Sunday, December 6, 2020

კომპლექსური დავალების ბარათები გეოგრაფიაში, საკითხზე: რელიეფის ფორმები

 კომპლექსური დავალების ბარათები გეოგრაფიაში

საკითხზე: რელიეფის ფორმები


სამიზნე ცნება - გეოგრაფიული კვლევა და გეოგრაფიული ანალიზი; გეოგრაფიული გარსი; გეოგრაფიული მოვლენა და გეოგრაფიული პროცესი;

შედეგები: გეო.საბ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 9;

 

საკითხი - დედამიწის რელიეფის ფორმები

ქვეცნებები - ანთროპოგენური, დადაბლებული, დანალექი, ეოლური, ვულკანური, მდინარეული, მთათა, მყინვარული, ოკეანური და სანაპირო ფორმები.

საკვანძო შეკითხვა:

რა ფაქტორები განაპირობებს რელიეფის ფორმების წარმოქმნას?

რა ფაქტორები განაპირობებს რელიეფის ფორმების თავისებურებებს?

რა ფაქტორები განაპირობებს რელიეფის ფორმების სამეურნეო მიზნებით გამოყენებას?

კომპლექსური დავალების პირობა

წაიკითხეთ რესურსი, აირჩიეთ რომელიმე ერთი რელიეფის ფორმის ჯგუფი და მოამზადეთ პრეზენტაცია  Power Point პროგრამაში.

ნათლად წარმოაჩინეთ:

რელიეფის ფორმების წარმოქმნის განმაპირობებელი ფაქტორები;

რელიეფის ფორმების თავისებურებების განმაპირობებელი ფაქტორები;

რელიეფის ფორმების სამეურნეო მიზნებით გამოყენების განმსაზღვრელი ფაქტორები;

პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

ჩამოწერეთ, რელიეფის ფორმების წარმოქმნის განმაპირობებელი ფაქტორები;

ჩამოწერეთ, რელიეფის ფორმების თავისებურებების განმაპირობებელი ფაქტორები;

ჩამოწერეთ, რელიეფის ფორმების სამეურნეო მიზნებით გამოყენების განმსაზღვრელი ფაქტორები;

წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები.

 

პრაქტიკული რჩევები მასწავლებლებისთვის:

  • გაეცანით რესურსს და კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე მოახდინეთ მისი მოდიფიცირება.
  • კომპლექსური დავალების პირობა გააცანით მოსწავლეებს.
  • დაუანონსეთ მოსწავლეებს  საკითხი და პროდუქტი, რომელიც უნდა შექმნან კომპლექსური დავალების ფარგლებში.
  • გააცანით მოსწავლეებს რესურსი.
  • საკითხზე მუშაობის პროცესში მოიფიქრეთ და განახორციელეთ აქტივობები შემდეგი  ქვეცნებების და საკითხთან დაკავშირებული საკვანძო შეკითხის დამუშავებისთვის.
  • თითოეული აქტივობა, რომელსაც განახორციელებთ კომპლექსური დავალების ფარგლებში, დაუკავშირეთ კომპლექსური დავალების მიზანს და გაითვალისწინეთ, რომ თითოეული აქტივობა უნდა ეხმარებოდეს მოსწავლეს კომპლექსური დავალების პროდუქტის შექმნაში.
  • კომპლექსური დავალების შეფასება ხდება მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით, SOLO ტაქსონომიით.

დედამიწის რელიეფის ფორმები

ანთროპოგენური ფორმები

არხიგზაგვირაბიკარიერიკაშხალიმაღაროპოლდერირკინიგზის ტრანსპორტიშენობაჯებირიწყალსაცავიხიდიხელოვნური კუნძული

დადაბლებული ფორმები

დაბლობივაკებარიქვაბულიპენეპლენიპედიმენტიპედიპლენი

დანალექი ქანები

ალევრიტი, არგილითი, არკოზი, ბოქსიტი, ბრექჩია, გრანუმეტრიული შედგენილობა, გრაუვაკა, დიატომიტი, დოლომიტი, თაბაშირი, თიხა, თიხოვანი ფიქალი, კენჭნარი, კონგრომერატი, ლიოსი, მერგელი, ოოლითი, პელიტი, პიზოლითი, სედიმანტაცია, ტრავენტინი, ტრეპელი, ტუფი, ფაციესი, ფლიში, ფსამიტი, ფსეფიტი, ქვიშა, ქვიშაქვა, ქვიშნარი

ეოლური ფორმები

ბარხანიდიუნაერგიზასტრუგაიარდანგითოვლის ნამქერითოვლის კარნიზიუდაბნო

ვულკანური ფორმები

ბარანკოსიგეიზერიდაიკივულკანიკრატერიგუმბათიკალდერაკონუსილავალავური პლატოლაკოლითიმაარინეკი

მდინარეული ფორმები

გამოზიდვის კონუსიგუბედელტაკალაპოტიკანიონიკლიფილუბრმამდინარემეანდრიმღვიმეოაზისიპლაჟიჩანჩქერიჭალაჭაობიჭორომი

მთათა ფორმები

ბორცვიზეგანილიოსიმთამთიანეთიპლატოქედიხეობახევი

მყინვარული ფორმები

ველივერძის შუბლიკარიმყინვარიმყინვარული საფარინაკაწრიოზებირიგელიტროგიტუნდრაფიორდიცირკი

ოკეანური და სანაპირო ფორმები

ატოლიესტუარიკუნძულილაგუნამარჯნის რიფინახევარკუნძულინაპირიშელფიშუაოკეანური ქედებიყელიყურეწყალქვეშა მთა


 წყარო: http://mastsavlebeli.ge

No comments:

Post a Comment

კომპლექსური დავალების ბარათი, სამოქალაქო განათლება, საბაზო საფეხური

საგანი: სამოქალაქო განათლება თემა: ინდივიდი და საზოგადოება (თემატური ბლოკი)                სამიზნე ცნება - სოციალიზაცია ...