კომპლექსური დავალების ბარათი გეოგრაფიაში
საკითხზე: ტბები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში
სამიზნე ცნება - გეოგრაფიული კვლევა და გეოგრაფიული ანალიზი; გეოგრაფიული გარსი; მოსახლეობა და მეურნეობა; შედეგები: გეო.საბ.1, 2,3,4, 5, 6, 7, 8; |
საკითხი - ტბები
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ქვეცნებები - ტბა, ტბის
წარმოშობა, ბუნებრივი რესურსები; საკვანძო შეკითხვა: როგორ
წარმოიქმნება ტბები? როგორ ხდება ტბების გამოყენება? |
კომპლექსური
დავალების პირობა წაიკითხეთ რესურსი და მოამზადეთ პოსტერი თემაზე „სამცხე - ჯავახეთი ტბებით მდიდარი
რეგიონი“ ნათლად
წარმოაჩინეთ:
|
პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის კომპლექსურ
დავალებაზე მუშაობისთვის:
წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები. პრაქტიკული
რჩევები მასწავლებლებისთვის:
|
7 გამორჩეული ტბა სამცხე–ჯავახეთში
სამცხე–ჯავახეთი ტბებით ერთ - ერთი ყველაზე მდიდარი მხარეა საქართველოში. ამ რეგიონში შეხვდებით ყველაზე ღრმა, ყველაზე დიდ და ყველაზე უცნაური სახელების მქონე ტბებს.
განსაკუთრებით ტბაუხვი ჯავახეთია. ახალქალაქისა და ნინოწმინდის ტბების დიდი ნაწილი
ჯავახეთის დაცული ტერიტორიებისა და ჯავახეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაშია. ამ
ტბებთან მიახლოებისას გარკვეული წესების დაცვა გმართებთ. ამ ტერიტორიაზე აკრძალულია ნადირობაც.
ჯავახეთის ტბებს, სილამაზის გარდა, კიდევ ერთი თავისებურება გამოარჩევს – ისინი გადამფრენი
ფრინველებისთვის მნიშვნელოვანი დასასვენებელი და საკვები ადგილებია.
მსოფლიოში არსებული 10 ათასამდე ცნობილი ფრინველის სახეობის თითქმის 20% რეგულარულად
მიგრირებს. ამ ფრინველების გადაფრენის გზა საქართველოში კოლხეთისა და ჯავახეთის ზეგანზე
გადის.
ფარავნის ტბა – ეს საქართველოს ყველაზე დიდი და ამავე დროს თევზით მდიდარი ტბაა. ვულკანურ-ტექტონიკური ტიპის ტბა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2073 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.
ხოზაფინის, იგივე კარწახის ტბა, რომლის ნაწილი თურქეთის ტერიტორიაზეა,
გამორჩეულია იმით, რომ აქ იშვიათი ფრინველები მრავლდებიან, მათ შორის, ვარხვები. ტბა
ახალქალაქში, ჯავახეთის დაცულ ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 1799 მეტრ სიმაღლეზეა. ამ ტბაზე ორი ჯიშის, ხუჭუჭა
და კოტორა ვარხვები ბინადრობენ.
ბუღდაშენის ტბა ნინოწმინდაში, ზღვის დონიდან 2040 მეტრზე მდებარეობს. ტბის შიგნით მოქცეული პატარა კუნძული და რამდენიმე ხე ბუღდაშენს ფრინველების სამოთხედ აქცევს. ტბაზე მოწყობილი სადამკვირვებლო კოშკურებით, გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვებაც შესაძლებელია.
საღამოს ტბა ნინოწმინდაშია, ზღვის დონიდან 1996 მეტრზე. ტბას ტრაპეციის ფორმა აქვს და ჯავახეთის სხვა ტბების მსგავსად, საღამოს ტბაც ზამთარში რამდენიმე თვით იყინება.
ხანჩალის ტბა ნინოწმინდაში, ჯავახეთის ზეგანზე, ზღვის დონიდან 1928 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ეს ტბა თითქმის ნახევარი წელიწადი გაყინულია – ნოემბრიდან აპრილის ბოლომდე.
ტაბაწყური, იგივე ტაბისყური, ყველაზე ღრმა ტბაა. ტბა ბორჯომისა და ახალქალაქის
მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ზღვის დონიდან 1991 მეტრზე მდებარეობს. ტბის უდიდესი
სიღრმე 40,2 მეტრია. დეკემბრის ბოლოდან მარტის ბოლომდე ტბა იყინება. ფარავნის მსგავსად,
ტაბაწყურიც მდიდარია თევზით.
ასპინძაში, ვარძიისკენ მიმავალ გზაზე, ძნელია გულგრილად ჩაუარო წუნდის ტბას. 6 მეტრი სიღრმის ტბა სოფელ ნაქალაქევში მდებარეობს. არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც თამარ მეფე თითქოს ამ ტბის ანარეკლით ისწორებდა თმას. ამიტომ ეს ტბა „თამარის სარკის“ სახელითაც არის ცნობილი.
სამცხე-ჯავახეთის ზოგიერთმა ტბამ თქვენი ყურადღება შეიძლება უცნაური სახელის გამო მიიქციოს - ლევანის ტბა, დიდი ჯაჯის ტბა, ლამაზი ტბა, მრუდე ტბა და შიშველი ტბა, ჩიტოს ტბა. უცნაურ სახელიანი ტბები, საქართველოში მრავლად არსებობს: მზის ტბა, გველების ტბა, დათვების ტბა, დევის ტბა, ნურიგელის ტბა, წეროს ტბა, და სხვ.
22 მარტი მსოფლიო წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო
დღეა. ეს დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით
აღინიშნება. ამ დღის დაწესებისა და აღნიშვნის მიზანია, მსოფლიო საზოგადოებას კიდევ
ერთხელ შეახსენოს, როგორი მნიშვნელობა აქვს წყლის რესურსების მოფრთხილებას და მის დაცვას.
წყარო: http://sknews.ge/index.php?newsid=16998
წყარო: http://mastsavlebeli.ge
No comments:
Post a Comment