Friday, October 29, 2021

დედამიწის აგებულება

 


დედამიწის აგებულება

სამიზნე ცნება - დედამიწა და გარესამყარო

შედეგები: ბუნ.საბ. 1, 4.

საკითხი - დედამიწის აგებულება

ქვეცნებები:

დედამიწის სტრუქტურა: დედამიწის აგებულება; კოსმოსი; გარსი; დედამიწის ქერქი; მანტია; ბირთვი; კომპასი; მაგნიტი; მაგნიტური ველი; გეოგრაფიული პოლუსი; მაგნიტური პოლუსი; რუკა.

დედამიწის ამგები ქანები: ქანები; მაგმური ქანები; დანალექი ქანები; მეტამორფული ქანები.

მინერალები: მინერალი; სასარგებლო წიაღისეული; საბადო.

დედამიწის ქერქი: მანტია; კონტინენტური ქანები; ოკეანური ქერქი.

საკვანძო შეკითხვა: როგორ  ვაჩვენო და ავუხსნა ჩემს მეგობრებს მაკეტის  საშუალებით, თუ როგორია დედამიწის აგებულება?

კომპლექსური დავალების პირობა

შენმა სკოლამ გამოაცხადა მაკეტების კონკურსი დედამიწის შინაგანი აგებულების თემაზე.

კონკურსში მონაწილე 10 საუკეთესო მაკეტის ავტორი მოსწავლე მიწვეული იქნება მაკეტების დამზადების ორ დღიან ვორქშოპზე ტენო - პარკში, მაკეტების დამზადების თემაზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღებისთვის მოამზადე დედამიწის მოდელი პლასტელინებისგან ისე, რომ ჩანდეს მისი შინაგანი აგებულება, თითოეული გარსის წარმოსაჩენად გამოიყენე სხვადასხვა ფერის პლასტელინი.

მაკეტის შექმნა დედამიწის აგებულების შესახებ.

დავალებაში ნათლად წარმოაჩინეთ:

 როგორი ფორმა აქვს დედამიწას;

როგორაა განაწილებული დედამიწის ზედაპირზე წყალი და ხმელეთი; 

      როგორია დედამიწის შინაგანი აგებულება (შიდა ბირთვი/გარე ბირთვი/ასთენოსფერო/მანტია/კონტინენტური და ოკეანური ქერქი);

დავალების პრეზენტაციის დროს ისაუბრე:

·         რით განსხვავდება ერთმანეთისგან კონტინენტური და ოკეანური ქერქი;

·         რა არის მანტია;

·         რა არისი ასთენოსფერო;

·         რით განსხვავდება დედამიწის გარე ბირთვი შდა ბირთვისგან ;

·         წარმოშბის მიხედვით როგორ იყოფა დედამიწის ქერქის ამგები ქანები;

·         რისგან შედგება ქანი;

·         რას უწოდებენ სასარგებლო წიაღისეულს;

·         სად მოიპოვება სასარგებლო წიაღისეული;

·         რატომ სწავლობენ დედამიწის შინაგან აგებულებას;

პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

გაეცანით მასალას, რაც საკითხის გააზრებაში დაგეხმარება.

მოამზადე არგუმენეტბი შეკითხვებზე:

რატომ ხდება მიწისძვრები და ვულკანები?

სად მოიპოვება სასარგებლო წიაღისეული?

შექმენი  ასოციაციური რუკა თემაზე: დედამიწის შინაგანი აგებულება.

შეავსე ცხრილი თემაზე: დედამიწის ამგები ქანები წარმოშობის მიხედვით.

წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები.

რესურსი 1 - დედამიწის აგებულება, ტელესკოლის გაკვეთილი https://www.youtube.com/watch?v=L03CRAcX8WI

რესურსი 2 - დედამიწის შინაგანი აგებულება, ვიდეო გაკვეთილი https://www.youtube.com/watch?v=7k_QEzejk5o

რესურსი 3 - დედამიწის ბირთვის საიდუმლო, საზ.მაუწყებლის ვიდეო რესურსი https://www.youtube.com/watch?v=TQuqWAMiLXM

რესურსი 4 – პრეზენტაციის მომზადება Power Point - ში ნაწილი I - https://www.youtube.com/watch?v=hVNi1l0Zg7g

რესურსი 5 – პრეზენტაციის მომზადება Power Point - ში ნაწილი II - https://www.youtube.com/watch?v=snlaBoBoWYM

რესურსი 6 - პრეზენტაციის მომზადება Power Point - ში ნაწილი III - https://www.youtube.com/watch?v=zJXcIJPqosU

პრაქტიკული რჩევები მასწავლებლებისთვის:

·                   გაეცანით რესურსის და კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე მოახდინეთ მისი მოდიფიცირება.

·                    კომპლექსური დავალების პირობა გააცანით მოსწავლეებს.

·            დაუანონსეთ მოსწავლეებს  საკითხი და პროდუქტი, რომელიც უნდა შექმნან კომპლექსური დავალების ფარგლებში.

·                   გააცანით მოსწავლეებს რესურსი.

საკითხზე მუშაობის პროცესში მოიფიქრეთ და განახორციელეთ აქტივობები შემდეგი  ქვეცნებების და საკითხთან დაკავშირებული საკვანძო შეკითხის დამუშავებისთვის.

თითოეული აქტივობა, რომელსაც განახორციელებთ კომპლექსური დავალების ფარგლებში, დაუკავშირეთ კომპლექსური დავალების მიზანს და გაითვალისწინეთ, რომ თითოეული აქტივობა უნდა ეხმარებოდეს მოსწავლეს კომპლექსური დავალების პროდუქტის შექმნაში.

კომპლექსური დავალების შეფასება ხდება მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით, SOLO ტაქსონომიით.

 

ვიდეო გზამკვლევი - მე - 5 კლასი ბუნებისმეტყველება (კომპლექსური დავალება 1)


https://emis188.sharepoint.com/sites/------371/Shared%20Documents/Forms/AllItems.aspx?id=%2Fsites%2F------371%2FShared%20Documents%2FGeneral%2FRecordings%2Fგზამკვლევი-20211031_191410-Meeting%20Recording%2Emp4&parent=%2Fsites%2F------371%2FShared%20Documents%2FGeneral%2FRecordings&p=true

სასარგებლო ბმულები მასწავლებლებისთვის:

1)      ზოგადი განათლების რეფორმა https://www.youtube.com/watch?v=k3A_OuNZ7UQ&t=104s

2)      სოლო ტაქსონომია https://www.youtube.com/watch?v=8KGW7gGmLsY&t=44s

3)      კონსტრუქტივიზმის თეორია https://www.youtube.com/watch?v=p-KsbCbe9z8

4)      სამიზნე ცნებები https://www.youtube.com/watch?v=9Z5hgNNzR_s&t=17s

5)      საგნობრივი სტანდარტი

 https://www.youtube.com/watch?v=3eyvwW5mWdk&t=24s

6)      როგორ შევქმნათ კომპლექსური დავალების ბარათი https://www.youtube.com/watch?v=fDNv8sGsRfs&t=55s

7)      როგორ განვახორციელოთ კომპლექსური დავალება https://www.youtube.com/watch?v=RUm8K42TAyk&t=74s

8)      როგორ გამოვიყენოთ განმავითარებელი შეფასება https://www.youtube.com/watch?v=UD_CPWA51jk&t=90s

9)      როგორ შევქმნათ და გამოვიყენოთ თემატური მატრიცა https://www.youtube.com/watch?v=Bhd7tZ_Ge18&t=184s

10)  სასკოლო სასწავლო გეგმის შექმნა https://www.youtube.com/watch?v=Qz2foh-alIQ&t=119s

No comments:

Post a Comment

კომპლექსური დავალების ბარათი, სამოქალაქო განათლება, საბაზო საფეხური

საგანი: სამოქალაქო განათლება თემა: ინდივიდი და საზოგადოება (თემატური ბლოკი)                სამიზნე ცნება - სოციალიზაცია ...