Friday, December 30, 2022

კომპლექსური დავალების ბარათი, სამოქალაქო განათლება, საბაზო საფეხური


საგანი: სამოქალაქო განათლება

თემა: ინდივიდი და საზოგადოება (თემატური ბლოკი)

             

სამიზნე ცნება - სოციალიზაცია

საკითხი - სასკოლო გარემო/სასკოლო საზოგადოება

ქვესაკითხი - ჩემი სკოლის კულტურა

ქვეცნებები - კულტურა, საკლასო კულტურა, სასკოლო კულტურა, უსაფრთხო გარემო, ბულინგი, ფიზიკური, ვერბალური, არავერბალური და კიბერ ბულინგი, მობინგი, სკოლის შინაგანაწესი, „საკლასო კონსტიტუცია“, მოსწავლის ქცევის კოდექსი.

საკვანძო შეკითხვა: როგორ გავაცნო აუდიტორიას, ჩემი სკოლის უნიკალური კულტურა, ჩემს მიერ შექმნილი ინფოგრაფიკით?

კომპლექსური დავალების პირობა

წარმოიდგინეთ რომ, თქვენი რაიონის რესურსცენტრმა გამოაცხადა კონკურსი სკოლებისთვის. კონკურსის პირობების თანახმად, თითოეულმა სკოლამ უნდა შექმნას ინფოგრაფიკი თემაზე „ჩემი სასკოლო კულტურა“ რითიც რაიონის სკოლებს გაუზიარებს მის უნიკალურ და საუკეთესო პრაქტიკას.

თქვენმა სკოლამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩაერთოს კონკურსში. ამ მიზნით, სკოლამ იგივე შინაარსის სასკოლო კონკურსი გამოაცხადა, საუკეთესო ინფოგრაფიკის ავტორი საკუთარ ნამუშევარს სკოლის სახელით, წარადგენს რაიონულ კონფერენცია - გამოფენაზე.

შექმნათ ორიგანალური ინფოგრაფიკი, რომელიც ნათლად წარმოაჩენს თქვენი სკოლის სასკოლო გარემოს და კულტურას.

ძირითადი და დამატებითი რესურსების დამუშავების და საკლასო აქტივობების გააზრების შედეგად, მოამზადეთ ინფოგრაფიკი სათაურით: „ჩემი სკოლის კულტურა“.

ინფოგრაფიკში ნათლად წარმოაჩინეთ:

·         სკოლის ფილოსოფია (მისია, ხედვა, ღირებულებები);

·         სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ განხორციელებული აქტივობები, ბოლო ერთი წლის მანძილზე;

·         შენი სკოლის მიდგომა გამოწვევებთან გამკლავებისთვის;

წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები.

 

აქტივოებები

1) შექმენი ასოციაციური რუკა, რომლითაც აჩვენებ თუ როგორ უმკლავდება შენი სკოლა გამოწვევებს.

2) შეავსე ცხრილი სადაც აჩვენებ შენი სკოლის მისიას, ხედვას და ძირითად ღირებულებებს.

3) T დიაგრამის სახით ჩამოწერე ის აქტივობები, რომლებიც ბოლო ერთი წლის მანძილზე განახორციელა შენი სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ, მეორე მხარეს კი აღნიშნე რა შედეგი მოუტანა სასკოლო საზოგადოებას ამ აქტივობის განხორციელებამ.

ძირითადი რესურსი: სახელმძღვანელო

დამატებითი რესურსები:

დამატებითი რესურსი 1 – მულტფილმი (სრული ნაკრები ყველა სერიის) "ბავშვები 402 ოთახიდან"

იხ. ბმული: https://www.youtube.com/watch?v=woKAVvZYMRw&list=PLLhOnau-tupSL4JTlsabt4oJaeaeN2yWb  

 სასწავლო რესურსი შექმნილია ზოგადი განათლების სისტემის სამართლებრივი საფუძვლების და სტრუქტურის კურსის ფარგლებში, ბსუ, 2022 წ.


კომპლექსური დავალების ბარათი, სპორტი, საბაზო საფეხური


საგანი: სპორტი

თემა: სპორტის სათამაშო (გუნდური, ინდივიდუალური) სახეობები

სამიზნე ცნება - თვითკონტროლი

საკითხი - სპორტის სათამაშო სახეობები

ქვესაკითხი - ფეხბურთი

ქვეცნებები - ემოციების მართვა, დისციპლინა, ჰიგიენა, უსაფრთხოების დაცვა, კვება, ფიზიკური ვარჯიში, ძირითადი წესების და სამართლიანი თამაშის წესების დაცვა.

საკვანძო შეკითხვა: როგორ გავაცნო თანატოლებს, ჩემს მიერ შექმნილი ციფრული ამბის თხრობის პროდუქტით თუ რა წესები უნდა დავიცვათ ფეხბურთის თამაშის დროს და რატომ?

კომპლექსური დავალების პირობა

წარმოიდგინეთ, რომ კულტურის და სპორტის სამინისტრომ, სპორტის სახეობებში, მოსწავლეთა ეროვნული ოლიმპიადის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, გამოაცხადა კონკურსი „სპორტის ექსპერტი“ საბაზო საფეხურის სკოლის მოსწავლეებისთვის. კონკურსის პირობების თანახმად უნდა შექმნათ ციფრული თხრობის პროდუქტი, სადაც დეტალურად ახსნით და ისაუბრებთ ფეხბურთის თამაშის თითოეული წესის შესახებ და განმარტავთ რატომ არის აუცილებელი მათი დაცვა.

ციფრული თხრობის პროდუქტში ნათლად წარმოაჩინეთ:

·         ფეხბურთის თამაშის თითოეული წესი;

·         ფეხბურთის თამაშის წესების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებული დისციპლინური სახდელები;

·         თამაშის წესების დაცვის მნიშვნელობა;

წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები.

 

აქტივოებები

1) შექმენი ასოციაციური რუკა, რომლითაც აჩვენებ ფეხბურთის თამაშის წესებს;

2) შეავსე ცხრილი, სადაც აჩვენებ რა დისციპლინური სახდელებია გათვალისწინებული, ფეხბურთის თითოეული წესის დარღვევისთვის.

3) შეავსე T დიაგრამა, რომლის მარცხენა მხარეს ჩამოწერთ სამართლიანი თამაშის წესებს, ხოლო მარჯვენა მხარეს ახსნით მათი დაცვის მნიშვნელობას.

ძირითადი რესურსი: სახელმძღვანელო

დამატებითი რესურსები:

დამატებითი რესურსი 1 – ფეხბურთის წესები და რეგულაციები

იხ. ბმული: https://digitalhub.fifa.com/m/3f3e15cc1ab8977b/original/datdz0pms85gbnqy4j3k-pdf.pdf 


სასწავლო რესურსი შექმნილია ზოგადი განათლების სისტემის სამართლებრივი საფუძვლების და სტრუქტურის კურსის ფარგლებში, ბსუ, 2022 წ.

კომპლექსური დავალების ბარათი, ქართული ენა, საბაზო საფეხური

 

საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა

თემა: ადამიანი და მისი ცხოვრება

სამიზნე ცნება - ადამიანის როლი საზოგადოებაში

ძირითადი მიმართულება - ტექსტის გაგება - გაანალიზება

საკითხი - „ჯაყოს ხიზნები“

ქვესაკითხი - მორალური პრინციპები და ღირებულებები,

ქვეცნებები - ადამიანის ცხოვრების გზა, ადამიანის შინაგანი სამყარო, საზოგადოებაში თანაცხოვრება.

საკვანძო შეკითხვა: როგორ გავააზრებინო თანატოლებს, ჩემს მიერ შექმნილი არგუმენტირებული ესსეს გზით  ადამიანის როლი საზოგადოებაში?

კომპლექსური დავალების პირობა

შენს სკოლაში გამოცხადდა ესსეების კონკურსი, კონკურსის მიზანია გამოავლინოს მოსწავლეები, რომლებიც საუკეთესოდ გაიგებენ და გააანალიზებენ მხატვრულ ტექსტს.

ძირითადი და დამატებითი რესურსების დამუშავების და საკლასო აქტივოებების გააზრების შედეგად და მოამზადეთ არგუმენტირებული ესსე სათაურით „ადამიანის როლი საზოგადოებაში“.

ნათლად წარმოაჩინეთ:

·         „ჯაყოს ხიზნების“ მთავარი მოქმედი პირების როლი საზოგადოებაში;

·         „ჯაყოს ხიზნების“ მთავარი მოქმედი პირების დახასიათება;

წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები.

 

აქტივოებები

1) შექმენი ასოციაციური რუკა, რომლითაც აჩვენებ თითოეული მოქმედი პირის ხასიათს.

2) შეავსე ცხრილი სადაც აჩვენებ თითოეული მოქმედი პირის როლს საზოგადოებაში.

ძირითადი რესურსი: სახელმძღვანელო

დამატებითი რესურსები:

დამატებითი რესურსი 1 – "ჯაყოს ხიზნები" მიხეილ ჯავახიშვილი

იხ. ბმული: https://eon.ge/book/%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/ 


 სასწავლო რესურსი შექმნილია ზოგადი განათლების სისტემის სამართლებრივი საფუძვლების და სტრუქტურის კურსის ფარგლებში, ბსუ, 2022 წ.


კომპლექსური დავალების ბარათი - ბიოლოგია, საბაზო საფეხური.


საგანი: ბიოლოგია

თემა: ადამიანის რეპროდუქციული სისტემა

სამიზნე ცნება - მდგრადობა, ჯანმრთელობა,  დაავადება.

საკითხი - მავნე ჩვევების გავლენა ადამიანის რეპროდუქციულ სისტემაზე.

ქვესაკითხი - მავნე ნივთიერებების (სიგარეტის, ალკოჰოლის, ნარკოტიკული ნივთიერებების) გავლენა ადამიანის რეპროდუქციულ სისტემაზე.

ქვეცნებები - მავნე ჩვევა (სიგარეტის, ალკოჰოლის და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება).

საკვანძო შეკითხვა: როგორ გავააზრებინო თანატოლებს, ჩემს მიერ შექმნილი PPT საპრეზენტაციო პროგრამაში მომზადებული პრეზენტაციით, მავნე ნივთიერებების სახიფათო გავლენა ადამიანის რეპროდუქციულ სისტემაზე? 

კომპლექსური დავალების პირობა

შენ მიგიწვიეს შენივე სკოლის მოსწავლეთა კლუბში „მე მიყვარს ბიოლოგია“ მომხსენებლად თემაზე „ადამიანის რეპროდუქციული სისტემა და მასზე უარყოფითად მოქმედი ფაქტორები“. შენ ახლახანს შეისწავლე ადამიანის რეპროდუქციული სისტემა და მასზე მავნე ჩვევების სახიფათო გავლენა.

ძირითადი და დამატებითი რესურსების დამუშავების და საკლასო აქტივოებების გააზრების შედეგად და მოამზადე  PPT საპრეზენტაციო პროგრამაში მომზადებული პრეზენტაცია სათაურით „მავნე ნივთიერებების სახიფათო გავლენა ადამიანის რეპროდუქციულ სისტემაზე“.

ნათლად წარმოაჩინეთ:

·         რა ზოგადი უარყოფითი გავლენა აქვს მავნე ნივთიერებების (სიგარეტი, ალკოჰოლი, ნარკოტიკული ნივთიერებები) მოხმარებას ადამიანის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე;

·         რაში მდომარეობს მავნე ნივთიერებების სახიფათო გავლენა ადამიანის რეპროდუქციულ სისტემაზე;

წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები.

 

აქტივოებები

1) შექმენი ასოციაციური რუკა, სადაც აჩვენებ მავნე ნივთიერებების (სიგარეტი, ალკოჰოლი, ნარკოტიკული ნივთიერებები) ზოგად მავნე გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე;

2) შეავსე ცხრილი სადაც აჩვენებ, რაში მდომარეობს მავნე ნივთიერებების სახიფათო გავლენა ადამიანის რეპროდუქციულ სისტემაზე;

ძირითადი რესურსი: სახელმძღვანელო

დამატებითი რესურსები:

დამატებითი რესურსი 1 – მავნე ჩვევები ბავშვებში

იხ. ბმული: http://mastsavlebeli.ge/?p=31516  

რესურსი 2 - გენეტიკური დაავადებები

იხ. ბმული: https://janmrtelobainfo.ge/genetikuri-daavadebebi/ 

რესურსი 3 - გენეტიკური ტესტების ჯანმრთელობისთვის

იხ. ბმული: https://rm.coe.int/168046ce10 


სასწავლო რესურსი შექმნილია ზოგადი განათლების სისტემის სამართლებრივი საფუძვლების და სტრუქტურის კურსის ფარგლებში, ბსუ, 2022 წ.

Saturday, May 21, 2022

მოზამბიკი - ProSAVANA


გლობალური დემოგრაფიული გამოწვევები და ცვლილებები

სოფლის მეურნეობა და „მწვანე რევოლუცია“

მთავარი კითხვა: როგორ ხდება სასოფლო - სამეურნეო მიწების (სავარგულების) ეფექტიანი გამოყენება ჩრ. მოზამბიკში ProSAVANA პროგრამის ფარგლებში?

Pro SAVANA პროგრამა მოიცავს:

10 მლნ. ჰა ფართობს, შესაბამისად, 19 რაიონს და სამ პროვინციას, აქ მცხოვრებ და მომუშავე 4 მლნ. ადამიანს. პროგრამის განხორციელება ხდება სამ ქვეყანას: მოზამბიკს, იაპონიას და ბრაზიალიას შორის თანამშრომლობით. მიზანი კი ჩრ. მოზამბიკში, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერაა.

 




Wednesday, November 17, 2021

ინტეგრირებული კომპლექსური დავალების ბარათი პირველი კლასისთვის

 


ჩემი გმირი დისნეის სამყაროდან

ინტეგრირებული კომპლექსური დავალების ბარათი პირველი კლასის მოსწავლეებისთვის

(ქართული ენა, ბუნებისმეტყველება, მათემატიკა, ხელოვნება, მუსიკა)

ანა ანუშიძე

15 ნოემბერი, 2021 წელი.

ქართული ენა და ლიტერატურია

სამიზნე ცნება - ზეპირმეტყველება

შედეგები:

ქართ.დაწყ.(I).1 - სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში.

ქართ.დაწყ.(I).2 - სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.

ქართ.დაწყ.(I).3 - პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.

ქართ.დაწყ.(I).4 - ნაცნობი ლექსიკისა და ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციების სათანადოდ გამოყენება; მართლმეტყველებისა და სამეტყველო ეტიკეტის საბაზისო ნორმების დაცვა.

ქართ.დაწყ.(I).5 - ზეპირმეტყველების ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.

მათემატიკა

სამიზნე ცნება - რიცხვები და მოქმედებები

შედეგები:

მათ.დაწყ.(I).1 - მოსწავლე უნდა ფლობდეს და იყენებდეს რიცხვის ცნებას და რიცხვის წარმოდგენის საშუალებებს; მოსწავლემ უნდა შეძლოს რიცხვების შედარება და კლასიფიცირება.

მათ.დაწყ.(I).2 - მოსწავლემ უნდა შეძლოს ძირითადი არითმეტიკული ოპერაციების შესრულება რიცხვებზე.

ბუნებისმერტყველება

სამიზნე ცნება - დედამიწა და გარესამყარო

შედეგები:

ბუნ.დაწყ.(I).4. - მოსწავლემ უნდა შეძლოს: ლოკალურ გარემოში ორიენტირება; წყლისა და ხმელეთის მნიშვნელოვანი ობიექტების აღწერა და მათი ამოცნობა სხვადასხვა სახის გეგმასა და რუკაზე; ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობაზე მსჯელობა; ციკლური ბუნებრივი მოვლენების აღწერა და მათ გამომწვევ მიზეზებზე მსჯელობა.

ხელოვნება

სამიზნე ცნება - კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია

შედეგები:

ს.გ.დაწყ.(I).3. - მოსწავლემ უნდა შეძლოს თანაკლასელებთან თანამშრომ­ლობით (წყვილში, გუნდში) შესასრულებელი სამუშაოს დაგეგმვა და განხორციელება.

ს.გ.დაწყ.(I).4. - მოსწავლემ უნდა შეძლოს ინდივიდუალური და ერთობლივი ნამუშევ­რის წარდგენა; აზრის, იდეების, შთაბეჭდილებების გაზიარება და საუბარი სა­კუ­თარ, თანაკლასელთა ან ცნობილ ხელოვანთა ნამუშევრებზე შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით.

მუსიკა

სამიზნე ცნება - შემოქმედება და პრაქტიკა

შედეგები:

მუს.დაწყ.(I).1. - გარესამყაროში ბუნებრივად არსებული და ხელოვნურად შექმნილი ხმის, ბგერის, ხმაურის, მღერის და მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) გამოყენება გარკვეული ემოციური მდგომარეობის გადმოსაცემად;

მუს.დაწყ.(I).2. - ხმის, ხმაურის, მღერის და მუსიკალური ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) მეშვეობით გარესამყაროს ასახვა;

საკითხი - ჩემი გმირი დისნეის სამყაროდან

ქვეცნებები - გმირი, პერსონაჟი, სიუჟეტი, ბუნებრივი მოვლენა, ფლორა, ფაუნა, ხმა, ბგერა, ხმაური, მღერა, რიტმი, შედარება.

საკვანძო შეკითხვა: ვინ არის გმირი? ვინ არის პერსონაჟი? რა არის სიუჟეტი? რა არის ბუნებრივი მოვლენა? რა არის ფლორა? რა არის ფაუნა? რით განსხვავდება ბუნებრივად არსებული ხელოვნურად შექმნილი ხმის, ბგერის, ხმაურის, მღერის და მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტები ერთმანეთისგან? როგორ გამოისახება ხმის, ხმაურის, მღერის და მუსიკალური ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) მეშვეობით გარესამყარო?

კომპლექსური დავალების პირობა

წარმოიდგინე, რომ ესწრები დისნეის მულტიპლიკაციური ფილმების კვირეულს, შენ რიგრიგობით ნახავ მულტიპლიკაციურ ფილმებს და დღეიდან შენს  მეგობრებთან ერთად დაიწყებ მოგზაურობას დისნეის ჯადოსნურ სამყაროში და გაიცნობ ბევრ: ჯადოსნურ, მხიარულ, ცელქ, გონიერ, ბრძე, მოხერხებულ, სხარტ, ცნობისმოყვარე, თავნება, კეთილ, ბოროტ, საშიშ და სევდიან პერსონაჟს.

ამ საოცარი მოგზაურობის ბოლოს, კი შენ უნდა წარმოადგინო ფერადი ფანქრების გამოყენებით  შენს მიერ შესრულებული ნახატი. ნახატზე გამოსახული იქნება ის პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონა. ნახატის წარდგენის დროს, აუხსენი შენს მეგობრებს:

·         რა თვისებები აქვს შენს მიერ არჩეულ და დახატულ პერსონაჟს;

·         რომელი დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვს შენს მიერ დახატულ პერსონაჟს;

·         რა ისწავლე ამ პერსონაჟისგან;

·         აღწერე შენს მიერ არჩეული პერსონაჟის თავგადასავალი მულტიპლიკაციურ ფილმში;

გაითვალისწინე, საუკეთესო ნამუშევრების ავტორი მოსწავლეები მიიღებენ მოწვევას ქართული მულტიპლიკაციური ფილმების კვირეულზე.

 

პრაქტიკული რჩევები მასწავლებლებისთვის კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

ვიდეო რესურსები:

"ბემბი" - https://www.youtube.com/watch?v=hiGBEUDYPKY

"ლედი და მაწანწალა" - https://www.youtube.com/watch?v=eke00vhfXcE

"კონკია" - https://www.youtube.com/watch?v=MbBxy2YjfBI

"ალადინი და ჯადოსნური ლამპარი" - https://www.youtube.com/watch?v=pqBDtHH8wGw

"ფიფქია და შვიდი ჯუჯა"   - https://www.youtube.com/watch?v=cXozh8imZ5g

იდეები აქტივობებისთვის:

აქტივობა №1 - ასოციაციური რუკა თემაზე: ვინ იყვნენ მულტფილმის მთავარი პერსონაჟები? საერთო საკლასო აქტივობა.

აქტივობა №2 - ცხრილის შექმნა და შევსება „პერსონაჟი-თვისება“ საერთო საკლასო აქტივობა.

აქტივობა №3 – T დიაგრამა“ თემაზე: რომელი დადებითი და უარყოფითი თვისებები ამოვიცანით? საერთო საკლასო აქტივობა.

აქტივობა №4 – T დიაგრამა“ თემაზე: რომელი ბუნებივად არსებული და ხელოვნურად შექმნილი ხმა, ბგერა ხმაური, მღერა და მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტები ამოვიცანით? მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში.

აქტივობა 5 - თამაში „ვაწყობთ სიუჟეტს“ -  ბარათის ერთ მხარეს მოცემულია ფოტო მულტფილმიდან, მეორე მხარეს კი თავისუფალი უჯრა, სადაც მოსწავლეები ჩაწერენ ფოტოს ნომერს. მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში და ბარათების სწორი თანმიმდევრობით დანომრვის შემდეგ წარმოადგენენ სიუჟეტს.

აქტივობა 6 - თამაში „ვიმღეოროთ ერთად“ -  მოსწავლეები ერთიანდებიან ჯგუფებად, მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს რამდენიმე მუსიკალურ ფრაზას მულტფილმიდან, თითოეული ჯგუფი  ირჩევს ერთ მუსიკალურ ფრაზას რომელსაც ამუშავებს და წარმოადგენს აუდიტორიის წინაშე.

აქტივობა 7 - თამაში „გამოიცანი“ -  მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში, მასწავლებელი მათ ურიგებს ფოტოს მულტფილმიდან, მოსწავლეები კი აღწერენ და ახასიათებენ ფოტოზე გამოსახულ მცენარეებს, ცხოველებს და ფრინველებს.

აქტივობა №8 – გონებრივი იერიში თემაზე: რომელი ემოციები, გრძნობები და განწყობები ამოვიცანით? საერთო საკლასო აქტივობა.

აქტივობა 9 - დისკუსია თემაზე: რა გვასწავლეს მოლტფილმის პერსონაჟებმა? ჯგუფებში მუშაობა.

აქტივობა 10 - ვენის დიაგრამა თემაზე: „შევადაროთ პერსონაჟები ერთმანეთს“ საერთო საკლასო აქტივობა.

 

პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

  • გაიხსენე კლასში შესრულებული სახალისო აქტივობები, რა დაგამახსოვრდა?
  • გაიხსენე რა თვისებები აქვს შენს მიერ არჩეულ და დახატულ პერსონაჟს;
  • დაფიქრდი, რომელი დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვს შენს მიერ დახატულ პერსონაჟს;
  • დაფიქრდი, რა ისწავლე ამ პერსონაჟისგან;
  • გაიხსენე  შენს მიერ არჩეული პერსონაჟის თავგადასავალი მულტიპლიკაციურ ფილმში;
  • გაიხსენე  რომელი საქმეების გამო დაიმსახურა ამ პერსონაჟმა შენი მოწონება, რატომ არის ის შენი გმირი დისნეის სამყაროდან;

 

დავალების წარდგენის დროს ისაუბრე ნახატზე მუშაობის პროცესზე.

 

დამატებითი რესურსები კომპლექსური დავალების განხორციელებისთვის ვიდეო ინსტრუქციების სახით:

1) ზოგადი განათლების რეფორმა https://www.youtube.com/watch?v=k3A_OuNZ7UQ&t=104s

2) სოლო ტაქსონომია https://www.youtube.com/watch?v=8KGW7gGmLsY&t=44s

3) კონსტრუქტივიზმის თეორია https://www.youtube.com/watch?v=p-KsbCbe9z8

4)  სამიზნე ცნებები https://www.youtube.com/watch?v=9Z5hgNNzR_s&t=17s

5)  საგნობრივი სტანდარტი

 https://www.youtube.com/watch?v=3eyvwW5mWdk&t=24s

6)  როგორ შევქმნათ კომპლექსური დავალების ბარათი https://www.youtube.com/watch?v=fDNv8sGsRfs&t=55s

7)  როგორ განვახორციელოთ კომპლექსური დავალება https://www.youtube.com/watch?v=RUm8K42TAyk&t=74s

8)   როგორ გამოვიყენოთ განმავითარებელი შეფასება https://www.youtube.com/watch?v=UD_CPWA51jk&t=90s

9)   როგორ შევქმნათ და გამოვიყენოთ თემატური მატრიცა https://www.youtube.com/watch?v=Bhd7tZ_Ge18&t=184s


კომპლექსური დავალების ბარათი, სამოქალაქო განათლება, საბაზო საფეხური

საგანი: სამოქალაქო განათლება თემა: ინდივიდი და საზოგადოება (თემატური ბლოკი)                სამიზნე ცნება - სოციალიზაცია ...