Wednesday, December 16, 2020

კომპლექსური დავალების ბარათი სამოქალაქო განათლებაში - პიროვნული განვითარება და სოციალიზაცია რესურსი: „წერილი ქალიშვილისადმი“ მიხეილ ჯავახიშვილი

კომპლექსური დავალების ბარათი სამოქალაქო განათლებაში  - პიროვნული განვითარება და სოციალიზაცია

რესურსი:  „წერილი ქალიშვილისადმი“   მიხეილ ჯავახიშვილი


სამიზნე ცნება - პიროვნული განვითარება და სოციალიზაცია

შედეგები: 1, 2, 3, 4;

საკითხი - ინდივიდი და საზოგადოება

ქვეცნებები - პიროვნება, საზოგადოება, სამშობლო, პატრიოტიზმი;

საკვანძო შეკითხვა: რა განაპირობებს პიროვნულ განვითარებას?

კომპლექსური დავალების პირობა

წაიკითხეთ რესურსი და მოამზადეთ წერილობითი მოხსენება  თემაზე: „პიროვნული განვითარება“

ნათლად წარმოაჩინეთ:

·         პიროვნული განვითარების განმაპირობებელი ფაქტორები;

პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

·         შეავსეთ ცხრილი თემაზე „პიროვნული განვითარების განმაპირობებელი ფაქტორები“

                      წაიკითხეთ რესურსი და წერილობით უპასუხე შეკითხვებს: 

               როგორ გესმით ფრაზა „შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია,ხოლო მისი მეგობარი, შენი პირადი მეგობარი“?

               რა არის თქვენი აზრით სამი ყველაზე მთავარი რჩევა რომელსაც მიხეილ ჯავახიშვილი აძლევს  შვილს?



წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები.

პრაქტიკული რჩევები მასწავლებლებისთვის:

·                     გაეცანით რესურსის და კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე მოახდინეთ მისი მოდიფიცირება.

·                     კომპლექსური დავალების პირობა გააცანით მოსწავლეებს.

·                     დაუანონსეთ მოსწავლეებს  საკითხი და პროდუქტი, რომელიც უნდა შექმნან კომპლექსური დავალების ფარგლებში.

·                     გააცანით მოსწავლეებს რესურსი.

·                     საკითხზე მუშაობის პროცესში მოიფიქრეთ და განახორციელეთ აქტივობები   ქვეცნებების და საკითხთან დაკავშირებული საკვანძო შეკითხის დამუშავებისთვის.

·                     თითოეული აქტივობა, რომელსაც განახორციელებთ კომპლექსური დავალების ფარგლებში, დაუკავშირეთ კომპლექსური დავალების მიზანს და გაითვალისწინეთ, რომ თითოეული აქტივობა უნდა ეხმარებოდეს მოსწავლეს კომპლექსური დავალების პროდუქტის შექმნაში.

·                     კომპლექსური დავალების შეფასება ხდება მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით, SOLO ტაქსონომიით.

·                     იხილეთ ვიდეო ინსტრუქცია კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპების შესახებ;


„წერილი ქალიშვილისადმი“   მიხეილ ჯავახიშვილი

შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.

შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია,ხოლო მისი მეგობარი, შენი პირადი მეგობარი.  ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის.  

შენ მიეცი მას წრფელი გულით ყოველივე და ისიც მოგცემს ყოველივეს.

მაინც მუდმივ მხოლოდ შენი თავის იმედი იქონიე. ისე იცხოვრე, ვითომ ამქვეყნად არც მოვალე გყოლია და არც მშველელი.

 

განაგე თავი შენი და დაუმორჩილე გონებას შენი ჟინი, კერპი გული და ურჩი სურვილები.

                

გზის გაკვლევა და გამარჯვება შეიძლება მხოლოდ შრომით და პატიოსნებით. ზარმაცობა, ცუღლუტობა, სიცრუე და სიყალბე ადამიანს ადრე თუ გვიან უეჭველად დაღუპავს.

 

სანამ საკუთარ ფეხზე არ დამდგარხარ, მშობლებს ყველაფერი დაუჯერე. იმათ შენთვის მხოლოდ სიკეთე უნდათ. ჯერჯერობით საკუთარ ჭკუას, ჟინს და გულის ზრახვას ნუ აჰყვები.

 

თავმოყვარეობა შეიძინე და თავის თავის ფასი ისწავლე, მაგრამ ნუ გადააჭარბებ. არ გაამაყდე.

 

ბოლოს და ბოლოს, ყოველთვის სჯობს სამი რამ: პირველი - შრომა, მეორე - შრომა და მესამე - შრომა.

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე.

 

შენი მოსიყვარულე მამა,

მიხეილ ჯავახიშვილი


No comments:

Post a Comment

კომპლექსური დავალების ბარათი, სამოქალაქო განათლება, საბაზო საფეხური

საგანი: სამოქალაქო განათლება თემა: ინდივიდი და საზოგადოება (თემატური ბლოკი)                სამიზნე ცნება - სოციალიზაცია ...