Friday, October 29, 2021

რელიეფის ფორმები

 


რელიეფის ფორმები

სამიზნე ცნება - დედამიწა და გარესამყარო

შედეგები: ბუნ.საბ. 1, 4; 

საკითხი - რელიეფის ფორმები

ქვეცნებები:

კონტინენტები: დედამიწის

ოკეანეები: ქანები;

კუნძულები და ნახევარკუნძულები: მინერალი;

ზღვები, სრუტეები და ყურეები: მანტია;

საკვანძო შეკითხვა: როგორ  ვაჩვენო და ავუხსნა ჩემს მეგობრებს PPT პრეზენტაციის   საშუალებით, თუ როგორია დედამიწის რელიეფი, და რა განსხვავება სხვადასხვა რელიეფის ფორმებს შორის?

 

კომპლექსური დავალების პირობა

შენმა სკოლამ გამოაცხადა ინფოგრაფიკების კონკურსი თემაზე - მოძრავი ხმელეთი.

კონკურსში მონაწილე 10 საუკეთესო ინფოგრაფიკი შეირჩევა ციფრულ გამოფენაზე წარსადგენად. საუკეთესო ინფოგრაფიკების ავტორები მიწვეულები იქნებიან ორ კვირიან სასწავლო კურსზე ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში.

PPT პრეზენტაციის  შექმნა დედამიწის რელიეფის შესახებ.

დავალებაში ნათლად წარმოაჩინეთ:

·         რა მსგავსება და განსხვავებაა კუნძულს და ნახევარკუნძულს შორის;

·         რა მსგავსება და განსხვავებაა ზღვას, ყურეს და სრუტეს შორის;

·         რა მსგავსება და განსხვავებაა კონტინენტსა და კუნძულს შორის;

·         რა მსგავსება და განსხვავებაა კონტინენტურ და ვულკანური წარმოშობის კუნძულებს შორის;

პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

გაეცანით მასალას, რაც საკითხის გააზრებაში დაგეხმარება.

(1)   მოამზადეთ არგუმენტები მსჯელობისთვის თემებზე:

  • რა მსგავსება/განსხვავებაა კუნძულსა და ნახევაკუნძულს შორის?
  • რა მსგავსება/განსხვავებაა ზღვას, ყურეს და სრუტეს შორის?

(2)   ააგეთ ასოციაციური რუკა თემაზე:

რა მსგავსება/განსხვავებაა კონტინენტებსა და კუნძულებს შორის

(3)   შეავსეთ ცხრილი თემაზე:

კონტინენტური და ვულკანური  წარმოშობის კუნძულები

წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები.

რესურსები:

რესურსი 1 - რელიეფის ფორმები, ტელესკოლის ვიდეო გაკვეთილი https://www.youtube.com/watch?v=KeaDFmE3O88

რესურსი 2 - რელიეფი, ვიდეო გაკვეთილი https://www.youtube.com/watch?v=T2LlJzBGls4

რესურსი 3 - ინსტრუქცია მაკეტის პრეზენტირებისთვის,  canva.com - ში - https://www.youtube.com/watch?v=5XWbEOk90mA

პრაქტიკული რჩევები მასწავლებლებისთვის:

·                     გაეცანით რესურსის და კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე მოახდინეთ მისი მოდიფიცირება.

·                     კომპლექსური დავალების პირობა გააცანით მოსწავლეებს.

·                     დაუანონსეთ მოსწავლეებს  საკითხი და პროდუქტი, რომელიც უნდა შექმნან კომპლექსური დავალების ფარგლებში.

·                     გააცანით მოსწავლეებს რესურსი.

·                     საკითხზე მუშაობის პროცესში მოიფიქრეთ და განახორციელეთ აქტივობები შემდეგი  ქვეცნებების და საკითხთან დაკავშირებული საკვანძო შეკითხის დამუშავებისთვის.

·                     თითოეული აქტივობა, რომელსაც განახორციელებთ კომპლექსური დავალების ფარგლებში, დაუკავშირეთ კომპლექსური დავალების მიზანს და გაითვალისწინეთ, რომ თითოეული აქტივობა უნდა ეხმარებოდეს მოსწავლეს კომპლექსური დავალების პროდუქტის შექმნაში.

·                     კომპლექსური დავალების შეფასება ხდება მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით, SOLO ტაქსონომიით.

 

მე - 6 კლასი ბუნებისმეტყველება (კომპლექსური დავალება 1)

https://emis188.sharepoint.com/sites/------371/Shared%20Documents/Forms/AllItems.aspx?id=%2Fsites%2F------371%2FShared%20Documents%2FGeneral%2FRecordings%2Fგზამკვლევი-20211031_181426-Meeting%20Recording%2Emp4&parent=%2Fsites%2F------371%2FShared%20Documents%2FGeneral%2FRecordings&p=true

სასარგებლო ბმულები მასწავლებლებისთვის:

1)      ზოგადი განათლების რეფორმა https://www.youtube.com/watch?v=k3A_OuNZ7UQ&t=104s

2)      სოლო ტაქსონომია https://www.youtube.com/watch?v=8KGW7gGmLsY&t=44s

3)      კონსტრუქტივიზმის თეორია https://www.youtube.com/watch?v=p-KsbCbe9z8

4)      სამიზნე ცნებები https://www.youtube.com/watch?v=9Z5hgNNzR_s&t=17s

5)      საგნობრივი სტანდარტი https://www.youtube.com/watch?v=3eyvwW5mWdk&t=24s

6)      როგორ შევქმნათ კომპლექსური დავალების ბარათი https://www.youtube.com/watch?v=fDNv8sGsRfs&t=55s

7)      როგორ განვახორციელოთ კომპლექსური დავალება https://www.youtube.com/watch?v=RUm8K42TAyk&t=74s

8)      როგორ გამოვიყენოთ განმავითარებელი შეფასება https://www.youtube.com/watch?v=UD_CPWA51jk&t=90s

9)      როგორ შევქმნათ და გამოვიყენოთ თემატური მატრიცა https://www.youtube.com/watch?v=Bhd7tZ_Ge18&t=184s

10)  სასკოლო სასწავლო გეგმის შექმნა https://www.youtube.com/watch?v=Qz2foh-alIQ&t=119s

No comments:

Post a Comment

კომპლექსური დავალების ბარათი, სამოქალაქო განათლება, საბაზო საფეხური

საგანი: სამოქალაქო განათლება თემა: ინდივიდი და საზოგადოება (თემატური ბლოკი)                სამიზნე ცნება - სოციალიზაცია ...