Wednesday, November 17, 2021

ინტეგრირებული კომპლექსური დავალების ბარათი პირველი კლასისთვის

 


ჩემი გმირი დისნეის სამყაროდან

ინტეგრირებული კომპლექსური დავალების ბარათი პირველი კლასის მოსწავლეებისთვის

(ქართული ენა, ბუნებისმეტყველება, მათემატიკა, ხელოვნება, მუსიკა)

ანა ანუშიძე

15 ნოემბერი, 2021 წელი.

ქართული ენა და ლიტერატურია

სამიზნე ცნება - ზეპირმეტყველება

შედეგები:

ქართ.დაწყ.(I).1 - სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში.

ქართ.დაწყ.(I).2 - სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.

ქართ.დაწყ.(I).3 - პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.

ქართ.დაწყ.(I).4 - ნაცნობი ლექსიკისა და ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციების სათანადოდ გამოყენება; მართლმეტყველებისა და სამეტყველო ეტიკეტის საბაზისო ნორმების დაცვა.

ქართ.დაწყ.(I).5 - ზეპირმეტყველების ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.

მათემატიკა

სამიზნე ცნება - რიცხვები და მოქმედებები

შედეგები:

მათ.დაწყ.(I).1 - მოსწავლე უნდა ფლობდეს და იყენებდეს რიცხვის ცნებას და რიცხვის წარმოდგენის საშუალებებს; მოსწავლემ უნდა შეძლოს რიცხვების შედარება და კლასიფიცირება.

მათ.დაწყ.(I).2 - მოსწავლემ უნდა შეძლოს ძირითადი არითმეტიკული ოპერაციების შესრულება რიცხვებზე.

ბუნებისმერტყველება

სამიზნე ცნება - დედამიწა და გარესამყარო

შედეგები:

ბუნ.დაწყ.(I).4. - მოსწავლემ უნდა შეძლოს: ლოკალურ გარემოში ორიენტირება; წყლისა და ხმელეთის მნიშვნელოვანი ობიექტების აღწერა და მათი ამოცნობა სხვადასხვა სახის გეგმასა და რუკაზე; ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობაზე მსჯელობა; ციკლური ბუნებრივი მოვლენების აღწერა და მათ გამომწვევ მიზეზებზე მსჯელობა.

ხელოვნება

სამიზნე ცნება - კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია

შედეგები:

ს.გ.დაწყ.(I).3. - მოსწავლემ უნდა შეძლოს თანაკლასელებთან თანამშრომ­ლობით (წყვილში, გუნდში) შესასრულებელი სამუშაოს დაგეგმვა და განხორციელება.

ს.გ.დაწყ.(I).4. - მოსწავლემ უნდა შეძლოს ინდივიდუალური და ერთობლივი ნამუშევ­რის წარდგენა; აზრის, იდეების, შთაბეჭდილებების გაზიარება და საუბარი სა­კუ­თარ, თანაკლასელთა ან ცნობილ ხელოვანთა ნამუშევრებზე შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით.

მუსიკა

სამიზნე ცნება - შემოქმედება და პრაქტიკა

შედეგები:

მუს.დაწყ.(I).1. - გარესამყაროში ბუნებრივად არსებული და ხელოვნურად შექმნილი ხმის, ბგერის, ხმაურის, მღერის და მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) გამოყენება გარკვეული ემოციური მდგომარეობის გადმოსაცემად;

მუს.დაწყ.(I).2. - ხმის, ხმაურის, მღერის და მუსიკალური ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) მეშვეობით გარესამყაროს ასახვა;

საკითხი - ჩემი გმირი დისნეის სამყაროდან

ქვეცნებები - გმირი, პერსონაჟი, სიუჟეტი, ბუნებრივი მოვლენა, ფლორა, ფაუნა, ხმა, ბგერა, ხმაური, მღერა, რიტმი, შედარება.

საკვანძო შეკითხვა: ვინ არის გმირი? ვინ არის პერსონაჟი? რა არის სიუჟეტი? რა არის ბუნებრივი მოვლენა? რა არის ფლორა? რა არის ფაუნა? რით განსხვავდება ბუნებრივად არსებული ხელოვნურად შექმნილი ხმის, ბგერის, ხმაურის, მღერის და მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტები ერთმანეთისგან? როგორ გამოისახება ხმის, ხმაურის, მღერის და მუსიკალური ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) მეშვეობით გარესამყარო?

კომპლექსური დავალების პირობა

წარმოიდგინე, რომ ესწრები დისნეის მულტიპლიკაციური ფილმების კვირეულს, შენ რიგრიგობით ნახავ მულტიპლიკაციურ ფილმებს და დღეიდან შენს  მეგობრებთან ერთად დაიწყებ მოგზაურობას დისნეის ჯადოსნურ სამყაროში და გაიცნობ ბევრ: ჯადოსნურ, მხიარულ, ცელქ, გონიერ, ბრძე, მოხერხებულ, სხარტ, ცნობისმოყვარე, თავნება, კეთილ, ბოროტ, საშიშ და სევდიან პერსონაჟს.

ამ საოცარი მოგზაურობის ბოლოს, კი შენ უნდა წარმოადგინო ფერადი ფანქრების გამოყენებით  შენს მიერ შესრულებული ნახატი. ნახატზე გამოსახული იქნება ის პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონა. ნახატის წარდგენის დროს, აუხსენი შენს მეგობრებს:

·         რა თვისებები აქვს შენს მიერ არჩეულ და დახატულ პერსონაჟს;

·         რომელი დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვს შენს მიერ დახატულ პერსონაჟს;

·         რა ისწავლე ამ პერსონაჟისგან;

·         აღწერე შენს მიერ არჩეული პერსონაჟის თავგადასავალი მულტიპლიკაციურ ფილმში;

გაითვალისწინე, საუკეთესო ნამუშევრების ავტორი მოსწავლეები მიიღებენ მოწვევას ქართული მულტიპლიკაციური ფილმების კვირეულზე.

 

პრაქტიკული რჩევები მასწავლებლებისთვის კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

ვიდეო რესურსები:

"ბემბი" - https://www.youtube.com/watch?v=hiGBEUDYPKY

"ლედი და მაწანწალა" - https://www.youtube.com/watch?v=eke00vhfXcE

"კონკია" - https://www.youtube.com/watch?v=MbBxy2YjfBI

"ალადინი და ჯადოსნური ლამპარი" - https://www.youtube.com/watch?v=pqBDtHH8wGw

"ფიფქია და შვიდი ჯუჯა"   - https://www.youtube.com/watch?v=cXozh8imZ5g

იდეები აქტივობებისთვის:

აქტივობა №1 - ასოციაციური რუკა თემაზე: ვინ იყვნენ მულტფილმის მთავარი პერსონაჟები? საერთო საკლასო აქტივობა.

აქტივობა №2 - ცხრილის შექმნა და შევსება „პერსონაჟი-თვისება“ საერთო საკლასო აქტივობა.

აქტივობა №3 – T დიაგრამა“ თემაზე: რომელი დადებითი და უარყოფითი თვისებები ამოვიცანით? საერთო საკლასო აქტივობა.

აქტივობა №4 – T დიაგრამა“ თემაზე: რომელი ბუნებივად არსებული და ხელოვნურად შექმნილი ხმა, ბგერა ხმაური, მღერა და მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტები ამოვიცანით? მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში.

აქტივობა 5 - თამაში „ვაწყობთ სიუჟეტს“ -  ბარათის ერთ მხარეს მოცემულია ფოტო მულტფილმიდან, მეორე მხარეს კი თავისუფალი უჯრა, სადაც მოსწავლეები ჩაწერენ ფოტოს ნომერს. მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში და ბარათების სწორი თანმიმდევრობით დანომრვის შემდეგ წარმოადგენენ სიუჟეტს.

აქტივობა 6 - თამაში „ვიმღეოროთ ერთად“ -  მოსწავლეები ერთიანდებიან ჯგუფებად, მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს რამდენიმე მუსიკალურ ფრაზას მულტფილმიდან, თითოეული ჯგუფი  ირჩევს ერთ მუსიკალურ ფრაზას რომელსაც ამუშავებს და წარმოადგენს აუდიტორიის წინაშე.

აქტივობა 7 - თამაში „გამოიცანი“ -  მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში, მასწავლებელი მათ ურიგებს ფოტოს მულტფილმიდან, მოსწავლეები კი აღწერენ და ახასიათებენ ფოტოზე გამოსახულ მცენარეებს, ცხოველებს და ფრინველებს.

აქტივობა №8 – გონებრივი იერიში თემაზე: რომელი ემოციები, გრძნობები და განწყობები ამოვიცანით? საერთო საკლასო აქტივობა.

აქტივობა 9 - დისკუსია თემაზე: რა გვასწავლეს მოლტფილმის პერსონაჟებმა? ჯგუფებში მუშაობა.

აქტივობა 10 - ვენის დიაგრამა თემაზე: „შევადაროთ პერსონაჟები ერთმანეთს“ საერთო საკლასო აქტივობა.

 

პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

  • გაიხსენე კლასში შესრულებული სახალისო აქტივობები, რა დაგამახსოვრდა?
  • გაიხსენე რა თვისებები აქვს შენს მიერ არჩეულ და დახატულ პერსონაჟს;
  • დაფიქრდი, რომელი დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვს შენს მიერ დახატულ პერსონაჟს;
  • დაფიქრდი, რა ისწავლე ამ პერსონაჟისგან;
  • გაიხსენე  შენს მიერ არჩეული პერსონაჟის თავგადასავალი მულტიპლიკაციურ ფილმში;
  • გაიხსენე  რომელი საქმეების გამო დაიმსახურა ამ პერსონაჟმა შენი მოწონება, რატომ არის ის შენი გმირი დისნეის სამყაროდან;

 

დავალების წარდგენის დროს ისაუბრე ნახატზე მუშაობის პროცესზე.

 

დამატებითი რესურსები კომპლექსური დავალების განხორციელებისთვის ვიდეო ინსტრუქციების სახით:

1) ზოგადი განათლების რეფორმა https://www.youtube.com/watch?v=k3A_OuNZ7UQ&t=104s

2) სოლო ტაქსონომია https://www.youtube.com/watch?v=8KGW7gGmLsY&t=44s

3) კონსტრუქტივიზმის თეორია https://www.youtube.com/watch?v=p-KsbCbe9z8

4)  სამიზნე ცნებები https://www.youtube.com/watch?v=9Z5hgNNzR_s&t=17s

5)  საგნობრივი სტანდარტი

 https://www.youtube.com/watch?v=3eyvwW5mWdk&t=24s

6)  როგორ შევქმნათ კომპლექსური დავალების ბარათი https://www.youtube.com/watch?v=fDNv8sGsRfs&t=55s

7)  როგორ განვახორციელოთ კომპლექსური დავალება https://www.youtube.com/watch?v=RUm8K42TAyk&t=74s

8)   როგორ გამოვიყენოთ განმავითარებელი შეფასება https://www.youtube.com/watch?v=UD_CPWA51jk&t=90s

9)   როგორ შევქმნათ და გამოვიყენოთ თემატური მატრიცა https://www.youtube.com/watch?v=Bhd7tZ_Ge18&t=184s


No comments:

Post a Comment

კომპლექსური დავალების ბარათი, სამოქალაქო განათლება, საბაზო საფეხური

საგანი: სამოქალაქო განათლება თემა: ინდივიდი და საზოგადოება (თემატური ბლოკი)                სამიზნე ცნება - სოციალიზაცია ...