Friday, December 4, 2020

კომპლექსური დავალების ბარათი გეოგრაფიაში, საკითხზე: დიდი ბარიერული რიფი

 კომპლექსური დავალების ბარათი გეოგრაფიაში

საკითხზე: დიდი ბარიერული რიფი


სამიზნე ცნება - გეოგრაფიული კვლევა და ანალიზი; გეოგრეაფიული მოვლენა და პროცესი;მდგრადი განვითარება;

შედეგები: გეო.საბ. 1, 2, 3, 6, 9, 10, 11, 12, 13;

 

საკითხი - დიდი ბარიერული რიფი

ქვეცნებები - რიფი, დიდი ბარიერული რიფი

საკვანძო შეკითხვა:

რაში გამოიხატება დიდი ბარიერული რიფის მნიშვნელობა?

რა განაპირობებს დიდი ბარიერული რიფის ცვლილებას?

კომპლექსური დავალების პირობა

ავსტრალიის ნაპირებზე დიდი ბარიერული რიფის გაუფერულებამ უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწიატოპოგრაფიული სურათებით დადასტურდარომ უკვე გაუფერულ-და რიფის ორი მესამედი ნაწილიინფორმაციას ბრიტანული The Gurardian ავრცელებს.

წაიკითხეთ რესურსი და მოამზადეთ სტატია ელექტრონული ჟურნალისთვის თემაზე: „დიდი ბარიერული რიფი“

ნათლად წარმოაჩინეთ:

ბარიერული რიფის მნიშვნელობა;

დიდი ბარიერული რიფის ცვლილების განმაპირობებელი ფაქტორები;

პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

შექმენით ასოციაციური რუკა თემაზე: „დიდი ბარიერული რიფის მნიშვნელობა“

ჩამოწერეთ  დიდი ბარიერული რიფის ცვლილების განმაპირობებელი ფაქტორები.

 

წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები.

 

პრაქტიკული რჩევები მასწავლებლებისთვის:

  • გაეცანით რესურსის და კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე მოახდინეთ მისი მოდიფიცირება.
  • კომპლექსური დავალების პირობა გააცანით მოსწავლეებს.
  • დაუანონსეთ მოსწავლეებს  საკითხი და პროდუქტი, რომელიც უნდა შექმნან კომპლექსური დავალების ფარგლებში.
  • გააცანით მოსწავლეებს რესურსი.
  • საკითხზე მუშაობის პროცესში მოიფიქრეთ და განახორციელეთ აქტივობები შემდეგი  ქვეცნებების და საკითხთან დაკავშირებული საკვანძო შეკითხის დამუშავებისთვის.
  • თითოეული აქტივობა, რომელსაც განახორციელებთ კომპლექსური დავალების ფარგლებში, დაუკავშირეთ კომპლექსური დავალების მიზანს და გაითვალისწინეთ, რომ თითოეული აქტივობა უნდა ეხმარებოდეს მოსწავლეს კომპლექსური დავალების პროდუქტის შექმნაში.
  • კომპლექსური დავალების შეფასება ხდება მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით, SOLO ტაქსონომიით.

ავსტრალიის ნაპირებზე დიდი ბარიერული რიფის გაუფერულებამ უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია. ტოპოგრაფიული სურათებით დადასტურდა, რომ უკვე გაუფერულდა რიფის ორი მესამედი ნაწილი. ინფორმაციას ბრიტანული The Gurardian- ავრცელებს.

მარჯნის რიფების სიმბიოზური წყალმცენარეების გაუფერულების პროცესი, რომელიც მათ კაშკაშა ფერს აძლევდა, რიფის 1500 კმ-მდე გაფართოვდა.

მეცნიერების თქმით, Zooxanthellae - ინდივიდუალური ორგანიზმები, რომლებიც მარჯნის სიმბიოზში ცხოვრობენ, განიცდიან სტრესს ან გრძნობენ პოტენციურ საშიშროებას, რის გამოც ისინი რიფს ტოვებენ. სწორედ ეს არის დიდი ბარიერული რიფის მთავარი პრობლემა.

მეცნიერების განმარტებით, რიფის გაუფერულება ტემპერატურის მატების ბრალია. ადამიანური აქტივობის გამო ის ხურდება, რადგანაც მსოფლიოს ოკეანეები, ადამიანის წარმოებულ 93% ენერგიას ისრუტავენ. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ დაკარგული ფერის დაბრუნება უკვე შეუძლებელია და ძალიან მალე, ბარიერული რიფიც შესაძლოა მთლიანად გაუფერულდეს.

ჯეიმს კუკის სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერის ტერი ჰიუზის თქმით, საზოგადოებამ ძალიან მალე უნდა მიიღოს ზომები კლიმატური ცვლილების თაობაზე.

დიდი ბარიერული რიფი - წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში მსოფლიოში მარჯნის რიფებისა და კუნძულების უზარმაზარი ჯაჭვია. რიფი დედამიწაზე ყველაზე დიდი ბუნებრივი ობიექტია, რომელიც შექმნილია ცოცხალი ორგანიზმებისგან და მისი დანახვა კოსმოსიდან იოლად შეიძლება.

ვიდეო რესურსი:  https://youtu.be/hsJyDAifO_k

 სასარგებლო ბმულები მასწავლებლებისთვის:

1)      ახალი სკოლის მოდელი https://www.youtube.com/watch?v=k3A_OuNZ7UQ&t=104s

2)      სოლო ტაქსონომია https://www.youtube.com/watch?v=8KGW7gGmLsY&t=44s

3)      კონსტრუქტივიზმის თეორია https://www.youtube.com/watch?v=p-KsbCbe9z8

4)      სამიზნე ცნებები https://www.youtube.com/watch?v=9Z5hgNNzR_s&t=17s

5)      საგნობრივი სტანდარტი გეოგრაფიაში https://www.youtube.com/watch?v=3eyvwW5mWdk&t=24s

6)      როგორ შევქმნათ კომპლექსური დავალების ბარათი https://www.youtube.com/watch?v=fDNv8sGsRfs&t=55s

7)      როგორ განვახორციელოთ კომპლექსური დავალება https://www.youtube.com/watch?v=RUm8K42TAyk&t=74s

8)      როგორ გამოვიყენოთ განმავითარებელი შეფასება https://www.youtube.com/watch?v=UD_CPWA51jk&t=90s

9)      როგორ შევქმნათ და გამოვიყენოთ თემატური მატრიცა https://www.youtube.com/watch?v=Bhd7tZ_Ge18&t=184s

10)  სასკოლო სასწავლო გეგმის შექმნა https://www.youtube.com/watch?v=Qz2foh-alIQ&t=119s

ანა ანუშიძე

2 ივლისი, 2021 წელი


No comments:

Post a Comment

კომპლექსური დავალების ბარათი, სამოქალაქო განათლება, საბაზო საფეხური

საგანი: სამოქალაქო განათლება თემა: ინდივიდი და საზოგადოება (თემატური ბლოკი)                სამიზნე ცნება - სოციალიზაცია ...