრაზილისაგან”, რომლის მერქნიდანაც წითელი ფერის საღებავს იღებდნენ.
ქვეყნის მთლიანი ფართობი 8 514 877
კმ2-ია. აქედან წყალს დაახლოებით 0, 65 %, ხოლო ხმელეთს 99, 35 % უკავია. ის ფართობით მცირედ ჩამორჩება ამერიკის შეერთებულ შტატებს. როგორც უკვე ავღნიშნე, ფართობის მიხედვით ქვეყანას მსოფლიოში მეხუთე, ხოლო კონტინენტზე – პირველი ადგილი უჭირავს.
ბრაზილიის პორტუგალიური კოლონიზაცია განხორციელდა XVI საუკუნის დასაწყისში, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც მდებარეოვდა ყველაზე დიდი ქალაქი – სალვადორი, რომელიც წარმოადგენდა არა მარტო განვითარებული ეკონომიკური რაიონის ცენტრს, არამედ კოლონიის დედაქალაქიც იყო. თუმცა, 1763 წელს დედაქალაქი გადაიტანეს რიო-დე-ჟანეიროში, რომელიც XVI საუკუნის დასაწყისში დაარსდა.
ჯერ კიდევ XVI საუკუნის 30-იან წლებში ბრაზილიის სანაპირო ტერიტორიები დაყოფილი იყო 15 საკაპიტნოდ, რომელთა მიწებს მეფე გადასცემდა პორტუგალიური წარმოშობის ფეოდალებს. ასე წარმოიშვა მოსახლეობის განსახლების ოკეანისპირა ტიპი, რომელიც დღემდეა შენარჩუნებული.
თავდაპირველად ინტერესი დაპყრობილი ტერიტორიის მიმართ გამოიწვია ძვისრფასი წითელი ხის ტყეების აღმოჩენამ. მისი მერქანი ათეულობით წლის მანძილზე გაჰქონდათ ევროპაში. წითელი ხით დაინტერესებამ XVI საუკუნის შუა ხანებამდე გასტანა, შემდეგ პორტუგალიელებმა გამდიდრების ახალი საშუალება აღმოაჩინეს: იმ დროისათვის ევროპაში შაქრის ლერწამი ძვირად ფასობდა, შესაბამისად ხელი მიჰყვეს შაქრის ლერწმის გაშენებას, რასაც მოჰყვა მოკლე ხანში ქვეყნის შაქრის ლერწმის უდიდეს მწარმოებლად გადაქცევა. ალმასისა და ოქროს საბადოების აღმოჩენამ ქვეყანას შესაძლებლობა მისცა ახალ როლში გამოსულიყო საერთაშორისო ბაზარზე. XVIII საუკუნეში ბრაზილია ალმასითა და ოქროთი ამარაგებდა პორტუგალიას. ამ პერიოდში ბრაზილია მსოფლიოში მოპოვებული ოქროს თითქმის ნახევარს მოიპოვებდა. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ბრაზილიის ეკონომიკაში გადამწყვეტ როლს თამაშობს ყავის წარმოება, რადგან ამ პერიოდისათვის ევროპაში ყავის მოთხოვნა ძალზე დიდი იყო. XX საუკუნის დასაწყისში ბრაზილია ყავის მსოფლიო წარმოების 75 %-ს აწარმოებდა.
ბრაზილიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა 1822 წელს და იგი 1889 წლიდან ფედერაციული რესპუბლიკაა. 90-იან წლებში განხორციელებულმა რეფორმებმა ხელი შეუწყო ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაციას, და დღეისათვის ბრაზილია ეროვნული შემოსავლის პოტენციალით პირველი ქვეყანაა ლათინურ ამერიკაში, იგი მთელი რიგი მაჩვენებლებით შედის მსოფლიოს უმსხვილეს სახელმწიფოთა ათეულში.
უნდა აღინიშნოს, რომ ბრაზილიის ეკონომიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანია უცხოური კაპიტალი, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს აშშ-ს, გერმანიას, იაპონიას, შვეიცარიას, გაერთიანებულ სამეფოს.
ქვეყნის მოკლე ისტორიულ-ეკონომიკური ექსკურსის შემდეგ საინტერესოა მისი გეოგრაფიული მდებარეობა.
ბრაზილია მდებარეობს ტროპიკულ და სუბტროპიკულ კლიმატურ სარტყელში, ამიტომ მას უდიდეს “ბოტანიკურ ბაღს” უწოდებენ. აღსანიშნავია რომ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილი დაკავებული აქვს ამაზონს თავისი გაუვალი და ამოუცნობი ჯუნგლებით. ამაზონიას, რომელსაც ქვეყნის 1/3 ნაწილი უკავია უწოდებენ “პლანეტის ფილტვებს”, რადგანაც დედამიწის ჟანგბადის თითქმის 50% ამაზონის ტყეებში გამომუშავდება. მისი ფლორის მხოლოდ 80%-ია შესწავლილი, მსოფლიოს ფარმაცევტული საშუალებების 25% მიიღება ამაზონის ტყეების მცენარეებისაგან.
ბრაზილიას კონტინენტის თორმეტი ქვეყნიდან ათთან გააჩნია სახმელეთო საზღვარი (ჩილესა და ეკვადორის გარდა), ამათგან, ყველაზე გრძელი საზღვარი ბოლივიასთან (3 423 კმ), ხოლო ყველაზე მოკლე სურინამთან (593 კმ) აქვს. აღმოსავლეთის მხრიდან მას ესაზღვრება ატლანტის ოკეანე, რომელთანაც ბრაზილიას აქვს 7, 451 კმ-იანი სანაპირო ხაზი.
ქვეყნის ტერიტორია აღმოსავლეთიდან დასავლეთით გადაჭიმულია 4 348, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ – 4 320 კმ-ზე (ბრაზილია ფართობით დაახლოებით 2-ჯერ ჭარბობს დასავლეთ ევროპას). ბრაზილია მდებარეობს სამ სასაათო სარტყელში.
ქვეყნის ტერიტორიაზე გამოიყოფა ორი მსხვილი ბუნებრივი ოლქი: ამაზონის დაბლობი, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთით ვრცელდება და ბრაზილიის მთიანეთი, რომელიც იკავებს ქვეყნის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებს და ტერიტორიის დაახლოებით 2/3-ს მოიცავს. ბრაზილიის უმაღლესი მწვერვალია პიკო-და-ნებლინა (ნისლიანი პიკი), რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 2 994 მ-ია.
ქვეყანა მმართველობის ფორმის მიხედვით არის საპრეზიდენტო რესპუბლიკა, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობით კი 26 შტატისა და ერთი ფედერალური ოლქისაგან შემდგარი ფედერაციაა. იგი განვითარებადი ქვეყნების რიგს მიეკუთვნება.
ქვეყნის ბუნებრივ-რესურსული პოტენციალის სამეურნეო შეფასება
ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალს მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ბუნებრივი რესურსების არსებობა ქვეყნის ტერიტორიაზე.
ბრაზილია მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკური პოტენციალის მქონე ქვეყანაა. მას გააჩნია წყლის უხვი რესურსები, ნოყიერი ნიადაგები და საძოვრები. მრავალფეროვანი და მდიდარია მისი მინერალურ-სანედლეულო ბაზა, სადაც განსაკუთრებული ადგილი უკავია მსოფლიო მნიშვნელობის რკინის, მანგანუმის, ბოქსიტების და რიგი მინერალური ნედლეულის (დაახლოებით 50-მდე სახეობის) მარაგს. ქვეყანა მეორე ადგილზეა ლათინურ ამერიკაში ტიტანის, ვოფრამის, კობალტის, კალის, აზბესტის და კალიუმის მარილების მარაგით. ამავე დროს ქვეყანა ენერგეტიკული რესურსების მნიშვნელოვან სიმცირეს განიცდის.
ბრაზილიის სიმდიდრეა ამაზონის დაბლობის ნოტიო ეკვატორული ტყეები, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიის 2/3 უჭირავს. ტყის რესურსები ბრაზილიაში დღეისათვის აქტიურად გამოიყენება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს ეს ტყეები დაუნდობლად იჩეხება, რაც იწვევს მთელი ბუნებრივი კომპლექსის შეცვლას. გარდა ამისა, ამ ტყეების მასიური განადგურება არა მარტო ბრაზილიის, არამედ მთელი მსოფლიოს პრობლემაა, რადგანაც, როგორც უკვე ავღნიშნე, ამაზონის ტყეებში დედამიწის ჟანგბადის თითქმის 50 % გამომუშავდება.
წყლის რესურსები ქვეყანაში წარმოდგენილია მდინარეების დიდი რაოდენობით, ქვეყნის მთავარი მდინარეა ამაზონი (მსოფლიოში ყველაზე წყალუხვი მდინარე). ამაზონის აუზი შეიცავს თვითონ მდინარე ამაზონსა და მის 200-მდე შენაკადს. ეს გიგანტური სამდინარო სისტემა მთელი მსოფლიოს მდინარეების მეხუდედს შეიცავს. ქვეყნის უდიდესი ტბებია მერენი და პატუსი. ბრაზილიაში არის ასევე სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ხელსაყრელი აგროკლიმატური და მიწის რესურსები.
ქვეყნის მოსახლეობისა და მეურნეობის გეოგრაფიული სურათი
ლათინური ამერიკის მოსახლეობის თანამედროვე ეთნიკური შემადგენლობის ჩამოყალიბება სამი განსხვავებული რასობრივი ელემენტის თანდათანობითი შერევის ისტორიულ-გეოგრაფიული პროცესით არის განპირობებული.
აღსანიშნავია, რომ ადრე ამ რეგიონში სახლობდა ბევრი ხალხი და ტომი, რომელიც ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა გარეგნული იერით, ენით, რელიგიით და კულტურის დონით. რეგიონის დაპყრობისას ევროპელებმა მათ საერთო სახელი – “ინდიელები” უწოდეს. აბორიგენთა რიცხვის შემცირებამ (დამპყრობლური ომების, შემოტანილი ავადმყოფობების და გაჟლეტის გამო) აფრიკიდან შავკანიანი მონების დიდი რაოდენობით ჩამოყვანა (პლანტაციებზე სამუშაოდ) განაპირობა. ამავე დროს კოლონიზაციის გაფართოებას მოჰყვა კრეოლების რიცხვის ზრდაც. აღნიშნული სიტუაციიდან წარმოიქმნა ასიმილაციის რთული პროცესები და შერეული ქორწინებების რიცხვმაც იმატა. ამის შედეგად წარმოიშვა მეტისების, მულატების და სამბოს ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც ევროპელებთან ერთად ლათინური ამერიკის თანამედროვე დემოგრაფიულ სურათს განსაზღვრავენ. ქვეყნის ძირითადი მცხოვრებნი (95 %) ბრაზილიელები არიან.
ბრაზილიაში შობადობის მაჩვენებელი (2010 წლის მონაცემებით) დაახლოებით 18 ‰ –ს უდრის. ისევე როგორც ზოგადად რეგიონი, ქვეყანაც საკმაოდ მაღალი შობადობით ხასიათდება, შესაბამისად მოსახლეობაში ახალგაზრდების ხვედრითი წილი მაღალია (0-14 წლის - 26, 2 % ; 15-64 წლის - 67 % ; 65+ წლის - 6, 7 %)
კონტინენტის ქვეყნების უმრავლესობაში მოსახლეობა კათოლიციზმს მისდევს, რომელიც ერთადერთ ოფიციალურ რელიგიად განიხილება. ბრაზილიის მოსახლეობის უმრავლესობასაც კათოლიკეები წარმოადგენენ.
ლინგვისტური შემადგენლობის თვალსაზრისით ბრაზილია არ გამოირჩევა, იგი ერთენოვანი ქვეყანაა და ოფიციალურ ენად პორტუგალიურია გამოცხადებული. თუმცა, ქვეყნის ზოგიერთ რაიონში ესპანური, იტალიური, გერმანული, ინგლისური და იაპონურიც კი არის გავრცელებული.
მიგრაციული სალდო, 2013 წლის მონაცემებით, უარყოფითია და -0, 07 ‰-ს უდრის, რაც გულისხმობს რომ ქვეყანაში ემიგრანტების რიცხვი ჭარბობს იმიგრანტებისას.
უმუშევრობის დონე ქვეყანაში 17, 8 %-ია (15-24 წლის ახლაგაზრდები) და მსოფლიოში ამ მაჩვენებლით იგი 64-ე ადგილს იკავებს.
საქალაქო მოსახლეობის წილი მთელს მოსახლეობაში 87%-ია, ხოლო ურბანიზაციის ყოველწლიური ცვლილების დონე 1, 1 %-ია (2010 წ.).
რეგიონის აგლომერაციებს შორის თავისი ზომითა და მნიშვნელობით განსაკუთრებით გამოირჩევა 4 უმსხვილესი აგლომერაცია: მეხიკო, რიო-დე-ჟანეირო, სან-პაულუ და ბუენოს აირესი. ამ ოთხი უმსხვილესი აგლომერაციიდან ორი ბრაზილიაში მდებარეობს. სან-პაულუს აგლომერაცია რეგიონში მეორე ადგილზე დგას, მსოფლიოში კი მხოლოდ მეხიკოსა და ტოკიოს ჩამორჩება.
სან-პაულუს მოსახლეობა ჩამოყალიბდა მასობრივი იმიგრაციის პერიოდში. მოსახლეობის ძალიან სწრაფი ზრდა უკანასკნელ ათწლეულში დაკავშირებულია ძირითადად მასობრივ შიდა მიგრაციებთან.
სან-პაულუს აგლომერეციაში გამოიყოფა სამი სოციალურ-გეოგრაფიული ზონა. პირველი ეს არის ცენტრალური ზონა, რომელიც უპირველეს ყოვლისა განსაზღვრავს ქვეყნის არქიტექტურულ სახეს. აქ მდებარეობს აგლომერაციის საქმიანი ცენტრი, თავმოყრილია მოსახლეობის “ელიტარული” ნაწილი. მეორე ეს არის გარდამავალი ზონა, სადაც ცხოვრობს საზოგადოების ნაკლებად უზრუნველყოფილი ფენა. მისთვის დამახასიათებელია განაშენიანების უფრო მაღალი სიმჭიდროვე და საცხოვრებელი პირობების უფრო დაბალი დონე. მესამე, ეს არის პერიფერიული ზონა – სოფლიდან ჩამოსულ ღარიბ ფენათა დასახლების ადგილი, სადაც ხალხი განსაკუთრებული სიდუხჭირის პირობებში ცხოვრობს. ბრაზილიის მთავრობის რეგიონული პოლიტიკა მიმართულია დიდი სან-პაულუს აგლომერაციის მოსახლეობისა და მრეწველობისაგან განტვირთვისაკენ. ამ მიზნით “ზრდის პოლუსებად” მიჩნეულია 36 საშუალო ქალაქი, რომელიც მისი გავლენის სფეროშია.
რაც შეეხება რიო-დე-ჟანეიროს აგლომერაციას, იგი მსოფლიოში სიდიდით მეათე ადგილზე დგას, მაგრამ რეგიონში მესამე-მეოთხე ადგილს იყოფს ბუენოს-აირესთან ერთად. თავიდან ის ასრულებდა სამხედრო და ადმინისტრაციული ფორპოსტის როლს, მაგრამ იმპერატორ პედრუ II-ის მმართველობის დროს დედაქალაქის, პოლიტიკური და კულტურული ცენტრის თვისებები შეიძინა. აქ მდებარეობს ადმინისტრაციული, საქმიანი და მდიდარი საცხოვრებელი კვარტლები ცათამბჯენებით, კოპაკაბანას ცნობილი სანაპირო რკალით.
ქვეყანაში არის მოსახლეობის განსახლების ოკეანისპირა ტიპი - ვიწრო ოკეანისპირა ზოლის საზღვრებში, რომელსაც ბრაზილიის ტერიტორიის მხოლოდ 7% უკავია ცხოვრობს მთელი მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი, ამავე დროს, ქვეყნის დასავლეთ ნახევარში, რომელსაც უკავია 1/2-ზე მეტი, მოდის მოსახლეობის მხოლოდ 5%, ხოლო საშუალო სიმჭიდროვე აქ ვერ აღწევს 1 კვ. კმ-ზე 1 კაცს.
მოსახლეობის ტერიტორიული განლაგების მაჩვენებლების მიხედვით ბრაზილიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ნაწილი სახრეთი-აღმოსავლეთ რეგიონია, მასზე თითქმის 5-ჯერ ნაკლები მოსახლეობით არის დასახლებული ჩრდილოეთ რეგიონი. ყველაზე მცირედ დასახლებული რეგიონია ცენტრალური ნაწილი, თუმცა ჩრდილოეთ ნაწილისაგან მოსახლეობის რაოდენობით ბევრად არ განსხვავდება.
რაც შეეხება დასაქმების სტრუქტურას, მოსახლეობის უმეტესობა მომსახურების სფეროშია დასაქმებული (68 %), სოფლის მეურნეობაში მოსახლეობის 5, 2 %-ია ჩაბმული, ხოლო მრეწველობაში - 26, 3 % (2012 წ).
ბრაზილიის მეურნეობას საკმაოდ რთული პოლიცენტრული ტერიტორიული სტრუქტურა გააჩნია. ქვეყანას მსოფლიოში უკავია მეცხრე ადგილი ერთობლივი შიდა პროდუქტის მოცულობით, მერვე ადგილი ავტომობილებიდ, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ექსპორტით, ფლობს ძლიერ სამეცნიერო-ტექნიკურ პოტენციალს.
მრეწველობაში ქვეყნის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის (ეამ) 13, 3%-ია დასაქმებული. საერთო სამრეწველო პოტენციალით იგი შედის მსოფლიოს 15 დიდ სახელმწიფოს შორის. მრეწველობა წარმოების მაღალი კონცენტრაცით გამოირჩევა, ასევე მაღალია ტერიტორიული კონცენტრაცია, მაგ. სან-პაულუ, რომელიც ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 3%-ს იკავებს და მოსახლეობის 20% ცხოვრობს, აწარმოებს ეროვნული მრეწველობის 55%-ს.
ბრაზილიის ეკონომიკის ტრადიციულ დარგებს განეკუთვნება კვების (შაქრის მრეწველობა, ხორცის, თამბაქოს) და მსუბუქი მრეწველობა. ასევე განვითარებულია ცემენტისა და ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა.
სოფლის მეურნეობა ბრაზილიის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი და მნიშვნელოვანი დარგია. სოფლის მეურნეობაში ჩართულია ეამ-ის 15, 7%. ქვეყნის სოფლის მეურნეობაში განსაკუთრებული ადგილი საექსპორტო კულტურების (ყავა, კაკაო, შაქრის ლერწამი, სიზალი ფორთოხალი, ბანანა, ანანასი და სხვა) მოყვანას უკავია. ყავის მოყვანით ბრაზილია პირველი ქვეყანაა მსოფლიოში. იგი ძირითადად პარანას შტატის ჩრდილოეთ ნაწილში, სან-პაულუს შტატის ჩრდილო-დასავლეთით, მინას-ჟერაისის შტატის სამხრეთ ნაწილსა და ესპირიტუ-სანტუს შტატში მოჰყავთ. სოფლის მეურნეობაზე მშპ-ს 6, 1 % მოდის.
ეამ-ის უმრავლესობა (71%) ჩაბმულია მომსახურების სფეროში, რომელიც მოიცავს პროდუქციის გაყიდვასა და მიწოდებას, კერძო და საერთო მომსახურებას.
ქვეყნის სატრანსპორტო-საკომუნიკაციო სისტემები
ბრაზილიის ტრანსპორტის უმნიშვნელოვანეს სახეობას საავტომობილო ტრანსპორტი წარმოადგენს. ქვეყნის საავტომობილო გზების საერთო სიგრძეა 1 580 964 კმ. ქვეყნის მნიშვნელოვანი მაგისტრალია BR-101 (ოფიციალურად Rodovia Governador), რომელიც ბრაზილიის თორმეტ შტატს კვეთს.
სარკინიგზო ტრანსპორტი კონკურენციას ვერ უწევს საავტომობილოს. სარკინიგზო სისტემის საერთო ხაზის სიგრძე შეადგენს 28 538 კმ-ს. სარკინიგზო ქსელის სიხშირით გამოირჩევა სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ოკეანის სანაპირო.
რაც შეეხება სამდინარო ტრანსპორტს, მას ძირითადად ადგილობრივი მნიშვნელობა გააჩნია. განსაკუთრებულია მდინარე ამაზონის როლი, მთავარი ნავსადგურებია ბელენი, მანაუსი, სორტუ-სანტანა.
საზღვაო ტრანსპორტი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნის საგარეო კავშირების განვითარებაში. დიდი მნიშვნელობა გააჩნია კაბოტიჟურ გადაზიდვებს ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. უნდა აღინიშნოს რომ, რეგიონის სანედლეულო სპეციალიზაციის გამო რეგიონის ნავსადგურებიდან გაზიგული ტვირთების რაოდენობა გაცილებით მეტია შემოზიდულზე. რეგიონის საზღვაო ფლოტის საერთო ტონაჟის თითქმის ნახევარი კი ბრაზილიაზე მოდის. ნავსადგურებიდან აღსანიშნავია – უნივერსალრი – რიო-დე-ჟანეირო, ხოლო სპეციალიზირებული – სან-სებასტიანი (ნავთობი) და ტუბარანი(მადანი).
მნიშვნელოვანია საჰაერო ტრანსპორტის როლი, როგორც საშინაო, ასევე საგარეო ტვირთბრუნვის საქმეში. ქვეყანაში 1500-ზე მეტი აეროპორტია, რომელთა შორის 21 საერთაშორისო კლასისაა. საერთაშორისო ფრენების ძირითადი ნაწილი სან-პაულუს გუარილიოსისა და რიო-დე-ჟანეიროს გალეონის საერთაშორისო აეროპორტებზე. ბრაზილია შიდაეროვნული მგზავრთგადაყვანების მოცულობის მიხედვით მსოფლიო ქვეყნების პირველ ათეულშია.
ქვეყნის შედარებითი უპირატესობა და ადგილი მსოფლიოში
ქვეყნის შედარებით უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს მრავალფეროვანი ბუნებრივი და ანთროპოგენული რესურსების არსებობა მის ტერიტორიაზე, რაც ქვეყნის უდიდეს ტურისტლ პოტენციალს განაპირობებს.
ბრაზილიის ძირითადი ეკონომიური რაიონი და მთავარი ტურისტული ზონა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილია. აქ მდებარეობს მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი რიო-დე ჟანეირო. სამხრეთის ყვავილების მრავალფეროვნება, მთების სიმწვანე, ზღვისა და ცის სილურჯე, მცხუნვარე მზე მთელი წლის განმავლობში, კოპაკაბანას მრავალკილომეტრიანი კომფორტული პლიაჟები, იპანემა, ლებლონი, ქალაქის სიმბოლო – ქრისტეს გიგანტური ქანდაკება, რომელიც რიო-კორკოვადოს მთიდან გადაჰყურებს ქალაქს.
შემდეგი ტურისტული ცენტრი არის ქალაქი – გიგანტი - სან-პაულუ. ეს არის უმსხვილესი სამრეწველო ცენტრი არა მარტო ბრაზილიაში, არამედ მთელ ლათინურ ამერიკაში. აქ მდებარეობს სტადიონი “პაკაემბუ”_ სადაც გამოდიოდა პელე, აქვე არის ცნობილი გველების ნაკძალი “ბუტანტა” და ბოტანიკური ბაღი სადაც 32 ათასი სახეობის ორქიდეა ხარობს.
მთავარი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა აქ არის იგუასუს ჩანჩქერები, ისინი მდებარეობენ სამი ქვეყნის _ ბრაზილიის, არგენტინის და პარაგვაის საზღვარზე. ჩანჩქერები წარმოიქმნება ორი მდინარის - პარანასა და იგუასუს შეხვედრის ადგილას და ქმნის შთამბეჭდავ სანახაობას. ჩანჩქერის სიმაღლე 60-82 მეტრს შორის მერყეობს (დამოკიდებულია წყლის დონეზე), წარმოიქმნება 150-300 ჩანჩქერის ნაწილი, ვარდნილი წყლის ხმა კილომეტრებზე ვრცელდება.
დასავლეთი ზონის დიდი ტერიტორია ტურისტებისთვის მიმზიდველია იმიტომ, რომ აქ მდებარეობს ქვეყნის ახალი დედაქალაქი – ბრაზილია. თუ კი მის აერო ფოტოს დავხედავთ დედაქალაქის ფორმა მოგვაგონებს თვითმფრინავს ან პეპელას. დედაქალაქი ხასიათდება თადამედროვე არქიტექტურით. მთავარი მაგისტრალი გაყოფილია ორად _ მანქანების სამოძრაო და ფეხით მოსიარულეთათვის. ტურისტებს შორის პოპულარობით სარგებლობს ბოტანიკური ბაღი და ზოოპარკი.
ქვეყნის ჰუმანური განვითარების ინდექსი
ჰუმანური განვითარების ინდექსი აერთიანებს ისეთ საზომებს როგორიცაა: სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, განათლების დონე და მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე. ჰუმანური განვითარების ინდექსი ყოველწლიურად გამოითვლება გაეროს განვითარების პროგრამისა და დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფის მიერ.
ჰუმანური განვითარების დონის მიხედვით ქვეყნები ერთიანდებიან ოთხ ჯგუფში:
1) ძალიან მაღალი ჰუმანური განვითარების ქვეყნები
2) მაღალი ჰუმანური განვითარების ქვეყნები
3) საშუალო ჰუმანური განვითარების ქვეყნები
4) დაბალი ჰუმანური განვითარების ქვეყნები
გაეროს 2013 წლის ანგარიშით ბრაზილის ჰუმანური განვითარების ინდექსი 0, 730-ია და ინდექსის მაჩვენებლით იგი მაღალი ჰუმანური განვითარების ქვეყნბის ჯგუფს მიეკუთვნება.
იხ. სტატია
ბმულზე http://intermedia.ge/სტატია/45705-ბრაზილიის-სოციალურ-ეკონომიკური-და-პოლიტიკური-დახასიათება/51/
სტატია (2) ,,ბრაზილია - მძინარე გიგანტი“
საინტერესო 30 წელი
გასული საუკუნის ბოლო ათწლეული ქვეყნის ეკონომიკაში საუკეთესოდ
ითვლება. ბრაზილიამ დამაჯერებლად წამოიწყო
რეფორმის გზა, რამაც სწრაფად გამოიღო დადებითი შედეგი. მთავრობის გამოცდილი ქმედებების,
მდიდარი ბუნებრივი რესურსებისა და ძველი ეკონომიკური მოდელის თანდათანობით შეცვლის
წყალობით, ქვეყანა გლობალური ეკონომიკის საკმაოდ დიდ და ძლიერ მოთამაშედ იქცა. ბრაზილიამ
ოსტატურად მიიღო ინვესტიციები და არაერთი
მნიშვნელოვანი რეფორმა წამოიწყო.
მაინც რა მოხდა გასული საუკუნის ბოლო ათწლეულის დასასრულს? მთავრობამ უცხოურ ვალუტაში დიდი სესხის აღება მოახერხა და ეკონომიკაში
სერიოზული თანხები ჩადო. ამ პერიოდში ბრაზილიამ მნიშვნელოვნად გაზარდა ექსპორტირებული
საქონლის რაოდენობა. ყავის გარდა, მნიშვნელოვნად გაიზარდა სოიოსა და ფორთოხლის ექსპორტი,
რამაც სოფლის მეურნეობას დიდი სარგებელი მოუტანა. გაიზარდა, აგრეთვე, რკინის მადნის,
იარაღის, მანქანებისა და თვითმფრინავების ექსპორტის დონე, რამაც მთლიანობაში ქვეყნის
ეკონომიკის წინსვლა გამოიწვია. გაიზარდა მშპ და შემცირდა უმუშევრობის დონე. პარალელურად,
ბრაზილიური პროდუქცია ხარისხიანი გახდა და მისი
კონკურენტუნარიანობა ამაღლდა მსოფლიო ბაზარზე, ევროპის ქვეყნებში მეტი საქონელი წავიდა.
ამასთან,
ბრაზილიამ ვერ შეძლო იმპორტისგან თავის დაღწევა,
თუმცა ექსპორტმა მკვეთრად შეამცირა მისი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე და დროის სხვადასხვა
პერიოდებში ორმოცდაათი მილიარდ დოლარზე მეტი მოგება მოიტანა.
2003 წლიდან ბრაზილიამ სტაბილურად გააუმჯობესა თავისი მაკროეკონომიკური
სტაბილურობა, შექმნა ოქროს მარაგი და შეამცირა
დავალიანება. 2008 წელს ბრაზილია სუფთა საგარეო კრედიტორი გახდა, ხოლო ორი სარეიტინგო
სააგენტო ინვესტიციების სტატუსს ბრაზილიის ეკონომიკას ანიჭებდა.
2007 და 2008 წლებში რეკორდული ზრდის შემდეგ, გლობალური ფინანსური
კრიზისის დაწყებამ გავლენა მოახდინა ბრაზილიის ეკონომიკაზე 2008 წლის სექტემბერში. ქვეყანამ ორი მეოთხედის ვარდნა განიცადა, რადგან ბრაზილიურ საქონელზე
გლობალურმა მოთხოვნამ იკლო; შემცირდა საგარეო სესხიც. ამასთან, ბრაზილია იყო პირველი
განვითარებადი ქვეყანა, რომელმაც აღდგენა დაიწყო. ამოიღეს მოხმარება და ინვესტორების
ნდობა, ხოლო მშპ-ს ზრდა დადებითი იყო 2010 წელს. ხელსაყრელმა ეკონომიკურმა ზრდამ გავლენა
მოახდინა ექსპორტის აღდგენაზე.
ამჟამად
ბრაზილიაში სტაბილურმა ზრდამ და მაღალმა საპროცენტო
განაკვეთებმა ქვეყნის ეკონომიკა მიმზიდველი გახადა უცხოელი ინვესტორებისთვის.
2010 წელს მსხვილი კაპიტალის შემოდინებამ ხელი შეუწყო ადგილობრივი ვალუტის სწრაფ ზრდას
და აიძულა მთავრობა გადაეხადა გადასახადები ზოგიერთ უცხოურ ინვესტიციაზე.
რაც შეიძლება
მოკლედ რომ შევაჯამოთ, ბრაზილიის ეკონომიკა ამ წლებში მნიშვნელოვნად გაძლიერდა. ამან
განაპირობა ის, რომ ბრაზილიამ სწრაფად მოახერხა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაძლევა
და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა.
ბრაზილიის ეკონომიკის დარგობრივი
სტრუქტურა
იმის გამო,
რომ ეს ქვეყანა განვითარებად ქვეყნებში მაღალ პოზიციას იჭერს, მისი ეკონომიკური სტრუქტურა
საინტერესოა მრავალი სპეციალისტისა და ინვესტორისთვის, რომლებიც გეგმავენ სერიოზულ
ფინანსურ ინვესტიციებს.
ბრაზილიის ეკონომიკის სტრუქტურა ისეთია:
1. მრეწველობა
- სამთო მოპოვება, საავტომობილო და მსუბუქიმრეწველობა.
2. ენერგეტიკა
3. სოფლის
მეურნეობა - მცენარეული კულტურები და მეცხოველეობა.
4. ტრანსპორტი
5. მომსახურების
სფერო და ვაჭრობა.
მრეწველობა
როგორი იქნებოდა ბრაზილიის ეკონომიკა განვითარებული ინდუსტრიული
სექტორის გარეშე? ქვეყანამ მოახერხა ინდუსტრიული წარმოების
ტოპ ათეულში შესვლა. გაჩნდა ახალი სამუშაო ადგილები ისე, რომ ქვეყნის მოსახლეობის მეშვიდედი
ამ დარგში დასაქმდა. ინდუსტრიის განვითარებას ხელი შეუწყო ბრაზილიაში არსებულმა წიაღისეულმა
სიმდიდრეებმა. ქვეყანა მოიპოვებს მანგანუმის, რკინისა და ურანის საბადოებს, აგრეთვე
ნახშირსა და ნავთობს.
სახელმწიფოს ინდუსტრია წარმოდგენილია შემდეგი დარგებით:
• სამთო მოპოვებითი - ქვეყანა
აწარმოებს ორმოცი სახეობის მინერალს. მათი დაახლოებით 80% ექსპორტზე გადის. ბრაზილია
ვოლფრამისა და ნიკელის ექსპორტით გამორჩეულია
მსოფლიოში . ზოგიერთი მინერალი მხოლოდ ქვეყნის შიგნით მოიხმარება, ნაწილი კი იმპორტირებულია.
საინტერესოა, რომ მიუხედავად შესანიშნავი ნედლეულის ბაზისა, სამთო მოპოვება არ არის
ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორი სახელმწიფო ეკონომიკაში.
• გადამამუშავებელი მრეწველობა - ეს სექტორი უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკაში. მის ტერიტორიაზე
აშენდა მრავალი ნავთობგადამამუშავებელი და ქიმიური ქარხანა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანა
აქტიურად აწარმოებს ბიოსაწვავს, რომელსაც იგი საკუთარი საჭიროებისთვისაც იყენებს და
ექსპორტზეც გააქვს. ბრაზილია იყენებს შაქარს, როგორც ნედლეულს, მაგრამ მისგან იღებს
ბიოეთანოლს. ექსპერტები ამბობენ, რომ მსოფლიო ბაზარზე შაქრის ლერწამზე მოთხოვნილების
მიმართ ქვეყანა ყოველთვის ინარჩუნებს მოწინავე ადგილს და შესაბამისად ზრდის წარმოების
მოცულობას.
• ავტომობილები - მას შემდეგ,
რაც ქვეყანა მანქანებს ექსპორტს აწარმოებს, შეიძლება დავასკვნათ, რომ პროდუქციის მნიშვნელოვანი
მოცულობები ამ სექტორის მიერ არის წარმოებული.
• მსუბუქი ინდუსტრია - ეს სექტორი
ძირითადად ხასიათდება ქსოვილის წარმოების დიდი მოცულობით. თუმცა, საჭირო ნედლეული ძირითადად
შემოტანილია. სამწუხაროდ, პროდუქცია არ არის მაღალი ხარისხის, რაც მსოფლიო ბაზარზე
ამცირებს მოთხოვნილებას ბრაზილიის საფეიქრო ნაწარმზე.
ქვეყნის ენერგეტიკის სექტორი
ბრაზილიის ენერგეტიკული კომპლექსი წარმოდგენილია ელექტროსადგურების საკმაოდ შთამბეჭდავი სიით. 2,5 ათასზე მეტი ელექტროსადგური ფუნქციონირებს ქვეყნის ტერიტორიაზე. ყველაზე დიდია ჰიდროელექტროსადგურების მოცულობა, რომლების უზრუნველყოფენ მოსახლეობის შიდა საჭიროებებზე დახარჯული ენერგიის 80 %-ზე მეტს.
ქვეყანაში ასევე მოქმედებს შემდეგი ტიპის ელექტროსადგურები: ქარის, ატომური, ჰელიო/მზის, თბო - დიზელის საწვავზე, ქვანახშირზე, ბუნებრივ აირზე.
ბრაზილიაში წარმატებით განხორციელდა ბიომასის ელექტროსადგურების დანერგვის პროექტი. დღემდე,
მათი რიცხვი 450 - მდე გაიზარდა.
სოფლის მეურნეობა
სოფლის მეურნეობა
ტრადიციულად მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის ეკონომიკაში. მოსახლეობის დაახლოებით 20% ეწევა
ამ ტიპის საქმიანობას. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ წარმოებული პროდუქციის
უმეტესობა ექსპორტზე გადის. ეს ინდუსტრია წარმოდგენილია ორი საქმიანობით:
• მემცენარეობა-დარგი აწარმოებს ქვეყნის მთლიანი
საექსპორტო საქონლის მესამედს. ასეთი მოცულობა ამ სექტორს ძალიან მნიშვნელოვანს ხდის.
ბევრი ტერიტორია დაყოფილია დიდ მეურნეობებად, რომლებსაც მოჰყავთ საექსპორტო კულტურების
უმეტესობა. ესენია: სიმინდი, ბანანი, ყავა, შაქრის ნედლეული და ა.შ.
მცირე მეურნეობებში
იზრდება კულტურები შიდა მოხმარებისთვის. პროდუქციის მოცულობა არც თუ ისე დიდია, მაგრამ
მაინც უზრუნველყოფს ბრაზილიელების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას კარტოფილის, მარცვლეულის
და პარკოსნების პროდუქტებზე.
ქვეყანა
სიმინდის მთავარი მიმწოდებელია. იგი მოსავალს
წელიწადში ორჯერ იღებს, ხოლო მოსავლიანობა ჩვეულებრივ ათობით ტონაში იზომება.
აღსანიშნავია
ბრაზილიის უზარმაზარი ტყეები. თუმცა, აქ
ხის დამზადება პრაქტიკულად არ ხდება. კაუჩუკის შეგროვება ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის
განვითარებას.
გუარანა - მარადმწვანე ბუჩქი, რომელიც ხარობს ამაზონის ტყეებში. ადგილობრივი
ტომები ცდილობენ შეინარჩუნონ მისი მოყვანის ტრადიციული მეთოდები. გუარანა შეიცავს დიდი
რაოდენობის კოფეინს. მისგან ამზადებენ პასტას და ყავის მაგვარ სასმელს. ამ მცენარეს
დიდი მნიშვნელობა აქვს სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ამიტომ მას ამაზონის ტყეების
ერთგვარ გადამრჩენსაც უწოდებენ.
მეცხოველეობა - გასული
საუკუნის დასაწყისიდან ამ დარგმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ეკონომიკის განვითარებაში.
იგი ძირითადად ხასიათდება სახორცე ჯიშის მეცხოველეობით, რადგან ბრაზილია აქტიურად ახდენს
ხორცპროდუქტების ექსპორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
მიუხედავად
იმისა, რომ ბრაზილია ინდუსტრიულ- აგრარული სახელმწიფოა, მისი სოფლის მეურნეობა იზრდება
და ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ტრანსპორტი
ეკონომიკის
ეს სექტორი ცუდად არის განვითარებული, თუ მას შევაფასებთ არა ცალკეული რეგიონების ფარგლებში,
არამედ მთლიანობაში. რკინიგზა და მაგისტრალები კონცენტრირებულია გარკვეულ ადგილებში.
ეს მნიშვნელოვნად ართულებს ქვეყნის განვითარებას.
თუ ვსაუბრობთ
საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებზე, აქ წამყვანია საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის
როლი.
მომსახურების სფერო და ვაჭრობა
მომსახურების
სექტორში, ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობაა დასაქმებული. ეს ბრაზილიის განვითარებისთვის
ნიშანდობლივია დღეს. მნიშვნელოვნად იზრდება ტურიზმი. ბრაზილია ყოველწლიურად 5 მლნ ტურისტი
სტუმრობს, რასაც მნიშვნელოვანი ფულადი კაპიტალი შემოაიქვს ქვეყნისთვის.
რაც შეეხება
ვაჭრობას, ქვეყანამ ბოლო წლებში მოახერხა ექსპორტის გაზრდა და იმპორტის შემცირება.
პროცენტული თვალსაზრისით, თუ შევხედავთ ექსპორტ-იმპორტს შორის თანაფარდობაში დიდი განსხვავება
არ არის, მაგრამ ამ ეტაპისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ის, რომ ქვეყანამ
მოახერხა იმპორტული საქონლის შემცირება და სავაჭრო ურთიერთობებში თანდათან იზრდება
საექსპორტო პროდუქციის მოცულობა.
მთავარი სავაჭრო პარტნიორები: გერმანია, იაპონიაში, ნიდერლანდები. არგენტინა.
ამ ქვეყნებთან
ვაჭრობა ორმხრივია. ეს ქვეყნები წარმოადგენენ როგორც იმპორტიორებს, ასევე ექსპორტიორებს
ვაჭრობაში.
ცხრილი 1 - ბრაზილიის ადგილი მსოფლიო ექსპორტში
პროდუქციის დასახელება |
ექსპორტის
მოცულობა % - ში |
შაქარი |
72% - ზე
მეტი |
სოიო |
41% - ზე
მეტი |
ყავა |
37% |
ხორცი |
29% |
რკინის მადანი |
27% |
სიმინდი |
19% |
ფოლადი |
10% |
საწვავი |
5% |
თვითმფრინავები |
5% |
სატრანსპორტო
საშუალებები |
3% |
ბრაზილიის ქალაქები და მოსახლეობის
ცხოვრების დონე
|
შეჯამება
ბრაზილიამ მოახერხა განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური
ლიდერის როლის მორგება დაახლეობით 20-წლიანი სწორი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებით.
დღეს ბრაზილიის ეკონომიკის განვითარების დონე საკმაოდ მაღალია და ახლოსაა სტაბილურ
განვითარებასთან. ქვეყანა არაერთ დარგში გახდა ეკონომიკურად დამოუკიდებელი და ბევრწილად
არ არის დამოკიდებული მსოფლიო ბაზრის რყევებზე. ექსპერტების აზრით, ქვეყანას აქვს ყველა
შანსი, გადალახოს თავისი მარადიული პრობლემები.
პირველ რიგში, ინფლაციაზე ვსაუბრობთ. სამწუხაროდ, მისი
დონე საკმაოდ მაღალია. ამასთან, სახელმწიფო რამდენიმე წლის განმავლობაში ატარებს ინფლაციის
შემცველ პოლიტიკას, რომელიც, ყოველთვის არ იძლევა საჭირო შედეგს.
კიდევ ერთი გამოწვევა, რომლის დაძლევასაც ბრაზილია ცდილობს,
არის ინვესტიციებისადმი დამოკიდებულება. ამ მაჩვენებლის რყევები მნიშვნელოვნად აისახება
ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე. ამასთან დაკავშირებით, მთავრობა იღებს უამრავ
ზომას ინვესტორების ინტერესის შესანარჩუნებლად. მაგალითად, საკრედიტო განაკვეთების
შემცირებამ დადებითი შედეგი გამოიღო ინვესტიციების შემოდინების კუთხით.
დასასრულს, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა ატარებს მაკროეკონომიკურ
პოლიტიკას, რომელიც მომავალ წლებში გვპირდება, სტაბილურობას, რისი ეფექტურობაც დადასტურდება
ყველაზე არახელსაყრელ პირობებშიც კი.
სტატია (3) „ბრაზილია გამოწვევების წინაშე“
სამხრეთ ამერიკის
კონტინენტისა და ლათინური ამერიკის რეგიონის უდიდესი სახელმწიფო – ბრაზილია
70–იან წლებში დაწყებული სამხედრო ხუნტის
მმართველობის შემდეგ დემოკრატიის გზაზე დადგომას ცდილობს და ბოლო 30
წლის განმავლობაში ფუნდამენტურად იცვლება. ცივი ომის დასრულების შემდეგ
დაწყებულმა „დემოკრატიზაციის მესამე ტალღამ“
საწყის ეტაპზე გარკვეული წარმატება მოუტანა ბრაზილიას. სერიოზული
ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის ფონზე, 1994 წელს ქვეყნის მოსახლეობა პრეზიდენტად
ირჩევს პრინციპულ მემარცხენე ლიდერს – ფერნანდო
ენრიკე კარდოზუს, რომელმაც ჩრდილო–აღმოსავლელ ოლიგარქებთან დადებული შეთანხმებებისა და მტკიცე პოლიტიკის დახმარებით, მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები გაატარა,
მათ შორისაა: პრივატიზაციისა და
უცხოური ინვესტიციების გაზრდა, განათლებისა და სოციალური მომსახურების დაფინანსების პროგრამები.
ბრაზილიელი ხალხის ლიდერმა, კარდოზუმ, სერიოზული ცვლილებების მიუხედავად, ვერ
მოახერხა ფინანსური კრიზისის თავიდან აცილება და იძულებული გახდა შეემუშავებინა გეგმა,
რომელიც ითვალისწინებდა სამთავრობო ხარჯების შემცირებას, გადასახადებისა და საერთაშორისო
სესხების გაზრდას, ინფლაციის შეჩერებას. მან
მოახერხა კრიზისული სიტუაციის ეფექტურად მართვა და საერთაშორისო აღიარების მოპოვება,
მაგრამ „ხვალინდელი ქვეყნის“ დემოკრატიული კურსი რადიკალურად
შეცვალა ქვეყნის ახალმა მემარცხენე ლიდერმა – ლუის ინაციო ლულა და სილვამ, რითიცსახელმწიფო
მძიმე არჩევნის წინაშე დააყენა.
ქარიზმატულმა ლულამ მიზნად დაისახა წინამორბედი
პრეზიდენტის პოლიტიკის გაგრძელება და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია, თუმცა, აღმოჩნდა,
რომ წარმატების უკან იდგა კორუმპირებული ჩინოვნიკებით
დაკომპლექტებული მინისტრთა კაბინეტი და ფულის გათეთრების მთელი მექანიზმი, რამაც ლულასა და
მისი თანამოაზრის, დილმა რუზეფის მმართველობა კოლაფსამდე მიიყვანა.
მმართველების მხრიდან განხორციელებული არადემოკრატიული
პოლიტიკის საპასუხოდ, ბრაზილიელმა ხალხმა დემოკრატიული გადაწყვეტილება მიიღო და
სათანადოდ დასაჯა დამნაშავეები. შექმნილი კრიზისის პარალელურად, სამოქალაქო საზოგადოებამ შეიძინა გარკვეული პოლიტიკური
კულტურა, გაითავისა საკუთარი უფლებებისა და თავისუფლების მნიშვნელობა და განაგრძო
ბრძოლა გამარჯვებისთის. ბრაზილიელებმა შეცვალეს კურსი და მემარცხენე ლიდერების
შემდეგ პრეზიდენტად აირჩიეს ულტრამემარჯვენე
ჟაირ მესიას ბოლსონარუ, რომელმაც ლეგიტიმური ძალაუფლება მოიპოვა ხმამაღალი
პოპულისტური განცხადებების, პეტრობრასის ირგვლივ აგორებული სკანდალისა და დაქსაქსული
ბრაზილიელი მემარცხენეების დასუსტების ფონზე. თუმცა, მისი მმართველობა სერიოზული
დაბრკოლებებით დაიწყო და გრძელდება.
2019 წელს ბოლსონარუს მთავრობას ამაზონის ტყის
მასშტაბური ხანძარი დაატყდა თავს, რამაც დიდი ზიანი მიაყენა როგორც ბუნებრივ
ლანდშაფტს, ასევე ეკონომიკას, ჯანდაცვას, უსაფრთხოებას. უფლებადამცველები ამაზონის ხანძრის
გამო პრეზიდენტს ადანაშაულებდნენ, რადგან მისი ეკოლოგიური პოლიტიკა
ტყეების დანაკარგის დღითიდღე ზრდას იწვევდა. მთელი
მსოფლიო გამოეხმაურა ამ კატასტროფას. მართალია, დროულად ვერ მოხერხდა
ხანძრის ჩაქრობა და ზარალის მინიმუმამდე შემცირება, მაგრამ ბრაზილიამ იგრძნო საერთაშორისო
მხარდაჭერა და ყურადღება. ბოლსონარუმ, გარკვეულწილად,
გამოიყენა საერთაშორისო ინტერესი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის, თუმცა, სახელმწიფოს საშინაო მდგომარეობა
კრიტიკულად ვითარდებოდა. კრიზისი გაამძაფრა გლობალურმა პანდემიამ, რომელმაც სახელმწიფოებს
შეუქმნა მძიმე ეკონომიკური ფონი, გამოკვეთა ფუნდამენტური ინსტიტუციური ნაკლოვანებები,
მოახდინა ჯანდაცვის სფეროს სრული რეორგანიზაცია. ამ პროცესების გათვალისწინებით,
„მესამე სამყაროს“ ქვეყნები, დემოკრატიული განვითარების გზაზე, სრულ კოლაფსში მოექცნენ.
ამაზე მეტყველებს ბრაზილიის შემთხვევა – ეს ქვეყანა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა და
დღითიდღე იზრდება ინფექცის გარვცელების არეალი.
გლობალური საფრთხის
წინაშე ბოლსონარუს მთავრობა მოუმზადებელი აღმოჩნდა. მეტიც, COVID-19-ის პირველი
შემთხვევის დაფიქსირებიდან, ბოლსონარუმ გამოაცხადა, რომ პანიკის საფუძველი არ
არსებობს და სრულიად უადგილოა გარკვეული შეზღუდვების შემოღება და ხალხისთვის
დისკომფორტის შექმნა. ის შეზღუდვების წინააღმდეგ დაგეგმილ საპროტესტო აქციაშიც კი იღებდა
მონაწილეობას და ღია მხარდაჭერას უცხადებდა მომიტინგეებს. უახლესი ინფორმაციით, ბოლსონარუმ განაცხადა, რომ ინფიცირების შემთხვევები
აღარ გასაჯაროვდება, რაც მას სპეკულაციის საშუალებას მისცემს. საერთაშორისო
დონეზე მას ღია მხარდაჭერა აქვს ტრამპის ადმინისტრაციისგან, მაგრამ პარალელურად მწვავე კრიტიკაც
გაისმისბრაზილიის ლიდერის პოლიტიკის მიმართ. ფაქტია, რომ ქვეყანა უმძიმესი ეკონომიკური
და პოლიტიკური კრიზისის ფაზაშია, იზრდება უკმაყოფილება, არ არსებობს გამართული ანტიკრიზისული
გეგმა, ბოლსონარუ განაგრძობს პოპულისტური განცხადებებით მანიპულირებას, მოსახლეობა
სიღარიბის ზღვარზეა. ულტრამემარჯვენე ხელისუფლება ვერ უმკლავდება გლობალური პანდემიით გამოწვეულ
პრობლემებს. ქვეყნის მმართველ რგოლს კერძო ინტერესები ამოძრავებს. ბრაზილია სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას –
აქ საუბარია გადარჩენასა და ეფექტური პოლიტიკური კურსის არჩევაზე. დემოკრატიის
გზაზე ამ სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ღირებულებები შეიძინა, ბევრი დაბრკოლება გადალახა,
მოუხდა განსხვავებული არჩევანის გაკეთება. რეალურად, ბრაზილიას აქვს სერიოზული რესურსები,
გახდეს არა მარტოკონტინენტისა და ლათინური ამერიკის რეგიონის, არამედ
მსოფლიო მოთამაშე და დაანახოს განვითარებულ საზოგადოებას, რომ იმსახურებს მათ გვერდით
ყოფნას. ყველაფრის გათვალისწინებით, პროგნოზები შეიძლება იყოს ოპტიმისტური. მოსალოდნელია,
რომ ბრაზილია გააკეთებს ახალ არჩევანს და ბოლსონარუ მეორე ვადით აღარ აირჩევა პრეზიდენტად,
თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლა და
ბრაზიელი მოსახლეობის, მათ შორის, ადგილობრივი აბორიგენების ცხოვრების დონის გაუმჯობესებაა.
იხ. სტატია ბმულზე
https://foreignpolicycouncil.com/2020/06/22/ბრაზილია-გამოწვევების-წი/
სტატია (4) „კრიზისში მყოფი ქვეყნების ათეული“
სტატიაში წარმოდგენილი ათი ქვეყანა 2015-2017 წლებში
ნაჩვენები ეკონომიკური ზრდის შედეგების მიხედვით შეირჩა. ეს ის ქვეყნებია, რომელთა ეკონომიკა (მთლიანი შიდა პროდუქტი) ბოლო სამ წელიწადში
ყველაზე მეტად შემცირდა (2017 წლის პროგნოზის გათვალისწინებით). აღნიშნული ქვეყნების
ეკონომიკური კრიზისის ძირითადი მიზეზი ნავთობზე
მსოფლიო ფასის მნიშვნელოვანი შემცირება ან/და შიდა პოლიტიკური არასტაბილურობაა.
ბრაზილიაში
ეკონომიკური კრიზისი 2015 წლიდან დაიწყო, როდესაც ბრაზილიის ეკონომიკა
3.8%-ით შემცირდა. 2016 წელს 3.6%-ით შემცირდა. 2017 წლისთვის სავალუტო ფონდი
0.2%-იან ზრდას პროგნოზირებს. 2014 წელს ბრაზილიაში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი
6 100 ბრაზილიური რეალი იყო, რომელიც 2017 წლისთვის 5 530 რეალამდე (მუდმივ ფასებში)
შემცირდება.
ბრაზილიაში
ეკონომიკურთან ერთად პოლიტიკური კრიზისიცაა, რაც კიდევ უფრო ართულებს ეკონომიკურ
სიტუაციას. პოლიტიკური კრიზისი ძირითადად კორუფციული სკანდალებითაა განპირობებული,
ხელისუფლების წევრების ნახევარზე მეტი კორუფციულ გარიგებებშია ეჭვმიტანილი და გამოძიება
მიმდინარეობს, მათ შორის ყოფილ პრეზიდენტზე – დილმა რუსეთზე (2011-2016 წ.წ.), რომელიც
თანამდებობიდან იმპიჩმენტის გზით გაათავისუფლეს. ბრაზილია დღეს საშუალოზე მეტად კორუმპირებულ
სახელმწიფოდ ითვლება.
ეკონომიკურად
ბრაზილია ძალიან დააზარალა საექსპორტო პროდუქციაზე ფასების კლებამ და მთავრობის ხარჯების,
დეფიციტისა და ვალის ზრდამ. 2013 წელს ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 3% იყო,
რომელიც თანდათანობით 2017 წლისთვის 9%-მდე გაიზარდა. შედეგად, სახელმწიფო ვალი მშპ-ის
60%-დან 81%-მდე გაიზარდა. ამაღლდა ინფლაციის მაჩვენებელიც და 2014-2017 წლებში საშუალოდ
7% შეადგინა.
იხ. სტატია ბმულზე https://forbes.ge/news/2725/krizisSi-myofi-qveynebis-aTeuli
სტატია (5) „მსოფლიოს ყველაზე უიღბლო ეკონომიკის
მქონე ქვეყნები“
გამოცემა
Bloomberg-მა მსოფლიოს ყველაზე უიღბლო ეკონომიკების ათეული გამოქვეყნა. რეიტინგის შედგენისას
გაითვალისწინეს როგორც ინფლაციის დონე,
ისე დასაქმების მაჩვენებელი. რეიტინგი
ბლუმბერგმა წამყვანი ეკონომისტების გამოკითხვასა და ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით
შეადგინა. საერთო რეიტინგში 62 ქვეყანა მოხვდა.
ბრაზილიან ათეულში მე - 9 ადგილი დაიკავა და სერბეთს
სულ ერთი პოზიციით ბრაზილია უსწრებს. როგორც ექსპერტები ამბობენ, ლათინოამერიკულ ქვეყნებს შორის ბრაზილია სწორედ
ის ქვეყანაა, რომელსაც ეკონომიკური განვითარების პოტენციალი აქვს. თუმცა, ამის
პარალელურად მოსახლეობაში შემოსავლები არათანაბრად
არის განაწილებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანაში სხვადასხვა პროდუქტზე ფასები
მაღალია. ბრაზილიის ეკონომიკაში კი მნიშვნელოვანი
როლი სახელმწიფოს უჭირავს.
იხ. სტატია
ბმულზე https://bm.ge/ka/article/bloomberg-msoflios-yvelaze-uigblo-ekonomikebis-mqone-qveynebi-/33019
სასარგებლო ბმულები მასწავლებლებისთვის:
1) ახალი სკოლის
მოდელი https://www.youtube.com/watch?v=k3A_OuNZ7UQ&t=104s
2) სოლო ტაქსონომია
https://www.youtube.com/watch?v=8KGW7gGmLsY&t=44s
3) კონსტრუქტივიზმის
თეორია https://www.youtube.com/watch?v=p-KsbCbe9z8
4) სამიზნე ცნებები
https://www.youtube.com/watch?v=9Z5hgNNzR_s&t=17s
5) საგნობრივი
სტანდარტი გეოგრაფიაში https://www.youtube.com/watch?v=3eyvwW5mWdk&t=24s
6) როგორ შევქმნათ
კომპლექსური დავალების ბარათი https://www.youtube.com/watch?v=fDNv8sGsRfs&t=55s
7) როგორ განვახორციელოთ
კომპლექსური დავალება https://www.youtube.com/watch?v=RUm8K42TAyk&t=74s
8) როგორ გამოვიყენოთ
განმავითარებელი შეფასება https://www.youtube.com/watch?v=UD_CPWA51jk&t=90s
9) როგორ შევქმნათ
და გამოვიყენოთ თემატური მატრიცა https://www.youtube.com/watch?v=Bhd7tZ_Ge18&t=184s
10) სასკოლო სასწავლო
გეგმის შექმნა https://www.youtube.com/watch?v=Qz2foh-alIQ&t=119s
ანა ანუშიძე
2 ივლისი,
2021 წელი
No comments:
Post a Comment