Friday, December 30, 2022

კომპლექსური დავალების ბარათი, სპორტი, საბაზო საფეხური


საგანი: სპორტი

თემა: სპორტის სათამაშო (გუნდური, ინდივიდუალური) სახეობები

სამიზნე ცნება - თვითკონტროლი

საკითხი - სპორტის სათამაშო სახეობები

ქვესაკითხი - ფეხბურთი

ქვეცნებები - ემოციების მართვა, დისციპლინა, ჰიგიენა, უსაფრთხოების დაცვა, კვება, ფიზიკური ვარჯიში, ძირითადი წესების და სამართლიანი თამაშის წესების დაცვა.

საკვანძო შეკითხვა: როგორ გავაცნო თანატოლებს, ჩემს მიერ შექმნილი ციფრული ამბის თხრობის პროდუქტით თუ რა წესები უნდა დავიცვათ ფეხბურთის თამაშის დროს და რატომ?

კომპლექსური დავალების პირობა

წარმოიდგინეთ, რომ კულტურის და სპორტის სამინისტრომ, სპორტის სახეობებში, მოსწავლეთა ეროვნული ოლიმპიადის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, გამოაცხადა კონკურსი „სპორტის ექსპერტი“ საბაზო საფეხურის სკოლის მოსწავლეებისთვის. კონკურსის პირობების თანახმად უნდა შექმნათ ციფრული თხრობის პროდუქტი, სადაც დეტალურად ახსნით და ისაუბრებთ ფეხბურთის თამაშის თითოეული წესის შესახებ და განმარტავთ რატომ არის აუცილებელი მათი დაცვა.

ციფრული თხრობის პროდუქტში ნათლად წარმოაჩინეთ:

·         ფეხბურთის თამაშის თითოეული წესი;

·         ფეხბურთის თამაშის წესების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებული დისციპლინური სახდელები;

·         თამაშის წესების დაცვის მნიშვნელობა;

წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები.

 

აქტივოებები

1) შექმენი ასოციაციური რუკა, რომლითაც აჩვენებ ფეხბურთის თამაშის წესებს;

2) შეავსე ცხრილი, სადაც აჩვენებ რა დისციპლინური სახდელებია გათვალისწინებული, ფეხბურთის თითოეული წესის დარღვევისთვის.

3) შეავსე T დიაგრამა, რომლის მარცხენა მხარეს ჩამოწერთ სამართლიანი თამაშის წესებს, ხოლო მარჯვენა მხარეს ახსნით მათი დაცვის მნიშვნელობას.

ძირითადი რესურსი: სახელმძღვანელო

დამატებითი რესურსები:

დამატებითი რესურსი 1 – ფეხბურთის წესები და რეგულაციები

იხ. ბმული: https://digitalhub.fifa.com/m/3f3e15cc1ab8977b/original/datdz0pms85gbnqy4j3k-pdf.pdf 


სასწავლო რესურსი შექმნილია ზოგადი განათლების სისტემის სამართლებრივი საფუძვლების და სტრუქტურის კურსის ფარგლებში, ბსუ, 2022 წ.

No comments:

Post a Comment

კომპლექსური დავალების ბარათი, სამოქალაქო განათლება, საბაზო საფეხური

საგანი: სამოქალაქო განათლება თემა: ინდივიდი და საზოგადოება (თემატური ბლოკი)                სამიზნე ცნება - სოციალიზაცია ...