Tuesday, October 20, 2020

კომპლექსური დავალების ბარათი - მოქალაქეობაში - VIII კლასისთვის

კომპლექსური დავალების ბარათი - მოქალაქეობაში - VIII კლასისთვის

სამიზნე ცნება - დემოკრატია, სოციალიზაცია, სამოქალაქო მონაწილეობა;

შედეგები:

მოქ.საბ.2-საკუთარი თავის საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის (მაგალითად, სასკოლო თემის) წევრად აღქმა;

მოქ.საბ.3-საკუთარი და სხვა ადამიანების უფლება-მოვალეობების გაცნობიერება და დაცვა;

მოქ.საბ.4 -დემოკრატიის პრინციპების ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირება;

მოქ.საბ.5-მოკლე და გრძელვადიანი მიზნების დასახვა; იდეების ჩამოყალიბება, ინიციატივის გამოვლენა და მისი განხორციელებისთვის საჭირო ნაბიჯების დაგეგმვა;

მოქ.საბ.8-სამოქალაქო აქტივობებში მოხალისეობის საფუძველზე ჩართულობის მნიშვნელობის გაცნობიერება და დემოკრატიის პრინციპების საფუძველზე მოქმედების საჭიროების დანახვა;

მოქ.საბ.9-საზოგადოებისა და ქვეყნისთვის აქტუალური პრობლემების ამოცნობა და საკუთარი ჩართულობით მათ გამოსწორებაზე ზრუნვა; კონფლიქტების არაძალადობრივი გზებით მოგვარება;

თემატური ბლოკი: მოქალაქე, სამოქალაქო საზოგადოება, მე და საზოგადოება;

საკითხი - სამოქალაქო საზოგადოება - თემი, რომელშიც ვცხოვრობ;

ქვეცნებები - მოქალაქე, თემი, საზოგადოება, ადამიანის უფლებები, დემოკრატია, ფემინიზმი, ეკოსისტემა, საერთაშორისო ორგანიზაცია.

საკვანძო შეკითხვები: (1) რატომ სჭირდება ინდივიდს საზოგადოება და საზოგადოებას კი – ინდივიდი? (2) როგორ შეუძლია ერთ ადამიანს საზოგადოებისა და ქვეყნისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება?

კომპლექსური დავალების პირობა

დემოკრატია, სოციალიზაცია, სამოქალაქო მონაწილეობა არის პიროვნული და საზოგადოებრივი განვითარების საყრდენი. წაიკითხეთ რესურსი და მოამზადეთ 2-5 წუთიანი ვიდეორგოლი ან წერილობითი მოხსენება თემაზე: ჩემი ხმა ცვლილებებისთის.

ვიდეო რგოლში / წერილობით მოხსენებაში ნათლად წარმოაჩინეთ:

  • თქვენი არგუმენტირებული დამოკიდებულება იმ ერთი პრობლემის მიმართ რომელიც შენი ხედვით არის აქტუალური შენს ქვეყანაში.
  • ახსენი რაში ხედვა გამოსავალს აღნიშნულ პრობლემასთან/გამოწვევასთან დაკავშირებით.

პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

  • მოამზადე „ასოციაციური რუკა“ სადაც აღიშნავ იმ პრობლემებს/გამოწვევებს, რომლებიც შენი შეხედულებით არის აქტუალური შენს ქვეყანაში.
  • გამოყავი ერთი პრობლემა/გამოწვევა შენი „ასოციაციური რუკიდან“ და „T დიაგრამის“ გზით ჩამოწერე პრობლემის/გამოწვევის გამომწვევი მიზეზები და შედეგები.
  • ჩამოაყალიბე შენი ხედვა - როგორ გესახება პრობლემის/გამოწევის დაძლევა.
  • შეარჩიე შენთვის სასურველი ფორმა დავალების შესრულებისთვის და გაითვალისწინე რომ როგორც ვიდეორგოლის, ისე წერილობითიმოხსენების მომზადების დროს წარმოაჩინო: პრობლემის არსი, პრობლემის აქტუალურობა, პრობლემის გადაჭრის გზებთან დაკავშირებით შენეული ხედვა.
  • ვიდეორგოლს / წერილობით მოხსენებას შევურჩიოთ  შესაფერისი სახელწოდება.

 

წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები.

 

პრაქტიკული რჩევები მასწავლებლებისთვის:

  • გაეცანით რესურსის სახით მოცემულ სტატიებს და კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე მოწოდებული რესურსიდან შეარჩიათ შესაბამისი ამონარიდები.
  • კომპლექსური დავალების პირობა გააცანით მოსწავლეებს.
  • დაუანონსეთ მოსწავლეებს  საკითხი და პროდუქტი, რომელიც უნდა შექმნან კომპლექსური დავალების ფარგლებში.
  • გააცანით მოსწავლეებს თქვენს მიერ არჩეული სტატიები რესურსებიდან.
  • საკითხზე მუშაობის პროცესში მოიფიქრეთ და განახორციელეთ აქტივობები შემდეგი  ქვეცნებების და საკითხთან დაკავშირებული საკვანძო შეკითხვების დამუშავებისთვის.  
  • თითოეული აქტივობა, რომელსაც განახორციელებთ კომპლექსური დავალების ფარგლებში, დაუკავშირეთ კომპლექსური დავალების მიზანს და გაითვალისწინეთ, რომ თითოეული აქტივობა უნდა ეხმარებოდეს მოსწავლეს კომპლექსური დავალების პროდუქტის შექმნაში.
  • კომპლექსური დავალების შეფასება ხდება მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით, SOLO ტაქსონომიით.
  • კომპლექსური დავალების ვიდეო ინსტრუქციის სანახავად გადადით  ბმულზე

 https://www.youtube.com/watch?v=1jTK8lb-hlg&t=14s 














ვიდეო ინსტრუქცია: https://www.youtube.com/watch?v=1jTK8lb-hlg&t=14s 


No comments:

Post a Comment

კომპლექსური დავალების ბარათი, სამოქალაქო განათლება, საბაზო საფეხური

საგანი: სამოქალაქო განათლება თემა: ინდივიდი და საზოგადოება (თემატური ბლოკი)                სამიზნე ცნება - სოციალიზაცია ...