Thursday, December 3, 2020

კომპლექსური დავალების ბარათი, საკითხზე: აფრიკის რიფტული რღვევა

 კომპლექსური დავალების ბარათი

 საკითხზე: აფრიკის რიფტული რღვევა


სამიზნე ცნება - გეოგრაფიული კვლევა და გეოგრაფიული ანალიზი; გეოგრაფიული გარსი; გეოგრაფიული მოვლენა და გეოგრაფიული პროცესი;

შედეგები: გეო.საბ. 1, 2, 3, 4, 5, 9;

 

საკითხი - აფრიკის რიფტული რღვევა

ქვეცნებები - რიფტული რღვევა; ენდოგენური პროცესები; ეგზოგენური პროცესები;

საკვანძო შეკითხვა: რამ გამოიწვია აფრიკის რიფტული რღვევა? როგორია რიფტული რღვევის თანმხლები პროცესები?

კომპლექსური დავალების პირობა

სრულიად მოულოდნელად, კენიაში უზარმაზარი ნაპრალი გაჩნდა, რამაც ახალი დისკუსია წარმოშვა აფრიკის ორ ნაწილად გაყოფასთან დაკავშირებით. თავსხმა წვიმების კვალდაკვალ, კილომეტრის სიგრძის უფსკრული ზრდას განაგრძობს.

წაიკითხეთ რესურსი და მოამზადეთ 2-5 წუთიანი ვიდეორგოლი თემაზე „აფრიკის რიფტული რღვევა“

ნათლად წარმოაჩინეთ:

  • რიფტული რღვევის განმაპირობებელი მიზეზები;
  • რიფტული რღვევის თანმხლები პროცესები;

პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

  • ჩამოწერეთ რიფტული რღვევის განმაპირობებელი მიზეზები;
  • ჩამოწერეთ რიფტული რღვევის თანმხლები პროცესები;

წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები.

 

პრაქტიკული რჩევები მასწავლებლებისთვის:

  • გაეცანით რესურსს და კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე მოახდინეთ მისი მოდიფიცირება.
  • კომპლექსური დავალების პირობა გააცანით მოსწავლეებს.
  • დაუანონსეთ მოსწავლეებს  საკითხი და პროდუქტი, რომელიც უნდა შექმნან კომპლექსური დავალების ფარგლებში.
  • გააცანით მოსწავლეებს რესურსი.
  • საკითხზე მუშაობის პროცესში მოიფიქრეთ და განახორციელეთ აქტივობები შემდეგი  ქვეცნებების და საკითხთან დაკავშირებული საკვანძო შეკითხის დამუშავებისთვის.
  • თითოეული აქტივობა, რომელსაც განახორციელებთ კომპლექსური დავალების ფარგლებში, დაუკავშირეთ კომპლექსური დავალების მიზანს და გაითვალისწინეთ, რომ თითოეული აქტივობა უნდა ეხმარებოდეს მოსწავლეს კომპლექსური დავალების პროდუქტის შექმნაში.
  • კომპლექსური დავალების შეფასება ხდება მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით, SOLO ტაქსონომიით.

აფრიკაში მოულოდნელად უზარმაზარი ნაპრალი გაჩნდა - კონტინენტი ორად იყოფა

სრულიად მოულოდნელად, კენიაში უზარმაზარი ნაპრალი გაჩნდა, რამაც ახალი დისკუსია წარმოშვა აფრიკის ორ ნაწილად გაყოფასთან დაკავშირებით. თავსხმა წვიმების კვალდაკვალ, კილომეტრის სიგრძის უფსკრული ზრდას განაგრძობს.

ნაპრალის უცაბედი გამოჩენა დაკავშირებულია ამ რეგიონის ზონალურ სისუსტესთან და აფრიკის კონტინენტზე ამჟამად მიმდინარე რღვევასთან. წამყვანი ჰიპოთეზის მიხედვით, კონტინენტის რღვევა გამოწვეულია მიწისქვეშა სუპერცხელი ჭავლებით, რაც განაპირობებს აფრიკის ორად გახლეჩვას, კონტინენტის აღმოსავლეთ კიდის გასწვრივ.

საბედნიეროდ, რღვევის პროცესს მილიონობით წელი დასჭირდება. დედამიწის ქერქი ამ ადგილას თანდათან გათხელდება, ჩაიძირება და ნელ-ნელა მის ადგილას ოკეანის წყლის ვიწრო ზოლი შემოვა.

კონტინენტების ორად გაყოფა საკმაოდ ჩვეულებრივი ამბავია. მაგალითად, ამ გზით გაჩნდა ატლანტის ოკეანეც. დააკვირდით, როგორ კარგად ჯდება ერთმანეთში აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ფორმები. ერთ დროს ისინი ერთი კონტინენტის ნაწილი იყო, რომელიც შუაატლანტიკური ქედის წყალობით, თანდათან ორად გაიყო.

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებმა აფრიკის რღვევის შესახებ უკვე დიდი ხანია იციან, ვერ ხერხდებოდა გამომწვევი ზუსტი მიზეზის დადგენა. როგორც ზოგიერთი მტკიცებულება მიუთითებს, პროცესს იწვევს აღმოსავლეთ აფრიკის კიდეზე მიწისქვეშიდან მაღლა ამომავალი სუპერჭავლები, რომლებიც პირდაპირ ხვრეტს დედამიწის ქერქს.

სუპერჭავლები წარმოქმნის აღმოსავლეთ აფრიკის რღვევის ხაზს, რომელიც გადაჭიმულია 3000 კილომეტრზე, ადენის ყურიდან ზიმბაბვემდე. რღვევა 25 მილიონი წლის წინ დაიწყო და თანდათანობით, სომალისა და ნუბიის ტექტონიკური ფილების წყალობით, დასრულდება ორი სხვადასხვა კონტინენტური მასის წარმოქმნით. რღვევის მაჩვენებელი ამჟამად წელიწადში რამდენიმე მილიმეტრია და ასე გაგრძელების შემთხვევაში, ამ პროცესს მილიონობით წელი დასჭირდება.

მიუხედავად იმისა, რომ ვრცელი რღვევის სისტემის გამომწვევი მიზეზი მიწისქვეშ საკმაოდ ღრმად იმალება, რამდენიმე დღის წინ უცაბედად წარმოქმნილი 15 მ სიღრმისა და 20 მ სიგანის ნაპრალის გაჩენის კონკრეტული მიზეზი ამ ზონაში მოსული დიდი ოდენობით ნალექია.

რღვევის ზედაპირული გამოხატულება წარმოქმნის ვულკანიზმის ვრცელ ზონას, სეისმურ აქტივობას, მიწის აწევას და ჩავარდნას, ნაპრალებისა და ნახეთქების გაჩენას.

მილიონობით წლის შემდეგ, აფრიკის აღმოსავლეთი კიდე კონტინენტის დანარჩენ ნაწილს თავთხელი ზღვით გამოეყოფა. პროცესი არ შეჩერდება და ინდოეთის ოკეანეში შეცურდება უზარმაზარი ახალი კუნძული. დიდი ალბათობით, ამ კუნძულზე მოექცევა თანამედროვე ეთიოპიის, სომალის, კენიისა და ტანზანიის ტერიტორიები.

 

წყარო: მომზადებულია forbes.com-ის მიხედვით

ვიდეო რესურსები:

https://www.youtube.com/watch?v=wO7s5zIhX6k&feature=emb_logo

https://1tv.ge/news/afrikashi-moulodnelad-uzarmazari-naprali-gachnda-kontinenti-orad-iyofa/

ვიდეო გაკვეთილი აფრიკა (ნაწილი 1) - https://www.youtube.com/watch?v=Uy0u1aiA-9w&t=4s

ვიდეო გაკვეთილი აფრიკა (ნაწილი 2) - https://www.youtube.com/watch?v=iw4toVA6-C0

სასარგებლო ბმულები მასწავლებლებისთვის:

1)      ახალი სკოლის მოდელი https://www.youtube.com/watch?v=k3A_OuNZ7UQ&t=104s

2)      სოლო ტაქსონომია https://www.youtube.com/watch?v=8KGW7gGmLsY&t=44s

3)      კონსტრუქტივიზმის თეორია https://www.youtube.com/watch?v=p-KsbCbe9z8

4)      სამიზნე ცნებები https://www.youtube.com/watch?v=9Z5hgNNzR_s&t=17s

5)      საგნობრივი სტანდარტი გეოგრაფიაში https://www.youtube.com/watch?v=3eyvwW5mWdk&t=24s

6)      როგორ შევქმნათ კომპლექსური დავალების ბარათი https://www.youtube.com/watch?v=fDNv8sGsRfs&t=55s

7)      როგორ განვახორციელოთ კომპლექსური დავალება https://www.youtube.com/watch?v=RUm8K42TAyk&t=74s

8)      როგორ გამოვიყენოთ განმავითარებელი შეფასება https://www.youtube.com/watch?v=UD_CPWA51jk&t=90s

9)      როგორ შევქმნათ და გამოვიყენოთ თემატური მატრიცა https://www.youtube.com/watch?v=Bhd7tZ_Ge18&t=184s

10)  სასკოლო სასწავლო გეგმის შექმნა https://www.youtube.com/watch?v=Qz2foh-alIQ&t=119s

ანა ანუშიძე

2 ივლისი, 2021 წელი

 


No comments:

Post a Comment

კომპლექსური დავალების ბარათი, სამოქალაქო განათლება, საბაზო საფეხური

საგანი: სამოქალაქო განათლება თემა: ინდივიდი და საზოგადოება (თემატური ბლოკი)                სამიზნე ცნება - სოციალიზაცია ...