Friday, December 30, 2022

კომპლექსური დავალების ბარათი - ბიოლოგია, საბაზო საფეხური.


საგანი: ბიოლოგია

თემა: ადამიანის რეპროდუქციული სისტემა

სამიზნე ცნება - მდგრადობა, ჯანმრთელობა,  დაავადება.

საკითხი - მავნე ჩვევების გავლენა ადამიანის რეპროდუქციულ სისტემაზე.

ქვესაკითხი - მავნე ნივთიერებების (სიგარეტის, ალკოჰოლის, ნარკოტიკული ნივთიერებების) გავლენა ადამიანის რეპროდუქციულ სისტემაზე.

ქვეცნებები - მავნე ჩვევა (სიგარეტის, ალკოჰოლის და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება).

საკვანძო შეკითხვა: როგორ გავააზრებინო თანატოლებს, ჩემს მიერ შექმნილი PPT საპრეზენტაციო პროგრამაში მომზადებული პრეზენტაციით, მავნე ნივთიერებების სახიფათო გავლენა ადამიანის რეპროდუქციულ სისტემაზე? 

კომპლექსური დავალების პირობა

შენ მიგიწვიეს შენივე სკოლის მოსწავლეთა კლუბში „მე მიყვარს ბიოლოგია“ მომხსენებლად თემაზე „ადამიანის რეპროდუქციული სისტემა და მასზე უარყოფითად მოქმედი ფაქტორები“. შენ ახლახანს შეისწავლე ადამიანის რეპროდუქციული სისტემა და მასზე მავნე ჩვევების სახიფათო გავლენა.

ძირითადი და დამატებითი რესურსების დამუშავების და საკლასო აქტივოებების გააზრების შედეგად და მოამზადე  PPT საპრეზენტაციო პროგრამაში მომზადებული პრეზენტაცია სათაურით „მავნე ნივთიერებების სახიფათო გავლენა ადამიანის რეპროდუქციულ სისტემაზე“.

ნათლად წარმოაჩინეთ:

·         რა ზოგადი უარყოფითი გავლენა აქვს მავნე ნივთიერებების (სიგარეტი, ალკოჰოლი, ნარკოტიკული ნივთიერებები) მოხმარებას ადამიანის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე;

·         რაში მდომარეობს მავნე ნივთიერებების სახიფათო გავლენა ადამიანის რეპროდუქციულ სისტემაზე;

წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები.

 

აქტივოებები

1) შექმენი ასოციაციური რუკა, სადაც აჩვენებ მავნე ნივთიერებების (სიგარეტი, ალკოჰოლი, ნარკოტიკული ნივთიერებები) ზოგად მავნე გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე;

2) შეავსე ცხრილი სადაც აჩვენებ, რაში მდომარეობს მავნე ნივთიერებების სახიფათო გავლენა ადამიანის რეპროდუქციულ სისტემაზე;

ძირითადი რესურსი: სახელმძღვანელო

დამატებითი რესურსები:

დამატებითი რესურსი 1 – მავნე ჩვევები ბავშვებში

იხ. ბმული: http://mastsavlebeli.ge/?p=31516  

რესურსი 2 - გენეტიკური დაავადებები

იხ. ბმული: https://janmrtelobainfo.ge/genetikuri-daavadebebi/ 

რესურსი 3 - გენეტიკური ტესტების ჯანმრთელობისთვის

იხ. ბმული: https://rm.coe.int/168046ce10 


სასწავლო რესურსი შექმნილია ზოგადი განათლების სისტემის სამართლებრივი საფუძვლების და სტრუქტურის კურსის ფარგლებში, ბსუ, 2022 წ.

No comments:

Post a Comment

კომპლექსური დავალების ბარათი, სამოქალაქო განათლება, საბაზო საფეხური

საგანი: სამოქალაქო განათლება თემა: ინდივიდი და საზოგადოება (თემატური ბლოკი)                სამიზნე ცნება - სოციალიზაცია ...