Friday, October 2, 2020

ინტეგრირებული სასწავლო პროექტი - მოქალაქეობასა და ინგლისურ ენაში

 ინტეგრირებული სასწავლო პროექტი მე- 8 კლასში.

ინტეგრირებული სასწავლო პროექტი მიზნად ისახავდა დაგვემუშავებინა ერთ - ერთი მთავარი თემა მოქალაქეობაში - სამოქალაქო საზოგადოება.

პროქეტის განხორციელებისთვის წინასწარ მოხდა რესურსების მოძიება და დამუშავება, შეიქმნა ორენოვანი პრეზენტაცია მოსწავლეებისთვის. 

პრეზენტაციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ამონარიდები სხვადასხვა სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ადამიანების საჯარო გამოსვლებიდან, რომლებმაც მიაღწის წარმატებას საკუთარი მოღვაწეობის სფეროში და საკუთარ საჯარო გამოსვლებში  - აჟღერებდნენ მთელი მსოფლიოსთვის აქტუალურ საკითხებს.

პროექტის ფარგლებში, დავამუშავეთ  თითოეული სიტყვა, გამოვიყენეთ ამისთვის კონტენტ ანალიზის მეთოდი, დისკუსია, შევადგინეთ "ასოციაციური რუკა" აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.

პროექტის დასკვნით ეტაპზე, მოსწავლეებმა წარმოადგინეს ვიდეორგოლები და წერილობითი მოხსენებები თემაზე: "ჩემი ხმა ცვლილებებისთვის".

  
























No comments:

Post a Comment

კომპლექსური დავალების ბარათი, სამოქალაქო განათლება, საბაზო საფეხური

საგანი: სამოქალაქო განათლება თემა: ინდივიდი და საზოგადოება (თემატური ბლოკი)                სამიზნე ცნება - სოციალიზაცია ...