საგანი: სამოქალაქო
განათლება
თემა: ინდივიდი და
საზოგადოება (თემატური ბლოკი)
სამიზნე ცნება - სოციალიზაცია |
საკითხი - სასკოლო გარემო/სასკოლო საზოგადოება ქვესაკითხი - ჩემი სკოლის კულტურა ქვეცნებები - კულტურა, საკლასო კულტურა, სასკოლო
კულტურა, უსაფრთხო გარემო, ბულინგი, ფიზიკური, ვერბალური, არავერბალური და კიბერ
ბულინგი, მობინგი, სკოლის შინაგანაწესი, „საკლასო კონსტიტუცია“, მოსწავლის
ქცევის კოდექსი. საკვანძო
შეკითხვა: როგორ გავაცნო
აუდიტორიას, ჩემი სკოლის უნიკალური კულტურა, ჩემს მიერ შექმნილი ინფოგრაფიკით? |
კომპლექსური
დავალების პირობა წარმოიდგინეთ რომ, თქვენი რაიონის რესურსცენტრმა გამოაცხადა
კონკურსი სკოლებისთვის. კონკურსის პირობების თანახმად, თითოეულმა სკოლამ უნდა შექმნას
ინფოგრაფიკი თემაზე „ჩემი სასკოლო კულტურა“ რითიც რაიონის სკოლებს გაუზიარებს მის
უნიკალურ და საუკეთესო პრაქტიკას. თქვენმა სკოლამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩაერთოს კონკურსში.
ამ მიზნით, სკოლამ იგივე შინაარსის სასკოლო კონკურსი გამოაცხადა, საუკეთესო ინფოგრაფიკის
ავტორი საკუთარ ნამუშევარს სკოლის სახელით, წარადგენს რაიონულ კონფერენცია - გამოფენაზე. შექმნათ ორიგანალური ინფოგრაფიკი, რომელიც ნათლად
წარმოაჩენს თქვენი სკოლის სასკოლო გარემოს და კულტურას. ძირითადი და დამატებითი რესურსების დამუშავების და საკლასო აქტივობების გააზრების
შედეგად, მოამზადეთ ინფოგრაფიკი სათაურით: „ჩემი სკოლის კულტურა“. ინფოგრაფიკში ნათლად წარმოაჩინეთ: ·
სკოლის ფილოსოფია (მისია, ხედვა, ღირებულებები); ·
სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ განხორციელებული
აქტივობები, ბოლო ერთი წლის მანძილზე; ·
შენი სკოლის მიდგომა გამოწვევებთან გამკლავებისთვის; წარმოადგინეთ თქვენი
კვლევის ეტაპები. |
აქტივოებები 1) შექმენი ასოციაციური რუკა, რომლითაც
აჩვენებ თუ როგორ უმკლავდება შენი სკოლა გამოწვევებს. 2) შეავსე ცხრილი სადაც აჩვენებ შენი
სკოლის მისიას, ხედვას და ძირითად ღირებულებებს. 3) T დიაგრამის
სახით ჩამოწერე ის აქტივობები, რომლებიც ბოლო ერთი წლის მანძილზე განახორციელა
შენი სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ, მეორე მხარეს კი აღნიშნე რა შედეგი
მოუტანა სასკოლო საზოგადოებას ამ აქტივობის განხორციელებამ. |
ძირითადი რესურსი: სახელმძღვანელო დამატებითი რესურსები: დამატებითი რესურსი 1 – მულტფილმი (სრული ნაკრები ყველა სერიის) "ბავშვები 402 ოთახიდან" იხ. ბმული: https://www.youtube.com/watch?v=woKAVvZYMRw&list=PLLhOnau-tupSL4JTlsabt4oJaeaeN2yWb |