Tuesday, October 20, 2020

როგორ შევქმნათ კომპლექსური დავალების ბარათი



 როგორ შევქმნათ კომპლექსური დავალების ბარათი

კომპლექსური დავალების ბარათის შემადგენელი ნაწილები

 

რეკომენდაცია

 

მაგალითი

 

 

 

 

 

 

 

 

1

 

 

 

 

 

 

 

 

სამიზნე ცნება

სამიზნე ცნებებთან დაკავშირებით, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ რომ საბაზო საფეხურზე გეოგრაფიაში გვაქვს 5 სამიზნე ცნება და ყველა კლასში დასამუშავებელი თითოეული თემის ფარგლებში უნდა დამუშავდეს ხუთივე მათგანი.

 

თემა შედგება საკითხებისგან.

 

კომპლექსურ დავალებას ვქმნით რომელიმე კონკრეტულ საკითხზე, და მისი საშუალებით ვამუშავებთ ერთ ან რამდენიმე სამიზნე ცნებას.

 

სამიზნე ცნების და მისი მკვიდრი წარმოდგენების რაიმე სახით ცვლილება არ ხდება.

მოსახლეობა და მეურნეობა; მდგრადი განვითარება;

 

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

 

შედეგები

საგნობრივი სტანდარტი, საბაზო საფეხურზე, გეოგრაფიაში შედგება 13 ერთეულისგან, ან 13 შედეგისგან რომელსაც უნდა მივაღწიოთ საბაზო საფეხურზე სწავლა- სწავლების გზით.

 

კომპლექსური დავალების ბარათში, სამიზნე ცნებასთან ერთად უნდა მივუთითოთ საგნობრივი სტანდარტიდან რომელი შედეგის მიღწევაზე ვართ ორიეტირებულნი.

ბუნებრივია რომ სამიზნე ცნებები და საგნობრივი სტანდარტის შედეგები ერთმანეთს უნდა უკავშირდებოდეს.

 

გეო.საბ.3. სხვადასხვა ტიპის წყაროდან (რუკა, ფოტო, ცხრილი, გრაფიკი, დიაგრამა, აერო და კოსმოსური სურათები, მულტიმედია საშუალებები) ინფორმაციის ამოკითხვა და გაანალიზება; კვლევის შედეგების ცხრილების, გრაფიკების და დიაგრამების სახით წარმოდგენა.

გეო.საბ.7. ბუნებრივი პირობებისა და რესურსების ზეგავლენის გაანალიზება მოსახლეობის სამეურნეო საქმიანობასა და ცხოვრების წესზე;

გეო.საბ.8. მოსახლეობის  ძირითადი მახასიათებლების (ბუნებრივი და მექანიკური მოძრაობა, სტრუქტურა, სიმჭიდროვე, განსახლება) ცვალებადობის გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების გააზრება;

გეო.საბ.9. ცალკეული გეოგრაფიული ერთეულების (კონტინეტი, რეგიონი, ბუნებრივი ზონა, ლანდშაფტი) კომპლექსური დახასიათება;

გეო.საბ.11. მდგრადი განვითარების გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური მნიშვნელობის გააზრება მოსახლეობის კეთილდღეობისთვის;

 

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

საკითხი

საკითხთან დაკავშირებით უნდა აღვნიშნოთ რომ მას ვირჩევთ საგნის წლიურ პროგრამაში მოცემული თემებიდან.

 

თითოეულ თემას შეესაბამება საკითხების წყება, რომელთა დამუშავების გზითაც ვამუშავებთ თემას და სამიზნე ცნებებს. ვაღწევთ საგნობრივ სტანდარტს.

 

თანამედროვე ბრაზილიის ეკონომიკური გზა

4

საკვანძო შეკითხვა

საკვანძო შეკითხვები - გახლავთ ის შეკითხვები  რომლებზე პასუხებიც ყველა მოსწავლეს უნდა ჰქონდეს კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის შედეგად.

რამ განაპირობა ბრაზილიის ეკონომიკის  განვითარების თავისებურებები?

რატომ არსებობს მკვეთრად გამოხატული სოციალური-ეკონომიკური უთანასწორობა ბრაზილიაში?

5

ქვეცნებები

ყველა იმ ცნების, საკითხის, ტერმინის ერთობლიობა, რომლებსაც ვამუშავებთ კომპლექსური დავალების ბარათის საკითხის დამუშავების დროს.

ბრაზილიის ეკონომიკის სტრუქტურა (მრეწველობა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, მომსახურების სფერო, ვაჭრობა). ეკონომიკა. ეკონომიკური კრიზისი. ინფლაციის დონე. მაკროეკონომიკური სტაბილურობა. მთლიანი შიდა პროდუქტი. ექსპორტი. იმპორტი.  მეურნეობის დარგი. ბუნებრივი რესურსები (წყლის რესურსები, ნოყიერი ნიადაგები, საძოვრები, მინერალურ - სანედლეულო ბაზა). შრომითი რესურსი. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა. მოსახლეობის სტრუქტურა. აგლომერაცია (სან - პაულუს, რიო - დე - ჟანეიროს, ბუენოს აირესის, მეხიკოს), ფაველა, ახალი ინდუსტრიული ქვეყანა.  ქვეყნის ჰუმანური განვითარების ინდექსი.

 

 

 

 

 

5

 

 

 

 

 

პირობა

პირობის შექმნის დროს უნდა გავითვალისწონთ რომ ის იყოს:

1-საინტერესო

2-ნათელი და მკაფიო

3-პირობაში უნდა ჩანდეს რა არის კომპლექსური დავალების პროდუქტი, ანუ რა უნდა შექმნას მოსწავლემ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესის შედეგად.

4 - ამასთან, ჩვენს მიერ შექმნილი დავალების პირობა უნდა ითვალისწინებდეს ჩვენი მოსწავლეების ასაკობრივ თავისებურებებს, და საჭიროებებს.

ბრაზილია ეკონომიკური განვითარების სტრატეგიითა და ტემპით საკმაოდ საინტერესო ქვეყანაა.

 

წაიკითხეთ რესურსი და მოამზადეთ 2-5 წუთიანი ვიდეორგოლი ან პოსტერი თანამედროვე ბრაზილიის შესახებ.

 

6

 

შეფასების კრიტერიუმები

შეფასების კრიტერიუმებში, ნათლად და  მკაფიოდ უნდა გავწეროთ თუ რა უნდა გაითვალისწინონ  და წარმოაჩინონ მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების პროდუქტში.

·         ბრაზილიის ხელისუფლების მიერ ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობისთვის გადადგმული ნაბიჯები;

·         თანამედროვე ბრაზილიის ეკონომიკის მდგომარეობა, ეკონომიკის პრიორიტეტული დარგები და ამ პრიორიტეტულობის განმაპირობებელი ფაქტორები;

 

·         მოსახლეობის ცხოვრების დონე და მოსახლეობის ფენებს შორის არსებული მკვეთრი სოციალურ-ეკონომიკური განსხვავების გამომხატველი მოცემულობები; მთავრობის ხედვა ქვეყნის მდგრად განვითარებისთან დაკავშირებით.

 

 

 

 

 

 

7

რჩევები

 

მოსწავლეებისთვის

მაქსიმალურად ნათელი და კონკრეტული გზებისა და რეკომენდაციების ერთობლიობა მოსწავლეებისთვის  დავალების შესასრულებლად.

  • ბრაზილიის ხელისუფლების საქმიანობის შესახებ ვიდეორგოლის/პოსტერის მომზადებაში დაგეხმარებათ სტატია ბრაზილია - მძინარე გიგანტი“ სადაც ჩანს, რა სტრატეგიას მიმართა ბრაზილიის მთავრობამ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის;
  • ეკონომიკის რომელი დარგების განვითარებაა პრიორიტეტული და რა ფაქტორები განაპირობებს ამას, რომელ რესურსებს ფლობს  და რომელ დარგებს უკავია მოწინავე პოზიცია დარგობრივ ეკონომიკურ სტრუქტურაში, რომელი ქვეყნებია ბრაზილიის სავაჭრო პარტნიორები, რით არის ქვეყანა გამორჩეული მსოფლიო ექსპორტში, როგორია ბრაზილიის ეკონომიკის მდგომარეობა და გამოწვევები - ამ შინაარსის  მომზადებისას  გამოიყენეთ სტატიები: ,,ბრაზილია - მძინარე გიგანტი“,  „ბრაზილია გამოწვევების წინაშე“, „კრიზისში მყოფი ქვეყნების ათეული“, „მსოფლიოს ყველაზე უიღბლო ეკონომიკის მქონე ქვეყნები“.
  • ბრაზილიის სოციალური - ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ სტატიებიდან: „ბრაზილიის სოციალურ - ეკონომიკური და პოლიტიკური დახასიათება“ და „ბრაზილია გამოწვევების წინაშე“. „მოსახლეობის ფენებს შორის მკვეთრი სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობისა და კონტრასტების წარმოდგენისთვის, შეგიძლიათ, სტატიებში მოცემული ფოტოები გამოიყენოთ; ხოლო იმას, თუ რა გზით აპირებს ქვეყნის მთავრობა მოსახლეობის ფენებს შორის არსებული სოციალურ-ეკონომიკური უთანაბრობის დაძლევას და რას გეგმავს ეკონომიკური განვითარების შენარჩუნებისა და წინსვლისათვის, გაეცნობით სტატიიიდან ბრაზილია - მძინარე გიგანტი“.
  • ვიდეორგოლს / პოსტერს შევურჩიოთ  შესაფერისი სახელწოდება.

 

წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები.

 

8

რჩევები

 

მასწავლებლებისთვის

გაეცანით რესურსს და კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე მოწოდებული რესურსიდან შეარჩიათ შესაბამისი სტატიები.

 

კომპლექსური დავალების პირობა გააცანით მოსწავლეებს.

 

დაუანონსეთ მოსწავლეებს  საკითხი და პროდუქტი, რომელიც უნდა შექმნან კომპლექსური დავალების ფარგლებში.

 

გააცანით მოსწავლეებს თქვენს მიერ არჩეული სტატიები რესურსებიდან.

 

საკითხზე მუშაობის პროცესში მოიფიქრეთ და განახორციელეთ აქტივობები შემდეგი  ქვეცნებების და საკითხთან დაკავშირებული საკვანძო შეკითხვების დამუშავებისთვის.  

 

თითოეული აქტივობა, რომელსაც განახორციელებთ კომპლექსური დავალების ფარგლებში, დაუკავშირეთ კომპლექსური დავალების მიზანს და გაითვალისწინეთ, რომ თითოეული აქტივობა უნდა ეხმარებოდეს მოსწავლეს კომპლექსური დავალების პროდუქტის შექმნაში.

 

კომპლექსური დავალების შეფასება ხდება მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით, SOLO ტაქსონომიით.

 

  • გაეცანით რესურსის სახით მოცემულ სტატიებს და კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე მოწოდებული რესურსიდან შეარჩიათ შესაბამისი სტატიები.
  • კომპლექსური დავალების პირობა გააცანით მოსწავლეებს.
  • დაუანონსეთ მოსწავლეებს  საკითხი და პროდუქტი, რომელიც უნდა შექმნან კომპლექსური დავალების ფარგლებში.
  • გააცანით მოსწავლეებს თქვენს მიერ არჩეული სტატიები რესურსებიდან.
  • საკითხზე მუშაობის პროცესში მოიფიქრეთ და განახორციელეთ აქტივობები შემდეგი  ქვეცნებების (ბრაზილიის ეკონომიკის სტრუქტურა (მრეწველობა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, მომსახურების სფერო, ვაჭრობა). ეკონომიკა. ეკონომიკური კრიზისი. ინფლაციის დონე. მაკროეკონომიკური სტაბილურობა. მთლიანი შიდა პროდუქტი. ექსპორტი. იმპორტი.  მეურნეობის დარგი, ბუნებრივი რესურსები (წყლის რესურსები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, საძოვრები, მინერალურ - სანედლეულო ბაზა). შრომითი რესურსი, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა, მოსახლეობის სტრუქტურა, აგლომერაცია (სან - პაულუს, რიო - დე - ჟანეიროს, ბუენოს აირესის, მეხიკოს), ფაველა, ახალი ინდუსტრიული ქვეყანა, ქვეყნის ჰუმანური განვითარების ინდექსი) და საკითხთან დაკავშირებული საკვანძო შეკითხვების (რამ განაპირობა ბრაზილიის ეკონომიკის  განვითარების თავისებურებები? რატომ არსებობს მკვეთრად გამოხატული სოციალური-ეკონომიკური უთანასწორობა ბრაზილიაში?) დამუშავებისთვის.  მაგ (1) შევქმნათ და შევავსოთ მატრიცა თემაზე „ბრაზილიის ეკონომიკური სტრუქტურა“ (საკლასო აქტივობა/საშინაო დავალება). მაგ (2) შევქმნათ ასოციაციური რუკა თემაზე „ბრაზილიის ეკონომიკის განვითარების თავისებურებების განმაპირობებელი ფაქტორები“ (საკლასო აქტივობა/საშინაო დავალება). მაგ (3) გავაკეთოთ თანამედროვე ბრაზილიის ეკონომიკის  SWOT ანალიზი (საკლასო აქტივობა/საშინაო დავალება). მაგ (4) შევქმნათ „სიტყვების კედელი“ რომელშიც მოცემული იქნება კომპლექსური დავალების ფარგლებში დასამუშავებელი თითოეული ქვეცნება - განმარტებით. (საკლასო აქტიობა/საშინაო დავალება). მაგ (5) დისკუსიის რეჟიმში დავამუშაოთ არგუმენტები თემაზე „ბრზაილიაში მკვეთრად გამოხატული სოციალურ - ეკონომიკური უთანასწორობის მიზეზები“ (საკლასო აქტივობა). მაგ (6) მოამზადონ არგუმენტირებული ესსე თემაზე „ბრზაილიაში მკვეთრად გამოხატული სოციალურ - ეკონომიკური უთანასწორობის მიზეზები“ (საშინაო დავალება).
  • თითოეული აქტივობა, რომელსაც განახორციელებთ კომპლექსური დავალების ფარგლებში, დაუკავშირეთ კომპლექსური დავალების მიზანს და გაითვალისწინეთ, რომ თითოეული აქტივობა უნდა ეხმარებოდეს მოსწავლეს კომპლექსური დავალების პროდუქტის შექმნაში.
  • კომპლექსური დავალების შეფასება ხდება მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით, SOLO ტაქსონომიით.
  • კომპლექსური დავალების ვიდეო ინსტრუქციის სანახავად გადადით  ბმულზე https://www.youtube.com/watch?v=_Eyndfu16t4

 

 

9

 

რესურსები

რესურსების მომზადების დროს უნდა გავითვალისწინოთ რომ მივუთ

ითოთ მხოლოდ გადამოწმებული და ვალიდური ინფორმაცია.

 

ამასთან რესურსი უნდა იყოს მაქსიმალურად სრულყოფილი საკითხის და სამიზნე ცნებების დამუშავებისთვის.

 

გავითვალისწინოთ მოსწავლეების ინტერესები და საჭიროებები.

 

სასურველია კომპლექსურ დავალებას ერთვოდეს სხვადასხვა ფორმის მაგ: როგორც ტექსტური  ისე ფოტო, ვიდეო, მასალა, სტატისტიკური მონაცემები, თემატური რუკები და ა.შ.

 

 

https://educationalprojects2020.blogspot.com/2020/10/viii_92.html

 

https://educationalprojects2020.blogspot.com/2020/10/blog-post_2.html

 


როგორ შევქმნათ კომპლექსური დავალების ბარათი - ვიდეო ინსტრუქციის სანახავად იხ. ბმული: https://www.youtube.com/watch?v=fDNv8sGsRfs&t=212s



No comments:

Post a Comment

კომპლექსური დავალების ბარათი, სამოქალაქო განათლება, საბაზო საფეხური

საგანი: სამოქალაქო განათლება თემა: ინდივიდი და საზოგადოება (თემატური ბლოკი)                სამიზნე ცნება - სოციალიზაცია ...