კომპლექსური დავალების ბარათი სამოქალაქო განათლებაში - პიროვნული განვითარება და სოციალიზაცია, სამოქალაქო მონაწილეობა და უსაფრთხოება
რესურსი: „ქალთა შესახებ“ ვაჟა ფშაველა
სამიზნე ცნება - პიროვნული განვითარება და
სოციალიზაცია; სამოქალაქო მონაწილეობა და უსაფრთხოება; შედეგები: 1, 2, 3, 4, 8, 9, 10, 13; |
საკითხი - მოქალაქე და სახელმწიფო ქვეცნებები - პიროვნება, ოჯახი, თემი,
საზოგადოება, სახელმწიფო; საკვანძო შეკითხვა: რა სჭირდება მოქალაქეს
საზოგადოებისგან? რა სჭირდება საზოგადოებას
მოქალაქისგან? |
კომპლექსური
დავალების პირობა წაიკითხეთ რესურსი და მოამზადეთ 2- 5 წუთიანი ვიდეორგოლი თემაზე: „მოქალაქის
როლი საზოგადოების და სახელმწიფოს ფორმირების პროცესში“ ნათლად
წარმოაჩინეთ: ·
მოქალაქის
და საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულება; ·
ქალთა
როლი საზოგადოების ფორმირების და განვითარების საქმეში; |
პრაქტიკული რჩევები
მოსწავლეებისთვის კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის: ·
შეავსე
ცხრილი თემაზე: „ მოქალაქის და
საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულება“ ·
დაწერე
არგუმენტირებული ესე თემაზე: „ქალთა როლი საზოგადოების ფორმირების და
განვითარების საქმეში“ წაიკითხე რესურსი და წერილობით უპასუხე კითხვებს: „ამიტომ საჭიროა ყოველი დედა იყოს განათლებული, განვითარებული“
- რატომ არის საჭირო, რომ ყოველი დედა იყოს განათლებული და განვითარებული?
რას გულისხმობს
ავტორი, როცა ამბობს: „დედაკაცს დიდი ძალა აქვს ოჯახში დიდზე და პატარაზე“? წარმოადგინეთ თქვენი კვლევის
ეტაპები. პრაქტიკული რჩევები
მასწავლებლებისთვის: ·
გაეცანით რესურსის
და კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე მოახდინეთ მისი მოდიფიცირება. ·
კომპლექსური
დავალების პირობა გააცანით მოსწავლეებს. ·
დაუანონსეთ
მოსწავლეებს საკითხი და პროდუქტი, რომელიც უნდა შექმნან კომპლექსური
დავალების ფარგლებში. ·
გააცანით
მოსწავლეებს რესურსი. ·
საკითხზე მუშაობის
პროცესში მოიფიქრეთ და განახორციელეთ აქტივობები ქვეცნებების
და საკითხთან დაკავშირებული საკვანძო შეკითხის დამუშავებისთვის. ·
თითოეული აქტივობა, რომელსაც
განახორციელებთ კომპლექსური დავალების ფარგლებში, დაუკავშირეთ
კომპლექსური დავალების მიზანს და გაითვალისწინეთ, რომ თითოეული აქტივობა
უნდა ეხმარებოდეს მოსწავლეს კომპლექსური დავალების პროდუქტის შექმნაში. ·
კომპლექსური
დავალების შეფასება ხდება მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით, SOLO ტაქსონომიით. ·
იხილეთ
ვიდეო ინსტრუქცია კომპლექსური დავალების
განხორციელების ეტაპების შესახებ; |
„ქალთა შესახებ“ ვაჟა ფშაველა
(პასუხი „სახალხო გაზეთის“ ანკეტისა“)
დედაკაცს დიდი მნიშვნელობა აქვს კაცობრიობის ცხოვრებაში. კაცობრიობა შესდგება სხვადასხვა ერებისაგან, ერები ცალკე ოჯახებისაგან, ხოლო საძირკველი პირველისა, მეორისა და მესამისა არის პიროვნება, ცალი ადამიანი; რამდენადაც მათი შემადგენელი ადამიანები არიან სრულნი, ამაღლებულნი, განვითარებულნი და ბედნიერნი, იმდენადვე ამაღლებულია ოჯახი, ოჯახს გარეშე - ერი, ერს გარეშე - კაცობრიობა. თავი და თავი, მაშასადამე, ოჯახის გონივრულად მოწყობა უნდა ვაღვიაროთ, ხოლო ოჯახში უფლობს დედაკაცი. დედაკაცს დიდი ძალა აქვს ოჯახში დიდზე და პატარაზე; შვილების პირველდაწყებითი აღზრდა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს, დედის ხელშია; დედაა გადამწყვეტელი შვილების ბედიღბლისა, შვილის მომავალი უსათუოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ დედამ რა შთაბეჭდილებებით ასაზრდოვა შვილის ნორჩი მაგრამ ღრმა აღმბეჭდი გული და გონება... ამიტომ საჭიროა ყოველი დედა იყოს განათლებული, განვითარებული, რათა შინ ოჯახში და გარეთ საზოგადოებაში სთესდეს თესლს კეთილისა, დიაღ, ესმოდეს დედაკაცს, შვილი როგორ აღზარდოს შინ, ოჯახში, და გარედ საზოგადოებაში რა აზრები გაავრცელოს, რას ემსახუროს, ვინაიდგან მას შეუძლიან დაამხოს ერი და კიდეც აღადგინოს.
როგორც დღეს, ისე მომავალში დედაკაცი უმთავრესაც უნდა ემსახურებოდეს ოჯახს და შვილების აღზრდას. თუ ამას ღირსეულად შეასრულებს დიდს, ძალიან დიდ საქმეს გააკეთებს, დიდს ამაგს დასდებს თავის ქვეყანას. ვინც ამ მოვალეობიდან განთავისუფლებული იქნება, იმას არას გზით არ აეკრძალების არავითარი კულტურული საქმე.
No comments:
Post a Comment