კომპლექსური დავალების ბარათი გეოგრაფიაში
საკითხზე: ატლანტის ოკეანე
სამიზნე
ცნება - გეოგრაფიული კვლევა
და გეოგრაფიული ანალიზი; გეოგრაფიული მოვლენა და გეოგრაფიული პროცესი; მდგრადი
განვითარება; შედეგები: გეო.საბ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 9, 10,
11, 12, 13; |
საკითხი
- ატლანტის ოკეანე ქვეცნებები
- ოკეანე, ზღვა,ყურე, სრუტე, დაბინძურება, მდგრადი განვითადება, სათბური ეფექტი. საკვანძო
შეკითხვა: რაში
მდგომარეობს ატლანტის ოკეანის თავისებურებები? რა
ფაქტორები განაპირობებენ ატლანტის ოკეანეში მიმდინარე პროცესებს? |
კომპლექსური
დავალების პირობა წაიკითხეთ რესურსი და მოამზადეთ სტატი ჟურნალისთვის
თემაზე: „მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვა ატლანტის ოკეანის გადარჩენისთვის“ ნათლად
წარმოაჩინეთ: ატლანტის ოკეანის თავისებურებები; ატლანტის ოკეანის თავისებურებების განმაპირობებელი
ფაქტორები; ატლანტის ოკეანეში მიმდინარე პროცესების განმაპირობებელი
ფაქტორები; |
პრაქტიკული
რჩევები მოსწავლეებისთვის კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის: ცხრილის
სახით წარმოადგინე: ატლანტის ოკეანის თავისებურებები; ატლანტის ოკეანის თავისებურებების განმაპირობებელი ფაქტორები; ატლანტის ოკეანეში მიმდინარე პროცესების განმაპირობებელი
ფაქტორები; წარმოადგინეთ
თქვენი კვლევის ეტაპები. პრაქტიკული რჩევები მასწავლებლებისთვის:
|
ატლანტის ოკეანე ზომაში იზრდება - მკვლევართა თქმით, სიტუაცია საგანგაშოა
19:18, 27.06.2018
გლობალური ოკეანის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად თბობადი რეგიონების შემსწავლელ მეცნიერთა განცხადებით, ამ რეგიონში ცვლილებები იმდენად ვრცელი და უცაბედია, რომ მალე ატლანტის ოკეანეს დამატებითი „კიდური“ გაუჩნდება, ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში.
ბარენცის ზღვისა და სკანდინავიის ჩრდილოეთ ნაწილები, ასევე სვალბარდის არქიპელაგის აღმოსავლეთი ნაწილი უკიდურესად სწრაფად თბება. 2000 წლიდან დღემდე, ტემპერატურამ იქ 1,5°C-ით მოიმატა და დედამიწის ყველაზე სწრაფად თბობად რეგიონად იქცა.
ნორვეგიის საზღვაო კვლევების ინსტიტუტის მკვლევარმა სიგრიდ ლინდმა და მისიმა კოლეგებმა ზაფხულში აღებულ ტემპერატურულ და მარილიანობის ნიმუშებზე დაყრდნობით დაადგინეს, რომ ამ დათბობას თან ახლავს ხასიათის სრული ცვლილება. საქმე იმაშია, რომ ამ რეგიონში ატლანტის ოკეანე იჭრება და მას ძალიან განსხვავებულ ერთეულად გარდაქმნის.
ლინდი და მისი კოლეგები ხაზს უსვამენ, რომ გაყოფა ატლანტიკასა და არქტიკას შორის მხოლოდ გეოგრაფიული როდია — ის ბუნებით უფრო ფიზიკურია.
მიუხედავად იმისა, რომ ბარენცის ზღვის სამხრეთი ნაწილი უფრო რბილია, ჩრდილოეთი ნაწილი ბოლო დრომდე ინარჩუნებდა არქტიკის ზღვის მახასიათებლებს. გამოირჩევა მოტივტივე ზღვის ყინულებით, რომელთა დნობისას, ოკეანის თავზე წარმოიქმნება ცივი, მტკნარი წყალი.
შედეგად, წიაღში არსებული სითბო ატმოსფეროში ვეღარ გარბის და ოკეანე რჩება შრეებად დაშლილი, სადაც ოკეანის ზედა ნაწილში ცივი, მტკნარი წყალია, დაბლა კი თბილი, ატლანტიკური წარმოშობის წყლები.
ყინულის ოდენობის შემცირებასთან ერთად, ოკეანის ზედაპირი მისი დნობისგან უფრო ნაკლებ მტკნარ წყალს იღებს.
როცა ეს ხდება, ღრმა ატლანტიკური წყლები ერევა სულ უფრო და უფრო ზედა ფენებს და ზღვას არა მხოლოდ ათბობს, არამედ უფრო მარილიანსაც ხდის.
ამის შედეგად, როგორც კვლევა იუწყება, ბოლო წლებში დრამატული ცვლილება მოხდა წყლის სვეტოვან სტრუქტურაში. არქტიკის ზედაპირის წყლები, რომელთა ტემპერატურაც ნულს გრადუსი იყო, ახლა თითქმის მთლიანად გაქრა.
„ეს რეგიონი ატლანტის ოკეანის კლიმატზე გადადის და ეს პროცესი ძალიან სწრაფად ხდება“, — ამბობს ლინდი.
როგორც კვლევის შედეგად დადგინდა, ამ მოვლენას აჩქარებს ის ფაქტი, რომ ბარენცის ზღვა არქტიკის ზედა ნაწილიდან რეგულარულად აღარ მარაგდება მოტივტივე ყინულებით.
არქტიკის ზღვის ყინული თანდათან ირღვევა და უფრო მობილური ხდება წელიწადის თბილი თვეებში. მაგრამ სულ უფრო ნაკლები მათგანი შედის და დნება ბარენცის ზღვაში. ეს კი თავის მხრივ განაპირობებს ოკეანის წყლების შრეებად დაყოფის მოშლას, რადგან ბარენცის ზღვას ამ მდგომარეობის შესანარჩუნებლად საკმარისი მტკნარი წყალი აღარ აქვს.
ამ ცვლილების შედეგად, ბარენცის ზღვის ძალიან პროდუქტიულმა მეთევზეობამ შეიძლება, უფრო ჩრდილოეთით გადაინაცვლოს. ზოგადად, ზიანი მიადგება არქტიკის ზღვის ეკოსისტემას.
გარდა ამისა, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, მთელი რიგი ცვლილებები შეეხება ამინდსაც, რაც ალბათ უკვე ხდება კიდეც.
რატგერსის უნივერსიტეტის არქტიკის ექსპერტის, ჯენიფერ ფრანცისის განცხადებით, ყინულის დანაკარგებს ბარენცისა და კარის ზღვებში, შეუძლია დააზიანოს ატმოსფერული ნაკადები. ეს კი თავის მხრივ გამოიწვევს ექსტრემალურ ამინდს ევრაზიაში, განსაკუთრებით ზამთარში.
ეს კი უფრო დააგრძელებს პოლარული ჰაერის ნაკადს, რომელიც მაღალი წნევის რეგიონის გავლისას უფრო ღრმად გაიჭრება სამხრეთით და წარმოქმნის დაბალი წნევის ზონას.
ფრანცისის თქმით, ამ წაგრძელებულ ნაკადს შედეგად მოჰყვება ქრონიკულად ცივი პერიოდები აღმოსავლეთ აზიაში, ასევე მოიშლება სტრატოსფერული პოლარული მორევი, რაც თავის მხრივ უფრო გაზრდის ყინულის დანაკარგებს ზამთრის მიწურულს. მისივე თქმით, ასეთი რამ გასულ ზამთარში უკვე მოხდა.
მკვლევართა თქმით, ბარენცის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში ცვლილებები შესაძლოა უკვე ისე შორს არის წასული, რომ სიტუაციის გამოსწორება შეუძლებელიც იყოს.
„რა მოხდება? სავარაუდოდ, ბარენცის ზღვაში ყინული მთლიანად გაქრება და უკან აღარ დაბრუნდება“, — ამბობს ნორვეგიის საზღვაო კვლევების ინსტიტუტის მკვლევარი სიგრიდ ლინდი.
მომზადებულია The
Washington Post-ის მიხედვით.
ატლანტის ოკეანის სიღრმეში მტკნარი წყლის გიგანტური
რეზერვუარი აღმოაჩინეს
16:55, 24.06.2019
ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, აშშ-ის სანაპიროსთან,
მლაშე წყლის ქვეშ გეოლოგებმა მტკნარი წყლის შემცველი გიგანტური ფენა აღმოაჩინეს.
მიუხედავად საოცარი ზომისა, ეს აღმოჩენა მთლად
მოულოდნელიც არ ყოფილა. მტკნარი წყლის სიგნალები პირველად 1970-იან წლებში შენიშნეს,
მაგრამ ამ დრომდე არავინ ელოდა, რომ ფოროფან ქანებში ჩაჭედილი უზარმაზარი რეზერვუარი
აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს თითქმის მთელ სიგრძეზე იქნებოდა გადაჭიმული.
კოლუმბიის უნივერსიტეტის გეოლოგის, კლოე გუსტაფსონის
განცხადებით, იზოლირებულ ადგილებში მტკნარი წყლის არსებობის შესახებ მათთვის აქამდეც
ცნობილი იყო, მაგრამ არ იცოდნენ მისი ზუსტი გეომეტრია.
2015 წელს გუსტაფსონის კოლეგებმა ნიუ-ჯერსისა
და მასაჩუსეტსის სანაპიროებზე საპილოტე კვლევა ჩაატარეს.
კვლევით გემზე განთავსებული ელექტრომაგნიტური
მიმღების გამოყენებით, ნაპირიდან მოშორებულ ზონებში, კონტინენტური შელფების ქვეშ არსებულ
დანალექებში ჯგუფი მიწისქვეშა წყლების დეპოზიტებს ეძებდა.
1970-იან წლებში, ნავთობკომპანიების მიერ წარმოებული
კვლევითი სამუშაოების დროს, გაბურღვისას შემთხვევით მტკნარი წყალი აღმოაჩინეს; შესაბამისად,
მეცნიერებმა მისი არსებობის შესახებ გარკვეულწილად უკვე იცოდნენ. თუმცა, უცნობი რჩებოდა
რესურსის მოცულობა და ზუსტი მონაცემები.
სწორედ ამ მიზნით, სპეციალური გემით, მკვლევართა
ჯგუფი ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს 10 დღის განმავლობაში იკვლევდა. ისინი გემის ქვეშ
წყალში ელექტროგამტარობას ამოწმებდნენ.
მლაშე წყალი ელექტრომაგნიტურ ტალღებს მტკნარ წყალზე
უკეთ ატარებს; შესაბამისად, ამ ტალღების მიმღები სპეციალური მოწყობილობით მკვლევრებმა
წყალშემცველი ფენის ზუსტი მოცულობა განსაზღვრეს.
დადგინდა, რომ თითქმის უწყვეტი წყალქვეშა წყალშემცველი
ფენის სისტემა აშშ-ის ატლანტიკურ სანაპიროსთან სულ მცირე 350 კმ-ზე ვრცელდება და შეიცავს
დაბალი მარილიანობის მქონე 2800 კუბურ კილომეტრ მიწისქვეშა წყალს.
მკვლევართა აზრით, მტკნარი წყლის შემცველი ფენა
ვრცელდება დელავერიდან მასაჩუსეტსის შტატამდე, შესაძლოა, უფრო შორსაც.
მათი განცხადებით, მტკნარი წყალი ამ ზონაში სავარაუდოდ
ბოლო გამყინვარების ხანაში მოხვდა, როცა ის კლდოვან დანალექებში ჩაიჭედა.
აშშ-ში ამ წყლის სასმელად გამოყენების საჭიროება
ამჟამად არ დგას. თანაც, მისი გარკვეული ნაწილი, განსაკუთრებით ზედა ფენა, დროთა განმავლობაში
დაბინძურებული იქნება მარილით. თუმცა, როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, თუკი ასეთ რეზერვუარს
მსოფლიოს მშრალ, უწყლო რეგიონებთან აღმოაჩენენ, უზარმაზარი იქნება მისი მნიშვნელობა
გამოყენების თვალსაზრისით.
კვლევა ჟურნალ Scientific
Reports-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია columbia.edu-სა და
ScienceAlert-ის მიხედვით.
https://1tv.ge/news/atlantis-okeanis-sighrmeshi-mtknari-wylis-giganturi-rezervuari-aghmoachines/
No comments:
Post a Comment